ძიება

ვერსიები
ვერსია:
კოდი:
თავი:  

ძიების შედეგები კონტექსტისთვის ""
2008 წ. გამოცემა 1:1 რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა‚
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა‚
ჩვენ‚ კაცთა‚ მოგვცა ქვეყანა‚ გვაქვს უთვალავი ფერითა‚
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მისმიერითა.
VTA:[1]
2008 წ. გამოცემა 1:2 ჰე‚ ღმერთო ერთო‚ შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა‚
შენ დამიფარე‚ ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა‚
მომეც მიჯნურთა სურვილი‚ სიკვდიდმდე გასატანისა‚
ცოდვათა შესუბუქება‚ მუნ თანაწასატანისა.
VTA:[2]
2008 წ. გამოცემა 1:3 ვის შვენის‚ – ლომსა‚ – ხმარება შუბისა‚ ფარ-შიმშერისა‚
– მეფისა მზის თამარისა‚ ღაწვბალახშ-თმაგიშერისა‚ –
მას‚ არა ვიცი‚ შევმართო შესხმა ხოტბისა შერისა?!
მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს‚ მართ მიშერისა.
VTA:[3]
2008 წ. გამოცემა 1:4 თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლდათხეული‚
ვთქვენი ქებანი ვისნი მე არავად გამორჩეული.
მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მინა რხეული‚
ვინცა ისმინოს‚ დაესვას ლახვარი გულსა ხეული.
VTA:[4]
2008 წ. გამოცემა 1:5 მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა‚
ქება წარბთა და წამწამთა‚ თმათა და ბაგე-კბილისა‚
ბროლ-ბალახშისა თლილისა‚ მის მიჯრით მიწყობილისა.
გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვივისა ლბილისა.
VTA:[5]
2008 წ. გამოცემა 1:6 აწ ენა მინდა გამოთქმად‚ გული და ხელოვანება‚ –
ძალი მომეც და შეწევნა, შენგნით მაქვს‚ მივსცე გონება;
მით შევეწივნეთ ტარიელს‚ ტურფადცა უნდა ხსენება;
მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.
VTA:[6]
2008 წ. გამოცემა 1:7 მო‚ დავსხდეთ‚ ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობილი;
მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!
დავჯე‚ რუსთველმან გავლექსე‚ მისთვის გულლახვარსობილი‚
აქამდის ამბვად ნათქვამი‚ აწ მარგალიტი წყობილი.
VTA:[7]
2008 წ. გამოცემა 1:8 მე‚ რუსთველი‚ ხელობითა ვიქ საქმესა ამადარი:
ვის მორჩილობს ჯარი სპათა‚ მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი;
დაუძლურდი‚ მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი‚
ანუ მომცეს განკურნება‚ ანუ მიწა მე სამარი.
VTA:[8]
2008 წ. გამოცემა 1:9 ესე ამბავი სპარსული‚ ქართულად ნათარგმანები‚
ვით მარგალიტი ობოლი‚ ხელისხელ საგოგმანები‚
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი‚ საქმე ვქმენ საჭოჭმანები‚
ჩემმან ხელმქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმა ნები.
VTA:[9]
2008 წ. გამოცემა 1:10 თვალთა‚ მისგან უნათლოთა‚ ენატრამცა ახლად ჩენა;
აჰა‚ გული გამიჯნურდა‚ მიხვდომია ველთა რბენა!
მიაჯეთ ვინ‚ ხორცთა დაწვა კმარის‚ მისცეს სულთა ლხენა.
სამთა ფერთა საქებელთა ლამის‚ ლექსთა უნდა ლევნა.
VTA:[10]
2008 წ. გამოცემა 1:11 რაცა ვისცა ბედმან მისცეს‚ დასჯერდეს და მას უბნობდეს:
მუშა მიწყივ მუშაკობდეს‚ მეომარი გულოვნობდეს;
კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს‚
არცა ვისგან დაეწუნოს‚ არცა სხვასა უწუნობდეს.
VTA:[11]
2008 წ. გამოცემა 1:12 შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი‚
საღმრთო‚ საღმრთოდ გასაგონი‚ მსმენელთათვის დიდი მარგი‚
კვლა აქაცა ეამების‚ ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის‚ შაირია ამად კარგი.
VTA:[12]
2008 წ. გამოცემა 1:13 ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა‚
მობურთალსა – მოედანი‚ მართლად ცემა‚ მარჯვედ ქნევა‚
მართ აგრევე მელექსესა – ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა‚
რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.
VTA:[13]
2008 წ. გამოცემა 1:14 მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა‚
რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა‚ დაუწყოს ლექსმან ძვირობა‚
არ შეამოკლოს ქართული‚ არა ქმნას სიტყვამცირობა‚
ხელმარჯვედ სცემდეს ჩოგანსა‚ იხმაროს დიდი გმირობა.
VTA:[14]
2008 წ. გამოცემა 1:15 მოშაირე არა ჰქვიან‚ თუ სადმე თქვას ერთი‚ ორი;
თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;
განაღა თქვას ერთი‚ ორი‚ უმსგავსო და შორი-შორი‚
მაგრა იტყვის: „ჩემი სჯობსო“‚ უცილობლობს ვითა ჯორი.
VTA:[15]
2008 წ. გამოცემა 1:16 მეორე ლექსი‚ ცოტაი – ნაწილი მოშაირეთა‚
არ ძალუც სრულქმნა სიტყვათა‚ გულისა გასაგმირეთა‚ –
ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:
დიდსა ვერ მოჰკლვენ‚ ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.
VTA:[16]
2008 წ. გამოცემა 1:17 მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ‚ სამღერელად‚
სააშიკოდ‚ სალაღობოდ‚ ამხანაგთა სათრეველად;
ჩვენ მათიცა გვეამების‚ რაცა ოდენ თქვან ნათელად.
მოშაირე არა ჰქვიან‚ ვერას იტყვის ვინცა გრძელად.
VTA:[17]
2008 წ. გამოცემა 1:18 ხამს‚ მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს‚
ერთი უჩნდეს სამიჯნურო‚ ერთსა ვისმე აშიკობდეს‚
ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს‚ მას აქებდეს‚ მას ამკობდეს‚ –
მისგან კიდე ნურა უნდა‚ – მისთვის ენამუსიკობდეს.
VTA:[18]
2008 წ. გამოცემა 1:19 ჩემი აწ ცანით ყველამან‚ მას ვაქებ‚ ვინცა მიქია;
ესე მიჩს დიდად სახელად‚ არ თავი გამიქიქია!
იგია ჩემი სიცოცხლე‚ უწყალო ვითა ჯიქია;
მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს‚ მიქია.
VTA:[19]
2008 წ. გამოცემა 1:20 ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა‚
ძნელად სათქმელი‚ საჭირო გამოსაგები ენათა;
იგია საქმე საზეო‚ მომცემი აღმაფრენათა;
ვინცა ეცდების‚ თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.
VTA:[20]
2008 წ. გამოცემა 1:21 მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან‚
ენა დაშვრების‚ მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;
ვთქვნე ხელობანი ქვენანი‚ რომელნი ხორცთა ხვდებიან;
მართ მასვე ჰბაძვენ‚ თუ ოდენ არ სიძვენ‚ შორით ბნდებიან.
VTA:[21]
2008 წ. გამოცემა 1:22 მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა‚
მით რომე შმაგობს მისისა ვერმიხვდომისა წყენითა;
ზოგსა აქვს საღმრთო სიახლე‚ დაშვრების აღმაფრენითა‚
კვლა ზოგთა ქვეუც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა.
VTA:[22]
2008 წ. გამოცემა 1:23 მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს‚ მართ ვითა მზეობა‚
სიბრძნე‚ სიუხვე‚ სიმდიდრე‚ სიყმე და მოცალეობა‚
ენა‚ გონება‚ დათმობა‚ მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.
ვისცა ეს სრულად არა სჭირს‚ აკლია მიჯნურთ ზნეობა.
VTA:[23]
2008 წ. გამოცემა 1:24 მიჯნურობა არის ტურფა‚ საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა‚ არ სიძვისა დასადარი:
იგი სხვაა‚ სიძვა სხვაა‚ შუა უზის დიდი ზღვარი‚
ნუვინ გარევთ ერთმანერთსა‚ გესმის ჩემი ნაუბარი?
VTA:[24]
2008 წ. გამოცემა 1:25 ხამს მიჯნური ხანიერი‚ არ მეძავი‚ ბილწი‚ მრუში‚
რა მოშორდეს მოყვარესა‚ გაამრავლოს სულთქმა‚ უში‚
გული ერთსა დააჯეროს‚ კუშტი მიხვდეს‚ თუნდა ქუში;
მძულს უგულო სიყვარული‚ ხვევნა-კოცნა‚ მტლაში-მტლუში.
VTA:[25]
2008 წ. გამოცემა 1:26 მას ცოცხალი ნუ ელევის‚ რაცა პირველ შეუყვარდეს‚
ნუცა ლხინსა აუზვავდეს‚ ნუცა ჭირსა შეუზარდეს‚
მისთვის დასთმოს ყველაკაი‚ მისთვის ველთა გამოვარდეს‚
ნურა გავა‚ სოფელიცა მისი კერძი გარდაქარდეს.
VTA:[26]
2008 წ. გამოცემა 1:27 ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:
დღეს ერთი უნდეს‚ ხვალე სხვა‚ სთმობდეს გაყრისა თმობასა;
ესე მღერასა ბედითსა ჰგავს‚ ვაჟთა ყმაწვილობასა.
კარგი მიჯნური იგია‚ ვინ იქს სოფლისა თმობასა.
VTA:[27]
2008 წ. გამოცემა 1:28 არს პირველი მიჯნურობა არდაჩენა‚ ჭირთა მალვა‚
თავისწინა იგონებდეს‚ ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,
შორით ბნედა‚ შორით კვდომა‚ შორით დაგვა‚ შორით ალვა‚
დასთმოს წყრომა მოყვრისაგან‚ მისი ჰქონდეს შიში‚ კრძალვა.
VTA:[28]
2008 წ. გამოცემა 1:29 ხამს‚ თავისსა ხვაშიადსა არვის თანა ამჟღავნებდეს‚
არ ბედითად „ჰაჲჰაჲ“ზმიდეს‚ მოყვარესა აყივნებდეს‚
არსით აჩნდეს მიჯნურობა‚ არასადა იფერებდეს‚
მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს‚ მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.
VTA:[29]
2008 წ. გამოცემა 1:30 მას უშმაგო ვით მიენდოს‚ ვინ მოყვარე გაამჩივნოს?
ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს.
რათამეღა ასახელოს‚ რა სიტყვითა მოაყივნოს?
რა გავა‚ თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!
VTA:[30]
2008 წ. გამოცემა 1:31 მიკვირს‚ კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა:
ვინცა უყვარს‚ რად აყივნებს მისთვის მკვდარსა‚ მისთვის წყლულსა?!
თუ არ უყვარს‚ რად არა სძულს? რად აყივნებს‚ რაცა სძულსა?!
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა‚ გულსა.
VTA:[31]
2008 წ. გამოცემა 1:32 თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს‚ ტირილსა ემართლების;
სიარული‚ მარტოობა შვენის‚ გაჭრად დაეთვლების;
იგონებდეს‚ მისგან კიდე ნურად ოდეს მოეცლების;
არ დააჩნდეს მიჯნურობა‚ სჯობს‚ თუ კაცთა ეახლების.
VTA:[32]
2008 წ. გამოცემა 2:1 იყო არაბეთს როსტევან‚ მეფე ღმრთისაგან სვიანი‚
მაღალი‚ უხვი‚ მდაბალი‚ ლაშქარმრავალი‚ ყმიანი‚
მოსამართლე და მოწყალე‚ მორჭმული‚ განგებიანი‚
თვით მეომარი უებრო‚ კვლა მოუბარი წყლიანი.
VTA:[33]
2008 წ. გამოცემა 2:2 სხვა ძე არ ესვა მეფესა‚ მართ ოდენ მარტოდ ასული‚
სოფლისა მნათი მნათობი‚ მზისაცა დასთა დასული;
მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული‚ გონება და სული‚
ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.
VTA:[34]
2008 წ. გამოცემა 2:3 მისი სახელი – თინათინ‚ არს ესე საცოდნარია!
რა გაიზარდა‚ გაივსო‚ მზე მისგან საწუნარია.
მეფემან უხმნა ვაზირნი‚ თვით ზის ლაღი და წყნარია‚
გვერდსა დაისხნა‚ დაუწყო მათ ამო საუბნარია.
VTA:[35]
2008 წ. გამოცემა 2:4 უბრძანა: „გკითხავ საქმესა‚ ერთგან სასაუბნაროსა:
რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს‚ დაამჭნაროსა‚
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა;
მზე ჩაგვისვენდა‚ ბნელსა ვსჭვრეტთ‚ ღამესა ჩვენ უმთვაროსა.
VTA:[36]
2008 წ. გამოცემა 2:5 მე გარდასრულ ვარ‚ სიბერე მჭირს‚ ჭირთა უფრო ძნელია‚
დღეს არა‚ ხვალე მოვკვდები‚ სოფელი ასრე მქმნელია;
რაღაა იგი სინათლე‚ რასაცა ახლავს ბნელია?!
ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ‚ ვისგან მზე საწუნელია!“
VTA:[37]
2008 წ. გამოცემა 2:6 ვაზირთა ჰკადრეს: „მეფეო‚ რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა?
ვარდი თუ გახმეს‚ ეგრეცა გვმართებს აზომცა ჯერობა:
მისივე მეტობს ყოველსა სული და ტურფაფერობა.
მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?!
VTA:[38]
2008 წ. გამოცემა 2:7 მაგას ნუ ჰბრძანებთ‚ მეფეო‚ ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია‚
თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია;
ხმდა განაღამცა საქმნელად‚ რაცა თქვენ გულსა გლმობია:
სჯობს და მას მიეც მეფობა‚ ვისგან მზე შენაფლობია!
VTA:[39]
2008 წ. გამოცემა 2:8 თუცა ქალია‚ ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია;
არ გათნევთ‚ იცის მეფობა‚ უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;
შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.
ლეკვი ლომისა სწორია‚ ძუ იყოს‚ თუნდა ხვადია“.
VTA:[40]
2008 წ. გამოცემა 2:9 ავთანდილ იყო სპასპეტი‚ ძე ამირსპასალარისა‚
საროსა მჯობი ნაზარდი‚ მსგავსი მზისა და მთვარისა‚
ჯერთ უწვერული‚ სადარო ბროლ-მინად საცნობარისა;
მას თინათინის შვენება ჰკლვიდის‚ წამწამთა ჯარისა.
VTA:[41]
2008 წ. გამოცემა 2:10 გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად;
რა მოშორდის‚ ვერმჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერნაკლულად;
ნახის‚ ცეცხლი გაუახლდის‚ წყლული გახდის უფრო წყლულად.
საბრალოა‚ სიყვარული კაცსა შეიქს გულმოკლულად!
VTA:[42]
2008 წ. გამოცემა 2:11 რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა‚
ავთანდილს მიხვდა სიამე‚ ვსება სჭირს მის სოქალისა;
თქვა: „ზედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა‚
ნუთუ ვით ვპოვო წამალი მე ჩემი‚ ფერგამქრქალისა!“
VTA:[43]
2008 წ. გამოცემა 2:12 არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან:
„თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე‚ მისმან მშობელმან;
მან გაანათლნეს ყოველნი‚ ვით მზემან მანათობელმან.
მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან‚ შემამკობელმან!“
VTA:[44]
2008 წ. გამოცემა 2:13 მოვიდეს სრულნი არაბნი‚ ჯარი გამრავლდა ხასისა:
ავთანდილ პირმზე‚ სპასპეტი ლაშქრისა ბევრათასისა‚
ვაზირი სოგრატ‚ მოახლე მეფისა დასთა დასისა;
მათ რომე დადგეს საჯდომი‚ თქვეს: „უთქმელია ფასისა!“
VTA:[45]
2008 წ. გამოცემა 2:14 თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა‚
დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა‚
მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა.
ქალი მზეებრ სჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზემხედველითა.
VTA:[46]
2008 წ. გამოცემა 2:15 უკუდგეს და თაყვანისსცეს მეფემან და მისთა სპათა‚
დალოცეს და მეფედ დასვეს‚ ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა‚
ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა.
ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს‚ ხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.
VTA:[47]
2008 წ. გამოცემა 2:16 მამისა ტახტსა საჯდომლად თავი არ ეღირსებოდა‚
ამად ტირს‚ ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა;
მეფე სწვრთის: „მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა‚
ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა“.
VTA:[48]
2008 წ. გამოცემა 2:17 უბრძანა: „ნუ სტირ‚ ასულო‚ ისმინე ჩემი თხრობილი:
დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს‚ ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი‚
აქათგან ესე სამეფო შენია მართ მონდობილი.
ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა‚ იყავ წყნარი და ცნობილი!
VTA:[49]
2008 წ. გამოცემა 2:18 ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების‚
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს‚ იგი თვით ების‚ ვინ ების.
უხვად გასცემდი‚ ზღვათაცა შესდის და გაედინების.
VTA:[50]
2008 წ. გამოცემა 2:19 მეფეთა შიგან სიუხვე‚ ვით ედემს ალვა‚ რგულია;
უხვსა მორჩილობს ყოველი‚ იგიცა‚ ვინ ორგულია;
სმა-ჭამა – დიდად შესარგი‚ დება რა სავარგულია?!
რასაცა გასცემ‚ შენია‚ რაც არა‚ დაკარგულია!“
VTA:[51]
2008 წ. გამოცემა 2:20 ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა‚
ყურსა უპყრობდა‚ ისმენდა‚ წვრთასა არ მოიწყინებდა;
მეფე სმასა და მღერასა იქს‚ მეტად მოილხინებდა;
თინათინ მზესა სწუნობდა‚ მაგრა მზე თინათინებდა.
VTA:[52]
2008 წ. გამოცემა 2:21 მოიხმო მისი გამზრდელი‚ ერთგული‚ ნაერთგულევი‚
უბრძანა: „ჩემი საჭურჭლე‚ შენგან დანაბეჭდულევი‚
მომართვი ჩემი ყველაი‚ ჩემი ნაუფლისწულევი!“
მოართვეს‚ გასცა უზომო‚ უანგარიშო‚ ულევი.
VTA:[53]
2008 წ. გამოცემა 2:22 მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა‚
რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა.
მერმე ბრძანა: „ვიქ საქმესა‚ მამისაგან სწავლებულსა‚
ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს საჭურჭლესა დადებულსა!“
VTA:[54]
2008 წ. გამოცემა 2:23 უბრძანა: „წადით‚ გახსენით‚ რაცა სად საჭურჭლენია!
ამილახორო‚ მოასხი რემა‚ ჯოგი და ცხენია!“
მოიღეს‚ გასცა უზომო‚ სიუხვე არ მოსწყენია.
ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი‚ მართ ვითა მეკობრენია.
VTA:[55]
2008 წ. გამოცემა 2:24 ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა‚ ვითა ნათურქალსა‚
მას ტაიჭსა არაბულსა‚ ქვენაბამსა‚ ნასუქალსა‚
რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა‚ ზეცით ნაბუქალსა;
არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.
VTA:[56]
2008 წ. გამოცემა 2:25 დღე ერთ გარდახდა პურობა‚ სმა-ჭამა იყო‚ ხილობა‚
ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა.
მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა.
„ნეტარ‚ რა უმძიმს‚ რა სჭირსო?“ – შექმნეს ამისი ცილობა.
VTA:[57]
2008 წ. გამოცემა 2:26 თავსა ზის პირმზე ავთანდილ‚ მჭვრეტთაგან მოსანდომია‚
სპათა სპასპეტი‚ ჩაუქი‚ ვითა ვეფხი და ლომია;
ვაზირი ბერი სოგრატი თვით მას თანავე მჯდომია.
თქვეს‚ თუ: „რა უმძიმს მეფესა‚ ანუ რად ფერი ჰკრთომია?“
VTA:[58]
2008 წ. გამოცემა 2:27 თქვეს‚ თუ: „მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა‚
თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა“.
ავთანდილ თქვა: „სოგრატ‚ ვჰკითხოთ‚ გვითხრას‚ ვინმცა შეგვეცილა?
ვჰკადროთ რამე სალაღობო‚ რასათვისმცა გაგვაწბილა?“
VTA:[59]
2008 წ. გამოცემა 2:28 ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა‚
თითო აივსეს ჭიქები‚ მივლენ ქცევითა წყნარითა‚
წინა მიუსხდეს მუხლმოყრით‚ პირითა მოცინარითა.
ვაზირი ლაღობს ენითა‚ წყლიანად მოუბნარითა:
VTA:[60]
2008 წ. გამოცემა 2:29 „დაგიღრეჯია‚ მეფეო‚ აღარ გიცინის პირიო.
მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო‚
ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარხშირიო;
ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?“
VTA:[61]
2008 წ. გამოცემა 2:30 რა მეფემან მოისმინა‚ გაცინებით შემოხედნა‚
გაუკვირდა: ვით მკადრაო‚ ან სიტყვანი ვით გაბედნა?!
„კარგა ჰქმენო‚ – დაუმადლა‚ ბრძანებანი უიმედნა‚ –
ჩემი ზრახვა სიძუნწისა‚ ტყუვის‚ ვინცა დაიყბედნა!
VTA:[62]
2008 წ. გამოცემა 2:31 ეგე არ მიმძიმს‚ ვაზირო‚ ესეა‚ რომე მწყენია:
სიბერე მახლავს‚ დავლიენ სიყმაწვილისა დღენია;
კაცი არ არის‚ სითგანცა საბრძანებელი ჩვენია‚
რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.
VTA:[63]
2008 წ. გამოცემა 2:32 ერთაი მიზის ასული‚ ნაზარდი სათუთობითა;
ღმერთმან არ მომცა ყმაშვილი‚ – ვარ საწუთროსა გმობითა‚ –
ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად‚ ანუცა მობურთლობითა;
ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა“.
VTA:[64]
2008 წ. გამოცემა 2:33 ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა‚
თავმოდრეკით გაიღიმნა‚ გაცინება დაუშვენდა‚
თეთრთა კბილთა გამომკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა.
მეფე ჰკითხავს: „რას იცინი‚ ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა?“
VTA:[65]
2008 წ. გამოცემა 2:34 კვლა უბრძანა: „თავსა ჩემსა‚ რას იცინი‚ რა დამგმეო?“
ყმამან ჰკადრა: „მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო‚
რაცა გკადრო‚ არ გეწყინოს‚ არ გარისხდე‚ არ გასწყრეო‚
არ გამხადო კადნიერად‚ არ ამიკლო ამაზეო“.
VTA:[66]
2008 წ. გამოცემა 2:35 უბრძანა: „რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!“
ფიცა მზე თინათინისა‚ მის მზისა მოწუნარისა.
ავთანდილ იტყვის: „დავიწყო კადრება საუბნარისა:
ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა‚ თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.
VTA:[67]
2008 წ. გამოცემა 2:36 მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენ წინა მშვილდოსანია;
ნაძლევი დავდვათ‚ მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე სპანია;
მოასპარეზედ ვინ მგავსო? – ცუდნიღა უკუთქმანია.
გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!“
VTA:[68]
2008 წ. გამოცემა 2:37 მეფე ლაღი და წყლიანი გამხიარულდა მეტადრე‚
სიცილით უთხრა ავთანდილს: „შვილად გზრდი‚ მით შემეკადრე;
იცი‚ არ გიწყენ‚ გაზრდილო‚ მით შემომიხვე ზედადრე:
თუ არ გასწბილდე‚ მაჯობო‚ ბედი გეყოფის ბედადრე.
VTA:[69]
2008 წ. გამოცემა 2:38 „მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისსა დაცილებასა.
ბრძანე‚ ვისროლოთ‚ ნუ იქო შედრეკილობა-კლებასა.
კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენ თანა ხლებასა‚
მერმე გამოჩნდეს მოედანს‚ ვისძი უთხრობდენ ქებასა!“
VTA:[70]
2008 წ. გამოცემა 2:39 ავთანდილცა დამორჩილდა‚ საუბარი გარდასწყვიდეს‚
იცინოდეს‚ ყმაწვილობდეს‚ საყვარლად და კარგად ზმიდეს‚
ნაძლევიცა გააჩინეს‚ ამა პირსა დაასკვნიდეს:
„ვინცა იყოს უარესი‚ თავშიშველი სამ დღე ვლიდეს!“
VTA:[71]
2008 წ. გამოცემა 2:40 მონადირეთა უბრძანა: „მინდორნი მოიარენით‚
დასცევით ჯოგი ნადირთა‚ თავნი ამისთვის არენით!“
ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: „მოდით და მოიჯარენით!“
გაყარეს სმა და ნადიმი; მუნ ამოდ გავიხარენით.
VTA:[72]
2008 წ. გამოცემა 2:41 დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი‚
ძოწეულითა მოსილი‚ პირად ბროლბალახშოსანი‚
პიროქრო რიდე ეხვია‚ შვენოდა ქარქაშოსანი‚
მეფესა გასლვად აწვევდა‚ მოდგა თეთრტაიჭოსანი.
VTA:[73]
2008 წ. გამოცემა 2:42 შეეკაზმა მეფე‚ შეჯდა‚ ნადირობას გამოვიდეს;
მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს‚ ალყად გარე შემოჰკრვიდეს‚
ზეიმი და ზარი იყო‚ სპანი ველთა დაჰფარვიდეს;
ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.
VTA:[74]
2008 წ. გამოცემა 2:43 უბრძანა: „მონა თორმეტი მოდით‚ ჩვენ თანა ვლიდითა‚
მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით‚ ისარსა მოგვართმიდითა‚
ნაკრავსა შეადარებდით‚ ნასროლსა დასთვალვიდითა!“
დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.
VTA:[75]
2008 წ. გამოცემა 2:44 მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშმიუწდომელი:
ირემი‚ თხა და კანჯარი‚ ქურციკი მაღლად მხლტომელი.
მას პატრონ-ყმანი გაუხდეს‚ ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი!
აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!
VTA:[76]
2008 წ. გამოცემა 2:45 ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს.
მიჰხოცდეს და მიესროდეს‚ მინდორს სისხლსა მიასხმიდეს‚
რა ისარი დაელივის‚ მონანიყე მიართმიდეს.
მხეცნი‚ მათგან დაკოდილნი‚ წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.
VTA:[77]
2008 წ. გამოცემა 2:46 იგი ველი გაირბინეს‚ ჯოგი წინა შემოისხეს‚
დახოცეს და ამოსწყვიდეს‚ ცათა ღმერთი შეარისხეს‚
ველნი წითლად შეეღებნეს‚ ნადირთაგან სისხლი ისხეს.
ავთანდილის შემხედველთა: „ჰგავსო ალვას‚ ედემის ხეს“.
VTA:[78]
2008 წ. გამოცემა 2:47 იგი მინდორი დალიეს‚ მართ მათგან განარბენია‚
მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა ტყენია.
ნადირნი ტყესა შეესწრნეს‚ სადა ვერა რბის ცხენია.
იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს‚ რაზომცა მხნენია.
VTA:[79]
2008 წ. გამოცემა 2:48 ერთმანერთსა‚ თუ: „მე გჯობო“‚ სიცილით ეუბნებოდეს‚
ამხანაგობდეს‚ ლაღობდეს‚ იქით და აქათ დგებოდეს.
მერმე მოვიდეს მონანი‚ რომელნი უკან ჰყვებოდეს‚
უბრძანეს: „თქვითო მართალი‚ ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს!“
VTA:[80]
2008 წ. გამოცემა 2:49 მონათა ჰკადრეს: „მართალსა გკადრებთ და ნუ გემცთარებით;
მეფეო‚ ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისად დარებით‚
აწვეცა დაგვხოც‚ ვერა ჰგავ‚ – ვერათ ვერ მოგეხმარებით‚ –
ვისგან ნაკრავნი გვინახვან მხეცნი ვერ წაღმა წარებით.
VTA:[81]
2008 წ. გამოცემა 2:50 ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია‚
მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია:
არ დასცთომია ერთიცა‚ რაც ოდენ შეუტყორცია‚
თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი გაგვიხოცია“.
VTA:[82]
2008 წ. გამოცემა 2:51 მეფესა ესე ამბავი უჩს ვითა მღერა ნარდისა‚
უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა‚
აქვს მიჯნურობა ამისი‚ ვითა ბულბულსა ვარდისა‚
სიცილით ლაღობს‚ მიეცა გულით ამოსლვა დარდისა.
VTA:[83]
2008 წ. გამოცემა 2:52 იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა.
ლაშქართა შექმნეს მოდენა‚ მოდგეს უფროსნი ბზეთასა.
ახლოს უთქს მონა თორმეტი‚ უმხნესი სხვათა მხნეთასა.
თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.
VTA:[84]
2008 წ. გამოცემა 3:1 ნახეს‚ უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა‚
შავი ცხენი სადევითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა‚
ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.
ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა‚ გულსა მდუღრად ანატირსა.
