კონტექსტის ძიება
ქართული ვირტუალური კლავიატურა

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« იუდა »
იუდა 1

« იუდა 1 [BIB - xx] »
1:1 იუდა, იესუ ქრისტეს მონაჲ და ძმაჲ იაკობისი, თქუენ, ღმრთისა მიერ მამისა განწმედილთა და იესუ ქრისტეს მიერ დამარხულთა ჩინებულთა,
1:2 წყალობაჲ თქუენ თანა და მშჳდობაჲ და სიყუარული განმრავლდინ.
1:3 საყუარელნო, ყოველივე სწრაფაჲ ვყავ მიწერად თქუენდა ზოგადისათჳს ცხორებისა. ჯერ-მიჩნდა მიწერად თქუენდა და გლოცავ, იღუწიდით ერთ გზის მოცემულისა მისთჳს წმიდათა სარწმუნოებისა.
1:4 რამეთუ შემო-ვინმე-ვიდეს კაცნი, რომელნი პირველვე წერილ იყვნეს ამას საშჯელსა, უღმრთონი, რომელნი მადლსა ღმრთისა ჩუენისასა გარდააქცევენ არაწმიდებად და მხოლოსა მფლობელსა ღმერთსა და უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა უარ-ჰყოფენ.
1:5 მოჴსენებაჲ თქუენი მნებავს, დაღათუ იცით ესე ყოველი, რამეთუ ღმერთმან ერთ გზის ერი იგი ქუეყანით ეგჳპტით იჴსნა, ხოლო მეორედ ურწმუნონი იგი წარწყმიდნა.
1:6 ანგელოზნი იგი, რომელთა-იგი არა დაიმარხეს თჳსი იგი სამთავროჲ, არამედ დაუტევეს სამკჳდრებელი მათი სასჯელად დიდისა მის დღისა საკრველებითა მით სამარადისოჲთა, წყუდიადსა ქუეშე დაჰმარხნა.
1:7 ვითარცა სოდომოჲ და გომოროჲ და გარემოჲს მათსა ქალაქები იგი, რომელნი მათდავე სახედ ისიძვიდეს და მიდევნებულ იყვნეს შედგომად ჴორცსა უცხოსა, წინა სხენან სახედ, ცეცხლისა საუკუნოჲსა სასჯელი მიუღებიეს.
1:8 ეგრეთვე მსგავსად ესენიცა საჩუენებელსა იხილვენ, ჴორცთა შეიბილწებენ, უფლებათა შეურაცხჰყოფენ, დიდებათა ჰგმობენ.
1:9 ხოლო მიქაელ მთავარანგელოზი ოდეს-იგი ეშმაკსა მას ეშჯოდა და ეტყოდა მოსეს ჴორცთათჳს, ვერ იკადრა საშჯელი გმობისაჲ მოწევნად მის ზედა, არამედ ჰრქუა: შეგრისხენინ შენ უფალმან!
1:10 გარნა ესენი, რაოდენი არა იციან, ჰგმობენ და რავდენი ვითარცა პირუტყუთა ბუნებით იციან, მათ შინა განიხრწნებიან.
1:11 ვაჲ მათდა, რამეთუ გზასა მას კაენისა ვლენან და საცთურსა მას ბალამის სასყიდლისასა აღერინეს და ცილობითა მით კორესითა წარწყმდეს.
1:12 ესენი არიან, რომელნი სიყვარულთა მათ თქუენთა შებილწებულნი თანა-შეგცხრებიან და უშიშად თავთა თჳსთა ჰმწყსიან. ღრუბელნი ურწყულნი, ქარისაგან მიმოტაცებულნი, ხენი ზამთრისანი უნაყოფონი, ორ გზის მომწყდარნი, ძირითურთ მოფხურილნი,
1:13 ღელვანი ზღჳსანი განძჳნებულნი, რომელნი პერად აღაფრქუევენ თავისა თჳსისათჳს სირცხჳლსა, ვარსკულავნი ცთომილნი, რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელისაჲ საუკუნოდ დამარხულ არს.
1:14 წინაწარმეტყუელა მათთჳს მეშჳდემან ადამისითგან ენუქ და თქუა: აჰა ესერა, მოვიდა უფალი ბევრეულითა წმიდათა მისთაჲთა.
1:15 ყოფად სასჯელისა ყოვლისათჳსვე და მხილებად ყოველთა უღმრთოთა მათთა ყოველთათჳს საქმეთა უღმრთოებისა მათისათა, რომელ ურჩულოებდეს და ყოვეთათჳს სიტყუათა ფიცხელთა, რომელთა იტყოდეს მისთჳს ცოდვილნი უღმრთონი.
1:16 ესენი არიან მდრტჳნავნი, მაბრალობელნი, გულის თქუმისაებრ თჳსისა მავალნი, და პირი მათი იტყჳს გარდარეულსა. თუალთ აღებენ პირსა სარგებელისა მიზეზითა.
1:17 ხოლო თქუენ, საყუარელნო, მოიჴსენენით სიტყუანი იგი, წინაწარ თქმულნი მოციქულთა მიერ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა.
1:18 რამეთუ გეტყოდეს თქუენ, ვითარმედ უკუანაჲსკნელთა ჟამთა იყვნენ მოკიცხარნი გულის თქუმისაებრ თჳსისა მავალნი უღმრთოჲსა.
1:19 ესენი არიან, რომელნი განიშორებენ თავთა თჳსთა მშჳნვიერნი, რომელთა სულ არა აქუს.
1:20 ხოლო თქუენ, საყუარელნო, წმიდასა მას სარწმუნოებასა თქუენსა ზედა აღაშენებდით თავთა თქუენთა, სულითა წმიდითა ილოცევდით.
1:21 თავნი თქუენნი სიყუარულითა ღმრთისაჲთა დაიცვენით და მოელოდეთ წყალობასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა ცხორებად.
1:22 რომელთამე სწყალობდით შეუორგულებელად,
1:23 და რომელთამე იჴსნიდით შიშითა და ვითარცა ცეცხლისაგან გამოიტაცებდით. გძულდინ ჴორცთაგანცა შეგინებული იგი სამოსელი.
1:24 ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს დამარხვად თქუენდა შეუცოდებელად და დადგინებად წინაშე დიდებისა თჳსისა უბიწოთა სიხარულით.
1:25 მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა მაცხოვარსა ჩუენსა, დიდებაჲ და სიმდიდრე, სიმტკიცე და ჴელმწიფებაჲ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და აწ და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

© 2010, გია შერვაშიძე