კონტექსტის ძიება
ქართული ვირტუალური კლავიატურა

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« იონა »
იონა 1
იონა 2
იონა 3
იონა 4

« იონა 3 [BIB - xx] »
3:1 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იონას მიმართ მეორედ მეტყუელი:
3:2 აღდეგ და წარვედ ნინევად ქალაქად დიდად, და ქადაგე მას შინა ქადაგებისაებრ წინასწარისა, რომელი მე ვთქუ შენდამი.
3:3 და აღდგა იონა და წარვიდა ნინევად, ვითარცა თქუა უფალმან. ხოლო ნინევი იყო ქალაქი დიდი ღმრთისაჲ, ვითარცა სავალი გზისა სამთა დღეთასა.
3:4 და იწყო იონამან სლვად ქალაქად, ვითარ სავალსა დღისა ერთისასა და ქადაგა და თქუა: მერმე სამნიღა დღენი და ნინევი დაიქცეს.
3:5 დაემორწმუნნეს კაცნი ნინევისანი ღმერთსა. და ქადაგეს მარხვაჲ და შეიმოსეს ძაძაჲ დიდითგან მათით, ვიდრე მცირედ მათდა.
3:6 და მიეახლა სიტყუა მეფისა მიმართ ნინევისა, და აღდგა საყდრისაგან მისისა და მოიძარცუა შესამოსელი მისი მისგან, და გარემოირტყა ძაძაჲ, და დაჯდა ნაცარსა ზედა,
3:7 და იქადაგა და ითქუა ნინევს შინა მეფისა მიერ. და დიდ-დიდთა მისათა მეტყუელთა: და კაცნი და საცხოვარნი და ზროხანი და ცხოვარნი ნუ იგემებენ ნურარას. და წყალსა ნუ სმენ, ნუცა ძოენ.
3:8 და გარემოირტყეს ძაძაჲ კაცთა და საცხოვართა და ღაღად-ყუეს ღმრთისა მიმართ გულსმოდგინედ და მოაქცია კაცადმან გზისაგან თჳსისა ბოროტისა და სიცრუისაგან ჴელთა მათთაშინაჲსა მეტყუელთა:
3:9 ვინ უწყის მო-თუ-აქციოს უფალმან და ვედრებულ იქმნეს. და მოიქცეს რისხვისაგან გულისწყრომისა მისისა და არა წარვწყმდეთ?
3:10 და იხილნა ღმერთმან საქმენი მათნი, რამეთუ მოაქციეს გზათაგან მათთა ბოროტთა და შეინანა ღმერთმან სიბოროტესა ზედა, რომელი თქუა ყოფად მათდა და არა უყო.

© 2010, გია შერვაშიძე