VTA:[85]
2008 წ. გამოცემა 3:2 მას ტანსა კაბა ემოსა, გარეთმა ვეფხის ტყავისა‚
ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა‚
ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა;
ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.
VTA:[86]
2008 წ. გამოცემა 3:3 მეფემან ბრძანა: „ვინ არის უცხო პირად და ტანადო?“
უბრძანა ერთსა მონასა: „წადი ფიცხლად და ჯანადო‚
«გიბრძანებს‚ – უთხარ‚ – ვერა გცნობ ჩემთა ლაშქართა თანადო‚
ვინცა ხარ‚ მოდი წინაშე შენ ჩვენგან მონაყვანადო!»“
VTA:[87]
2008 წ. გამოცემა 3:4 წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულმდუღარისად‚
თავჩამოგდებით მტირლისა‚ არ ჭვრეტით მოლიზღარისად‚ –
მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა‚ ჰგია გიშრისა ღარი სად‚ –
ახლოს მივიდა‚ მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.
VTA:[88]
2008 წ. გამოცემა 3:5 ვერა ჰკადრა საუბარი‚ მონა მეტად შეუზარდა‚
დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით‚ თუცა გული უმაგარდა;
მოახსენა: „გიბრძანებსო“‚ ახლოს მიდგა‚ დაუწყნარდა.
იგი ტირს და არა ესმის მისგან‚ გაუუმეცარდა.
VTA:[89]
2008 წ. გამოცემა 3:6 მის მონისა არა ესმა სიტყვა‚ არცა ნაუბარი‚
მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი‚
უცხოდ რამე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი‚
ცრემლსა სისხლი ერეოდა‚ გასდის‚ ვითა ნაგუბარი.
VTA:[90]
2008 წ. გამოცემა 3:7 სხვაგან ქნის მისი გონება მისმან თავისა წონამან.
ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან.
არცა დააგდო ტირილი‚ არცა რა გაიგონა მან‚
არცა გახლიჩნა ბაგენი‚ თავი – ვარდისა კონამან.
VTA:[91]
2008 წ. გამოცემა 3:8 რა პასუხი არა გასცა‚ მონა გარე შემობრუნდა‚
როსტანს ჰკადრა: „შემიტყვია‚ იმას თქვენი არა უნდა;
თვალნი მზეებრ გამირეტნა‚ გული მეტად შემიძრწუნდა‚
ვერ ვასმინე საუბარი‚ მით დავყოვნე ხანი მუნ‚ და-“.
VTA:[92]
2008 წ. გამოცემა 3:9 მეფე გაჰკვირდა‚ გა-ცა-წყრა‚ გული უც მისთვის მწყრომარე‚
გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე‚
უბრძანა: „ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე‚
მიდით და აქა მომგვარეთ‚ ვინ არის იქი მჯდომარე!“
VTA:[93]
2008 წ. გამოცემა 3:10 მონანი მიდგეს‚ მივიდეს‚ გახდა აბჯრისა ჩხარია;
მაშინღა შეკრთა იგი ყმა‚ ტირს‚ მეტად გულმდუღარია‚
თვალნი მოარნა ყოველგნით‚ ნახა ლაშქრისა ჯარია‚
ერთხელ ესე თქვა: „ვაჲ მეო“‚ სხვად არას მოუბარია.
VTA:[94]
2008 წ. გამოცემა 3:11 თვალთა ხელი უკუივლო‚ ცხელნი ცრემლნი მოიწურნა‚
ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა‚ მკლავნი გაიმამაცურნა‚
ცხენსა შეჯდა‚ – მონათამცა საუბარნი რად იყურნა! –
სხვასა მხარსა გაემართა‚ მათი ჭირი არ განკურნა.
VTA:[95]
2008 წ. გამოცემა 3:12 მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად.
მან‚ გლახ‚ იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად:
ჰკრა ერთმანერთსა‚ დახოცნა თავსა ხელაუპყრობელად‚
ზოგსა გარდაჰკრის მათრახი ქვე მკრდამდის გასაპობელად.
VTA:[96]
2008 წ. გამოცემა 3:13 მეფე გაწყრა‚ გაგულისდა‚ ლაშქარნიცა შეუზახნა;
მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტა‚ არცა ნახნა‚
რაზომნიცა მიეწივნეს‚ ყველა მკვდართა დაასახნა‚
კაცი კაცსა შემოსტყორცა‚ როსტან ამად ივაგლახნა.
VTA:[97]
2008 წ. გამოცემა 3:14 შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად.
იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად‚
ტაიჭი მიუქს მერანსა‚ მიეფინების მზე ველად‚
შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანამდეველად.
VTA:[98]
2008 წ. გამოცემა 3:15 რა ცნა‚ მეფე მოვიდაო‚ ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა‚
მასვე წამსა დაიკარგა‚ არ უნახავს თვალსა ჩვენსა‚
ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა;
ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.
VTA:[99]
2008 წ. გამოცემა 3:16 კვალი ძებნეს და უკვირდა ვერპოვნა ნაკვალევისა‚
აგრე კვალწმიდად წახდომა კაცისა‚ ვითა დევისა;
ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს‚ სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა.
მეფემან ბრძანა: „ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა“.
VTA:[100]
2008 წ. გამოცემა 3:17 ბრძანა: „ღმერთსა მოეწყინა აქამდისი ჩემი შვება‚
ამად მიყო სიმწარითა სიამისა დანავღლება‚
სიკვდილამდის დამაწყლულა‚ ვერვის ძალუც განკურნება.
მასვე მადლი! ესე იყო წადილი და მისი ნება“.
VTA:[101]
2008 წ. გამოცემა 3:18 ესე თქვა და შემობრუნდა‚ დაღრეჯილი წამოვიდა‚
არცაღა ჰკრა ასპარეზსა‚ ვამი ვამსა მოურთვიდა;
ყველაკაი მოიშალა‚ სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა;
ზოგთა თქვეს‚ თუ: „მართალია“‚ ზოგი‚ ღმერთო‚ უზრახვიდა.
VTA:[102]
2008 წ. გამოცემა 3:19 მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი‚ დაღრეჯილი;
მისგან კიდე არვინ შეჰყვა‚ ავთანდილ უჩს ვითა შვილი.
ყველაკაი გაიყარა‚ ჯალაბი ჩანს არდაჯრილი.
გაბედითდა სიხარული‚ ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.
VTA:[103]
2008 წ. გამოცემა 3:20 თინათინს ესმა ეგეთი მამისა დაღრეჯილობა;
ადგა და კარსა მივიდა‚ ჰქონდა მზისაცა ცილობა‚
მოლარე იხმო‚ უბრძანა: „ძილია თუ ღვიძილობა?“
მან მოახსენა: „დაღრეჯით ზის‚ სჭირსო ფერშეცვლილობა.
VTA:[104]
2008 წ. გამოცემა 3:21 ერთიღა ახლავს ავთანდილ‚ წინაშე უზის სკამითა;
უცხო ყმა ვინმე უნახავს‚ ასრე დაღრეჯით ამით-ა“.
თინათინ ბრძანა: „აწ წავალ‚ შესლვა არ ჩემგან ჟამით-ა‚
მიკითხოს‚ ჰკადრე: იყო-თქო აქა ერთითა წამითა“.
VTA:[105]
2008 წ. გამოცემა 3:22 ხანი გამოხდა‚ იკითხა: „ნეტარ‚ რასა იქს ქალიო‚
ჩემი ლხინი და ჯავარი‚ ჩემი სოფლისა წყალიო?“
მოლარე ჰკადრებს: „მოვიდა აწყაღა ფერნამკრთალიო‚
დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო“.
VTA:[106]
2008 წ. გამოცემა 3:23 უბრძანა‚ თუ: „წადი‚ უხმე! უმისობა ვით გავსძლეო?
მოახსენე: «რად დაჰბრუნდი შენ‚ მამისა სიცოცხლეო?
მოდი‚ ჭმუნვა გამიქარვე‚ გულსა წყლულსა მეწამლეო‚
გითხრა ჩემი სამიზეზო‚ მე თუ ლხინთა რად დავლეო»“.
VTA:[107]
2008 წ. გამოცემა 3:24 თინათინ ადგა‚ მივიდა‚ მიჰყვა მამისა ნებასა‚
უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა‚
მამამან გვერდსა დაისვა‚ აკოცებს ნება-ნებასა‚
უბრძანა: „მახლავ რად არა‚ რად მელი მოყვანებასა?“
VTA:[108]
2008 წ. გამოცემა 3:25 ქალმან ჰკადრა: „ხელმწიფეო‚ დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს‚
ვინმცა გნახა კადნიერად‚ რაზომ გინდა ამაყობდეს!
თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს!
კაცმან საქმე მოიგვაროს‚ ვეჭვ‚ ჭმუნვასა ესე სჯობდეს“.
VTA:[109]
2008 წ. გამოცემა 3:26 უბრძანა: „შვილო‚ რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია‚
შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია‚
მომქარვებელი სევდისა‚ მართ ვითა მუფარახია.
ვეჭვ‚ რა სცნა‚ შენცა მამართლო‚ ჩემი სულთქმა და ახია.
VTA:[110]
2008 წ. გამოცემა 3:27 უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე‚
მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ხმელთა კიდე.
რა უმძიმდა‚ არ ვიცოდი‚ ან ტიროდა ვისთვის კიდე;
ჩემად ნახვად არ მოვიდა‚ გავგულისდი‚ წავეკიდე.
VTA:[111]
2008 წ. გამოცემა 3:28 მე რა მნახა‚ ცხენსა შეჯდა‚ თვალთა ცრემლნი მოიხოცნა‚
შესაპყრობლად შეუზახენ‚ სპანი სრულად დამიხოცნა‚
ვითა ეშმა დამეკარგა‚ არ კაცურად გარდამკოცნა‚
ჯერთცა ესე არა ვიცი‚ ცხადი იყო‚ თუ მეოცნა.
VTA:[112]
2008 წ. გამოცემა 3:29 აწ ესე მიკვირს‚ რა იყო‚ ანუ რა ვნახე და რული!
მან დამიხოცა ლაშქარი‚ ადინა სისხლი ღვარული.
კაცთა ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული?!
უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.
VTA:[113]
2008 წ. გამოცემა 3:30 ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს‚
დამავიწყდეს‚ რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს.
ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს‚ ვეღარავინ მინეტარნეს‚
სადამდისცა დღენი მესხნენ‚ ვეღარამან გამახარნეს!“
VTA:[114]
2008 წ. გამოცემა 3:31 ქალმან ჰკადრა: „მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა:
ჰე‚ მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა‚ ანუ ბედსა?
რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?
ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?
VTA:[115]
2008 წ. გამოცემა 3:32 მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ‚ მეფეთა ზედა მფლობელი‚
შორს არის თქვენი საზღვარი‚ ბრძანებამიუთხრობელი.
გაგზავნე კაცი ყოველგან‚ მისთა ამბავთა მცნობელი‚
ადრე სცნობ‚ არის იგი ყმა შობილი‚ თუ უშობელი.
VTA:[116]
2008 წ. გამოცემა 3:33 თუ ყოფილა იგი მოყმე ხორციელი‚ ხმელთა მვლელად‚
მას ნახვიდა სხვაცა ვინმე‚ გამოჩნდების მასწავლელად.
თუ არ ეშმა გჩვენებია ლხინთა შენთა შემცვლელ-მშლელად;
სევდისაგან მოიცალე‚ რად შექმნილ ხარ მოუცლელად?“
VTA:[117]
2008 წ. გამოცემა 3:34 როსტანს სიტყვა ასულისა მოეწონა‚ ეკეთაცა;
პირი ხელით დაუჭირა‚ გარდაკოცნა კვლა და კვლაცა;
უბრძანა‚ თუ: „დაგმორჩილდე‚ რაცა მითხრა‚ აგრე ვქმნაცა;
იგივეა მხსნელი ჩემი‚ ვინცა მიწა გამაკაცა“.
VTA:[118]
2008 წ. გამოცემა 3:35 მოასხნეს კაცნი‚ გაგზავნნეს ოთხთავე ცისა კიდეთა‚
უბრძანეს: „წადით‚ პატიჟთა თავიმცა რად დარიდეთა?
მონახეთ‚ ძებნეთ იგი ყმა‚ სხვად ნურად მოიცლიდეთა‚
მისწერეთ წიგნი‚ სადაცა ვერ მისწვდეთ‚ ვერ მიხვიდეთა“.
VTA:[119]
2008 წ. გამოცემა 3:36 კაცნი წავიდეს‚ იარეს მართ ერთი წელიწადია‚
მონახეს‚ ძებნეს იგი ყმა‚ იკითხეს კვლა და კვლა დია‚
ვერცა თუ ნახეს ნახული ღმრთისაგან დანაბადია‚
ცუდად მაშვრალნი მოვიდეს‚ მათსავე გულსა ზადია.
VTA:[120]
2008 წ. გამოცემა 3:37 მონათა ჰკადრეს: „მეფეო‚ ჩვენ ხმელნი მოვიარენით‚
მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა‚ მით ვერა გავიხარენით‚
მისსა მნახავსა სულდგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით‚
ჩვენ ვერა გარგეთ‚ საქმენი სხვანი რა მოიგვარენით!“
VTA:[121]
2008 წ. გამოცემა 3:38 მეფე ბრძანებს: „მართალ იყო ასული და ჩემი ძეო‚
ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო‚
ჩემად მტერად წამოსრული‚ გარდმოჭრილი ზეცით ზეო.
გამიშვია შეჭირვება‚ არა მგამა ყოლა მეო“.
VTA:[122]
2008 წ. გამოცემა 3:39 ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა;
მგოსანი და მუშაითი უხმეს‚ პოვეს რაცა სადა;
დია გასცა საბოძვარი‚ ყველა დარბაზს შემოხადა;
მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაჰბადა!
VTA:[123]
2008 წ. გამოცემა 3:40 ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს‚ ეცვა ოდენ მართ პერანგი‚
იმღერდა და იხარებდა‚ წინა ედგა ერთი ჩანგი.
შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი‚
მოახსენა: „გიბრძანებსო ტანი ალვა‚ პირი მანგი“.
VTA:[124]
2008 წ. გამოცემა 3:41 ავთანდილს მიხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა‚
ადგა და კაბა ჩაიცვა‚ მჯობი ყოვლისა ჭრელისა;
უხარის შეყრა ვარდისა‚ არ ერთგან შეუყრელისა.
ამოა ჭვრეტა ტურფისა‚ სიახლე საყვარელისა!
VTA:[125]
2008 წ. გამოცემა 3:42 ავთანდილ ლაღი‚ უკადრი მივა‚ არვისგან რცხვენოდა‚
მას ნახავს‚ ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა;
იგი უებრო ქუშად ჯდა‚ ელვისა მსგავსად შვენოდა;
მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.
VTA:[126]
2008 წ. გამოცემა 3:43 გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი‚
ებურნეს მოშლით რიდენი‚ ფასისა თქმად საჭირონი‚
შვენოდეს შავნი წამწამნი‚ გულისა გასაგმირონი‚
მას თეთრსა ყელსა ეკიდნეს გრძლად თმანი არუხშირონი.
VTA:[127]
2008 წ. გამოცემა 3:44 დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა‚
ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად‚ ცნობითა მშვიდითა.
მონამან სელნი დაუდგნა‚ დაჯდა კრძალვით და რიდითა.
პირისპირ პირსა უჭვრეტდა‚ სავსე ლხინითა დიდითა.
VTA:[128]
2008 წ. გამოცემა 3:45 ქალმან უბრძანა: „ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა;
მწადდა არათქმა‚ რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა‚
მაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ხმობისა‚
რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა?“
VTA:[129]
2008 წ. გამოცემა 3:46 ყმამან ჰკადრა: „საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების?
მზესა მთვარე შეეყაროს‚ დაილევის‚ და-ცა-ჭნების;
აზრად არად აღარა მცალს‚ თავი ჩემი მეგონების‚
თქვენვე ბრძანეთ‚ რაცა გიმძიმს‚ ანუ რაცა გეკურნების“.
VTA:[130]
2008 წ. გამოცემა 3:47 ქალმან უთხრა საუბარი კეკლუცსიტყვად‚ არ დუხჭირად;
იტყვის: „თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად‚
მიკვირს‚ მოგხვდა წამისყოფით საქმე შენგან საეჭვი რად‚
მაგრა გითხრა პირველ ხვალმე‚ სენი მე მჭირს რაცა ჭირად.
VTA:[131]
2008 წ. გამოცემა 3:48 გახსოვს‚ ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა‚
ყმა გენახა უცხო ვინმე‚ რომე ცრემლი მოეხოცა?
მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა‚
შენ გენუკევ მონახვასა‚ კიდით კიდე მოლახო ცა.
VTA:[132]
2008 წ. გამოცემა 3:49 აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია‚
მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია‚
ვიცი‚ რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია‚
შეუპყრიხარ სიყვარულსა‚ გული შენი დაუტყვია.
VTA:[133]
2008 წ. გამოცემა 3:50 ასრე გითხრა‚ სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:
პირველ‚ ყმა ხარ‚ ხორციელი არავინ გვყავს შენად სწორად‚
მერმე‚ ჩემი მიჯნური ხარ‚ დასტურია‚ არ ნაჭორად;
წადი‚ იგი მოყმე ძებნე‚ ახლოს იყოს‚ თუნდა შორად!
VTA:[134]
2008 წ. გამოცემა 3:51 შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე;
რომე დამხსნა შეჭირვება‚ ეშმა ბილწი ასაპყარე;
გულსა გარე საიმედო ია მორგე‚ ვარდი ყარე;
მერმე მოდი‚ ლომო‚ მზესა‚ შეგეყრები‚ შემეყარე!
VTA:[135]
2008 წ. გამოცემა 3:52 სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებნარი;
ჰპოვო‚ მოდი გამარჯვებით‚ მხიარულად მოუბნარი;
ვერა ჰპოვებ‚ დავიჯერებ‚ იყო თურე უჩინარი;
კოკობი და უფურჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.
VTA:[136]
2008 წ. გამოცემა 3:53 ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი‚
მზეცა მომხვდეს ხორციელი‚ ჩემთვის კაცად შენაქმარი‚
სრულად მოვსწყდე სამოთხესა‚ ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი‚
შენი მკლვიდეს სიყვარული‚ გულსა დანა ასაქმარი!“
VTA:[137]
2008 წ. გამოცემა 3:54 მოახსენა ყმამან: „მზეო‚ ვინ გიშერი აწამწამე‚
სხვა პასუხი რამცა გკადრე‚ ანუ რამცა შევიწამე?
მე სიკვდილსა მოველოდი‚ შენ სიცოცხლე გამიწამე‚
ვითა მონა‚ სამსახურად განაღამცა წავე‚ წა-‚ მე!“
VTA:[138]
2008 წ. გამოცემა 3:55 კვლაცა ჰკადრა: „აჰა‚ მზეო‚ რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა‚
მით გმორჩილობს‚ ზეციერი მნათობია რაცა სადა;
მე რომ თქვენგან მოვისმინენ წყალობანი‚ მედიადა.
ვარდი ჩემი არ დაჭნების‚ შუქი შენი იეფად-ა“.
VTA:[139]
2008 წ. გამოცემა 3:56 კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა‚ დააპირეს ესე პირი‚
გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვახშირი.
გაადვილდა‚ აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი‚
თეთრთა კბილთა გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი.
VTA:[140]
2008 წ. გამოცემა 3:57 ერთგან დასხდეს‚ ილაღობეს‚ საუბარი ასად აგეს‚
ბროლ-ბალახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს;
ყმა ეტყვის‚ თუ: „შენთა მჭვრეტთა თავი ხელი‚ ა‚ სად აგეს!
ცეცხლთა‚ შენგან მოდებულთა‚ გული ჩემი ასადაგეს“.
VTA:[141]
2008 წ. გამოცემა 3:58 ყმა წავიდა‚ სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა‚
უკუღმავე იხედვიდა‚ თვალთა რეტად აყოლებდა.
ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს‚ ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა‚
გული ჰქონდა გულისათვის‚ სიყვარულსა ავალებდა.
VTA:[142]
2008 წ. გამოცემა 3:59 თქვა: „მზეო‚ ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე‚
ბროლი და ლალი გასრულ ვარ ქარვისა უყვითლესადრე.
მაშინ რაღა ვქმნა‚ ვერჭვრეტა რა მომხვდეს კვლა უგრძესადრე!
ხამს მოყვრისათვის სიკვდილი‚ ესე მე დამიც წესადრე“.
VTA:[143]
2008 წ. გამოცემა 3:60 საწოლს დაწვა‚ ტირს‚ მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების‚
ვითა ვერხვი ქარისაგან‚ ირხევის და იკეცების;
რა მილულნის‚ სიახლევე საყვარლისა ეოცების‚
შეკრთის‚ დიდნი დაიზახნის‚ მით პატიჟი ეოცების.
VTA:[144]
2008 წ. გამოცემა 3:61 მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ‚
ცრემლსა ვითა მარგალიტსა სწვიმს ვარდისა დასანაზოდ.
რა გათენდა‚ შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ‚
ცხენსა შეჯდა‚ გაემართა‚ დარბაზს მივა სადარბაზოდ.
VTA:[145]
2008 წ. გამოცემა 3:62 დარბაზს ეჯიბი შეგზავნა‚ მართ მისგან შენარონია‚
შესთვალა: „გკადრებ‚ მეფეო‚ მე ესე გამიგონია:
ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია‚
აწ‚ თუ სჯობს‚ ესე ამბავი ცნან‚ რაცა გარემონია.
VTA:[146]
2008 წ. გამოცემა 3:63 მე წავიდე‚ მოვიარო‚ ვილაშქრო და ვინაპირო‚
თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო‚
მორჩილქმნილთა გავახარო‚ ურჩი ყოვლი ავატირო‚
ძღვენნი გკადრნე ზედა-ზედა‚ არ სალამი დავაძვირო“.
VTA:[147]
2008 წ. გამოცემა 3:64 მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა‚
ებრძანა: „ლომო‚ არა გჭირს შენ ომთა გამდრეკელობა‚
აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა.
წა‚ მაგრა მომხვდეს‚ რაღა ვქმნა‚ თუ სიშორისა გრძელობა!“
VTA:[148]
2008 წ. გამოცემა 3:65 ყმა შევიდა‚ თაყვანისსცა‚ მადლი რამე მოახსენა:
„ხელმწიფეო‚ მიკვირს‚ ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა!
აწ ნუთუ კვლა სიშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა‚
პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა!“
VTA:[149]
2008 წ. გამოცემა 3:66 მეფე ყელსა მოეხვია‚ გარდაკოცნა ვითა შვილი;
სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი‚ არ გაზრდილი!
ყმა ადგა და წამოვიდა‚ მას დღე მათი ჩანს გაყრილი;
როსტან მისთვის აატირა გონიერი გული‚ ლბილი.
VTA:[150]
2008 წ. გამოცემა 3:67 გამოემართა ავთანდილ‚ მოყმე მხნე‚ ლაღად მავალი.
ოც დღე იარა‚ ღამეცა დღეს ზედაწართო მრავალი.
იგია ლხინი სოფლისა‚ იგია ნივთი და ვალი.
არ მისცილდების თინათინ მისი მას‚ ვისგან სწვავ ალი.
VTA:[151]
2008 წ. გამოცემა 3:68 რა მოვიდა‚ სიხარული შიგან გახდა სამეფოსა;
მოეგებნეს დიდებულნი‚ ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა;
იგი პირმზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა;
მიხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.
VTA:[152]
2008 წ. გამოცემა 3:69 ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა;
გარე კლდე იყო‚ გიამბობ ზღუდესა უქვითკიროსა;
ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა‚
გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა.
VTA:[153]
2008 წ. გამოცემა 3:70 უბრძანა: „აჰა‚ შერმადინ‚ ამად მე შენგან მრცხვენიან‚
ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან‚ გაგივლენიან‚
მაგრა არ იცი აქამდის‚ რანიცა ცრემლნი მდენიან!
მე ვისგან მქონდეს პატიჟნი‚ აწ მასვე მოულხენიან.
VTA:[154]
2008 წ. გამოცემა 3:71 მე მოუკლავ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა‚
ცხელი ცრემლი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა‚
ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა‚
აწ მიბრძანა საიმედო‚ ამად მხედავ მხიარულსა.
VTA:[155]
2008 წ. გამოცემა 3:72 მიბრძანა: «მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა‚
მოხვიდე‚ სრულვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა‚
ქმარი არ მინდა უშენო‚ მომხვდეს ხისაცა რგულისა!»
მომცა წამალი გულისა‚ აქამდის დადაგულისა.
VTA:[156]
2008 წ. გამოცემა 3:73 პირველ‚ ყმა ვარ‚ წასლვა მინდა პატრონისა სამსახურად‚ –
ხამს მეფეთა ერთგულობა‚ ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად‚ –
მერმე‚ ცეცხლი დაუვსია‚ აღარა მწვავს გულსა მურად.
ხამს‚ თუ კაცი არ შეუდრკეს‚ ჭირს მიუხდეს მამაცურად.
VTA:[157]
2008 წ. გამოცემა 3:74 ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა‚
ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა:
ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად‚ თავადად ჩემთა სპათასა‚
ამა საქმესა ვერა ვიქ მე განდობასა სხვათასა.
VTA:[158]
2008 წ. გამოცემა 3:75 ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი‚ ჰპატრონობდი‚
დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი‚
წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ‚ უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი‚
აქა სადმე არყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!
VTA:[159]
2008 წ. გამოცემა 3:76 ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე‚
აქათ სამ წელ მომიცადე‚ ხვაშიადი შემინახე‚
მე ნუთუმცა შემოვბრუნდი‚ ალვა ჩემი არ დაჭნა ხე‚
არ მოვბრუნდე‚ მომიგლოვე‚ მიტირე და მივაგლახე!
VTA:[160]
2008 წ. გამოცემა 3:77 მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია‚
აცნობე ჩემი სიკვდილი‚ – იყავ მართ ვითა მთრვალია‚ –
მიხვდა-თქო საქმე‚ რომელი ყოვლთათვის გარდუვალია.
გლახაკთა მიეც საჭურჭლე‚ ოქრო‚ ვერცხლი და რვალია!
VTA:[161]
2008 წ. გამოცემა 3:78 მაშინ უფრო მომეხმარე‚ ამისგანცა უფრო მხნედრე;
ნუთუ ადრე დამივიწყო? მახსენებდი ზედა-ზედრე!
მეტად კარგად დამიურვე‚ სული ჩემი შეივედრე‚
ზრდანი ჩემნი მოიგონენ‚ გული შენი მოიმდედრე!“
VTA:[162]
2008 წ. გამოცემა 3:79 რა მონამან მოისმინა‚ გაუკვირდა‚ შეეზარა‚
თვალთათ, ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარდმოყარა‚
მოახსენა: „უშენომან გულმან რამცა გაიხარა!
ვიცი‚ რომე არ დასდგები‚ მაგას გიშლი ამად არა.
VTA:[163]
2008 წ. გამოცემა 3:80 «ჩემად ნაცვლად დაგაგდებო»‚ – ესე სიტყვა ვით მიბრძანე?
რაგვარა ვქმნა პატრონობა‚ რამც გიფერე‚ რამც გიგვანე?
შენ მარტოსა გიგონებდე‚ მემცა მიწა ვიაკვანე!
სჯობს‚ ორნივე გავიპარნეთ‚ წამოგყვები‚ წამიტანე!“
VTA:[164]
2008 წ. გამოცემა 3:81 ყმამან უთხრა: „მომისმინე‚ მართლად გითხრობ‚ არა ჭრელად:
რა მიჯნური ველთა რბოდეს‚ მარტო უნდა გასაჭრელად;
მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლო უვაჭრელად;
კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.
VTA:[165]
2008 წ. გამოცემა 3:82 ვისმცა უთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგა;
უშენოსა პატრონობა ვის მივანდო‚ ვინ იქს კარგა?
სანაპირო გაამაგრე‚ მტერმან ახლოს ვერ იბარგა!
კვლა ნუთუმცა შემოვიქეც‚ ღმერთმან სრულად არ დამკარგა.
VTA:[166]
2008 წ. გამოცემა 3:83 განგებაა‚ სწორად მოჰკლავს‚ ერთი იყოს‚ თუნდა ასი;
მარტოობა ვერას მიზამს‚ მცავს თუ ცისა ძალთა დასი;
აქათ სამ წელ არ მოვიდე‚ მაშინ გმართებს გლოვა‚ ფლასი;
წიგნსა მოგცემ‚ გმორჩილობდეს‚ ვინცა იყოს ჩემი ხასი“.
VTA:[167]
2008 წ. გამოცემა 4:1 დაწერა‚ თუ: „ჩემნო ყმანო‚ გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო‚
ერთგულნო და მისანდონო‚ ამას ზედა გამოცდილნო‚
თქვენ‚ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო‚ ვითა ჩრდილნო‚
წიგნი ჩემი მოისმინეთ‚ ყოვლნო ერთგან შემოხდილნო!
VTA:[168]
2008 წ. გამოცემა 4:2 მიწაცა თქვენი ავთანდილ‚ ისმინეთ‚ გიწერ მე რასა:
თვით ვიქ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა‚
ცოტასა ხანსა ვარჩიე გაჭრა სმასა და მღერასა‚
პურად და საჭმლად მივენდვე ჩემსა მშვილდსა და ცერასა.
VTA:[169]
2008 წ. გამოცემა 4:3 საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი‚
დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი;
გემუდარები ამისთვის‚ ვარ თქვენი შემომხვეწელი‚
მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.
VTA:[170]
2008 წ. გამოცემა 4:4 მე შერმადინ დამიგდია‚ ჩემად კერძად პატრონობდეს‚
სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს;
ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს‚ ვარდს არ ზრვიდეს‚ არ აჭნობდეს‚
შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს.
VTA:[171]
2008 წ. გამოცემა 4:5 თქვენცა იცით‚ გამიზრდია ვითა ძმა და ვითა შვილი;
ამას ასრე მორჩილობდით‚ არის ვითამც ავთანდილი‚
ბუკსა იკრას‚ აქნევინეთ ყოვლი საქმე‚ ჩემგან ქმნილი;
მე თუ დრომდის არ მოვიდე‚ გლოვა გმართებს‚ არ სიცილი“.
VTA:[172]
2008 წ. გამოცემა 4:6 ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვანაზმა‚
წელთა ოქრო შემოირტყა‚ საღარიბოდ შეეკაზმა‚
ბრძანა: „მინდორს შევჯდებიო“‚ ლაშქარიცა დაერაზმა;
მასვე წამსა წამოვიდა‚ შინა ხანი არა დაზმა.
VTA:[173]
2008 წ. გამოცემა 4:7 ბრძანა: „წადით ყველაკაი‚ აქა მემხრედ არვინ მინა“.
მონებიცა მოიშორვა‚ თავი გაითავისწინა‚
მარტო გარე შემობრუნდა‚ შამბი შიგან გაირბინა.
მიწყივ მისად საგონებლად მისი მკლველი თინათინ-ა.
VTA:[174]
2008 წ. გამოცემა 4:8 იგი ველი გაირბინა‚ ლაშქართაგან გაეკიდა;
ვინმცა ნახა სულიერმან‚ ანუ ვინმცა წაეკიდა?
ვის მახვილი ვერას ავნებს‚ მისი მკლველი გაეკიდა;
მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა.
VTA:[175]
2008 წ. გამოცემა 4:9 რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს‚
იგი პირმზე ვეღარ პოვეს‚ პირი მათი იფერმკრთალეს‚
მათსა დიდსა სიხარულსა სიმძიმილი ანაცვალეს‚
ყოვლგან რბოდეს საძებარად‚ ვინცა იყო უცხენმალეს.
VTA:[176]
2008 წ. გამოცემა 4:10 შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები‚
უჩვენა იგი უსტარი‚ ამბავი მისი თქმულები.
რა მოისმინეს‚ ყველაი დარჩა გულდანაწყლულები;
თავსა იცემდეს‚ არ იყო გული უცრემლო‚ ულები.
VTA:[177]
2008 წ. გამოცემა 4:11 ყოვლთა ჰკადრეს: „თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა‚
უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა?
განაღამცა გმორჩილობდით‚ თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!“
იგი მონა აპატრონეს‚ ყველაკამან თაყვანისცა.
VTA:[178]
2008 წ. გამოცემა 5:1 ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი‚ ეზროს:
საბრალოა‚ ოდეს ვარდი დაეთრთვილოს‚ და-ცა-ეზროს.
ვის ბალახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს‚
იგი სადმე გაღარიბდეს‚ საყოფთაგან იაბეზროს.
VTA:[179]
2008 წ. გამოცემა 5:2 ავთანდილ იგი მინდორი ოთხახმით გარდაიარა‚
დააგდო ზღვარი არაბთა‚ სხვათ ზღვართა არე იარა‚
მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა;
თქვა: „თუ მე მასმცა ვეახლე‚ აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა“.
VTA:[180]
2008 წ. გამოცემა 5:3 ახალმან ფიფქმან დათოვა‚ ვარდი დათრთვილა‚ დანასა;
მოუნდის გულსა დაცემა‚ ზოგჯერ მიმართის დანასა;
თქვის: „ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა‚
მოვშორდი ლხინსა ყველასა‚ ჩანგსა‚ ბარბითსა და ნასა!“
VTA:[181]
2008 წ. გამოცემა 5:4 ვარდი‚ მის მზისა გაყრილი‚ უფრო და უფრო ჭნებოდა‚
გულსა უთხრის‚ თუ: „დათმეო“‚ ამად არ დია ბნდებოდა.
უცხო-უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა‚
მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა‚ მათ თანაემოყვრებოდა.
VTA:[182]
2008 წ. გამოცემა 5:5 მუნ ეძებს‚ ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად;
უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი – სადებლად თავისად;
თქვის: „საყვარელო‚ მოგშორდი‚ გული შენ დაგრჩა‚ ვთქვა ვისად?
შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად“.
VTA:[183]
2008 წ. გამოცემა 5:6 ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო‚ სრულად მოიარა‚
ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა არე არა‚
მაგრა იგი მის ამბვისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა.
ამას შიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.
VTA:[184]
2008 წ. გამოცემა 5:7 მიხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა‚ მეტად მქისსა‚
თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს‚ ვერას შვილსა ადამისსა‚ –
იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა‚ –
დღე და ღამე იგონებდის საყვარელსა მასვე მისსა.
VTA:[185]
2008 წ. გამოცემა 5:8 მას მიხვდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა‚
გამოჩნდა მუნით მინდორი‚ სავალი დღისა შვიდისა.
მის მთისა ძირსა წყალი დის‚ არად სანდომი ხიდისა‚
ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.
VTA:[186]
2008 წ. გამოცემა 5:9 ზედ წაადგა‚ შეექცევის‚ დროთა‚ დღეთა ანგარიშობს;
თვენი ესხნეს ორანიღა‚ ამად სულთქვამს‚ არა იშობს;
„ვაჲ თუ საქმე გამიმჟღავნდეს! – კვლა ამისთვის გულმოშიშობს‚ –
ავსა კარგად ვერვინ შესცვლის‚ თავსა ახლად ვერვინ იშობს“.
VTA:[187]
2008 წ. გამოცემა 5:10 საგონებელი შეექმნა‚ დადგა საქმისა მრჩეველად‚
თქვა: „თუ დავბრუნდე‚ ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად?
ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა‚ ვიყავ რად დღეთა მლეველად;
მისი ვერა ვცნა ჭორადცა‚ ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?
VTA:[188]
2008 წ. გამოცემა 5:11 თუ არ დავბრუნდე‚ საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი‚
რომელსა ვეძებ‚ ვერა ვცნნე ამბავნი მე მისთანანი‚
დრო გარდაუწყდეს შერმადინს‚ მიხვდენ ღაწვისა ბანანი‚
მივიდეს‚ ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი‚
VTA:[189]
2008 წ. გამოცემა 5:12 უამბოს ჩემი სიკვდილი‚ თვით ჩემგან დავედრებული‚
მათ შექმნან გლოვა-ტირილი‚ ქმნან საქმე გამწარებული‚
მერმე მივიდე ცოცხალი მე‚ სხვაგან სადმე რებული!“
ამას იგონებს ტირილით გონებაშეიწრებული.
VTA:[190]
2008 წ. გამოცემა 5:13 იტყვის: „ღმერთო‚ სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ?
მე ეზომნი სიარულნი კიდე რად‚ გლახ‚ გამიცუდენ?
გულით ჩემით სიხარულნი აჰფხვრენ‚ ჭირნი დააბუდენ;
დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერაოდეს დავიყუდენ“.
VTA:[191]
2008 წ. გამოცემა 5:14 კვლაცა იტყვის: „დათმობა სჯობს“‚ და თავსავე ეუბნების:
„დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები‚ გული ჩემი ნუ დადნების‚
უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ‚ ცრემლი ცუდად მედინების‚
განგებასა ვერვინ შესცვლის‚ არსაქმნელი არ იქმნების.
VTA:[192]
2008 წ. გამოცემა 5:15 ყოვლნი არსნი ცათქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან‚
მაგრა საქმე მის კაცისა ვერასადა შემიგნიან;
უღონიოდ მართალ იყვნეს‚ რომელთაცა ქაჯად თქვიან.
აწ ტირილი არას მარგებს‚ ცუდად ცრემლნი რასა მდიან?“
VTA:[193]
2008 წ. გამოცემა 5:16 მთით ჩამოვიდა ავთანდილ‚ გავლნა წყალი და ტყენია‚
მინდორს აცორვებს ტაიჭსა‚ შეჟღრენით მონაწყენია.
გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია‚
ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.
VTA:[194]
2008 წ. გამოცემა 5:17 მობრუნვება დააპირა‚ სულთქვნა‚ მერმე ივაგლახა‚
მას მინდორსა დაემართა‚ გზა თვალითა გამოსახა;
თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა‚
მხეცნი იყვნეს საშინელნი‚ მაგრა არა შეუზახა.
VTA:[195]
2008 წ. გამოცემა 5:18 თუცა მხეცქმნილი ავთანდილ გულამოსკვნით და კვნესით-ა‚
ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა‚
ისრითა მოკლა ნადირი‚ როსტომის მკლავუგრძესითა‚
შამბისა პირსა გარდახდა‚ ცეცხლი დააგზო კვესითა.
VTA:[196]
2008 წ. გამოცემა 5:19 ცხენსა მისცა საძოვარი‚ ვირე წვადი შეიწოდეს;
ექვსნი რამე ცხენოსანნი‚ ნახა‚ მისკენ მოვიდოდეს;
თქვა‚ თუ: „ჰგვანან მეკობრეთა‚ თვარა კარგი რამც იცოდეს!
აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს“.
VTA:[197]
2008 წ. გამოცემა 5:20 ხელთა ჰქონდა ისარ-მშვილდი‚ მათკე მივა მხიარული.
ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული‚
თავსა იყო დაკოდილი‚ შეებნიდა სისხლსა გული‚
ტიროდეს და იჭირვოდეს‚ ცოტა ედგა მას‚ გლახ‚ სული.
VTA:[198]
2008 წ. გამოცემა 5:21 უყივლა‚ თუ: „ძმანო‚ ვინ ხართ? მეკობრეთა დაგამსგავსენ!“
მათ მიუგეს: „დაგვიწყნარდი‚ გვიშველე რა‚ ცეცხლნი ავსენ‚
ვერა გვარგო‚ მოგვიმატენ‚ ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ‚
სატირელნი მოგვიტირენ‚ ღაწვნი შენცა დაიმხავსენ!“
VTA:[199]
2008 წ. გამოცემა 5:22 ავთანდილ მიდგა‚ ეუბნა მათ კაცთა გულმდუღარეთა;
მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა:
„ჩვენ ვართო ძმანი სამნივე‚ – მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა‚ –
დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არემარეთა.
VTA:[200]
2008 წ. გამოცემა 5:23 კარგი გვესმა სანადირო‚ ნადირობას წამოვედით‚
გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი‚ წყლისა პირსა გარდავხედით‚
სანადირო მოგვეწონა‚ თვესა ერთსა არ წავედით‚
ვხოცდით მხეცსა უზომოსა მინდორით და მთით და ქედით.
VTA:[201]
2008 წ. გამოცემა 5:24 ჩვენ‚ სამთა ძმათა‚ ჩვენ თანა მესროლნი დავაწბილენით‚
მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით:
«მე უკეთ მოვჰკლავ‚ მე გჯობო»‚ სიტყვანი ვავაქილენით‚
ვერ გავაჩინეთ მართალი‚ ვისარჩლეთ‚ ვითაკილენით.
VTA:[202]
2008 წ. გამოცემა 5:25 დღეს ავჰყარენით ლაშქარნი‚ სავსენი ირმის ტყავითა‚
ვთქვით: «გავაჩინოთ მართალი‚ ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა‚
თავსა ვეახლნეთ მარტონი‚ დავდგეთ მართ ოდენ თავითა‚
თვითდანახულსა მოვჰკლვიდეთ‚ ნუ ვისრით დამნახავითა!»
VTA:[203]
2008 წ. გამოცემა 5:26 ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია‚
ლაშქართა წასლვა უბრძანეთ‚ მით არას მოაზრენია‚
მოვინადირეთ მინდორი‚ ისი ტყენი და ღრენია‚
დავხოცეთ მხეცი‚ მფრინველი არცა ზე გარდაგვფრენია.
VTA:[204]
2008 წ. გამოცემა 5:27 ანაზდათ მოყმე გამოჩნდა კუშტი‚ პირგამქუშავია‚
ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა‚ – მერანი რამე შავია‚ –
თავსა და ტანსა ემოსა გარეთმა ვეფხის ტყავია‚
ჯერთ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.
VTA:[205]
2008 წ. გამოცემა 5:28 უჭვრიტეთ‚ მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით‚
ვთქვით‚ თუ: «მზეაო ქვეყანად‚ ნუ ვეუბნებით ცად ენით!»
მისი მოგვინდა შეპყრობა‚ ვჰკადრეთ და შევეცადენით‚
ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ‚ ცრემლისაცა დენით.
VTA:[206]
2008 წ. გამოცემა 5:29 მე‚ უხუცესმან‚ უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით;
ჩემმან შედეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით;
ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა‚ უალლეთ ჩვენ ნებით‚
მივმართეთ‚ იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.
VTA:[207]
2008 წ. გამოცემა 5:30 ბროლმან‚ ლალსა გარეულმან‚ ვარდნი თხელნი ანატიფნა‚
იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გააყიფნა:
არ აგვიხვნა‚ არცა დაგვსხნა‚ ყოლა არად ამოგვკრიფნა‚
მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!
VTA:[208]
2008 წ. გამოცემა 5:31 უმცროსსა ძმასა მივეცით‚ უფროსნი დავეზიდენით;
ხელი მოჰკიდა‚ «დადეგო»‚ ესეცა ჰკადრა კიდ ენით;
მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო‚ ჩვენ ამად დავერიდენით‚
თავსა გარდაჰკრა მათრახი‚ ვნახეთ სისხლისა კი დენით.
VTA:[209]
2008 წ. გამოცემა 5:32 მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა‚
ვითა მკვდარი უსულოქმნა‚ ვითა მიწა დაამიწა‚
მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა‚ მოაწიწა‚
თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი‚ კუშტი‚ ამაყი‚ წა-!
VTA:[210]
2008 წ. გამოცემა 5:33 აღარ დაბრუნდა‚ წავიდა წყნარად და აუჩქარებლად‚
აგერა მივა‚ ნახეო‚ იგი მზეებრ და მთვარებლად“.
შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად‚
ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.
VTA:[211]
2008 წ. გამოცემა 5:34 აჰა‚ მიხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არდათოვნა‚
რათგან ცუდად არ წაუხდა მას ეგზომი გარეთ ყოვნა.
კაცსა მიხვდეს საწადელი‚ რას ეძებდეს‚ მისი პოვნა‚
მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.
VTA:[212]
2008 წ. გამოცემა 5:35 უთხრა‚ თუ: „ძმანო‚ ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა‚
მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა‚
აწ თქვენგან მივხვდი საქმესა ყოლა არსაადვილოსა‚ .
ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქს თქვენსა დასაღრეჯილოსა!
VTA:[213]
2008 წ. გამოცემა 5:36 ვითა მე მივხვდი წადილსა‚ ჩემსა გულისა ნებასა‚
აგრემცა ღმერთი ნურას იქს ძმისა თქვენისა ვნებასა!“
უჩვენა მისი სადგომი: „მიდითო ნება-ნებასა‚
ჩრდილსა გარდასვით მაშვრალი‚ მიეცით მოსვენებასა!“
VTA:[214]
2008 წ. გამოცემა 5:37 ესე უთხრა და წავიდა‚ ცხენი გაქუსლა დეზითა‚
ვითა გავაზი გაფრინდა‚ არგაშვებული ხეზითა‚
ან მთვარე‚ მზისა შემყრელი‚ მზე სინათლითა ზეზითა.
დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.
VTA:[215]
2008 წ. გამოცემა 5:38 მიეწურა‚ იგონებდა‚ ახლოს შეყრა ვითა აგოს:
„საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს!
ხამს‚ თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს‚
არსიწყნარე გონებისა მოიძულოს‚ მოიძაგოს.
VTA:[216]
2008 წ. გამოცემა 5:39 რათგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად‚
რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად‚
მივეწევი‚ შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად‚
ანუ მოვჰკლავ‚ ანუ მომკლავს‚ დაიმალვის მეტისმეტად“.
VTA:[217]
2008 წ. გამოცემა 5:40 ავთანდილ იტყვის: „ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი?
რაცაღა არის‚ არ არის‚ თუმცა არ ედგნეს ბუდენი;
სადაცა მივა‚ მივიდეს‚ რამცა მოვლიდეს ზღუდენი‚
მუნაღა ვძებნნე ღონენი ჩემნი არდასამრუდენი“.
VTA:[218]
2008 წ. გამოცემა 5:41 წინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი‚ –
დღისით და ღამით მაშვრალნი‚ არ საჭამადთა მჭამენი‚ –
არსადა ხანი არ დაყვეს‚ ერთნი თვალისა წამენი.
მათ თვალთათ ცრემლნი სდიოდეს‚ მინდორთა მოსალამენი.
VTA:[219]
2008 წ. გამოცემა 5:42 დღისით ვლეს და საღამოჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი‚
კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს‚ ძირსა – წყალი ჩანადენი‚
წყლისა პირსა‚ არ ითქმოდა‚ შამბი იყო თუ რასდენი‚
ხე დიდრონი‚ თვალუწდომი‚ მაღლა კლდემდის ანაყრდენი.
VTA:[220]
2008 წ. გამოცემა 5:43 მან ყმამან ქვაბსა მიმართა‚ გავლნა წყალი და ტყენია;
ავთანდილ ცხენსა გარდახდა‚ მონახნა დიდნი ხენია;
მას ზედა ჭვრეტად გავიდა‚ ძირსა დააბა ცხენია‚
მუნით უჭვრეტდა‚ იგი ყმა მივა ცრემლმინადენია.
VTA:[221]
2008 წ. გამოცემა 5:44 რა ტყენი გავლნა მან ყმამან‚ მოსილმან ვეფხის ტყავითა‚
ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა‚
ატირდა მაღლად ცრემლითა‚ ზღვათაცა შესართავითა‚
იგი ყმა ცხენსა გარდახდა‚ ყელსა მოეჭდო მკლავითა.
VTA:[222]
2008 წ. გამოცემა 5:45 იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა‚
ერთმანერთსა ეხვეოდეს – ყმა ქალსა და ქალი ყმასა;
იზახდიან‚ მოსთქმიდიან‚ მოსცემდიან კლდენი ხმასა.
ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.
VTA:[223]
2008 წ. გამოცემა 5:46 სული დაიღო მან ქალმან‚ დასთმო გულისა წყლულობა‚
ქვაბს შეიყვანა ტაიჭი‚ მოჰხადა აკაზმულობა‚
მას ყმასა შეჰხსნა‚ შეიღო აბჯრისა წელმორტყმულობა;
შინა შევიდეს‚ მას დღესა გარდახდა გამოსრულობა.
VTA:[224]
2008 წ. გამოცემა 5:47 ავთანდილს უკვირს‚ „ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!“
გათენდა‚ ქალი გამოდგა‚ მოსილი მითვე ფერითა‚
შავსა აუდვა ლაგამი‚ სწმედდა რიდისა წვერითა‚
შეკაზმა‚ მოაქვს აბჯარი წყნარად‚ არ რამე ჩხერითა.
VTA:[225]
2008 წ. გამოცემა 5:48 მის მოყმისა წესი იყო‚ მეტსა თურე არა ეჯდა.
ქალი ტირს და მკერდსა იცემს‚ თმისა ტევრსა გაიგლეჯდა;
ერთმანერთსა მოეხვივნეს‚ აკოცა და ცხენსა შეჯდა;
ქალი‚ აგრე დაღრეჯილი‚ კვლა უფრორე დაიღრეჯდა.
VTA:[226]
2008 წ. გამოცემა 5:49 ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე‚ კაცისა‚
ულვაშაშლილი‚ წვერგამო‚ „ნუთუ მზეაო‚ – თქვა‚ – ცისა!“
ეყნოსა სული ალვისა‚ ქართაგან მონატაცისა;
ასრე უჩს მოკლვა ლომისა‚ მართ ვითა ლომსა – ვაცისა.
VTA:[227]
2008 წ. გამოცემა 5:50 მასვე გზასა წამოვიდა‚ რომე გუშინ შეეარა‚
შამბი გავლო‚ გაეშორა‚ თავი მინდორს გააგარა.
ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით‚ მალვით ხესა მოეფარა‚
თქვა‚ თუ: „ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა.
VTA:[228]
2008 წ. გამოცემა 5:51 აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვაჯობინო?
ქალი შევიპყრა‚ მის ყმისა ამბავი ვაამბობინო‚
ჩემიცა უთხრა ყველაი‚ მართალი გავაბრჭობინო‚
მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა‚ არცა მას დავასობინო“.
VTA:[229]
2008 წ. გამოცემა 5:52 ჩამოვიდა‚ ცხენი ახსნა‚ მისგან ხესა გამობმული‚
ზედა შეჯდა‚ გაემართა‚ ქვაბი დახვდა კარგახმული:
მუნით ქალი გამოიჭრა გულმდუღარე‚ ცრემლდასხმული‚
ეგონა‚ თუ: დაბრუნდაო პირი ვარდი‚ ბროლბაკმული.
VTA:[230]
2008 წ. გამოცემა 5:53 ვერ იცნა‚ – სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა‚ –
ფიცხლა გაიქცა‚ მიმართა ზახილით კლდესა და ხესა;
ყმა გარდაიჭრა‚ დააბა‚ ვითა კაკაბი მახესა;
ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთსახესა.
VTA:[231]
2008 წ. გამოცემა 5:54 მას ყმასა თავი არ მისცა‚ ჭვრეტადცა ებილწებოდა‚
ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა‚
ტარიელს ვისმე უზახდა მწედ‚ თუცა არ ემწებოდა‚
ავთანდილ მუხლთა უყრიდა‚ თითითა ეხვეწებოდა.
VTA:[232]
2008 წ. გამოცემა 5:55 ეტყოდა. „სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ‚ ადამიანი!
უფეროქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი‚
მისი რა მითხარ‚ ვინ არის ტანსარო‚ პირბაკმიანი‚
სხვად არას გიზამ‚ ნუ გეშის‚ ნუ ჰყივი აგრე ხმიანი“.
VTA:[233]
2008 წ. გამოცემა 5:56 ქალი ეტყოდა ტირილით‚ სარჩელი უგავს ბრჭობასა:
„თუ არ შმაგი ხარ‚ დამეხსენ; შმაგი ხარ‚ მოდი ცნობასა!
აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა;
ცუდად ნუ სცთები‚ ნუ ელი მაგა ამბვისა მბობასა!“
VTA:[234]
2008 წ. გამოცემა 5:57 კვლა ეტყვის: „ყმაო‚ რა გინდა‚ ანუ მენუკევ მე რასა?
მაგა საქმესა ვერა იქს ვერცა კალამი წერასა.
შენ ერთხელ იტყვი‚ «მითხარო»‚ მე ასჯერ გითხრობ «ვერასა».
ვითა სიცილი ტირილსა‚ მიჯობს ვაგლახი მღერასა“.
VTA:[235]
2008 წ. გამოცემა 5:58 „ქალო‚ არ იცი‚ სით მოვალ‚ რა ჭირნი მომითმენიან‚
ოდითგან ვეძებ ამბავთა‚ ესე არვისგან მსმენიან;
შენ მიპოვნიხარ‚ სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან‚
ვერ დაგეხსნები‚ მიამბე‚ ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!“
VTA:[236]
2008 წ. გამოცემა 5:59 ქალმან უთხრა: „რას შეგესწარ‚ მე ვინ ვარ და ანუ შენო?
მზე არ მახლავს‚ შეგეტყვების‚ თრთვილო‚ ასრე მით მაწყენო!
გრძელი სიტყვა საწყინოა‚ ასრე მოკლედ მოგახსენო:
ვერასათვის ვერ გიამბობ‚ რაცა გინდა‚ იგი ქმენო!“
VTA:[237]
2008 წ. გამოცემა 5:60 კვლაცა ჰკითხა ზენარობით‚ მიუყარნა მუხლნი წინა‚
მაგრა ვერა ვერ დაჰყარა‚ მუდარობა მოეწყინა‚
პირსა ზედა გაგულისდა‚ თვალთა სისხლი მოედინა‚
ადგა‚ თმათა წამოზიდნა‚ ყელსა დანა დააბრჯინა.
VTA:[238]
2008 წ. გამოცემა 5:61 ეგრე უთხრა: „მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო‚
რაგვარა თუ ამატირო‚ ცრემლი ცუდად დამადინო?
გიჯობს‚ მითხრა‚ ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო‚
თვარა‚ ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას‚ ვითა მოგაკვდინო!“
VTA:[239]
2008 წ. გამოცემა 5:62 ქალმან უთხრა: „ეგე ღონე მოიგონე მეტად ავი:
თუ არ მომკლავ‚ არ მოვკვდები‚ მრთელი ვარ და მოუკლავი.
რად რა გითხრა‚ სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი?
კვლა თუ მომკლავ‚ სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი“.
VTA:[240]
2008 წ. გამოცემა 5:63 კვლა ეტყვის: „ყმაო‚ რად მპოვე‚ ვინ მეუბნები მე‚ ვინო?
ეგე ამბავი ცოცხალსა ნებითა ვერ მათქმევინო!
მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო‚
ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო.
VTA:[241]
2008 წ. გამოცემა 5:64 ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟად ნურად გგონია‚
მით რომე დამხსნი ტირილსა‚ შემშრების ცრემლთა ფონია;
ჩალად მიჩს ყოვლი სოფელი‚ მისთვისვე შემიწონია;
ვერ გიცნობ‚ ვინ ხარ‚ ვის გითხრნე სიტყვანი მისანდონია?“
VTA:[242]
2008 წ. გამოცემა 5:65 ყმამან თქვა‚ თუ: „არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა‚
სხვასა რასმე მოგონება‚ სჯობს საქმისა გამორჩევა“.
გაუშვა და ცალკე დაჯდა‚ ტირს‚ დაუწყო ცრემლთა ფრქვევა‚
ქალსა უთხრა: „გაგარისხე‚ აწ‚ ესე თქვი‚ ვით დავრჩე‚ ვა!“
VTA:[243]
2008 წ. გამოცემა 5:66 ქალი დაუჯდა კუშტგვარად‚ ქუშობს‚ ჯერთ არ დამტკბარია;
ავთანდილ ქვე ზის ტირილად‚ აღარას მოუბარია;
ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია.
კვლა იქით ქალი ატირდა‚ მისთვის გულნალმობარია.
VTA:[244]
2008 წ. გამოცემა 5:67 ყმა მტირალი შეებრალა‚ ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა‚
მაგრა უჯდა უცხოს უცხო‚ არ ბაგენი აუბარნა;
ყმამან ცნა‚ თუ: „გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა“.
ცრემლდენილი შეეხვეწა‚ ადგა‚ მუხლნი მიუყარნა.
VTA:[245]
2008 წ. გამოცემა 5:68 უთხრა: „ვიცი‚ აღარ ვარგ ხარ შენ აწ ჩემად დასადობლად‚
გაგარისხე‚ დარჩომილ ვარ ღარიბად და ამად ობლად;
აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად‚
ამად რომე შეცოდება შვიდგზის თქმულა შესანდობლად.
VTA:[246]
2008 წ. გამოცემა 5:69 თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე‚
მიჯნურისა შებრალება ხამს‚ ესეცა გაიგონე!
სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ‚ არვინ არის ჩემი ღონე;
სულთა მოგცემ გულისათვის‚ სხვა მეტიმცა რა გაქონე!“
VTA:[247]
2008 წ. გამოცემა 5:70 რა ქალსა მიხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება‚
გულამოხვინჩვით დაიწყო ასკეცთა ცრემლთა დინება‚
კვლა გაამრავლა ზახილით ტირილი‚ არგაცინება.
ავთანდლს ღმერთმან წადილი მისცა‚ გულისა ლხინება.
VTA:[248]
2008 წ. გამოცემა 5:71 იტყვის‚ თუ: „ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების‚
ვისთვისმე ხელი უცილოდ‚ მას ცრემლი ემალმალების“.
კვლა უთხრა: „დაო‚ მიჯნური მტერთაცა შეებრალების;
ესეცა იცი‚ სიკვდილსა თვით ეძებს‚ არ ეკრძალების.
VTA:[249]
2008 წ. გამოცემა 5:72 ვარ მიჯნური‚ ხელი ვინმე‚ გაუძლებლად სულთა დგმისად‚
ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად‚
ღრუბელიცა ვერ მიხვდების მე მისრულ ვარ სადა‚ მი-‚ სად!
გული თქვენი მიპოვნია‚ მისი შენად‚ შენი მისად.
VTA:[250]
2008 წ. გამოცემა 5:73 მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე‚
მისთვის ხელმან‚ გამოჭრილმან ლხინი ჩემი ვაალქატე.
ორისაგან ერთი მიყავ: ტყვემქმენ ანუ მააზატე‚
ან მაცოცხლე‚ ანუ მომკალ‚ ჭირი ჭირსა მომიმატე!“
VTA:[251]
2008 წ. გამოცემა 5:74 ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი:
„ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი.
წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა ჩამოსთესი‚
აწ მოყვარე გიპოვნივარ‚ დისაგანცა უფრო დესი.
VTA:[252]
2008 წ. გამოცემა 5:75 მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე‚
არ ეგების‚ ამას იქით თუცა თავი არ გამონე‚
არ შენ მოგეც თავი ჩემი‚ დაგაბნიე‚ დაგაღონე;
შენთვის მოვკვდე‚ ამისებრი მემცა საქმე რა ვიღონე!
VTA:[253]
2008 წ. გამოცემა 5:76 აწ რაცა გითხრა‚ თუ ამა საქმესა დამმორჩილდები‚
რასაცა ეძებ‚ მიხვდები‚ უცილოდ არ ასცილდები;
თუ არ მოისმენ‚ ვერ ჰპოვებ‚ რაზომცა ცრემლსა მილდები‚
მოგხვდების მდურვა სოფლისა‚ მოჰკვდები‚ გა-ცა-სწბილდები“.
VTA:[254]
2008 წ. გამოცემა 6:1 ყმამან უთხრა: „ეგე საქმე ამას ჰგავსო‚ არა სხვასა:
ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა‚
უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა‚
ზედ მიადგა‚ ჩაჰყიოდა‚ ტირს‚ იზახის ვაგლახ-ვასა.
VTA:[255]
2008 წ. გამოცემა 6:2 ეგრე უთხრა: «ამხანაგო‚ იყავ მანდა‚ მომიცდიდე‚
წავალ თოკთა მოსახმელად‚ მწადსო‚ თუმცა ამოგზიდე».
მას ქვეშეთსა გაეცინნეს‚ გაუკვირდა მეტად კიდე‚
შემოჰყივლა: «არ გელოდე‚ სად გაგექცე‚ სად წავიდე?»
VTA:[256]
2008 წ. გამოცემა 6:3 აწ‚ დაო‚ შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა‚
რასაცა მიზამ‚ შენ იცი‚ შენ ხარ წამალი ხელისა‚
სხვად უღონოა უშენოდ ჩემი აპყრობა ხელისა‚
თვარა ვისმც ექმნა გვარლითა შეკრვა თავისა მრთელისა!“
VTA:[257]
2008 წ. გამოცემა 6:4 ქალმან უთხრა: „მომეწონა‚ ყმაო‚ შენი ნაუბარი.
ხარ უცილოდ კარგი ვინმე‚ მოყმე‚ ბრძენთა საქებარი;
ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი‚
რაცა გითხრა‚ მომისმინე‚ გიპოვნია საძებარი.
VTA:[258]
2008 წ. გამოცემა 6:5 იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვნების;
თვით თუ არ გითხრობს‚ არ ითქმის‚ არვისგან დაიხსოვნების;
მოილოდინე‚ მოვიდეს‚ რაზომცა დაგეყოვნების‚
დადუმდი‚ ვარდსა ნუ აზრობ‚ ცრემლითა ნუ ითოვნების!
VTA:[259]
2008 წ. გამოცემა 6:6 გითხრა‚ თუ ცოდნა გწადიან მისისა შენ სახელისა:
ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა;
მე ასმათ მქვიან‚ რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა‚
სულთქმა სულთქმისა ბევრისა‚ მაშა თუ არ ერთხელისა.
VTA:[260]
2008 წ. გამოცემა 6:7 ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა:
ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა‚ მემაჯანსა‚
ვჭამ‚ გლახ‚ მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა‚
აწვე მოვა‚ არა ვიცი‚ თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.
VTA:[261]
2008 წ. გამოცემა 6:8 ამას გვედრებ‚ მოიცადო‚ თავი სხვაგან არსად არო;
რა მოვიდეს‚ შევეხვეწო‚ ნუთუ ვით რა მოვაგვარო‚
ერთმანერთსა შეგამეცნნე‚ თავი შენი შევაყვარო‚
თვით გიამბოს საქმე მისი‚ საყვარელსა გაახარო“.
VTA:[262]
2008 წ. გამოცემა 6:9 ქალსა ყმამან მოუსმინა‚ დამორჩილდა‚ დართო ნება.
ამას ზედა მოიხედნეს‚ ხევით ესმა ჩხაპუნება;
მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს‚ შუქთა მოვანება‚
უკურიდნეს‚ აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.
VTA:[263]
2008 წ. გამოცემა 6:10 ქალმან უთხრა: „ყმაო‚ ღმერთმან მოგცა ჟამად‚ რაცა გინა‚
მაგრა თავი უჩინოქმენ‚ დამალული იყავ შინა;
იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ-ა;
ნუთუ ვით რა მოვაგვარო‚ შენი ნახვა არ ეწყინა“.
VTA:[264]
2008 წ. გამოცემა 6:11 ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან მალვითა მალითა.
იგი ყმა ცხენსა გარდახდა‚ შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა;
ატირდეს მაღლად ცრემლითა‚ ზღვათაცა შესამალითა‚
ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.
VTA:[265]
2008 წ. გამოცემა 6:12 ამარტისფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან.
დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან;
შეჰხსნა‚ შეიღო აბჯარი‚ ცხენიცა შეიყვანა მან;
დადუმდეს‚ ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.
VTA:[266]
2008 წ. გამოცემა 6:13 ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა‚ ტყვე‚ სარკმლით ნააზატები.
მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები;
მას ზედა დაჯდა იგი ყმა‚ სულთქვამს ჭირმონამატები‚
სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.
VTA:[267]
2008 წ. გამოცემა 6:14 მან ქალმან ხელყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა‚
ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა‚ შეუქნელისა;
მიუპყრა‚ ერთი ახლიჩა‚ – ქმნაა საქმისა ძნელისა‚ –
ძალი არ ჰქონდა‚ დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.
VTA:[268]
2008 წ. გამოცემა 6:15 ცოტად მიწვა‚ მიიძინა‚ თუცა ყოლა ვერა მეტი;
შეკრთა‚ დიდნი დაიზახნა‚ წამოვარდა ვითა რეტი‚
იზახდის და წამ-წამ იკრის გულსა ლოდი‚ თავსა კეტი.
ცალკერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენაჭვრეტი.
VTA:[269]
2008 წ. გამოცემა 6:16 „რად დაჰბრუნდი? – მოახსენა‚ – მითხარ‚ რაცა წაგეკიდა!“
მან უბრძანა: „მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა‚
ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი‚ ბარგი მძიმედ აეკიდა‚
იგი მინდორს ნადირობდა‚ დაეფანჩა მარეკი‚ და-.
VTA:[270]
2008 წ. გამოცემა 6:17 სევდად მეცა კაცთა ნახვა‚ ცეცხლი უფრო გავიალე‚
არ მივეო ახლოს შეყრად‚ თავი ჩემი შევიწყალე‚
მათგან მწყრალი შემოვბრუნდი‚ ტყესა შიგან დავიმალე“.
თქვა: „ნუთუმცა უკუმრიდა‚ რა გათენდეს‚ წავალ ხვალე“.
VTA:[271]
2008 წ. გამოცემა 6:18 ქალსა ცრემლი გადმოსცვივდა ასნაკეცი‚ ბევრისბევრად;
მოახსენა: „მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად‚
არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად;
მას მაგითა ვერას არგებ‚ დღეთა შენთა ცუდად ლევ რად?
VTA:[272]
2008 წ. გამოცემა 6:19 ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია‚
ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია‚
გეახლოს და არ გაშმაგდე‚ თუცა ჭირი არ გაკლია.
შენ მოჰკვდე და იგი წახდეს‚ ესე შენთვის რა მადლია?“
VTA:[273]
2008 წ. გამოცემა 6:20 უბრძანა: „დაო‚ ეგეა მსგავსი შენისა გულისა‚
მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა!
ვის ძალუც პოვნა კაცისა‚ თვით სოფლად არმოსრულისა?
ჩემი ლხინია სიკვდილი‚ გაყრა ხორცთა და სულისა.
VTA:[274]
2008 წ. გამოცემა 6:21 ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა რაცა კაცი რად დაჰბადა‚
სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა!
ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი‚ ანუ ვინმცა შეეცადა?
შენგან კიდე ხორციელი‚ დაო‚ მივის არასადა“.
VTA:[275]
2008 წ. გამოცემა 6:22 ქალმან ჰკადრა: „არ გამიწყრე‚ ვიშიშვი და ვიაჯ დია;
რათგან ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია‚
ვერ დავმალავ‚ უკეთესი რაცა საქმე გამიცდია.
არა ვარგა უსაზომო‚ თავი ზომსა გარდგიხდია.
VTA:[276]
2008 წ. გამოცემა 6:23 მისი მძებნელი იყომცა ჭკუითა მეტისმეტითა;
შენ კაცთა ნაცვლად ნადირთა ახლავ ცნობითა რეტითა;
სჯობს‚ ერთი კაცი იახლო‚ ილხენდე მისით ჭვრეტითა.
ვით იადონი არ მოჰკვდე ბულბულოს თესლთა კვნეტითა“.
VTA:[277]
2008 წ. გამოცემა 6:24 ყმამან უთხრა: „რას მენუკევ‚ არა ვიცი‚ გამიცხადე!
კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე!
ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა‚ მემცა რას ვეცადე!
განაღამცა გავნადირდი‚ თავი ასრე გავიხადე“.
VTA:[278]
2008 წ. გამოცემა 6:25 ქალმან კვლა ჰკადრა: „გაგსაჯე მეტითა შეგონებითა‚
მაგრა თუ კაცი მოგგვარო‚ მოგყვეს თავისა ნებითა‚
იგი გეახლოს‚ ილხენდე მისითა შემეცნებითა‚
ფიცე‚ არ მოჰკლა‚ არ იყო, არ, სავნებლისა ვნებითა!“
VTA:[279]
2008 წ. გამოცემა 7:1 მან უბრძანა: „თუ მიჩვენებ‚ ვნახავ‚ დიდად გავიხარებ‚
სიყვარულმან მისმან‚ ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ‚
არას უზამ უგემურსა‚ არათ ოდეს გავამწარებ;
რაცა ჩემგან ეამების‚ ვაამებ და შევიყვარებ“.
VTA:[280]
2008 წ. გამოცემა 7:2 ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად;
„არ ეწყინაო“‚ უამბობს‚ არს მისად მაგულვანებლად‚
ხელი მოჰკიდა‚ მოჰყვანდა‚ ვით მთვარე მოსავანებლად;
იგი რა ნახა ტარიელ‚ თქვა მზისა დასაგვანებლად.
VTA:[281]
2008 წ. გამოცემა 7:3 გამოეგება ტარიელ‚ მართებს ორთავე მზე დარად‚
ანუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად‚
რომე მათ თანა ალვისა ხეცა ვარგ იყო ხედ არად‚
ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა‚ სხვადმცა რისად ვთქვი მე და რად!
VTA:[282]
2008 წ. გამოცემა 7:4 მათ აკოცეს ერთმანერთსა‚ უცხოობით არ დარიდეს‚
ვარდსა ხლეჩდეს‚ ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს‚
ყელი ყელსა გარდააჭდვეს‚ ერთმანერთსა აუტირდეს‚
ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი‚ თუცა ლალად ღირდეს.
VTA:[283]
2008 წ. გამოცემა 7:5 მობრუნდეს‚ ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა‚
ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა.
ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა:
„თავთა ნუ დაჰხოცთ‚ ნუ ბნელიქთ მზესა თქვენითა ბნელითა!“
VTA:[284]
2008 წ. გამოცემა 7:6 ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული‚ არ დაზრული;
ყმასა უთხრა: „მესწრაფების‚ მითხარ შენი დაფარული‚
ვინ ხარ‚ ანუ სით მოსრულ ხარ‚ სადაური‚ სით მოსრული?
მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ‚ ვარ მისგანცა განწირული“.
VTA:[285]
2008 წ. გამოცემა 7:7 ავთანდილ გასცა პასუხი‚ სიტყვები ლამაზებია:
„ლომო და გმირო ტარიელ‚ ვის თავი გინაზებია‚
მე ვარ არაბი‚ არაბეთს არს ჩემი დარბაზებია‚
მიჯნურობითა დამწვარ ვარ‚ ცეცხლი უშრეტი მგზებია.
VTA:[286]
2008 წ. გამოცემა 7:8 მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია;
თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავმაგრებია.
თუცა არ მიცნობ‚ გინახავ‚ თუ ვითა გეაზრებია‚
გახსოვსცა‚ ოდეს დაჰხოცე მონები არსაპყრებია?
VTA:[287]
2008 წ. გამოცემა 7:9 შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი‚ ჩვენ ზედა გარდგეკიდენით‚
პატრონი ჩემი გაგიწყრა‚ ჩვენ ხაფად წაგეკიდენით‚
გიხმეთ‚ არ მოხვე‚ ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით‚
შენ ველნი წითლად შეღებენ სრულად სისხლისა კი დენით.
VTA:[288]
2008 წ. გამოცემა 7:10 ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ.
მეფე შეჯდა‚ დაგვეკარგე‚ კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ‚
ვითა ქაჯი დაგვემალე‚ მონებიცა დავაფეთეთ‚
ამან უფრო დაგვაშმაგნა‚ თავი სრულად გავაშეთეთ.
VTA:[289]
2008 წ. გამოცემა 7:11 ჭმუნვა შეექმნა‚ თქვენც იცით‚ ხელმწიფე ნებიერია.
მოგნახეს‚ გძებნეს ყოველგან‚ მათ რუკა დაუწერია‚
ვერ ნახეს შენი ნახული ვერცა ყმა‚ ვერცა ბერია;
აწ გამომგზავნა‚ რომელსა ვერ მზე ჰგავს‚ ვერ ეთერია.
VTA:[290]
2008 წ. გამოცემა 7:12 მიბრძანა: «მიცან ამბავი მის ყმისა წახდომილისა‚
მაშინ ვარ მქმნელი საქმისა‚ მის შენგან მონდომილისა».
სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა.
არ გიკვირს‚ გავსძლე ვერჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?!
VTA:[291]
2008 წ. გამოცემა 7:13 აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა;
თურქნი ვნახენ‚ რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა;
მათრახითა ჩამოგეგდო‚ ერთი მკვდართა დაგესახა;
მათ მასწავლეს‚ ძმა რომელთა სულმობრძავი სამე, გლახ‚ ა“.
VTA:[292]
2008 წ. გამოცემა 7:14 ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი‚
იტყვის: „მახსოვს ეგე საქმე‚ თუცა არის ადრინდელი;
ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი;
მით ვტიროდი‚ მომეგონა მე‚ გლახ‚ ჩემი წამწყმედელი.
VTA:[293]
2008 წ. გამოცემა 7:15 რას მაქნევდით‚ რა გინდოდა‚ ერთმაერთსა რითა ვჰგვანდით?!
თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით‚ ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით.
რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით‚ გაჰგულვანდით‚
აწ ვეჭვ‚ რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა წაიტანდით.
VTA:[294]
2008 წ. გამოცემა 7:16 მოვიხედენ‚ მომეწია; რა პატრონი შენი ვნახე‚
ხელმწიფობით შემებრალნეს‚ ამად ხელი არ შევახე‚
თვალთა წინა გამოვექეც‚ მეტი არა შეუზახე.
ჩემი ცხენი უჩინოსა ჰგავს და სხვასმცა რას ვასახე!
VTA:[295]
2008 წ. გამოცემა 7:17 კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა‚ დაწამწამება‚
მას გავექცევი‚ ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება.
მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება‚
ავად შვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.
VTA:[296]
2008 წ. გამოცემა 7:18 აწ ვაშად მოხვე‚ – მეამა ნახვა შენისა პირისა‚ –
ტანად სარო და პირად მზე‚ მამაცად მსგავსი გმირისა!
მაგრა გარჯილ ხარ‚ არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა:
ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა!“
VTA:[297]
2008 წ. გამოცემა 7:19 ავთანდილ უთხრა: „ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა?
მაგისად ნაცვლად რამც გიყავ ღირსი ქებისა თქვენისა!
სახე ხარ მზისა ერთისა‚ ზეცით მნათისა ზენისა‚
რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.
VTA:[298]
2008 წ. გამოცემა 7:20 ამა დღემან დამავიწყა‚ გული ჩემი ვინ დაბინდა;
დამიგდია სამსახური‚ იგი იქმნას‚ რაცა გინდა;
იაგუნდი ეგრეცა სჯობს‚ ათასჯერმცა მინა მინდა;
შენ გეახლო სიკვდილამდის‚ ამის მეტი არა მინდა!“
VTA:[299]
2008 წ. გამოცემა 7:21 ტარიელ უთხრა: „მე შენი გული აწ მემხურვალების;
მიკვირს‚ თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების!
მაგრა წესია‚ მიჯნური მიჯნურსა შეებრალების‚
შენ საყვარელსა გაგყარო‚ ესე რათ გენაცვალების!
VTA:[300]
2008 წ. გამოცემა 7:22 წამოსრულ ხარ ჩემად ძებნად‚ პატრონისა სამსახურად;
ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ‚ შენცა ცდილ ხარ მამაცურად.
მაგრა ჩემსა რა გიამბობს‚ გამოჭრილ ვარ ასრე თუ რად!
მე თუ ვიტყვი‚ დამწვავს ცეცხლი ცხელი‚ შემიქს ალად‚ მურად“.
VTA:[301]
2008 წ. გამოცემა 7:23 ასმათ უთხრა: „ლომო‚ ცრემლით მაგა ცეცხლსა რა ერგების!
მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა‚ რათგან ეგრე არ ეგების!
ვხედავ‚ ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების‚
ცნას მიზეზი შენთა წყლულთა‚ ქმნას‚ რა ღონე აეგების.
VTA:[302]
2008 წ. გამოცემა 7:24 მეხვეწებოდა‚ ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა;
ნუ ყოსო ღმერთმან‚ გაძლება მემცა ვით მივეც ენასა!
თუ რას სცნობს‚ ვეჭო ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა.
არს უკეთესი‚ რაცაღა სწადს განგებასა ზენასა“.
VTA:[303]
2008 წ. გამოცემა 7:25 ამას დაყმუნდა ტარიელ‚ დამწვარი დაავლებული;
ასმათს უბრძანა: „მას აქათ შენ ხარ ჩემ თანა ხლებული;
რად არა იცი‚ უწამლო არს ლები ესე ლებული!
კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი‚ ცრემლითა დავალებული.
VTA:[304]
2008 წ. გამოცემა 7:26 კაცმან ვით პოვოს‚ ღმრთისაგან რაცა არდანაბადია!
მით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბა დია;
კვლა გზასა მიკრავს‚ მიჭირავს‚ მითქს ბადე დანაბადია;
აწ ხელთა‚ ნაცვლად ლხინისა‚ ჩალა მაქვს და ნაბადია.
VTA:[305]
2008 წ. გამოცემა 7:27 მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთით მზითა
ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა:
პირველ‚ შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა‚
კვლა ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა“.
VTA:[306]
2008 წ. გამოცემა 7:28 ყმასა უთხრა: „ვინცა კაცმან იძმოს ანუ და-ცა-იდოს‚
ხამსო‚ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს;
ღმერთმან ერთი რათ აცხოვნოს‚ თუ მეორე არ წაწყმიდოს!
შენ ისმენდი‚ მე გიამბობ‚ რაცა გინდა წამეკიდოს“.
VTA:[307]
2008 წ. გამოცემა 7:29 ასმათს უთხრა: „მოდი‚ მოჯე‚ თანა წყალი მოიტანე‚
დაბნედილსა მაპკურებდი‚ გული მითა გარდამბანე;
მკვდარი მნახო‚ დამიტირე‚ სულთქმა გაათანისთანე‚
მე სამარე გამითხარე‚ აქა მიწა მიაკვანე!“
VTA:[308]
2008 წ. გამოცემა 7:30 ღილჩახსნილი საამბობლად დაჯდა‚ მხარნი ამოყარნა;
ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით‚ დიდხან შუქნი არ ადარნა;
ვერ გაახვნა სასაუბროდ‚ მან ბაგენი გაამყარნა‚
მერმე სულთქვნა‚ დაიზახნა‚ ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.
VTA:[309]
2008 წ. გამოცემა 7:31 მოსთქვამს: „ჰაჲჰაჲ‚ საყვარელო‚ ჩემო‚ ჩემთვის დაკარგულო‚
იმედო და სიცოცხლეო‚ გონებაო‚ სულო‚ გულო‚
ვინ მოგკვეთა‚ არა ვიცი‚ ხეო‚ ედემს დანერგულო!
ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა‚ გულო‚ ასჯერ დადაგულო?!“
VTA:[310]
2008 წ. გამოცემა 8:1 ისმენდი‚ მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა‚
საუბართა და საქმეთა ვითა ძლივ ვათქმევ ენასა!
იგი‚ ვინ ხელმქმნა‚ მოველი მისგან აროდეს ლხენასა‚
ვისგან შეუცავ სევდასა‚ სისხლისა ღვართა დენასა.
VTA:[311]
2008 წ. გამოცემა 8:2 ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი:
ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა‚ თვით იყო მპყრობელი‚
უხვი‚ მდიდარი‚ უკადრი‚ მეფეთა ზედა მფლობელი‚
ტანად ლომი და პირად მზე‚ ომად მძლე‚ რაზმთა მწყობელი.
VTA:[312]
2008 წ. გამოცემა 8:3 მამა ჩემი ჯდა მეშვიდედ‚ მეფე მებრძოლთა მზარავი‚ –
სარიდან ერქვა სახელად‚ – მტერთა სრვად დაუფარავი;
ვერვინ ჰკადრებდის წყენასა‚ ვერ ცხადი‚ ვერცა მპარავი;
ნადირობდის და იშვებდის საწუთროგაუმწარავი.
VTA:[313]
2008 წ. გამოცემა 8:4 ხალვა მოსძულდა‚ შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები.
თქვა: «წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები‚
ყოვლგნით გამისხმან‚ მორჭმით ვზი‚ მაქვს ზეიმი და ზარები»;
ბრძანა: «წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები».
VTA:[314]
2008 წ. გამოცემა 8:5 ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა‚
შესთვალა: «შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა;
აწ მე მწადს‚ თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა‚
სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა».
VTA:[315]
2008 წ. გამოცემა 8:6 ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბვისა მცნობელმან.
შესთვალა: «ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან‚
რათგან ეგე ჰქმენ მეფემან‚ ჩემებრ ინდოეთს მპყრობელმან.
აწ მოდი‚ ასრე პატივგცე‚ ვითა ძმამან და მშობელმან».
VTA:[316]
2008 წ. გამოცემა 8:7 ერთი სამეფო საკარგვად‚ უბოძა ამირბარობა.
თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირსპასალარობა.
მეფედ რა დაჯდა‚ არა აქვს ხელისა მიუმწვდარობა;
სხვად პატრონია‚ მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.
VTA:[317]
2008 წ. გამოცემა 8:8 თვით მეფემან მამა ჩემი დაიჭირა სწორად თავსა.
თქვა: «ჩემებრი ამირბარი‚ ნაძლევი ვარ‚ ვისმცა ჰყავსა!»
ლაშქრობდის და ნადირობდის‚ აძლევდიან მტერნი ზავსა.
მას არა ვჰგავ ასრე‚ ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.
VTA:[318]
2008 წ. გამოცემა 8:9 ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა‚
ჭმუნვა ჰქონდა‚ ჟამი იყო‚ მით აეხვნეს სპანი ზარსა.
ვაჲ‚ კრულია დღემცა იგი‚ მე მივეცი ამირბარსა!
მეფემან თქვა: «შვილად გავზრდი‚ თვით ჩემივე გვარი არსა».
VTA:[319]
2008 წ. გამოცემა 8:10 მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად‚
საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად‚
ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად;
მოვიწიფე‚ დავემსგავსე მზესა თვალად‚ ლომსა – ნაკვთად.
VTA:[320]
2008 წ. გამოცემა 8:11 ასმათ‚ შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერმიხდილისა‚
მზესა მე ვსჯობდი შვენებით‚ ვით ბინდსა – ჟამი დილისა;
იტყოდეს ჩემნი მნახავნი: «მსგავსია ედემს ზრდილისა».
აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.
VTA:[321]
2008 წ. გამოცემა 8:12 მე ხუთისა წლისა ვიყავ‚ დაორსულდა დედოფალი“.
ესე რა თქვა‚ ყმამან სულთქვნა‚ ცრემლით ბრძანა: „შობა ქალი“.
დაბნედასა მიეწურა‚ ასმათ ასხა გულსა წყალი;
თქვა: „მაშინვე მზესა ჰგვანდა‚ აწ მედების ვისგან ალი!
VTA:[322]
2008 წ. გამოცემა 8:13 წიგნი წიგნსა ეცემოდა‚ დედოფალი ოდეს შობდა‚
მოციქული – მოციქულსა‚ ინდოეთი სრულად სცნობდა;
მზე და მთვარე განცხრებოდეს‚ სიხარულით ცა ნათობდა;
ყოვლი არსად შემოსრული მხიარულად თამაშობდა.
VTA:[323]
2008 წ. გამოცემა 8:14 ქება არ ითქმის ენითა‚ აწ ჩემგან ნაუბარითა.
ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა;
ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალგვარითა.
საჭურჭლე გასცეს‚ აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.
VTA:[324]
2008 წ. გამოცემა 8:15 საშობელი გაიყარა‚ ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა.
მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა.
უყვარდით და სწორად უჩნდით მეფესა და დედოფალსა.
აწ ვახსენებ‚ ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა“.
VTA:[325]
2008 წ. გამოცემა 8:16 ყმა დაბნდა‚ რა სახელისა ხსენებასა მიეწურა;
ავთანდილსცა აეტირა‚ მისმან ცეცხლმან გულსა მურა;
ქალმან სულად მოაქცია‚ მკერდსა წყალი დააპკურა.
თქვა: „ისმენდი‚ მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ-ა.
VTA:[326]
2008 წ. გამოცემა 8:17 მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი.
შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი‚
მთვარისა მსგავსი‚ მზისაგან შვენებით ვერშეფრობილი;
მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი‚ წდობილი!
VTA:[327]
2008 წ. გამოცემა 8:18 იგი ასრე მოიწიფა‚ მე შემეძლო შესლვა ომსა;
მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა‚
მამასავე ხელთა მიმცეს‚ რა შევიქმენ ამა ზომსა;
ვბურთობდი და ვნადირობდი‚ ვით კატასა ვხოცდი ლომსა.
VTA:[328]
2008 წ. გამოცემა 8:19 მეფემან სახლი ააგო შიგან საყოფი ქალისა:
ქვად ფაზარი სხდა‚ კუბო დგა იაგუნდისა‚ ლალისა‚
პირსა ბახჩა და საბანლად სარაჯი ვარდისწყალისა;
იგი მუნ იყვის‚ მედების ვისგან სახმილი ალისა.
VTA:[329]
2008 წ. გამოცემა 8:20 დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი;
ზოგჯერ კოშკს ჯდის‚ ზოგჯერ ბახჩას ჩამოვიდის‚ რა დგის ჩრდილი.
დავარ იყო და მეფისა‚ ქვრივი‚ ქაჯეთს გათხოვილი‚
მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.
VTA:[330]
2008 წ. გამოცემა 8:21 სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა;
ვერვინ ვხედევდით‚ შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა;
ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან‚ იმღერდის ნარდითა;
მუნ იზრდებოდის ტანითა‚ გაბაონს განაზარდითა.
VTA:[331]
2008 წ. გამოცემა 8:22 თხუთმეტისა წლისა ვიყავ‚ მეფე მზრდიდა ვითა შვილსა;
დღისით ვიყვი მას წინაშე‚ გამიშვებდის არცა ძილსა;
ძალად ლომსა‚ თვალად მზესა‚ ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა‚
სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.
VTA:[332]
2008 წ. გამოცემა 8:23 რა მინდორს შევჯდი‚ ზარითა ხმა იყვის ბუკთა ცემისა;
თანამყვის სპისა სიმრავლე‚ მსგავსი ფუტკრისა რემისა;
ჭვრეტად ქალ-ყმები დაჯრილი დგის თემისა და თემისა;
ვინ მნახის‚ ეყვის ერთ წლამდის კვეხა ნახვისა ჩემისა.
VTA:[333]
2008 წ. გამოცემა 8:24 მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემმან სრეულმან‚
მერმე ვიბურთი მოედანს‚ მინდორით შემოქცეულმან‚
შევიდი‚ შევქმნი ნადიმი‚ ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან‚
აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლბალახშრეულმან!
VTA:[334]
2008 წ. გამოცემა 8:25 მამა მომიკვდა‚ მოვიდა დღე სიკვდილისა‚ ვიშისა;
ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა;
მათ გაეხარნეს‚ ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა;
ერთგულთა შექმნეს ვაება‚ მტერთა – ხსენება იშისა.
VTA:[335]
2008 წ. გამოცემა 8:26 მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთროგაცუდებული‚
დღისით და ღამით ვვაებდი‚ ვერვისგან სულდაღებული;
გაყვანად ხასნი მოვიდეს‚ მითხრეს მეფისა მცნებული‚
ებრძანა: «შვილო ტარიელ‚ ნუ ხარ შავითა ღებული!
VTA:[336]
2008 წ. გამოცემა 8:27 ჩვენ უფრო გვტკივის იგი‚ ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა».
ასი ებოძა საჭურჭლე‚ ებრძანა ახდა შავისა‚
ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა:
«შენ გქონდეს ამირბარობა‚ ქმნა მისვე საურავისა!»
VTA:[337]
2008 წ. გამოცემა 8:28 ავენთი‚ დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა;
უკანის გამომიყვანეს ხასთა მათ წინამდგომელთა;
გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა‚
შორს მომეგებნეს‚ მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.
VTA:[338]
2008 წ. გამოცემა 8:29 მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს‚ პატივს მცემდეს ძისა დარად‚
მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად;
ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად.
არ მომეშვნეს‚ დავმორჩილდი‚ თაყვანისვეც ამირბარად.
VTA:[339]
2008 წ. გამოცემა 8:30 თავადობა ინდოთა და მრავალთაცა მქონდა სხვათა;
ვნაპირობდი‚ თუ ვინ იყვის მავნებელი ჩემთა სპათა.
ხალვად ვჯდი და ვიხარებდი‚ ზამი შევქმნი მღერა-სმათა;
სპათა ვმოსდი‚ ვნადირობდი‚ ქება თქვიან ჩემთა ქმნათა“.
VTA:[340]
2008 წ. გამოცემა 9:1 კვლა დაიწყო თქმა ამბვისა მან‚ რა ხანი მოიტირა:
„დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით‚ გვენადირა;
მიბრძანა‚ თუ: «ქალი ვნახოთ!» – ხელი ხელსა დამიჭირა.
მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გიკვირა?!
VTA:[341]
2008 წ. გამოცემა 9:2 მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა‚
გამოუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა;
მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა.
ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!
VTA:[342]
2008 წ. გამოცემა 9:3 ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა:
მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა;
მრავლად იყო სარაჯები ვარდისწყლისა აბანოსა.
კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.
VTA:[343]
2008 წ. გამოცემა 9:4 ვიცოდი‚ სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა‚
მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა;
ვერას ვხედევდი‚ ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა.
ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.
VTA:[344]
2008 წ. გამოცემა 9:5 ასმათ ფარდაგსა აზიდნა‚ გარე ვდეგ მოფარდაგულსა;
ქალსა შევხედენ‚ ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა.
მოვიდა‚ მივსცენ დურაჯნი‚ მთხოვა ცეცხლითა დაგულსა.
ვაჲმე‚ მას აქათ სახმილსა დაუწვავ ნიადაგულსა!
VTA:[345]
2008 წ. გამოცემა 9:6 აწ წახდეს იგი ნათელნი‚ მზისაცა მოწუნარენი!“
მისი ვერ გასძლო ხსენება‚ დაბნდა და სულთქვნა მწარენი;
ყმა და ასმათი ტიროდეს‚ ხმას სცემდეს იგი არენი‚
ჭმუნვით თქვეს: „მკლავნი ცუდ ქმნილან‚ ვაჲ‚ გმირთა მემუქარენი!“
VTA:[346]
2008 წ. გამოცემა 9:7 ასმათმან წყალი დაასხა‚ ცნობად მოვიდა ტარია‚
დიდხან ვერა თქვა‚ სევდამან გული შეუპყრა‚ დარია;
დაჯდა და მწარედ სულთითქვნა‚ ცრემლი მიწასა გარია‚
თქვა: „ჩემგან მისი ხსენება‚ ვაჲმე‚ რა დიდი ზარია!
VTA:[347]
2008 წ. გამოცემა 9:8 მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან‚
იშვებენ‚ მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან;
ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა‚ რომელნი ეურჩებიან.
ისმენდი ჩემთა ამბავთა‚ თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან!
VTA:[348]
2008 წ. გამოცემა 9:9 დურაჯნი მივსცენ‚ გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა‚
დავეცი‚ დავბნდი‚ წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა‚
რა სულად მოვე‚ შემესმა ხმა ტირილისა და ვისა:
გარემომრტყმოდეს ჯალაბნი‚ ვითა ჩამსხდომნი ნავისა.
VTA:[349]
2008 წ. გამოცემა 9:10 შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა‚
ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა‚
პირსა იხოკდეს ხელითა‚ ღაწვისა გამპობელითა.
მუყრნი მოასხნეს‚ სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.
VTA:[350]
2008 წ. გამოცემა 9:11 მე რა მნახა თვალახმული‚ მეფე ყელსა მომეხვია‚
ცრემლით მითხრა: «შვილო‚ შვილო‚ ცოცხალ ხარღა? სიტყვა თქვია!»
მე პასუხი ვერა გავეც‚ ვითა შმაგი შევკრთი დია‚
კვლა დავეცი დაბნედილი‚ გულსა სისხლი გარდმეთხია.
VTA:[351]
2008 წ. გამოცემა 9:12 სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარეშემომცვიდიან;
მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი‚ ყოველნი იკითხვიდიან;
მტერდაცემული ვეგონე‚ არ ვიცი‚ რას ჩმახვიდიან.
სამ დღემდის ვიყავ უსულოდ‚ ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.
VTA:[352]
2008 წ. გამოცემა 9:13 აქიმნიცა იკვირვებდეს: «ესე სენი რაგვარია?
სამკურნალო არა სჭირს რა‚ სევდა რამე შემოჰყრია».
ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი‚ სიტყვა მცთარი წამერია.
დედოფალი‚ ზღვასა შეიქს‚ მას რომ ცრემლი დაუღვრია.
VTA:[353]
2008 წ. გამოცემა 9:14 სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი‚ არცა მკვდარი;
მერმე ცნობა მომივიდა‚ მივხვდი რასმე მიუმხვდარი;
ვთქვი‚ თუ: «ჰაჲჰაჲ‚ რაშიგან ვარ მე სიცოცხლეგარდამხდარი!»
თმობა ვსთხოვე შემოქმედსა‚ ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.
VTA:[354]
2008 წ. გამოცემა 9:15 ვთქვი‚ თუ: «ღმერთო‚ ნუ გამწირავ‚ აჯა ჩემი შეისმინე‚
მომეც ძალი დათმობისა‚ ცოტად ვითა აღმადგინე‚
აქა ყოფა გამამჟღავნებს‚ სახლსა ჩემსა მიმაწვინე!»
მანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი‚ გული წყლული გავარკინე.
VTA:[355]
2008 წ. გამოცემა 9:16 ზე წამოვჯე. მეფისასა კაცი დია მოვიდოდა‚
ახარებდეს: «წამოჯდაო»‚ დედოფალი გამორბოდა;
მეფე მორბის თავშიშველი‚ არ იცოდა‚ რას იქმოდა‚
იგი ღმერთსა ადიდებდა‚ სხვა ყველაი უჩუმოდა.
VTA:[356]
2008 წ. გამოცემა 9:17 იქით და აქათ მომისხდეს‚ მახვრიტეს სახვრეტელია;
მე მოვახსენე: «პატრონო‚ გული აწ უფრო მრთელია;
ცხენსა შეჯდომა მწადიან‚ ვნახნე წყალნი და ველია».
ცხენი მომგვარეს‚ შე-ცა-ვჯე‚ მეფე ჩემ თანა მვლელია.
VTA:[357]
2008 წ. გამოცემა 9:18 გამოვედით‚ მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა;
ჩემსა მივე‚ დავაბრუნვე‚ მეფე მომყვა სახლთა ძირსა.
შინა მოვე‚ უარ გავხე‚ სხვა დამერთო ჭირი ჭირსა;
ვთქვი‚ თუ: «მოვკვდე‚ ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა!»
VTA:[358]
2008 წ. გამოცემა 9:19 ზაფრანისფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან‚
გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან.
საწოლის მეკრე შემოდგა‚ მოლარე გაიყვანა მან;
ვთქვი‚ თუ: «რა იცის ამბავი‚ ნეტარ‚ ან იმან‚ ან ამან?»
VTA:[359]
2008 წ. გამოცემა 9:20 «მონააო ასმათისი». – «რა იცისო‚ – ვარქვი‚ – ჰკითხე!»
შემოვიდა‚ სააშიკო წიგნი მომცა‚ წავიკითხე;
გამიკვირდა‚ სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე?
მისგან ეჭვი არა მქონდა‚ სევდად მაწვა გულსა მით ხე.
VTA:[360]
2008 წ. გამოცემა 9:21 მე გამიკვირდა: «სით უყვარ‚ ანუ ვით მკადრებს თხრობასა?
მიუყოლობა არ ვარგა‚ დამწამებს უზრახობასა‚
ჩემგან იმედსა გარდასწყვედს‚ მერმე დამიწყებს გმობასა».
დავწერე‚ რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა.
VTA:[361]
2008 წ. გამოცემა 9:22 დღენი გამოხდეს‚ მე გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა‚
ვეღარ უჭვრეტდი ლაშქართა‚ მინდორს თამაშად მავალთა;
დარბაზს ვერ მივე; მკურნალთა დაიწყეს მოსლვა მრავალთა‚
მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.
VTA:[362]
2008 წ. გამოცემა 9:23 მათ ვერა მარგეს‚ მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა‚
სხვამან ვერავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა;
სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა.
გავიხსენ ფარვად პატიჟთა‚ არვისგან საეჭველისა.
VTA:[363]
2008 წ. გამოცემა 9:24 ხელგახსნილი‚ სევდიანი‚ საწოლს ვიყავ თავისწინა;
ჩემი მონა შემოვიდა‚ შევხედენ‚ თუ თქვას: «რა მინა».
– «მონააო ასმათისი»‚ შემოყვანა უთხარ შინა.
გულსა შინა დაუზრახე: «რა მპოვაო‚ ანუ ვინ-ა?!»
VTA:[364]
2008 წ. გამოცემა 9:25 მონამან წიგნი მომართვა‚ მე წავიკითხე ნებასა;
წიგნსა შევატყვე‚ ლამოდა შეყრისა მოსწრაფებასა;
პასუხად გავეც: «ჟამია‚ მართალ ხარ გაკვირვებასა;
მოვალ‚ თუ მიხმობ‚ მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა».
VTA:[365]
2008 წ. გამოცემა 9:26 გულსა ვარქვი‚ თუ: «ლახვარნი ეგრე ვით დაგაღონებენ?
ამირბარი ვარ‚ ხელმწიფე‚ სრულად ინდონი მმონებენ;
აზრად შეიქმან‚ საქმესა ათასჯერ შეაწონებენ‚
თუ შეიგებენ‚ მე მათთა არეთა არ მარონებენ».
VTA:[366]
2008 წ. გამოცემა 9:27 კაცი მოვიდა მეფისა: «სწადსო ამბვისა სმინება».
მოყვანა უთხარ; ებრძანა: «ქმნაცა სისხლისა დინება?»
მე ვჰკადრე: «ხელი გავიხსენ‚ დამიწყო მოჯობინება‚
წინაშე მოვალ‚ ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება».
VTA:[367]
2008 წ. გამოცემა 9:28 დარბაზს მივე‚ მეფე ბრძანებს: «ამის მეტსა ნუ იქ‚ აბა!»
ცხენსა შემსვა უკაპარჭო‚ წელთა არა არ შემაბა‚
შეჯდა‚ ქორნი მოუტივნა‚ დურაჯები დაინაბა‚
მშვილდოსანნი გასაგანნა‚ იტყოდიან: «შაბაშ‚ შაბა!»
VTA:[368]
2008 წ. გამოცემა 9:29 შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი;
მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულდაღებულნი;
მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი‚ ღარიბად ქებულნი.
აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.
VTA:[369]
2008 წ. გამოცემა 9:30 ვეცდებოდი‚ არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად;
ვიგონებდი‚ ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად;
ჩემნი სწორნი წავიტანენ‚ ჩემსა დავჯე‚ მთქვიან ალვად‚
შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.
VTA:[370]
2008 წ. გამოცემა 9:31 მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი:
«ქალი ვინმე იკითხავსო: «ინახვისმცა ამირბარი?»
ზეწარითა მოუბურავს პირი‚ ბრძენთა საქებარი».
ვარქვი: «საწოლს წაიყვანე‚ ჩემგან არის ნახმობარი».
VTA:[371]
2008 წ. გამოცემა 9:32 ავდეგ‚ მსხდომნი ნადიმობად აემზადნეს ასაყრელად;
შართი უთხარ: «ნუ ასდგებით‚ მოვალ ხანსა დაუზმელად»;
გამოვე და საწოლს შევე‚ მონა მოდგა კარსა მცველად.
გული მივეც თმობაქმნათა აუგისა საკრძალველად.
VTA:[372]
2008 წ. გამოცემა 9:33 კარსა შევდეგ‚ ქალი წინა მომეგება‚ თაყვანისმცა;
მითხრა: «მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს‚ ვინცა ღირსმც-ა!»
გამიკვირდა‚ მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა?
ვთქვი: «არ იცის მიჯნურობა; თუმც იცოდა‚ წყნარად ზისმცა».
VTA:[373]
2008 წ. გამოცემა 9:34 შევე‚ დავჯე ტახტსა ზედა‚ ქალი მოდგა ნოხთა პირსა‚
ჩემსა ახლოს დასაჯდომლად თავი მისი არ აღირსა;
ვარქვი: «მანდა რად ზი შენ‚ თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?»
მან პასუხი არა მითხრა‚ ჩემთვის ჰგვანდა სიტყვაძვირსა.
VTA:[374]
2008 წ. გამოცემა 9:35 მითხრა: «დღე ეგე სირცხვილად‚ მედების გულსა ალობა:
გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა‚
მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა.
ამას თუ ღირს ვარ‚ ვერ ვიტყვი‚ მაკლია ღმრთისა წყალობა».
VTA:[375]
2008 წ. გამოცემა 9:36 ადგა‚ მითხრა: «თქვენს კრძალვასა ჩემთვის ცნობა უბნევია;
ნუ მეჭვ‚ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია‚
ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისსა უთნევია;
ამა წიგნმან გაგაგონოს‚ ჩემთვის ვისცა უქნევია“.
VTA:[376]
2008 წ. გამოცემა 10:1 წიგნი ვნახე‚ მისი იყო‚ ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა;
მოეწერა მზისა შუქსა: «ნუ დაიჩენ‚ ლომო‚ წყლულსა!
მე შენი ვარ‚ ნუ მოჰკვდები‚ მაგრა ბნედა ცუდი მძულსა.
აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა.
VTA:[377]
2008 წ. გამოცემა 10:2 ბედითი ბნედა‚ სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?
სჯობს‚ საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!
ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია‚
აწ მათნი ჯავრნი ჩვენ ზედა ჩვენგან არ დასათმონია!
VTA:[378]
2008 წ. გამოცემა 10:3 შენგან ჩემისა ქმრობისა წინასცა ვიყავ მნდომია‚
მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხვდომია‚
ძოღან ხელქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია‚
მანდა ყველაი მასმია‚ რაცა შენ გარდაგხდომია.
VTA:[379]
2008 წ. გამოცემა 10:4 მართლად გითხრობ‚ მომისმინე ესე‚ რაცა მოგახსენე:
წა‚ შეები ხატაელთა‚ თავი კარგად გამაჩვენე!
გიჯობს‚ ცუდად ნუღარა სტირ‚ ვარდი კვლამცა რად დასტენე?
მზემან მეტი რაღა გიყოს‚ აჰა‚ ბნელი გაგითენე!»
VTA:[380]
2008 წ. გამოცემა 10:5 ასმათი მეუბნებოდა უშიშრად‚ არ მეკრძალვოდა;
ჩემი რა გითხრა‚ რა ვიყავ‚ ლხინი რა დამეთვალვოდა!
გული მი და მო მიარდა‚ კრთებოდა და მემალვოდა;
მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალვოდა“.
VTA:[381]
2008 წ. გამოცემა 11:1 თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია.
პასუხად ვსწერდი: «მთვარეო‚ შენმცა მზე ვით მოგერია?
მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს‚ რაც არა შენი ფერია!
სიზმრად მგონია‚ დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია».
VTA:[382]
2008 წ. გამოცემა 11:2 ასმათს უთხარ: «მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხვდები;
ესე ჰკადრე: «რათგან‚ მზეო‚ ჩემთვის ნათლად აღმოხდები‚
აჰა‚ მკვდარი გამაცოცხლე‚ ამას იქით აღარ ვბნდები‚
რასაცაღა სამსახურსა‚ ვტყუვი‚ თუღა ვერიდები».
VTA:[383]
2008 წ. გამოცემა 11:3 ასმათ მითხრა: «მე მიბრძანა‚ ესე ვქმნათო‚ ესე სჯობდეს:
ვინცა გნახოს‚ ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს‚
ჩემად ნახვად მოვიდოდეს‚ შენ ვითამცა გაშიკობდეს;
და-ცა-მვედრა: «ამირბარსა უთხარ‚ ასრე ნამუსობდეს!»
VTA:[384]
2008 წ. გამოცემა 11:4 მეკეთა ესე თათბირი‚ სიბრძნე გულისა მისისა‚
მისი‚ მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა;
მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა‚
ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.
VTA:[385]
2008 წ. გამოცემა 11:5 ასმათს მოვართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა;
მან მითხრა: «არა არ მინდა‚ ვარ გამაძღარი ამითა».
ერთი აიღო ბეჭედი‚ მართ აწონილი დრამითა:
«ესე კმა ნიშნად‚ სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა».
VTA:[386]
2008 წ. გამოცემა 11:6 ქალი ადგა‚ წამოვიდა‚ მე ლახვართა გულსა მრიდეს‚
ლხინმან ბნელი გამინათლა‚ დაშრტეს‚ ცეცხლნი რომე მწვიდეს;
შევე‚ დავჯე ნადიმადვე‚ ჩემნი სწორნი სადა სმიდეს‚
მხიარულმან საბოძვარი გავეც‚ ზამი გაადიდეს“.
VTA:[387]
2008 წ. გამოცემა 12:1 გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემმაგიერი;
მივსწერე: «მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი!
მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი‚
ვინცა ურჩექმნას‚ იქმნების თავისა არმადლიერი.
VTA:[388]
2008 წ. გამოცემა 12:2 ჩვენნო ძმანო და პატრონნო‚ თქვენგან არ გავიმწარებით;
ესე რა ნახოთ ბრძანება‚ აქამცა მოიარებით!
თქვენ თუ არ მოხვალთ‚ ჩვენ მოვალთ‚ ზედა არ მოგეპარებით.
სჯობს‚ რომე გვნახნეთ‚ თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით!»
VTA:[389]
2008 წ. გამოცემა 12:3 კაცნი გავგზავნენ‚ მე გულსა უფრო მომეცა ლხინები‚
დარბაზს ვიშვებდი‚ დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები;
მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის‚ რაცა ვინები‚
აწ ხელმქმნა‚ რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.
VTA:[390]
2008 წ. გამოცემა 12:4 პირველ გაჭრისა პირება‚ მერმე დაწყნარდეს ცნობანი;
ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემ წინა ნადიმობანი‚
მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი;
ზოგჯერ შემცვიან სევდათა‚ ვთქვნი საწუთროსა გმობანი.
VTA:[391]
2008 წ. გამოცემა 12:5 დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული‚
ვჯე და მასვე ვიგონებდი‚ არ მიეცა თვალთა რული;
წიგნი მქონდა საიმედო‚ ამად ვიყავ მხიარული;
კარის მცველმან მონა უხმო‚ უთხრა საქმე დაფარული.
VTA:[392]
2008 წ. გამოცემა 12:6 – «მონააო ასმათისი»‚ საწოლს უთხარ შემოყვანა.
მოეწერა: «გიბრძანებსო»‚ ვისი მესვა გულსა დანა.
ლხინმან ბნელი გამინათლა‚ ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა.
წავე‚ მონა წავიტანე‚ რამცა უთხარ ამისთანა!
VTA:[393]
2008 წ. გამოცემა 12:7 ბაღჩა შევვლე‚ არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბნარი;
ქალი წინა მომეგება მხიარული‚ მოცინარი‚
მითხრა: «ვაშად ამოგიღე‚ არ გასვია გულსა ნარი‚
მოდი‚ ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი!»
VTA:[394]
2008 წ. გამოცემა 12:8 ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა‚
სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა;
შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვამკრთალითა‚
მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.
VTA:[395]
2008 წ. გამოცემა 12:9 დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა‚
ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა;
ასმათს უხმო‚ მოიუბნეს‚ ქალი მოდგა‚ მითხრა ყურსა:
«აწ წადიო‚ ვერას გითხრობს»‚ მე კვლა მიმცა ალმან მურსა.
VTA:[396]
2008 წ. გამოცემა 12:10 ასმათ გამომყვა‚ წამოვე‚ ფარდაგი გამოვიარე‚
ვთქვი: «საწუთროო‚ ვის წეღან გული დარმანთა მიარე‚
მაშინ მოგეცა იმედი‚ ლხინი რად გამიზიარე?»
გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე!
VTA:[397]
2008 წ. გამოცემა 12:11 ასმათ ლხინსა მიქადებდა‚ ჩავიარეთ შიგან ბაღი;
მითხრა: «ეგრე წასლვისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი‚
სიმძიმილის ერდო დახაშ‚ სიხარულის კარი აღი!
სირცხვილი აქვს საუბრისა‚ მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი».
VTA:[398]
2008 წ. გამოცემა 12:12 მე უთხარ: «დაო‚ შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა;
ზენაარ‚ სულთა ნუ გამყრი‚ ამბვითა შრეტდი ამ ალსა‚
ჩემ თანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა!
თუ რას სცნობ ჩემთვის‚ არა ვეჭვ მე შენგან‚ არ‚ დანამალსა».
VTA:[399]
2008 წ. გამოცემა 12:13 შევჯე‚ წამოვე‚ მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა;
საწოლს შემოვე‚ ხელქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა‚
ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა;
ღამე მერჩია‚ მეწადა არგათენება დილისა“.
VTA:[400]
2008 წ. გამოცემა 13:1 ხატაეთს მყოფნი მოვიდეს‚ მათგან მოსლვისა დრონია‚
სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია:
«არც რამე ჩვენ ვართ ჯაბანნი‚ არც ციხეუმაგრონია‚
ვინ არის თქვენი ხელმწიფე‚ ჩვენ ზედა რა პატრონია?!»
VTA:[401]
2008 წ. გამოცემა 13:2 მოეწერა: «რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა.
გამიკვირდა‚ რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა!
რაგვარა თუ მანდა გეხმე‚ ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა?
ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენმიერსა!»
VTA:[402]
2008 წ. გამოცემა 13:3 უბრძანე წვევა ლაშქართა‚ გავგზავნე მარზაპანია.
იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია‚
შორით და ახლოთ ყველანი მართ ჩემკენ მონასხპანია‚
ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი‚ კლდე‚ კაპანია.
VTA:[403]
2008 წ. გამოცემა 13:4 ფიცხლა მოვიდეს‚ არ ექმნა მათ შინა ხანდაზმულობა;
აღლუმი ვნახე‚ მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა‚
სიჩაუქე და სიკეთე‚ კეკლუცად დარაზმულობა‚
ტაიჭთა მათთა სიმალე‚ აბჯრისა ხვარაზმულობა.
VTA:[404]
2008 წ. გამოცემა 13:5 ავმართე დროშა მეფისა ალმითა წითელ-შავითა‚
დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა‚
თავსა ვტიროდი‚ ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა:
«მზე თუ არ ვნახო‚ არ ვიცი‚ ვიარო ვითა და ვითა!»
VTA:[405]
2008 წ. გამოცემა 13:6 შინა მოვე‚ დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა‚
თვალთა‚ ვითა საგუბარი‚ ცხელი ცრემლი გარდმომჩქეფდა.
«ბედი ჩემი უბედური‚ – ვთქვი‚ თუ‚ – ჯერთცა ვერ გამეფდა!
ხელმან ვარდი რად იხელთა‚ რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?»
VTA:[406]
2008 წ. გამოცემა 13:7 მონა შემოდგა‚ მივეცი საქმესა გაკვირვებულსა;
ასმათის წიგნი მომართვა მე‚ მეტად შეჭირვებულსა‚
ეწერა: «გიხმობს შენი მზე შენ‚ მისთვის მოსურვებულსა‚
მოდი‚ სჯობს მანდა ტირილსა‚ საქმესა ბედით-ვებულსა».
VTA:[407]
2008 წ. გამოცემა 13:8 ვითა მართებდა‚ ეგზომი რამცა ვით გავიხარეო!
შეღამდა‚ წავე‚ ბაღისა მე კარი შევიარეო;
სად ასმათ პირველ მენახა‚ მუნვე ჩნდა მდგომიარეო‚
სიცილით მითხრა: «წამოვლე‚ მოგელის ლომსა მთვარეო».
VTA:[408]
2008 წ. გამოცემა 13:9 შემავლო სახლი ნაგები კეკლუცად ბანისბანითა;
გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქმონავანითა‚
ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა‚
საკრძალავი და ღარიბი‚ უცხო პირითა‚ ტანითა.
VTA:[409]
2008 წ. გამოცემა 13:10 შევე‚ წავდეგ ნოხთა პირსა‚ მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად‚
გულსა ბნელი გამინათლდა‚ ზედა ლხინი ადგა სვეტად.
მას ბალიში შემოეგდო‚ მზისა შუქსა სჯობდა მეტად‚
ჩემგან პირსა იფარვიდა‚ აიხედნის წამის ჭვრეტად.
VTA:[410]
2008 წ. გამოცემა 13:11 უბრძანა‚ თუ: «მოახსენე‚ ასმათ‚ დაჯდეს‚ ამირბარსა!»
მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა.
დავჯე‚ მივეც გულსა ლხინი‚ საწუთროსა დამგმობარსა;
მიკვირს‚ სულნი რადღა მიდგან‚ ვიტყვი მისგან ნაუბარსა!
VTA:[411]
2008 წ. გამოცემა 13:12 მიბრძანა: «ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა‚
მზემან გაყრითა დაგაჭნე‚ ვითა ყვავილი ბარისა:
დაგსჯიდა დენა ცრემლისა‚ ნარგისთა ნაგუბარისა‚
მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.
VTA:[412]
2008 წ. გამოცემა 13:13 თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა‚
მაგრა მეტად უარეა არათქმა და ჭირთა მალვა:
მე თუ ზეპირ მიცინია‚ ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა;
ძოღან ქალი გამოვგზავნე‚ ვქმენ მართლისა შემოთვალვა.
VTA:[413]
2008 წ. გამოცემა 13:14 ერთმანერთისა‚ მას აქათ‚ რაცა ორთავე ვიცითა‚
აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა;
ამას შესჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა.
გეცრუო‚ ღმერთმან მიწა მქმნას‚ ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!
VTA:[414]
2008 წ. გამოცემა 13:15 წა‚ შეები ხატაელთა‚ ილაშქრე და ინაპირე;
ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯვდეს‚ მორჭმულმანცა ჩემ კერძ ირე!
მაგრა რა ვქმნა‚ კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე?
გული მომეც გაუყრელად‚ ჩემი შენთვის დაიჭირე!»
VTA:[415]
2008 წ. გამოცემა 13:16 მოვახსენე: «არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად‚
მაგრა რათგან დამარჩინე‚ არ გამოსჩნდი ჩემად მკლველად‚
შენ სინათლედ თვალთა ჩემთა‚ მიჩნდე მზეებრ სანახველად‚
აწ შევება ხატაელთა‚ მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად.
VTA:[416]
2008 წ. გამოცემა 13:17 აწ რასაცა მე მაღირსებ‚ ხორციელი არა ღირსა;
მოწყალება იჩქითია ღმრთისა‚ ამად არა მკვირსა;
შენთა შუქთა შემომადგამ‚ ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა‚
შენი ვიყო‚ სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა».
VTA:[417]
2008 წ. გამოცემა 13:18 ზედა წიგნსა საფიცარსა შევჰფიცე და შემომფიცა‚
მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა:
«უშენოსა მოწონება ვისიმცაო გულსა მიცა‚
ღმერთი მომკლავს‚ ამას იქით თავსა ვეტყვი‚ ამას ვსწვრთიცა».
VTA:[418]
2008 წ. გამოცემა 13:19 დავყავ ხანი მას წინაშე‚ ერთმანერთსა ვეუბნენით‚
ვჭამეთ ამო ხილი რამე‚ სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით‚
მერმე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით.
მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.
VTA:[419]
2008 წ. გამოცემა 13:20 მეძნელებოდა სიშორე მისი‚ ბროლ-ბალახშ-მინისა.
მე გამიახლდა სოფელი‚ მქონდა სიმრავლე ლხინისა;
ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა‚
აწ მიკვირს‚ მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა!“
VTA:[420]
2008 წ. გამოცემა 14:1 დილასა შევჯე‚ უბრძანე: «ჰკარით ბუკსა და ნობასა!»
სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა.
ლომმან მივმართე ხატაეთს‚ ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა‚
უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი‚ არ გაივლიდეს გზობასა.
VTA:[421]
2008 წ. გამოცემა 14:2 დავაგდე ზღვარი ინდოთა‚ მევლო პაშტაი ხანია;
რამაზის კაცი მემთხვია‚ ვინ ხატაეთის ხანია‚
მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია:
«ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენნი‚ ინდოთა‚ თხანია».
VTA:[422]
2008 წ. გამოცემა 14:3 მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი‚
მითხრეს: «გკადრებს: «ნუ ამოგვწყვედ‚ არის შენგან არსაქმნელი‚
ზენაარი გამოგვიღე‚ მით გვაბია ყელსა წნელი‚
მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი‚ შვილნი‚ საქონელი.
VTA:[423]
2008 წ. გამოცემა 14:4 რაცა შეგცოდეთ‚ შეგვინდვე‚ თვით ჩვენვე შეგვინანია;
თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ‚ აქა ნუ მოვლენ სპანია;
ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს‚ რისხვით არ დაგვტყდენ ცანია:
შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი‚ მოგყვენ ცოტანი ყმანია!»
VTA:[424]
2008 წ. გამოცემა 14:5 გვერდსა დავისხენ ვაზირნი‚ ვიუბნეთ‚ გავიზრახენით;
მითხრეს‚ თუ: «ხარო ყმაწვილი‚ ბერნი მით გკადრებთ‚ გლახ‚ ენით:
არიან მეტად მუხთალნი‚ – ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით‚ –
არამცა მოგკლეს ღალატად‚ არამცა ვივაგლახენით!
VTA:[425]
2008 წ. გამოცემა 14:6 ჩვენ ამას ვარჩევთ‚ წახვიდე კარგითა მართ მამაცითა‚
ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ‚ სცნობდენ ამბავსა კაცითა;
გულმართლად იყვნენ‚ მიენდვე‚ აფიცე ღმრთითა და ცითა‚
არ დაგმორჩილდენ‚ შერისხდი რისხვითა კვლადაკვლაცითა!»
VTA:[426]
2008 წ. გამოცემა 14:7 მეკეთა ესე თათბირი‚ ვაზირთა ნავაზირები;
შევსთვალე: «რამაზ მეფეო‚ ვცან შენი დანაპირები;
სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე‚ დაგვიდგამს ვერ ქვითკირები;
ლაშქართა დავყრი‚ ცოტათა წამოვალ‚ შენ კერძ ვირები».
VTA:[427]
2008 წ. გამოცემა 14:8 მათ ლაშქართაგან სამასნი კარგნი მოყმენი‚ ქველანი‚
თანაწამომყვეს‚ წა-ცა-ვე‚ დავყარენ სპანი ყველანი‚
დავვედრე: «სადა მე მევლოს‚ ვლენით იგივე ველანი‚
ახლოს მომდევდით‚ მიშველეთ‚ გიხმობ‚ თუ მინდენ შველანი».
VTA:[428]
2008 წ. გამოცემა 14:9 სამ დღე ვიარე‚ მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა.
კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა‚
ებრძანა: «მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა‚
რა შეგეყარო‚ მაშინ სცნა კვლა ძღვნობა ამისთანისა».
VTA:[429]
2008 წ. გამოცემა 14:10 კვლაცა ეთქვა: «მართალია აზომ ჩემი მონახსენი‚
მე თვით წინამოგეგებვი‚ მესწრაფების ნახვა შენი».
მოვახსენე: «დია ღმერთო‚ ბრძანება ვქმენ მეცა თქვენი‚
ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი‚ ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი!»
VTA:[430]
2008 წ. გამოცემა 14:11 მუნით წასრული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა;
კვლა მოციქულნი მოვიდეს‚ სალამად არ დამრიდესა;
წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა:
«შენსა ნახვასა მეფენი‚ – თქვეს‚ – მართლად ინატრიდესა».
VTA:[431]
2008 წ. გამოცემა 14:12 მითხრეს: «მეფე მოგახსენებს‚ მეცა შენ კერძ ვიარები‚
სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები».
მოციქულნი დავაყენენ‚ ხარგა დავდგი‚ არ მაზრები‚
მეტად ამოდ უალერსე‚ ერთგან დაწვეს ვით მაყრები.
VTA:[432]
2008 წ. გამოცემა 14:13 კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების:
ერთი კაცი უკმო-რე-სწყდა‚ მოდგა‚ მალვით მეუბნების:
«დიდი მაცო თქვენი ვალი‚ ჩემგან ძნელად გარდიხდების‚
გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქნების.
VTA:[433]
2008 წ. გამოცემა 14:14 მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი.
თქვენი მესმა საღალატო‚ საცნობელად გამოვვარდი;
მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი‚ პირი ვარდი‚
ყველასავე მოგახსენებ‚ გამიგონე‚ დამიწყნარდი!
VTA:[434]
2008 წ. გამოცემა 14:15 რომე ცუდად არ მოღორდე‚ ისი კაცნი გღალატობენ‚
ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ;
კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი‚ ასრე ფიცხლად მით გიხმობენ‚
აწვე თავსა არ ეწევი‚ ფათერაკსა შეგასწრობენ.
VTA:[435]
2008 წ. გამოცემა 14:16 მეფე ცოტათა გეგებვის‚ ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან;
მალვით ჩაიცმენ აბჯარსა‚ მიენდო‚ მით გეთნევიან;
კვამლსა შეიქმან‚ ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან.
რა ერთსა გცემდენ ათასნი‚ ეგრეცა მოგერევიან».
VTA:[436]
2008 წ. გამოცემა 14:17 მას კაცსა ამოდ ვეუბნე და მადლსა გარდვიხდიდია:
«რომე არ მოვკვდე‚ შემოგზღო‚ შენ ამას ინატრიდია;
აწ ამხანაგთა არ გიგრძნან‚ წადი‚ მათ თანა მიდია‚
თუ დაგივიწყო‚ უთუოდ მემცა ვარ განაკიდია!»
VTA:[437]
2008 წ. გამოცემა 14:18 არვის გავანდვე სულდგმულსა‚ დავმალე ვითა ჭორია.
რაცა იქმნების‚ იქმნების‚ ყოვლი თათბირი სწორია!
მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი‚ გზა თუცა შორია‚
შევსთვალე: «ფიცხლად წამოდით‚ მოგრაგნეთ მთა და გორია!»
VTA:[438]
2008 წ. გამოცემა 14:19 მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შეუთვალე:
«რამაზს ჰკადრეთ: მოგეგებვი‚ მოდი‚ მოვალ მეცა მალე».
ნახევარ დღე სხვა ვიარე‚ ჭირსა თავი არ ვაკრძალე, –
განგებაა‚ დღესცა მომკლავს‚ ქვემცა სადა დავიმალე?!
VTA:[439]
2008 წ. გამოცემა 14:20 ქედსა რასმე გარდავადეგ‚ მინდორს მტვერი დავინახე;
ვთქვი‚ თუ: «მოვა რამაზ მეფე‚ ჩემთვის უდგამს თუცა მახე‚
ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი‚ შუბი ახე».
მაშინ უთხარ სპათა ჩემთა‚ სახე დიდი დაუსახე.
VTA:[440]
2008 წ. გამოცემა 14:21 ვთქვი‚ თუ: «ძმანო‚ ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან‚
მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან?
ვინცა მოკვდეს მეფეთათვის‚ სულნი მათნი ზეცას რბიან.
აწ შევებნეთ ხატაელთა‚ ხრმალნი ცუდად რას გვაბიან!»
VTA:[441]
2008 წ. გამოცემა 14:22 უბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა;
დავეკაზმენით საომრად ჯაჭვითა‚ ჯავშან-ქაფითა‚
რაზმი დავაწყვე‚ მივმართე‚ წავე დიდითა სწრაფითა;
მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა.
VTA:[442]
2008 წ. გამოცემა 14:23 მივეახლენით‚ შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარცმულობა;
კაცი მოვიდა‚ მომართვა მეფისა მოციქულობა;
ეთქვა‚ თუ: «ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არორგულობა‚
აბჯრითა გხედავთ‚ შეგვქმნია აწ ამად გულნაკლულობა».
VTA:[443]
2008 წ. გამოცემა 14:24 შევსთვალე‚ თუ: «მეცა ვიცი‚ რაცა ჩემთვის გაგიგია;
თქვენ რასაცა სთათბირობდით‚ არ იქმნების‚ არ‚ იგია!
ბრძანეთ‚ მოდით‚ შემებენით‚ ვითა წესი და რიგია!
მეცა თქვენად დასახოცლად ხრმალსა ხელი დამიგია».
VTA:[444]
2008 წ. გამოცემა 14:25 რა მივიდა მოციქული‚ კვლამცა რადღა გამოგზავნეს!
კვამლი შექმნეს ლაშქართათვის‚ დამალული გაამჟღავნეს;
სამალავით გამოვიდეს‚ თავნი ორგნით აქარავნეს‚
შექმნეს რაზმი მრავალკეცი‚ თუცა‚ ღმერთო‚ ვერა მავნეს.
VTA:[445]
2008 წ. გამოცემა 14:26 შუბი ვსთხოვე‚ ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად;
საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად;
ერთსა წავსწყდი უტევანსა‚ წავგრძელდი და წავე გრძელად.
მათ ურიცხვი რაზმი ეწყო‚ წყნარად დგეს და აუშლელად.
VTA:[446]
2008 წ. გამოცემა 14:27 ახლოს მივე‚ შემომხედნეს‚ «შმაგიაო»‚ ესე თქვესა.
მუნ მივმართე მკლავმაგარმან‚ სად უფროსი ჯარი დგესა;
კაცს შუბი ვჰკარ‚ ცხენი დავეც‚ მართ ორნივე მიჰხდეს მზესა;
შუბი გატყდა‚ ხელი ჩავყავ: «ვაქებ‚ ხრმალო‚ ვინცა გლესა!»
VTA:[447]
2008 წ. გამოცემა 14:28 შიგან ასრე გავერიე‚ გლონის ჯოგსა ვითა ქორი‚
კაცი კაცსა შემოვსტყორცი‚ ცხენ-კაცისა დავდგი გორი;
კაცი‚ ჩემგან განატყორცი‚ ბრუნავს ვითა ტანაჯორი‚
ერთობ სრულად ამოვსწყვიდე წინაკერძი რაზმი ორი.
VTA:[448]
2008 წ. გამოცემა 14:29 ერთობილნი მომეხვივნეს‚ მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი;
ვჰკრი რასაცა‚ ვერ დამიდგნის‚ სისხლსა მჩქეფრსა ამოვღვრიდი;
ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი.
სითცა ვიყვი‚ გამექციან‚ მათ შეჰქმნია ჩემი რიდი.
VTA:[449]
2008 წ. გამოცემა 14:30 საღამოჟამ დაიზახნა ქედით მათმან დარაჯამან:
«ნუღარა სდგათ‚ წაედითო‚ კვლა მოგვხედნა რისხვით ცამან:
მოვა მტვერი საშინელი‚ შეგვაშინნა ამად ამან‚
ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან‚ ბევრმან სპამან».
VTA:[450]
2008 წ. გამოცემა 14:31 ჩემნი ლაშქარნი‚ რომელნი წამომეტანნეს მე არა‚
რა ეცნა წამოსრულ იყვნეს‚ ღამეწამორთვით ეარა;
ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა‚
გამოჩნდეს‚ სცემდეს ტაბლაკსა‚ ბუკმან ხმა გააზეარა.
VTA:[451]
2008 წ. გამოცემა 14:32 იგი ნახეს‚ გასაქცევლად გაემართნეს‚ შევჰკივლენით;
ველნი‚ ჩვენგან ნაომარნი‚ ომითავე გარდავვლენით.
რამაზ მეფე ჩამოვაგდე‚ ერთმანერთსა გავეხრმლენით‚
მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით‚ არ მოვკლენით.
VTA:[452]
2008 წ. გამოცემა 14:33 უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა‚
დაუწყეს პყრობა‚ ჩამოყრა შეშინებულთა‚ ძლეულთა;
ძილისა მიხვდა ნაცვალი ძილმკრთალთა‚ ღამეთეულთა;
ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა‚ მართ ვითა სნეულთა.
VTA:[453]
2008 წ. გამოცემა 14:34 მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად.
ხელსა ხრმლითა დავეკოდე‚ წყლულად მიჩნდა‚ არ ნაღებად;
ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად‚
ვერ იტყვიან ვერმიმხვდარნი ქებასაცა მოხსენებად.
VTA:[454]
2008 წ. გამოცემა 14:35 ერთსა კაცსა ეყოფოდეს‚ დიდებანი რომე მჭირდეს;
ზოგთა შორით დამლოციან‚ ზოგნი კოცნად გამიპირდეს;
რომელთაცა გავეზარდე‚ დიდებულნი ამიტირდეს‚
ჩემგან ხრმლითა განაკვეთნი ნახნეს‚ მეტად გაუკვირდეს.
VTA:[455]
2008 წ. გამოცემა 14:36 გავგზავნენ ყოვლგან ლაშქარნი‚ ალაფი ავაღებინე‚
ერთობ სავსენი მოვიდეს‚ თავიცა ვალაღებინე;
სისხლსა მებრძოლთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე‚
არ ვჰბრძოლე‚ კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე.
VTA:[456]
2008 წ. გამოცემა 14:37 რამაზს ვარქვი: «შემიგნია საქმე შენი სამუხთალე‚
აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე‚
სიმაგრეთა ნუ ამაგრებ‚ ყველა ხელთა მომათვალე‚
თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე?»
VTA:[457]
2008 წ. გამოცემა 14:38 რამაზ მითხრა: «აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე‚
ერთი ჩემი დიდებული მომეც‚ ზედა მაპატრონე‚
ციხოვანთა გაუგზავნო‚ საუბარი გამიგონე‚
ხელთა მოგცემ ყველაკასა‚ განაღამცა შენ გაქონე!»
VTA:[458]
2008 წ. გამოცემა 14:39 მივეც ერთი დიდებული‚ თანა სპანი წავატანენ‚
ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ‚
ხელთა მომცნეს სიმაგრენი‚ ომნი ასრე შევანანენ‚
საჭურჭლენი სიმრავლითა რასმცა ვითა დავაგვანენ!
VTA:[459]
2008 წ. გამოცემა 14:40 მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად;
კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად;
ქვეყანა ჩავსხი‚ უბრძანე: «იყვენით თქვენ უკრძალავად‚
მზემან არ დაგწვენ‚ იცოდით‚ დაგყარენ გაუგვალავად».
VTA:[460]
2008 წ. გამოცემა 14:41 საჭურჭლენი გარდავნახენ თავის-თავის‚ კიდისკიდე;
უცხოფერთა საჭურჭლეთა‚ დავშვრები‚ თუ მოვსთვალვიდე;
ერთგან ვნახენ საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე‚
თუმცა ნახენ‚ სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე!
VTA:[461]
2008 წ. გამოცემა 14:42 ვერა შევიგენ‚ რა იყო ანუ ნაქმარი რაულად!
ვისცა უჩვენი‚ უკვირდის‚ ღმრთისაგან თქვის სასწაულად;
არცა ლარულად ჰგდებოდა მას ქსელი‚ არ ორხაულად;
სიმტკიცე ჰგვანდა ნაჭედსა‚ ვთქვი ცეცხლთა შენართაულად.
VTA:[462]
2008 წ. გამოცემა 14:43 იგი საძღვნოდ მისად დავსხენ‚ ვისი შუქი მანათობდა;
მეფისათვის დავარჩიე‚ საარმაღნოდ რაცა სჯობდა:
ჯორ-აქლემი ათჯერ ასი‚ – ყველაკაი წვივმაგრობდა‚ –
ატვირთული გაუგზავნე‚ ამბავსამცა კარგსა სცნობდა“.
VTA:[463]
2008 წ. გამოცემა 15:1 წიგნი დავწერე: «მეფეო‚ სვემცაა თქვენი სვიანად!
მე ხატაელთა მიმუხთლეს‚ – თუცა მათ ეცა ზიანად‚ –
ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად;
მეფე შევიპყარ‚ მოგივალ მე ალაფიან-ტყვიანად».
VTA:[464]
2008 წ. გამოცემა 15:2 რა ყველაი დავიურვე‚ ხატაეთით გავემგზავრე‚
წამოვიხვენ საჭურჭლენი‚ სახელმწიფო დავიავრე‚
ვერ მოვეყავ აქლემითა‚ აზავრები ვააზავრე‚
მოვირჭვენ და მოვივლინე‚ რაცა მწადდა‚ აგრე ვყავ-რე.
VTA:[465]
2008 წ. გამოცემა 15:3 ხატაეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია.
ინდოეთს მივე‚ მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია;
რა ქება მითხრა‚ არ ითქმის‚ ჩემგან სათქმელად წბილია.
ხელი გამიხსნა‚ შემომკრა მან სახვეველი ლბილია.
VTA:[466]
2008 წ. გამოცემა 15:4 ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა‚
საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა.
მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა;
მიალერსებდა‚ მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.
VTA:[467]
2008 წ. გამოცემა 15:5 მას ღამით ვსხედით ნადიმად‚ მუნ ამოდ გავიხარენით‚
დილასა ქალაქს შევედით‚ მოედნით ავიყარენით;
მეფემან ბრძანა: «ლაშქარნი უხმენით‚ შემოჯარენით‚
დღეს ხატაელი მიჩვენეთ‚ ტყვენიცა შემომგვარენით!»
VTA:[468]
2008 წ. გამოცემა 15:6 რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე;
ტკბილად ნახა ხელმწიფემან‚ ვითა შვილი სააკვანე‚
ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე‚
ესე არის მამაცისა მეტისმეტი სიგულვანე!
VTA:[469]
2008 წ. გამოცემა 15:7 მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა‚ უალერსა‚
ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა.
ცისკრად მიხმეს‚ მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა:
«შეუნდობო ხატაელსა‚ მას აქამდის შენამტერსა».
VTA:[470]
2008 წ. გამოცემა 15:8 მე ვჰკადრე: «ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა‚
უყავით თქვენცა წყალობა მას ღონეგაცუდებულსა!»
რამაზს უბრძანეს: «იცოდი‚ გაგგზავნი შეწყალებულსა‚
მაგრა ნუ გნახავთ კვლამცაღა ჩვენ წინა გაწბილებულსა!»
VTA:[471]
2008 წ. გამოცემა 15:9 ხარაჯა დასდვეს‚ შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია‚
კვლა ხატაური ათასი‚ სხვა სტავრა‚ სხვა ატლასია.
მერმე ყველაი დამოსა‚ იგი და მისი ხასია‚
შეწყალებული გაგზავნა‚ უყო რისხვისა ფასია.
VTA:[472]
2008 წ. გამოცემა 15:10 ხატაელმან დაუმადლა‚ დადრკა‚ მდაბლად ეთაყვანა‚
მოახსენა: «ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა.
თუღა ოდეს შე-ღა-გცოდო‚ მაშინ მომკალ მეცა განა!»
წავიდა და ყველაკაი მისი თანაწაიტანა.
VTA:[473]
2008 წ. გამოცემა 15:11 მოვიდა კაცი მეფისა‚ ცისკრობს‚ არ დანაღამია;
ებრძანა: «რა შენ გაგყრივარ‚ მას აქათ თვეო სამია‚
მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია‚
არ დამაშვრალ ხარ‚ წავიდეთ‚ თუცა დაშრომის ჟამია».
VTA:[474]
2008 წ. გამოცემა 15:12 შევეკაზმე‚ დარბაზს მივე‚ დამხვდა ჯარი ავაზისა‚
შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა‚
მეფე ქვე ჯდა შეკაზმული‚ შვენებითა მსგავსი მზისა;
გაეხარნეს მისლვა ჩემი‚ ტურფისა და ლამაზისა.
VTA:[475]
2008 წ. გამოცემა 15:13 იდუმალ ცოლსა ეუბნა‚ მართ ჩემგან უცოდნელია:
«ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტლად სასურველია‚
მან გაანათლოს მჭვრეტელთა გული‚ რაზომცა ბნელია;
რაცა დაგვედრო საქმნელად‚ ქმენ‚ არა საზოზღნელია!
VTA:[476]
2008 წ. გამოცემა 15:14 აწ მითქვამს საქმე უშენოდ‚ შენცა ცან ესე მცნებული:
რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელდებული‚
ვინცაღა ნახავს‚ აწ ნახოს‚ აჰა ხე‚ ედემს ხებული‚
გვერდსა დაისვი‚ ორნივე სრას დამხვდით‚ მოვალ შვებული!»
VTA:[477]
2008 წ. გამოცემა 15:15 მოვინადირეთ მინდორი‚ ძირი მთისა და გორისა;
იყო სიმრავლე ძაღლისა‚ შავარდნისა და ქორისა.
ადრე დავბრუნდით‚ ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა.
აღარ იბურთეს‚ დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა.
VTA:[478]
2008 წ. გამოცემა 15:16 ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი‚ შუკა და ბანი.
ომგარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი;
ფერმიხდილგვარად ვშვენოდი ვარდი‚ ცრემლითა ნაბანი‚
ვინცა მიჭვრეტდის‚ ბნდებოდის‚ – მართლად არს‚ არ კატაბანი.
VTA:[479]
2008 წ. გამოცემა 15:17 რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა‚
იგი მეხვივნეს‚ მშვენოდეს‚ ვახელებ გულსა ხელთასა.
მეფე გარდახდა‚ დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა‚
შევხედენ‚ დავჰკრთი ელვასა ღაწვთასა მზებრ ნათელთასა.
VTA:[480]
2008 წ. გამოცემა 15:18 მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯისფერნი ჯუბანი‚
ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა‚ დას-დასად‚ უბან-უბანი;
სრულად ნათლითა აევსო სახლი‚ შუკა და უბანი‚
მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.
VTA:[481]
2008 წ. გამოცემა 15:19 ნაომარსა‚ დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება.
დედოფალი საჯდომთაგან ადგა‚ წინამომეგება‚
ვითა შვილი გარდამკოცნა‚ ღაწვი ვარდი დამილება‚
მითხრა: «ნუ ეჭვ ამას იქით‚ თუმცა მტერი შე-ღა-გება».
VTA:[482]
2008 წ. გამოცემა 15:20 ახლოს დამისვეს ადგილსა‚ მუნ‚ სადა მეამებოდა.
პირისპირ მიჯდა იგი მზე‚ გული ვისთვისცა კვდებოდა.
მალვით უჭვრეტდი‚ მიჭვრეტდა‚ სხვად არას მეუბნებოდა;
თვალნი მოვსწყვიდნი‚ სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.
VTA:[483]
2008 წ. გამოცემა 15:21 შეიქმნა სმა და პურობა‚ მსგავსი მათისა ძალისა;
სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა!
ჯამი და ჭიქა – ყველაი ფეროზისა და ლალისა.
არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა.
VTA:[484]
2008 წ. გამოცემა 15:22 მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტისმეტასა.
რა შემომხედნის‚ შევხედნი‚ ცეცხლმან დამიწყის შრეტასა;
კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა.
რა უამეა პირისპირ საყვარელისა ჭვრეტასა!
VTA:[485]
2008 წ. გამოცემა 15:23 დააგდეს მღერა მუტრიბთა‚ «სულეთო!»‚ თავი ხარიან;
მიბრძანეს: «შვილო ტარიელ‚ ვით გითხრათ‚ ვით გვიხარიან?!
ნეტარძი გვაქვსო‚ მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან;
მართალან შენნი მჭვრეტელნი‚ არ ცუდად იმკვეხარიან.
VTA:[486]
2008 წ. გამოცემა 15:24 აწ თუცა გვმართებს შემოსა‚ ვის მორჭმით მოგივლენიან‚
არ შეგმოსთ‚ მაგა კაბათა არ აგხდით‚ ტურფად გშვენიან;
აწ გქონდეს ასი საჭურჭლე‚ ვის შუქნი მოგიფენიან‚
თვით შეიკერე‚ რაცა გწადს‚ ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან!»
VTA:[487]
2008 წ. გამოცემა 15:25 მომართვნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი;
თაყვანისვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი;
მაკოცეს‚ ადგეს ორნივე‚ თვით იგი მზენი მზეთანი;
რა გასცეს‚ ზომნი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი!
VTA:[488]
2008 წ. გამოცემა 15:26 კვლაცა დაჯდა მხიარული‚ მოიმატა სმა და მღერა;
კვლა გაგრძელდა ნადიმობა‚ ბარბითთა და ჩანგთა ჟღერა.
დედოფალი წამოვიდა‚ შეეყარა მწუხრსა დღე რა.
ძილპირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.
VTA:[489]
2008 წ. გამოცემა 15:27 ავიყარენით‚ მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა.
საწოლს შემოვე‚ შემექმნა ცნობა მართ ვითა რეტისა.
ძალი არ მქონდა ტყვექმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა.
მეგონებოდის‚ მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა“.
VTA:[490]
2008 წ. გამოცემა 16:1 მონა მოვიდა‚ მიამბო ამბავი მან მართალიო:
«თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო».
მაშინვე ვიცან‚ ავიჭერ‚ ჩქარ-ჩქარად გულგამკრთალიო;
მოვიდა‚ ვნახე ასმათი ჩემ თანა მომავალიო.
VTA:[491]
2008 წ. გამოცემა 16:2 მე ვისთვის ვკვდები‚ მეამა ასმათის ნახვა მე მისად.
აღარ მიუშვი‚ ვაკოცე‚ ქმნადღა თაყვანისცემისად;
ხელი მოვჰკიდე‚ დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად‚
ვჰკითხე‚ თუ: «ნეტარ‚ მისრულა მორჩი ალვისა ხე მისად?
VTA:[492]
2008 წ. გამოცემა 16:3 მიამბე მისი ამბავი‚ სხვად ნურას მეუბნებია!»
მითხრა‚ თუ: «გკადრებ მართალსა‚ აწ ჩემგან არსათნებია‚
დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია‚
აწ კვლაცა ცნობა ამბვისა მას ჩემგან უბრძანებია»“.
VTA:[493]
2008 წ. გამოცემა 17:1 წიგნი მომართვა‚ ჩავხედენ‚ პირისა თემთა მთენისა‚
ეწერა: «ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა.
ომგარდახდილი შვენოდი‚ შენატევები ცხენისა‚
არ ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.
VTA:[494]
2008 წ. გამოცემა 17:2 ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა‚
შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი‚ მაშა მომკლავ უშენოსა‚
მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღჩა-ბაღად უშენოსა‚
შენმან მზემან‚ თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა!
VTA:[495]
2008 წ. გამოცემა 17:3 თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა‚ მაგრა ცუდად არ იდენო‚
ამას იქით ნუღარ იდენ‚ გულსა ჭირნი არიდენო;
შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ‚ არ იდენო;
რომე წეღან მოგეხვივნეს‚ იგი ჩემთვის არიდენო.
VTA:[496]
2008 წ. გამოცემა 17:4 იგი მე მომცენ რიდენი‚ რომელნი წეღან გშვენოდეს‚
რა მნახო‚ შენცა გეამოს‚ შენეულითა‚ მშვენოდეს;
ესე სამკლავე შეიბი‚ თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს‚
ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს».
VTA:[497]
2008 წ. გამოცემა 17:5 აქა მხეცქმნილი ტარიელ ტირს‚ ჭირი ეათასების;
თქვა: „მე მაქვს სამხრე‚ რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!“
იგი შეიხსნა‚ მოიღო‚ თვალვით არ დაიფასების‚
პირსა დაიდვა‚ და-ცა-ბნდა‚ ქვე მკვდართა დაედასების.
VTA:[498]
2008 წ. გამოცემა 17:6 ასრე წვა‚ რომე არს‚ ჰგვანდა‚ მკვდარი სამარის კარისა‚
ორგნით ჩანს ლები მჯიღისა‚ მართ გულსა გარდნაკარისა;
ასმათს სდის ღვარი სისხლისა‚ ღაწვთაგან ნახოკარისა‚
კვლა წყალსა ასხამს‚ უშველის‚ ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.
VTA:[499]
2008 წ. გამოცემა 17:7 ავთანდილცა სულთქვნა მწარედ‚ დაბნედილსა შემოსჭვრიტნა;
ასმათ ვანი გაამრავლნა‚ ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა;
მერმე სულად მოაქცია‚ ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა;
თქვა: „ცოცხალ ვარ? საწუთრომან აწცა ჩემნი სისხლნი ხვრიტნა!“
VTA:[500]
2008 წ. გამოცემა 17:8 ზე წამოჯდა ფერმიხდილი‚ აყოლებდა თვალთა რეტად.
ვარდი სრულად შექმნილ იყო ზაფრანად და ვითა სპეტად.
დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად‚
დარჩომა და არსიკვდილი მას უმძიმდა მეტისმეტად.
VTA:[501]
2008 წ. გამოცემა 17:9 ავთანდილს უთხრა: „ისმენდი‚ ცნობა მიც თუცა ხელისა‚
გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა:
ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა‚ მის შენგან შეუყრელისა.
მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე‚ ასრე დარჩომა მრთელისა!
VTA:[502]
2008 წ. გამოცემა 17:10 ასმათის ნახვა მეამა‚ ჩემგან დად საესავისა.
წიგნი რა ვნახე‚ მომართვა ესე საბამი მკლავისა.
მკლავსა შევიბი მაშინვე‚ მოვიხსენ რიდე თავისა‚
იგი უცხო და ღარიბი‚ მტკიცისა რასმე შავისა“.
VTA:[503]
2008 წ. გამოცემა 18:1 მიუწერე: «მზეო‚ შუქი შენი‚ შენგან მონაფენი‚
გულსა მეცა‚ გამიცუდდეს სიჩაუქე-სიალფენი;
ხელმან შენნი გავიცადენ სინატიფე-სიტურფენი‚
სულთა ნაცვლად სამსახურნი რამცა ვითა გიმუქფენი?!
VTA:[504]
2008 წ. გამოცემა 18:2 მაშინ‚ ოდეს დამარჩინე‚ სულთა სრულად არ გამყარე‚
აწცა ჩემთვის ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე;
სამხრე შენი მომივიდა‚ შემოვიბი მკლავსა გარე‚
რომე მართებს სიხარული‚ ეგზომიმცა რა ვიხარე?!
VTA:[505]
2008 წ. გამოცემა 18:3 განაღამცა ვიწინაშე‚ აჰა რიდე‚ რომე მთხოვე;
ყაბაჩაცა ასეთივე‚ ამისებრი ვერა ვპოვე;
დაბნედილსა ნუ დამაგდებ‚ მიშველე რა‚ მარგე‚ მოვე;
სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!»
VTA:[506]
2008 წ. გამოცემა 18:4 ქალი ადგა‚ გამეყარა. დავწევ‚ ამოდ დამეძინა‚
მაგრა შევკრთი‚ საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა;
გამეღვიძა‚ აღარა მყვა‚ სულდგმულობა მომეწყინა‚
ღამე ასრე გავათენე‚ მისი ხმაცა არ მესმინა.
VTA:[507]
2008 წ. გამოცემა 18:5 დილასა ადრე სრას მიხმეს‚ დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა;
ავდეგ‚ ვცნა მათი ამბავი‚ წასლვა ვქმენ მითვე წამითა;
ვნახე‚ ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა;
რა მივე‚ მითხრეს დაჯდომა‚ წინაშე დავჯე სკამითა.
VTA:[508]
2008 წ. გამოცემა 18:6 გვიბრძანეს‚ თუ: «ღმერთმან ასრე დაგვაბერნა‚ და-ცა-გვლია;
ჟამი გვახლავს სიბერისა‚ სიყმაწვილე გარდგვივლია;
ყმა არ მოგვცა‚ ქალი გვივის‚ ვისგან შუქი არ გვაკლია‚
ყმისა არსმა არა გვგავა‚ ამად ზედა წაგვითვლია.
VTA:[509]
2008 წ. გამოცემა 18:7 აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ‚
რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი‚ სახედ ჩვენად გამოვსახოთ‚
სამეფოსა ვაპატრონოთ‚ სახელმწიფო შევანახოთ‚
არ ამოვსწყდეთ‚ მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ».
VTA:[510]
2008 წ. გამოცემა 18:8 ვთქვით: «თქვენი ძისა არასმა გულსა ვით მიეფარების‚
მაგრა კმა ჩვენად იმედად‚ ვინ მზესა დაედარების;
ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ‚ მას დიდად გაეხარების‚
სხვამცა რა გკადრეთ! თვით იცით‚ მაგას რა მოეგვარების».
VTA:[511]
2008 წ. გამოცემა 18:9 დავიწყეთ რჩევა საქმისა‚ გული მიც‚ თუცა მელია;
ვთქვი: «ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის‚ არსათქმელია!»
მეფემან ბრძანა: «ხვარაზმშა‚ ხელმწიფე ხვარაზმელია‚
თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ‚ მისებრი არრომელია».
VTA:[512]
2008 წ. გამოცემა 18:10 რომე პირველვე დაესკვნა‚ მათ ესე შეეტყვებოდა;
ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს‚ სიტყვაცა აგრე სწბებოდა.
ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბვად არ ეგებოდა‚
ოდენ დავმიწდი‚ დავნაცრდი‚ გული მი და მო კრთებოდა.
VTA:[513]
2008 წ. გამოცემა 18:11 დედოფალმან თქვა: «ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი‚
მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი!»
შეცილებამცა ვინ ჰკადრა‚ რათგან თვით იყო მნდომელი!
მოწმობა დავრთე‚ დაესკვნა დღე ჩემი სულთამხდომელი.
VTA:[514]
2008 წ. გამოცემა 18:12 გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოელი;
შესთვალეს: «გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი:
არს ერთი ქალი საძეო‚ არ კიდეგასათხოელი‚
თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ‚ სხვასა ნუღარას მოელი».
VTA:[515]
2008 წ. გამოცემა 18:13 კაცი მოვიდა‚ აევსო ჯუბაჩითა და რიდითა‚
გახარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა;
ებრძანა: «მოგვხვდა ღმრთისაგან‚ ჩვენ რომე ვინატრიდითა!
თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვხდიდითა!»
VTA:[516]
2008 წ. გამოცემა 18:14 კვლა გაგზავნნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად‚
დავედრეს‚ თუ: «ნუ აყოვნებთ‚ მოდით ჩვენად ნაბრძანებად».
მე მაშვრალი‚ ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად‚
გულსა სევდა შემეყარა‚ ვიწყე ჭირთა მოპოვნებად.
VTA:[517]
2008 წ. გამოცემა 18:15 მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად.
ასმათის მონა შემოდგა‚ მე ვჯე ლაღი და ჯანი სად‚
წიგნი მომართვა‚ ეწერა: «ვინ სჩან ალვისა ტანისად‚
ადრე მოდიო‚ გიბრძანებს‚ დაუყოვნებლად ხანისად».
VTA:[518]
2008 წ. გამოცემა 18:16 შევჯე‚ წავე‚ ბაღჩას მივე. ვითა სცნობდე ლხინთა ზომით!
ბაღჩა შევვლე‚ კოშკი დამხვდა‚ ასმათ ვნახე ძირსა დგომით;
ვნახე‚ ვსჭვრეტდი ნატირებად‚ ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით‚
დამიმძიმდა‚ არა ვჰკითხე‚ ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით.
VTA:[519]
2008 წ. გამოცემა 18:17 იგი ვნახე დაღრეჯილი‚ ესე მეტად დამიმძიმდა.
ვითა წინას შემომცინის‚ აღარ ეგრე გამიღიმდა.
ყოლა სიტყვა არ მომიგო‚ ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა‚
ამით უფრო დამაწყლულა‚ არა წყლულთა მიაქიმდა.
VTA:[520]
2008 წ. გამოცემა 18:18 ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა‚
შინა კოშკად შემიყვანა‚ ფარდაგსაცა ამიზიდნა.
შევე‚ ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა‚
გულსა შუქნი შემომადგნა‚ მაგრა გული არ დამიდნა.
VTA:[521]
2008 წ. გამოცემა 18:19 იყო არნათლად ნათელი‚ ფარდაგსა შემომდგომელი;
ებურა მოშლით პიროქრო‚ მე მივეც რიდე რომელი;
მითვე მწვანითა‚ უებრო‚ მიწოლით ტახტსა მჯდომელი‚
ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი‚ ელვათა მკრთომელი.
VTA:[522]
2008 წ. გამოცემა 18:20 ქვე წვა‚ ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული‚
არცა მზე ჰგვანდა‚ არც მთვარე‚ ხე ალვა‚ ედემს ხებული;
ასმათმან დამსვა შორსგვარად გულსა მე ლახვარხებული;
მერმე წამოჯდა წარბშერჭმით‚ გამწყრალი‚ გარისხებული.
VTA:[523]
2008 წ. გამოცემა 18:21 მიბრძანა: «მიკვირს‚ რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა‚
გამწირავი და მუხთალი‚ შენ‚ გამტეხელი ფიცისა?!
მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა‚ მი-‚ ცისა!»
ვჰკადრე: «რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა?»
VTA:[524]
2008 წ. გამოცემა 18:22 ვთქვი: «პასუხსა ვერას გკადრებ‚ თუ არა ვსცნობ მე მართალსა:
რა შეგცოდე‚ რა მიქნია უცნობოსა‚ ფერნამკრთალსა?»
კვლაცა მითხრა: «რას გეუბნო მტყუანსა და შენ მუხთალსა?
დიაცურად რად მოვღორდი? მე დაუწვავ ამით ალსა.
VTA:[525]
2008 წ. გამოცემა 18:23 შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?!
შენ ჯდომილ ხარ სავაზიროდ‚ შენი რთულა ამას ნება‚
შენ გასტეხე ფიცი ჩემი‚ სიმტკიცე და იგი მცნება‚
ღმერთმან ქმნა და დაგირჩინა ცუდად შენი ხელოვნება!
VTA:[526]
2008 წ. გამოცემა 18:24 გახსოვს‚ ოდეს ჰაჲჰაჲზმიდი‚ ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს‚
მკურნალნი და დასტაქარნი წამალსაყე მოგიტანდეს?
მამაცისა სიცრუესა‚ ნეტარ‚ სხვანი რამცა ჰგვანდეს!
რათგან დამთმე‚ მეცა დაგთმობ‚ ვინძი უფრო დაზიანდეს!
VTA:[527]
2008 წ. გამოცემა 18:25 ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა‚
ეგრეც მე მაქვს პატრონობა‚ უგზოს ვლიდენ‚ თუნდა გზეთსა!
ეგე აგრე არ იქმნების‚ წა‚ მომცთარ ხარ მოსაცეთსა‚
აზრნი შენნი შენვე გგვანან‚ მტყუანსა და შენ აგეთსა!
VTA:[528]
2008 წ. გამოცემა 18:26 ცოცხალ ვიყო‚ შენ ინდოეთს‚ ღმერთო‚ ხანი ვერა დაჰყო!
თუ ეცადო დაყოფასა‚ ხორცთა შენთა სული გაჰყო!
სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო‚ ცათამდისცა ხელი აჰყო!»“
ესე სიტყვა დაასრულა‚ ყმა ატირდა‚ სულთქვნა‚ აჰყო.
VTA:[529]
2008 წ. გამოცემა 18:27 თქვა: „რა მესმა ესე მისგან‚ მეიმედა მეტისმეტად‚
კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად.
აწ დავკარგე ; რად არ გიკვირს‚ რად ცოცხალ ვარ‚ რად ვარ რეტად?
ვაჲ‚ სოფელო უხანოო‚ რად ზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად?!
VTA:[530]
2008 წ. გამოცემა 18:28 შევხედენ‚ ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე‚
ავდეგ‚ ავიღე‚ ღმრთისა და მერმე მე მათი მქებარე‚
ვჰკადრე‚ თუ: «მზეო‚ დაგიწვავ‚ ჩემიცა დაწვი მზე ბარე!
რათგან არ მომკალ‚ პასუხი ერთაი გკადრო მე ბარე.
VTA:[531]
2008 წ. გამოცემა 18:29 რომე გკადრებ‚ ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია‚
ცამცა მრისხავს‚ მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია!
თუ მაღირსებ გაკითხვასა‚ ავი არა არ მიქნია».
მან მიბრძანა: «რაცა იცი‚ თქვიო»‚ თავი დამიქნია.
VTA:[532]
2008 წ. გამოცემა 18:30 კვლაცა ვჰკადრე: «მე თუ‚ მზეო‚ შენთვის ფიცი გამეტეხოს‚
ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს!
ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს‚ ტანი მეხოს‚
მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე‚ რა ლახვარი გულსა მეხოს?
VTA:[533]
2008 წ. გამოცემა 18:31 მე მეფეთა დარბაზს მიხმეს‚ შექმნეს დიდი ვაზირობა.
მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა.
დამეშალა‚ ვერ დავშლიდი‚ დამრჩებოდა უმეცრობა;
თავსა უთხარ: «მიემოწმე‚ ჟამად გიჯობს გულმაგრობა».
VTA:[534]
2008 წ. გამოცემა 18:32 მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე‚ რათგან იგი ვერ მიმხვდარა!
არ იცის‚ რომ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა?
ტარიელ არს მემამულე‚ სხვასა მართებს არად არა;
ვის მოიყვანს‚ არა ვიცი‚ ანუ იგი ვინ მომცდარა?
VTA:[535]
2008 წ. გამოცემა 18:33 ვთქვი: «ამითა ვეღარას ვიქ‚ ღონე სხვა რა მოვიგვარო»;
თავსა უთხარ: «ნუ მოგიცავ‚ გონებაო მრავალგვარო!»
მედვა გული მხეცისაებრ‚ ათასჯერცა მინდორს ვარო‚
ვისმცა მივეც თავი შენი‚ შენვე რადმე არ წამგვარო?!»
VTA:[536]
2008 წ. გამოცემა 18:34 სულთა ვჰყიდდი გულისათვის‚ კოშკი ამად გამებაზრა;
იგი წვიმა და-რე-ნელდა‚ რომე პირველ ვარდი აზრა;
ვნახე‚ ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა.
მიბრძანა‚ თუ: «ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?!
VTA:[537]
2008 წ. გამოცემა 18:35 არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა‚ ორგულობასა‚
უარის ქმნასა ღმრთისასა‚ ამისთვის – არმადლობასა;
იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა!
მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ‚ სჯობს ყოვლსა სიძესძლობასა».
VTA:[538]
2008 წ. გამოცემა 18:36 მოლმობიერდა‚ მომიტკბა გამწყრალი‚ გამქისებული‚
ანუ მზე იყო ქვეყანად‚ ან მთვარე პირგავსებული;
ახლოს დამისვა‚ მაღირსა აქამდის არღირსებული;
მეუბნებოდა‚ დამივსო ცეცხლი ამითა გზებული.
VTA:[539]
2008 წ. გამოცემა 18:37 მიბრძანა‚ თუ: «გონიერი ხამს არასდროს არ აჩქარდეს‚
რაცა სჯობდეს‚ მოაგვაროს‚ საწუთროსა დაუწყნარდეს;
თუ სასიძო არ მოუშვა‚ ვაჲ თუ მეფე გაგიმწარდეს‚
შენ და იგი წაიკიდნეთ‚ ინდოეთი გარდაქარდეს!
VTA:[540]
2008 წ. გამოცემა 18:38 კვლა თუ სიძე შემოუშვა‚ მე შემირთოს‚ იყოს ასდენ‚
ერთმანერთსა გავეყარნეთ‚ ძოწეულნი გაგვიფლასდენ‚
მათ მორჭმულთა მოივლინონ‚ ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ‚
ესე ამბვად არ ეგების‚ რომე სპარსნი გაგვიხასდენ».
VTA:[541]
2008 წ. გამოცემა 18:39 მე ვჰკადრე: «ღმერთმან აშოროს მის ყმისა შენი ქმარობა!
რა შემოვიდენ ინდოეთს‚ შევიგნა მათი მარობა‚
უჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა:
ასრე დავხოცნე‚ შეეძლოს აღარას არ სახმარობა!»
VTA:[542]
2008 წ. გამოცემა 18:40 მიბრძანა‚ თუ: «ხამს დიაცი დიაცურად‚ საქმედედლად‚
დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ‚ ვერ ვიქმნები შუა კედლად:
რა მოვიდეს‚ სიძე მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად!
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.
VTA:[543]
2008 წ. გამოცემა 18:41 ასრე ქმენ‚ ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო‚
მიპარვით მოკალ სასიძო‚ ლაშქართა ნუ მოირთაო‚
მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც‚ ზროხათა‚ ვითა ვირთაო‚ –
დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო?
VTA:[544]
2008 წ. გამოცემა 18:42 იგი რა მოჰკლა‚ ეუბნე პატრონსა‚ ჩემსა მამასა‚
ჰკადრე‚ თუ: «სპარსთა ვერა ვიქ ინდოეთისა ჭამასა‚
ჩემია მკვიდრი მამული‚ არ მივსცემ არცა დრამასა‚
არ დამეხსნები‚ გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!»
VTA:[545]
2008 წ. გამოცემა 18:43 ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული‚ ნუცა ნდომა‚
ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა;
ქმნას მეფემან ყელმოტეხით შემოხვეწა‚ შემოკვდომა‚
ხელთა მოგცემს თავსა ჩემსა‚ შეგვფერობდეს ერთგან სხდომა».
VTA:[546]
2008 წ. გამოცემა 18:44 ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა‚
ჩემთა მტერთა დავაცადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა;
მერმე ავდეგ წამოსავლად‚ მან დამიწყო ქვე-ქვე წვევა‚
მწადდა‚ მაგრა ვერ შევმართე შეჭიდება‚ შემოხვევა.
VTA:[547]
2008 წ. გამოცემა 18:45 ხანი დავყავ‚ გავეყარე‚ მაგრა გავხე ვითა ხელი.
ასმათ წინა ჩამომიძღვა‚ ჩამდიოდა ცრემლი ცხელი.
ჭირი ბევრჯელ ვიათასე‚ ლხინი ჩემი ვაერთხელი‚
მერმე წასლვა არა მწადდა‚ ამად მივალ არფიცხელი“.
VTA:[548]
2008 წ. გამოცემა 19:1 მოვიდა კაცი: «სასიძო მოვაო»‚ მოსლვა გვახარა‚
მაგრა თუ ღმერთი რას უზამს‚ არა იცოდა‚ გლახ‚ არა;
მეფესა მიხვდა სიამე‚ არ სიტყვა ივაგლახა რა‚
მიბრძანა‚ ახლოს მიმისვა‚ «მოდიო»‚ თავი დახარა.
VTA:[549]
2008 წ. გამოცემა 19:2 მიბრძანა: «ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია.
გარდავიხადოთ ქორწილი‚ ხამს ვითა დასა‚ სრულია;
კაცნი გავგზავნნეთ‚ მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია‚
უხვად გავსცემდეთ‚ ვავსებდეთ‚ სიძუნწე უმეცრულია».
VTA:[550]
2008 წ. გამოცემა 19:3 მე გავგზავნენ ყოვლგან კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი;
სასიძოცა მოგვივიდა‚ იყვნეს ხანსა არდამზმელნი;
შიგნით ჩვენნი გაეგებნეს‚ გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი;
მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი.
VTA:[551]
2008 წ. გამოცემა 19:4 მეფემან ბრძანა: «მოკაზმეთ კარვითა მოედანია‚
გამოისვენოს სიძემან‚ დაყოს ცოტაი ხანია;
მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია‚
შენ აქა ნახე‚ კმარიან აქა ნახვისა კმანია».
VTA:[552]
2008 წ. გამოცემა 19:5 მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა.
მოვიდა სიძე‚ გარდახდა‚ დღე‚ ჰგვანდა‚ არს აღვსებისა‚
შეიქმნა გასლვა შიგანთა‚ ჯარია მუნ ხასებისა‚
დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად‚ დას-დასებისა.
VTA:[553]
2008 წ. გამოცემა 19:6 მე დავშვერ‚ ვითა წესია საურავგარდახდილისა;
შინა წამოვე‚ მაშვრალსა ქმნა მომნდომოდა ძილისა;
მონა მოვიდა‚ მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა:
«ადრე მოდიო‚ გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა».
VTA:[554]
2008 წ. გამოცემა 19:7 ცხენისაგან არ გარდავხე‚ წავე ფიცხლად‚ დავმორჩილდი;
ქალი დამხვდა ნატირები‚ ვჰკითხე: «ცრემლსა რასა მილდი?»
მითხრა: «შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი?
გაუწყვედლად ვით გამართლო‚ რაგვარადმცა გავვაქილდი?!»
VTA:[555]
2008 წ. გამოცემა 19:8 შევედით‚ ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბშერჭმით მჯდომარე;
მზე ვეღარას იქს მის მეტსა‚ მას გაენათლა რომ არე‚
წავდეგ‚ მიბრძანა: «რასა სდგა? დღე მიგიჩს წინ საომარე!
ანუ გამწირე‚ მიტყუე და კვლაცა მოიმცთომარე!»
VTA:[556]
2008 წ. გამოცემა 19:9 მე მეწყინა‚ აღარა ვთქვი‚ ფიცხლად გარე შემოვბრუნდი.
უკუვჰყივლე: «აწ გამოჩნდეს‚ არ მინდოდეს‚ ვისცა უნდი!
ქალი ომსა რაგვარ მაწვევს‚ აგრე ვითა დავძაბუნდი!»
შინა მოვე‚ მოკლვა მისი დავაპირე‚ არ დავყმუნდი.
VTA:[557]
2008 წ. გამოცემა 19:10 ასსა უბრძანე მონასა: «საომრად დაემზადენით!»
შევსხედით‚ გავვლეთ ქალაქი‚ არავის გავეცხადენით.
კარავსა შევე‚ იგი ყმა ვითა წვა‚ ზარმაც თქმად ენით‚
უსისხლოდ მოვკალ იგი‚ გლახ‚ თუცა ხმდა სისხლთა დადენით.
VTA:[558]
2008 წ. გამოცემა 19:11 კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ‚ ჩავაკარაბაკე‚
ყმასა ფერხთა მოვეკიდე‚ თავი სვეტსა შეუტაკე.
წინამწოლთა დაიზახნეს‚ გლოვა მიხვდა საარაკე;
ცხენსა შევჯე‚ წამო-ცა-ვე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.
VTA:[559]
2008 წ. გამოცემა 19:12 ხმა დამივარდა‚ შეიქმნა ზახილი მოსაწევარი;
წამოვე‚ წევნა დამიწყეს‚ დავხოცე ჩემი მდევარი.
ქალაქი მქონდა მაგარი‚ მტერთაგან მოურევარი‚
მუნ შიგან შევე მშვიდობით: «ამოდ იგივე მე ვარი!»
VTA:[560]
2008 წ. გამოცემა 19:13 კაცნი გავგზავნენ‚ ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა:
«აქა მომართეთ‚ ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა!»
არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა‚
ჩემი რა ცნიან‚ სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა.
VTA:[561]
2008 წ. გამოცემა 19:14 ცისკრად ავდეგ‚ შევეკაზმე; რა გათენდა ღამე დილად‚
ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად;
ებრძანა‚ თუ: «ღმერთმან იცის‚ გამეზარდე ვითა შვილად‚
ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?
VTA:[562]
2008 წ. გამოცემა 19:15 ხვარაზშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე?
თუ ჩემი ქალი გინდოდა‚ რად არა შემაგებინე?
მე‚ ბერსა შენსა გამზრდელსა‚ სიცოცხლე მაარმებინე‚
დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!»
VTA:[563]
2008 წ. გამოცემა 19:16 მე შეუთვალე: «მეფეო‚ ვარ უმაგრესი რვალისა‚
თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა?
მაგრა‚ თვით იცით‚ ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა‚
მე‚ თქვენმან მზემან‚ მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა!
VTA:[564]
2008 წ. გამოცემა 19:17 იცით‚ ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია‚ –
ერთიღა მე ვარ მემკვიდრე‚ – ყველაი თქვენ მოგხდომია:
ამოსწყდა მათი ყველაი‚ მამული თქვენ დაგრჩომია;
დღესამდის ტახტი უჩემოდ არავის არ მონდომია.
VTA:[565]
2008 წ. გამოცემა 19:18 ვერ გათნევ‚ თქვენმან კეთილმან‚ აწ ეგე არმართალია:
ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი‚ გიზის ერთაი ქალია‚
ხვარაზმშა დასვა ხელმწიფედ‚ დამრჩების რა ნაცვალია?
სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს‚ მე მერტყას ჩემი ხრმალია?!
VTA:[566]
2008 წ. გამოცემა 19:19 შენი ქალი არად მინდა‚ გაათხოვე‚ გამარიდე!
ინდოეთი ჩემი არის‚ არვის მივსცემ ჩემგან კიდე.
ვინცა ჩემსა დამეცილოს‚ მისით მასცა ამოვფხვრიდე‚
სხვას მეშველსა გარეგანსა‚ მომკალ‚ ვისცა ვინატრიდე!»“
VTA:[567]
2008 წ. გამოცემა 20:1 ესე კაცნი გამეგზავნნეს‚ გონებასა გავეშმაგე.
რომე მისი ვერა მეცნა‚ ამას უფრო დავედაგე.
მას ზღუდესა გარდავადეგ‚ მინდორთაკე რომე ვაგე‚
მესმა საქმე საშინელი‚ თუცა თავი ვერ წავაგე.
VTA:[568]
2008 წ. გამოცემა 20:2 გამოჩნდეს ორნი ქვეითნი‚ მე მივეგებე წინარე‚
ქალი ჰყვა ერთსა მონასა: «ვცანმცა‚ თუ მოღმა ვინ არე».
თავგაგლეჯილი ასმათი‚ პირსა სისხლჩამომდინარე!
აღარ მიყივლა ღიმილით‚ არცაღა გამიცინა-რე.
VTA:[569]
2008 წ. გამოცემა 20:3 იგი ვნახე‚ დავებნიე‚ გონებანი გამიშმაგნა;
შორით უხმე: «რაშიგან ვართ‚ ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?»
მან საბრალოდ შემომტირნა‚ ძლივ სიტყვანი გამოაგნა‚
მითხრა: «ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა».
VTA:[570]
2008 წ. გამოცემა 20:4 ახლოს მივე‚ კვლაცა ვჰკითხე: «რაშიგან ვართ? თქვი მართალი!»
კვლა საბრალოდ ამიტირდა‚ კვლა მოედვა ამით ალი‚
დიდხან სიტყვა ვერა მითხრა‚ მისთა ჭირთა ნაათალი‚
მკერდსა წითლად უღებვიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.
VTA:[571]
2008 წ. გამოცემა 20:5 მერმე მითხრა: «მოგახსენებ‚ ესე რადმცა დაგიმალე?
მაგრა ვითა გაგახარნე‚ შენცა აგრე შემიწყალე:
ნუ მაცოცხლებ‚ ნუ დამარჩენ‚ შემიხვეწე‚ შემიბრალე‚
დამხსენ ჩემსა საწუთროსა‚ ღმერთსა შენსა მიავალე!»
VTA:[572]
2008 წ. გამოცემა 20:6 მიამბო: «ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა‚
მეფესა ესმა‚ აიჭრა‚ მართ მისგან გასატკივარდა‚
შენ დაგიზახნა‚ «მიხმეთო»‚ – ხმამაღლად გახმამყივარდა;
მოგნახეს‚ შინა ვერ გპოვეს‚ მით მეფე გამოჩივარდა.
VTA:[573]
2008 წ. გამოცემა 20:7 ჰკადრეს : «აქა აღარ არის‚ კარნი სადმე გაუვლიან».
მეფე ბრძანებს: «ვიცი‚ ვიცი‚ მეტად კარგად შემიგნიან:
მას უყვარდა ქალი ჩემი‚ სისხლნი ველთა მოუღვრიან‚
რა ნახიან ერთმანერთი‚ არშეხედვა ვერ დათმიან.
VTA:[574]
2008 წ. გამოცემა 20:8 აწ‚ თავმან ჩემმან‚ მას მოვჰკლავ‚ ჩემად დად ვინცა მადესა!
მე ღმრთისა უთხარ‚ დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა!
მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს‚ რა უქადესა?
თუ დავარჩინო‚ ღმერთი ვგმო‚ მისად პატიჟად მზად ესა!»
VTA:[575]
2008 წ. გამოცემა 20:9 მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის‚
და თუ ფიცის‚ არ გატეხის‚ მასვე წამსა დაამტკიცის.
«ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა‚ ვინცა იცის‚
მან უამბო დავარ ქაჯსა‚ ვინ გრძნებითა ცაცა იცის.
VTA:[576]
2008 წ. გამოცემა 20:10 დავარს‚ დასა მეფისასა‚ უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან:
«თავი ფიცა ძმამან შენმან‚ არ დაგარჩენს‚ იცის ერმან».
მან აგრე თქვა: «უბრალო ვარ‚ იცის ღმერთმან სახიერმან!
ვისგან მოვკვდე‚ ვისთვის მოვკვდე‚ მიიხვედროს იგი ვერ მან».
VTA:[577]
2008 წ. გამოცემა 20:11 პატრონი ჩემი აგრევე იყო‚ წამოხვე შენ ოდეს;
შენეულნივე რიდენი ებურნეს‚ ტურფად შვენოდეს.
დავარ მოსთქმიდა სიტყვათა‚ რომელნი არა მსმენოდეს:
«ბოზო‚ შენ ბოზო‚ რად მომკალ? ვეჭვ‚ შენცა არა გლხენოდეს!
VTA:[578]
2008 წ. გამოცემა 20:12 როსკიპო‚ ბოზო დიაცო‚ საქმრო რად მოაკლვევინე‚
ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე?
არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი‚ რა გიყავ‚ რა გაქნევინე?
აწ‚ ღმერთსა უნდეს‚ ვერ მიხვდე‚ ვის ესე დააშლევინე!»
VTA:[579]
2008 წ. გამოცემა 20:13 ხელი მიჰყო‚ წამოზიდნა‚ თმანი გრძელნი დაუფუშნა‚
დაალება‚ დაალურჯა‚ მედგრად პირნი მოიქუშნა.
მან პასუხი ვერა გასცა‚ ოდენ სულთქვნა‚ ოდენ უშნა‚
ქალმან შავმან ვერა არგო‚ ვერცა წყლულნი დაუშუშნა.
VTA:[580]
2008 წ. გამოცემა 20:14 რა დავარ გაძღა ცემითა‚ მისითა დალურჯებითა‚
წამოდგეს ორნი მონანი პირითა მით ქაჯებითა‚
მათ კიდობანი მოჰქონდა‚ ეუბნეს არ აჯებითა‚
მას შიგან ჩასვეს იგი მზე‚ ჰგავს‚ იქმნა დარაჯებითა.
VTA:[581]
2008 წ. გამოცემა 20:15 მან უთხრა: «წადით‚ დაკარგეთ მუნ‚ სადა ზღვისა ჭიპია;
წმიდისა წყლისა ვერ ნახოს მყინვარე‚ ვერცა ლიპია»;
მათ გაეხარნეს‚ ხმამაღლად იყივლეს: «იპი‚ იპია».
ესე ვნახე და არ მოვკვე‚ არა მგავს არცა სიპია.
VTA:[582]
2008 წ. გამოცემა 20:16 ზღვითკე გაარნეს სარკმელნი; მაშინვე გაუჩინარდა.
დავარ თქვა: «მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს‚ ვინ არ და-!
ვირე მომკლვიდეს‚ მოვკვდები‚ სიცოცხლე გასაწყინარდა».
დანა დაიცა‚ მო-ცა-კვდა‚ დაეცა‚ გასისხლმდინარდა.
VTA:[583]
2008 წ. გამოცემა 20:17 რად არ მიკვირვებ ცოცხალსა მე‚ ლახვარდაუსობელსა!
აწ იგი მიყავ‚ რა მმართებს ამისსა მახარობელსა!
ზენაარ‚ დამხსენ სიცოცხლე სულთადგმადაუთმობელსა!»
საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა‚ დაუშრობელსა.
VTA:[584]
2008 წ. გამოცემა 20:18 მე უთხარ: «დაო‚ რად მოგკლა‚ ანუ რა შენი ბრალია? –
რამცა ვქმენ ნაცვლად‚ თვით რომე მისი ჩემ ზედა ვალია! –
აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ‚ სად კლდე და წყალია».
სრულად გავქვავდი‚ შემექმნა გული მართ ვითა სალია.
VTA:[585]
2008 წ. გამოცემა 20:19 მეტმან ზარმან გამაშმაგა‚ მომიკიდა ცხრო და თრთოლა;
გულსა უთხარ: «ნუ მოჰკვდები‚ არას გარგებს ცუდი წოლა‚
გიჯობს გაჭრა ძებნად მისად‚ გავარდნა და ველთა რბოლა.
აჰა ჟამი‚ ვისცა გინდა ჩემი თანაწამოყოლა!»
VTA:[586]
2008 წ. გამოცემა 20:20 შევე‚ ფიცხლად შევეკაზმე‚ ცხენსა შევჯე შეკაზმული;
ას სამოცი კარგი მოყმე‚ ჩემსა თანა ხანდაზმული‚
წამომყვა და წამოვედით კართა გარე დარაზმული‚
ზღვის პირს მივე‚ ნავი დამხვდა‚ მენავემან მნახა ზმული.
VTA:[587]
2008 წ. გამოცემა 20:21 ნავსა შევჯე‚ ზღვასა შევე‚ ზღვასა შიგან გავალაგდი‚
არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი;
მოველოდი‚ არა მესმა‚ შმაგი უფრო გა-ვე-ვშმაგდი‚
რომე სრულად მომიძულვა‚ ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი.
VTA:[588]
2008 წ. გამოცემა 20:22 რომე დავყავ წელიწადი‚ თვე თორმეტი გამეოცა‚
მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა;
თანამყოლი ყველაკაი ამომიწყდა‚ დამეხოცა‚
ვთქვი‚ თუ: «ღმერთსა ვერას ვჰკადრებ‚ რაცა სწადდეს‚ აგრე ვყოცა».
VTA:[589]
2008 წ. გამოცემა 20:23 ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა‚ მით გამოვე ზღვისა პირსა‚
გული სრულად გამიმხეცდა‚ არ უსმენდი არც ვაზირსა;
ყველაკაი დამეფანტა‚ დარჩომოდა რაცა ჭირსა.
კაცსა ღმერთი არ გასწირავს ასრე‚ მისგან განაწირსა!
VTA:[590]
2008 წ. გამოცემა 20:24 ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი‚
ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემაგონანი.
მისნი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი‚
ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი“.
VTA:[591]
2008 წ. გამოცემა 21:1 ღამით მევლო‚ მოვიდოდი‚ ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი;
ჰგვანდა‚ ქალაქს ვეახლენით‚ ცალკერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი;
არ მეამის კაცთა ნახვა‚ მიდაღვიდეს გულსა დაღნი;
მუნ გარდავხე მოსვენებად‚ დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.
VTA:[592]
2008 წ. გამოცემა 21:2 ხეთა ძირსა მივიძინე‚ მათ მონათა ჭამეს პური;
მერმე ავდეგ სევდიანი‚ მიღამებდა გულსა მური:
ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური‚
ველთა ცრემლი ასოვლებდა‚ თვალთა ჩემთა მონაწური.
VTA:[593]
2008 წ. გამოცემა 21:3 ზახილი მესმა. შევხედენ‚ – მოყმე ამაყად ყიოდა‚
შემოირბევდა ზღვის პირ-პირ‚ მას თურე წყლული სტკიოდა;
ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს‚ სისხლი ჩამოსდიოდა‚
მტერთა ექადდა‚ წყრებოდა‚ იგინებოდა‚ ჩიოდა.
VTA:[594]
2008 წ. გამოცემა 21:4 ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა‚ აწ ესე მე მითქს რომელი‚
მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული‚ მწყრომელი;
მონა მივსწიე‚ მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი;
შევსთვალე: «დადეგ‚ მიჩვენე‚ ლომსა ვინ გაწყენს‚ რომელი?»
VTA:[595]
2008 წ. გამოცემა 21:5 მას მონასა არა უთხრა‚ არცა სიტყვა მოუსმინა;
ფიცხლა შევჯე‚ ჩავეგებე‚ მე ჩაუსწარ‚ ჩავე წინა‚
უთხარ: «დადეგ‚ გამაგონე‚ შენი საქმე მეცა მინა!»
შემომხედნა‚ მოვეწონე‚ სიარული დაითმინა.
VTA:[596]
2008 წ. გამოცემა 21:6 გამიცადა‚ ღმერთსა ჰკადრა: «შენ ასეთნი ხენი ვით ხენ!»
მერმე მითხრა: «მოგახსენებ‚ აწ სიტყვანი რომე მკითხენ:
იგი მტერნი გამილომდეს‚ აქანამდის რომე ვითხენ‚
უკაზმავსა მიღალატეს‚ საჭურველნი ვერ გარ ვითხენ».
VTA:[597]
2008 წ. გამოცემა 21:7 მე უთხარ: «დადეგ‚ დაწყნარდი‚ გარდავხდეთ ძირსა ხეთასა;
არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა».
თანა წამომყვა‚ წავედით უტკბოსნი მამა-ძეთასა.
მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა.
VTA:[598]
2008 წ. გამოცემა 21:8 ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა‚
ისრის პირნი ამოუხვნა‚ დაკოდილნი არ ატკივნა.
მერმე ვჰკითხე: «ვინ ხარ‚ ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა?»
საამბობლად დამირიგდა‚ თავი მისი გაამჩივნა.
VTA:[599]
2008 წ. გამოცემა 21:9 პირველ მითხრა: «არა ვიცი‚ რა ხარ‚ ანუ რას გამსგავსო?
ანუ ეგრე რამ დაგლია‚ ანუ პირველ რამ გაგავსო?
რამან შექმნა მოყვითანედ‚ ვარდ-გიშერი რომე რგავსო?
ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო?
VTA:[600]
2008 წ. გამოცემა 21:10 მულღაზანზარის ქალაქი‚ ახლოს მე მაქვსო რომელი‚
ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს‚ მეფე ვარ მუნა მჯდომელი;
ესე საზღვარი ჩემია‚ სადა ხარ გარდამხდომელი‚
ცოტა მაქვს‚ მაგრა ყოველგნით სიკეთემიუწდომელი.
VTA:[601]
2008 წ. გამოცემა 21:11 მამის ძმა და მამა ჩემი პაპმან ჩემმან გაყვნა ოდეს‚
ზღვასა შიგან კუნძულია‚ – ჩემად წილად მას იტყოდეს‚ –
თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა‚ ვისთა შვილთა აწ დამკოდეს;
მათვე დარჩა სანადირო‚ არ მივსცემდი‚ მომერჩოდეს.
VTA:[602]
2008 წ. გამოცემა 21:12 დღეს გამოვე ნადირობას‚ ზღვისა პირსა ვინადირე‚
მუნა გასლვა მომნდომოდა‚ მით მრეკალი არ ვახშირე;
სპათა უთხარ: «მომიცადეთ‚ მოვიდოდე მეცა ვირე!»
ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.
VTA:[603]
2008 წ. გამოცემა 21:13 ნავითა გავე‚ ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა.
არ ამოვჰკრეფდი გამყოფთა‚ ვთქვი: «ჩემთა რად დავრიდო‚ და-?»
დამეძაბუნნეს‚ სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა‚
ვნადირობდი და ვიზახდი‚ ხმა ჩემი არ უდიდოდა.
VTA:[604]
2008 წ. გამოცემა 21:14 მართლად იჯავრეს‚ წუნობა მათი თუ ესე ხმდა ვითა!
გამომაპარნეს ლაშქარნი‚ გზანი შემიკრნეს ნავითა‚
თვით ბიძასძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა‚
ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად თავისა მკლავითა.
VTA:[605]
2008 წ. გამოცემა 21:15 მათი მესმა‚ დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა‚
ნავი ვსთხოვე მენავეთა‚ მით ვიყივლე მე ერთხელ «ვა»‚
ზღვასა შევე‚ მომეგება მეომარი ვითა ღელვა‚
სწადდა‚ მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა.
VTA:[606]
2008 წ. გამოცემა 21:16 კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს‚
იქით და აქათ მომიხდეს‚ ერთგნით ვერ მომერეოდეს‚
არ მომწურვოდეს წინანი‚ ზურგით მესროდეს მე ოდეს‚
ხრმალსა მივენდვე‚ გამიტყდა‚ ისარნი დამელეოდეს.
VTA:[607]
2008 წ. გამოცემა 21:17 მომეჯარნეს‚ ვეღარა ვქმენ‚ ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე‚
ზღვა-ზღვა ცურვით წამოუვე‚ ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე;
თანამყოლნი ყველაკანი დამიხოცნეს‚ დამრჩეს მუნვე‚
ვინცა მდევდა‚ ვერ შემომხდა‚ მიუბრუნდი‚ მივაბრუნვე.
VTA:[608]
2008 წ. გამოცემა 21:18 აწ იგი იქმნას‚ რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა!
ვეჭვ‚ ჩემი სისხლი არ შერჩეს‚ ძალი შემწევდეს ქადილსა!
ოხრად გაუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა‚
უხმობ ყვავთა და ყორანთა‚ მათ ზედა ვაქნევ ხადილსა!»
VTA:[609]
2008 წ. გამოცემა 21:19 ამა ყმამან შემიკვეთა‚ გული მისკენ მიმიბრუნდა.
მოვახსენე: «აჩქარება შენი ყოლა არა უნდა‚
მეცა თანა წამოგყვები‚ დაიხოცნენ იგი მუნ‚ და-!
ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!»
VTA:[610]
2008 წ. გამოცემა 21:20 ესეცა უთხარ: «ამბავი ჩემი არ გაგეგონების‚
უფრორე წყნარად გიამბობ‚ თუ ჟამი ჩვენ გვექონების».
მან მითხრა: «ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების!
დღედ სიკვდილამდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების».
VTA:[611]
2008 წ. გამოცემა 21:21 მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა‚ მაგრა ცოტასა;
გამოეგებნეს ლაშქარნი‚ ისხმიდეს მისთვის ოტასა‚
პირსა იხოკდეს‚ გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა‚
ეხვეოდიან‚ ჰკოცნიან ხრმალსა და სალტე-კოტასა.
VTA:[612]
2008 წ. გამოცემა 21:22 კვლა მოვეწონე‚ ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი;
შემასხმიდიან ქებასა: «მზეო‚ შენ ჩვენთვის იდარი!»
მივედით‚ ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი‚
ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი“.
VTA:[613]
2008 წ. გამოცემა 22:1 მოჯობდა‚ ომი შეეძლო‚ ხმარება ცხენ-აბჯარისა;
დავკაზმეთ ნავი-კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა;
კაცი ხმდა‚ მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა!
აწ გითხრა ომი მოყმისა‚ მებრძოლთა დამსაჯარისა.
VTA:[614]
2008 წ. გამოცემა 22:2 მათი მესმა დაპირება‚ ჩაბალახთა ჩამობურვა;
ნავი წინა მომეგება‚ არა ვიცი‚ შვიდი თუ რვა.
ფიცხლა ზედა შევეჯახე‚ მათ დაიწყეს ამოდ ცურვა;
ქუსლი შევეც‚ დაუქციე‚ დაიზახნეს დიაცურ «ვა».
VTA:[615]
2008 წ. გამოცემა 22:3 კვლა სხვასა‚ მივე‚ მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა‚
ზღვასა დავანთქენ‚ დავხოცენ‚ ომიმცა რაღა აგესა!
სხვანი გამექცეს‚ მიმართეს მათ-მათსა საქულბაგესა‚
ვინცა მიჭვრეტდეს‚ უკვირდა‚ მაქებდეს‚ არ მაძაგესა.
VTA:[616]
2008 წ. გამოცემა 22:4 ზღვა გავიარეთ‚ გავედით‚ შემოგვიტიეს ცხენია‚
კვლა შევიბენით‚ შეიქმნნეს ომისა სიმარცხენია.
მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია:
იბრძვის ლომი და პირად მზე‚ იგი ალვისაც ხენია.
VTA:[617]
2008 წ. გამოცემა 22:5 თვით ორნივე ბიძასძენი მისნი ხრმლითა ჩამოყარნა‚
ხელნი წმიდად გარდეკვეთნეს‚ იგი ასრე ასაპყარნა‚
მოიტანნა მხარდაკრულნი‚ ერთმან ორნი არ დაყარნა‚
მათნი ყმანი გაამტირლნა‚ მისნი სპანი ამაყარნა.
VTA:[618]
2008 წ. გამოცემა 22:6 მათნი ლაშქარნი გაგვექცეს‚ ვეცენით‚ გა-ცა-ვფანტენით;
ფიცხლად წაუღეთ ქალაქი‚ არ თავნი გავაზანტენით;
ქვითა დავლეწეთ წვივები‚ ჩვენ იგი გავანატენით.
მომკალ‚ თუ ლარი დალიოთ ან აკიდებით‚ ან ტენით.
VTA:[619]
2008 წ. გამოცემა 22:7 ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა‚
თვით ორნივე ბიძასძენი დაპყრობილნი წამოასხნა‚
მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა;
ჩემი თქვეს‚ თუ: «ღმერთსა მადლი‚ ვინ ალვისა ხენი ასხნა!»
VTA:[620]
2008 წ. გამოცემა 22:8 მივედით‚ მოქალაქეთა ზარი ჩნდა‚ რომე ზმიდიან‚
აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან;
მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან‚
გვითხრობდეს: «მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!»
VTA:[621]
2008 წ. გამოცემა 22:9 ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთმეფობით‚
თვით თავსა მათსა – მონად და ჩემსა ყველასა – სეფობით;
დაღრეჯით ვიყავ‚ ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდსა მკრეფობით‚
ჩემი ვერ ცნიან ამბავი‚ მუნ იყო არ იეფობით“.
VTA:[622]
2008 წ. გამოცემა 23:1 დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით‚
ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავდეგით;
ფრიდონ მითხრა: «გითხრობ რასმე‚ – ვთამაშობდით‚ ცხენსა ვსხედით‚–
ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით».
VTA:[623]
2008 წ. გამოცემა 23:2 მე ვჰკითხევდი‚ ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა:
«დღე ერთ მწადდა ნადირობა‚ შევჯე ამა ჩემსა ცხენსა‚ –
ზღვათა შიგან იხვსა ჰგავს და ხმელთა ზედა შავარდენსა‚ –
აქა ვდეგ და თვალს უგებდი ქორსა‚ იქით განაფრენსა.
VTA:[624]
2008 წ. გამოცემა 23:3 ზოგჯერ ზღვითკე მივიხედნი‚ წავსდგომოდი ამა გორსა;
ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე‚ თუცა შორსა‚
ეგრე ფიცხლა სიარული არას ძალუც მისსა სწორსა;
ვერად ვიცან‚ გონებასა გავეკვირვე ამად ორსა.
VTA:[625]
2008 წ. გამოცემა 23:4 ვთქვი: «რა არის‚ რას ვამსგავსო‚ მფრინველია ანუ მხეცი?»
ნავი იყო‚ გარ ეფარა სამოსელი მრავალკეცი;
წინა კაცნი მოზიდვიდეს; თვალი ამად დავაცეცი‚
მთვარე უჯდა კიდობანსა‚ ცა მეშვიდე მასმცა ვეცი.
VTA:[626]
2008 წ. გამოცემა 23:5 ამოძვრეს ორნი მონანი‚ შავნი მართ ვითა ფისანი.
ქალი გარდმოსვეს‚ სისხონი ვნახენ მისისა თმისანი.
მას რომე ელვა ჰკრთებოდა‚ ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი!
მან გაანათლა ქვეყანა‚ გაცუდდეს შუქნი მზისანი!
VTA:[627]
2008 წ. გამოცემა 23:6 სიხარულმან ამაჩქარა‚ ამათრთოლა‚ და-ცა-მლეწა‚
იგი ვარდი შემიყვარდა‚ რომე თოვლსა არ ეხეწა;
დავაპირე შეტევება‚ ვთქვი: «წავიდე მათკე მე‚ წა-‚
ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!»
VTA:[628]
2008 წ. გამოცემა 23:7 ცხენი გავქუსლე‚ იქმოდა შამბი ხმასა და ხრიალსა‚
ვეღარ მიუსწარ‚ გამესწრნეს‚ რაზომცა ვსცემდი წრტიალსა.
ზღვის პირსა მივე‚ შევხედენ‚ ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა‚
გამშორვებოდეს‚ წამსლვოდეს‚ ამისთვის დავეწვი ალსა».
VTA:[629]
2008 წ. გამოცემა 23:8 ესე მესმა ფრიდონისგან‚ მომემატა ცეცხლთა სიცხე‚
ცხენისაგან გარდავიჭერ‚ თავი სრულად გავიკიცხე‚
ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე.
უთხარ: «მომკალ‚ უჩემოსა ენახამცა ვისცა ის ხე?!»
VTA:[630]
2008 წ. გამოცემა 23:9 ესე ჩემგან გაუკვირდა‚ ფრიდონს უცხოდ ეუცხოვა‚
მაგრა მეტად შევებრალე‚ ტირილითა მესათნოვა;
თვალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოვა‚
ვითა შვილი დამადუმა‚ მემუდარა‚ შემეპოვა.
VTA:[631]
2008 წ. გამოცემა 23:10 «ვაგლახ მეო‚ რა გიამბე ფათერაკად‚ მცთარმან‚ შმაგად!»
მოვახსენე: «ნურა გაგვა‚ ნუ ინავღლი მაგას მაგად!
იგი მთვარე ჩემი იყო‚ მით მედების ცეცხლი მდაგად;
აწ გიამბობ‚ რათგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად».
VTA:[632]
2008 წ. გამოცემა 23:11 ფრიდონს უთხარ ყველაკაი‚ ჩემი თავსა გარდასრული.
მან მითხრა‚ თუ: «რას ვიტყოდი მოცთომილი‚ გაბასრული!
შენ‚ მაღალი ინდოთ მეფე‚ ჩემსა რადმე ხარ მოსრული‚
სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს‚ სრაცა სრული».
VTA:[633]
2008 წ. გამოცემა 23:12 კვლაცა მითხრა: «ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს‚
მას ლახვარსა მოაშორვებს‚ თუცა პირველ გულსა უხებს‚
იგი მოგვცემს წყალობასა მისსა‚ ზეცით მოგვიქუხებს‚
ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს‚ არაოდეს შეგვაწუხებს».
VTA:[634]
2008 წ. გამოცემა 23:13 წამოვედით ნატირებნი‚ სრას დავსხედით თავისწინა;
ფრიდონს უთხარ: «ჩემი შემწე შენგან კიდე არავინ-ა‚
ვითა ღმერთმან შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა‚
მაშა‚ რათგან შეგემეცნე‚ ამის მეტი რად რა მინა?
VTA:[635]
2008 წ. გამოცემა 23:14 არ ავი გესვა მოყვარე‚ ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად‚
ენა‚ გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად:
რა მოვაგვარო‚ რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად?
თუ ვერას ვარგებ‚ ვიქმნები ვერდამყოფელად წამისად».
VTA:[636]
2008 წ. გამოცემა 23:15 მან მითხრა: «ბედი ღმრთისაგან მიჯობსღა ამას რომელი?
მოსრულ ხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი;
მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი?
ერთი ვარ მონა მონებად წინაშე თქვენსა მდგომელი.
VTA:[637]
2008 წ. გამოცემა 23:16 ესე ქალაქი გზა არის ნავთა‚ ყოველგნით მავალთა‚
შემომკრებელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა;
აქა მოგესმის წამალი‚ შენ რომე დაუწვავ ალთა.
ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდახდა ამაგა ჭირთა და ვალთა!
VTA:[638]
2008 წ. გამოცემა 23:17 ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი‚ რომელთაცა კვლა უვლია‚
მოგვინახონ იგი მთვარე‚ ვისთვის ჭირი არ გვაკლია;
მუნამდისცა მოიჭირვე‚ – გონებამან არ დაგლია.
ყოლა ჭირი არ ეგების‚ თუმცა ლხინმან არ დასძლია».
VTA:[639]
2008 წ. გამოცემა 23:18 კაცნი იხმნა მასვე წამსა‚ ესე საქმე დავიურვეთ‚
უბრძანა‚ თუ: «ნავებითა წადით‚ ზღვა-ზღვა მოიცურვეთ‚
მოგვინახეთ‚ საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ;
თავთა ჭირი უათასეთ‚ რადმც უშვიდეთ‚ რადმცა ურვეთ?»
VTA:[640]
2008 წ. გამოცემა 23:19 აჩინნა კაცნი‚ სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს‚
უბრძანა: «ძებნეთ ყოველგან‚ რაცა ვის მისი გსმენოდეს».
მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ‚ პატიჟნი მო-რე-მლხენოდეს.
უმისოდ ლხინი მინახავს‚ ამა დღისათვის მრცხვენოდეს!
VTA:[641]
2008 წ. გამოცემა 23:20 ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატრონოსა‚
მითხრა‚ თუ: «მცთარ ვარ აქამდის‚ ვერ მივხვდი გასაგონოსა:
ხარ დიდი მეფე ინდოთა‚ რა ვით ვინ მოგაწონოსა!
ვინ არის კაცი‚ რომელმან თავი არ დაგამონოსა?!»
VTA:[642]
2008 წ. გამოცემა 23:21 რას ვაგრძელებდე! მოვიდეს ყოვლგნით ამბვისა მცნობელნი‚
ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი‚
ვერა ვერ ეცნა‚ ვერ იყვნეს ვერას ამბვისა მბობელნი‚
მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლნი შეუშრობელნი.
VTA:[643]
2008 წ. გამოცემა 23:22 მე ფრიდონს უთხარ: «ესე დღე ვითა მესაზაროების‚
ამისად მოწმად ღმერთი მყავს‚ სათქმელად მეუცხოების;
უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების‚
დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა‚ მით გული ჭირსა მოების.
VTA:[644]
2008 წ. გამოცემა 23:23 მაშა მე მისსა ამბავსა რათგან აღარას მოველი‚
ვეღარ ვიქმნები‚ გამიშვი‚ ვარ ფარმანისა მთხოველი!»
ფრიდონს რა ესმა‚ ატირდა‚ სისხლითა მოერწყო ველი;
მითხრა‚ თუ: «ძმაო‚ დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!»
VTA:[645]
2008 წ. გამოცემა 23:24 თუცა დია მოიჭირვეს‚ ვერცა ეგრე დამიჭირეს;
მისთა სპათა მუხლმოყრილთა თავი მათი ჩემკერძ ირეს‚
მეხვეოდეს‚ მაკოცებდეს‚ ატირდეს და ამატირეს:
«ნუ წახვალო‚ დაგაწამოთ‚ სიცოცხლეა ჩვენი ვირეს!»
VTA:[646]
2008 წ. გამოცემა 23:25 ეგრე უთხარ: «თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების‚
მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების;
ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ‚ თქვენცა დია გებრალების‚
ნუვინ მიშლით‚ არ დავდგები‚ არცა ვისგან დამეშლების».
VTA:[647]
2008 წ. გამოცემა 23:26 მერმე ფრიდონ მოიყვანა‚ მიძღვნა ესე ჩემი ცხენი‚
მითხრა: «ხედავ პირი მზისა‚ თქვენ‚ საროსა‚ ეგეც ხენი‚
ვიცი‚ მეტი არა გინდა‚ ძღვენნი რადმცა გავკიცხენი?
თვით ამანვე მოგაწონნეს სახედრობა-სიფიცხენი».
VTA:[648]
2008 წ. გამოცემა 23:27 ფრიდონ გამომყვა‚ წავედით‚ ორთავე ცრემლნი ვღვარენით;
მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ‚ ზახილით გავიყარენით.
სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად‚ არ ენით.
გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით.
VTA:[649]
2008 წ. გამოცემა 23:28 ფრიდონისით წამოსრულმან‚ წავე ძებნად‚ კვლა ვიარე‚
რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა‚ ზღვათა გარე‚
მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე;
გული სრულად გამიშმაგდა‚ თავი მხეცთა დავადარე.
VTA:[650]
2008 წ. გამოცემა 23:29 ვთქვი‚ თუ: «ჩემი აღარაა სიარული‚ ცუდი ცურვა‚
ნუთუ მხეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა!»
მონათა და ამა ასმათს სიტყვა უთხარ შვიდი თუ რვა:
«ვიცი‚ რომე დამირჯიხართ‚ დია გმართებს ჩემი მდურვა.
VTA:[651]
2008 წ. გამოცემა 23:30 აწ წადით და მე დამაგდეთ‚ ეტერენით თავთა თქვენთა‚
ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა‚ თვალთა ჩემთა მონადენთა!»
რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა‚
მითხრეს: «ჰაჲჰაჲ‚ რასა ჰბრძანებ‚ ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა!
VTA:[652]
2008 წ. გამოცემა 23:31 უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა‚ ნუ უფალსა!
ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა!
თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა‚ სატურფალსა!»
თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არღაფალსა.
VTA:[653]
2008 წ. გამოცემა 23:32 ვეღარ გავგზავნენ‚ სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი‚
მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი;
სახლად საყოფნი მიმიჩნდეს თხათა და მათ ირემთანი.
გავიჭერ‚ სრულად დავტკებნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი.
VTA:[654]
2008 წ. გამოცემა 23:33 ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვენ‚ დევთა შეეკაფნეს‚
შემოვები‚ ამოვსწყვიდენ‚ ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს;
მათ მონანი დამიხოცნეს‚ ჯაჭვნი ავად მოექაფნეს.
საწუთრომან დამაღრიჯა‚ ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს.
VTA:[655]
2008 წ. გამოცემა 23:34 აჰა‚ ძმაო‚ მაშინდითგან აქა ვარ და აქა ვკვდები;
ხელი მინდორს გავიჭრები‚ ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები‚ –
ესე ქალი არ დამაგდებს‚ არს მისთვისვე ცეცხლნადები‚ –
ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები!
VTA:[656]
2008 წ. გამოცემა 23:35 რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს‚
ამად მიყვარს ტყავი მისი‚ კაბად ჩემად მომინახავს;
ესე ქალი შემიკერავს‚ ზოგჯერ სულთქვამს‚ ზოგჯერ ახავს;
რათგან თავი არ მომიკლავს‚ ხრმალი ცუდად მომიმახავს.
VTA:[657]
2008 წ. გამოცემა 23:36 მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები;
მას დაკარგულსა ვიგონებ მე‚ სიცოცხლისა მთმენები;
მას აქათ ვახლავ ნადირთა‚ თავსა მათებრვე მხსენები;
სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან‚ ვარ სიკვდილისა მქენები“.
VTA:[658]
2008 წ. გამოცემა 23:37 პირსა იცა‚ გაიხეთქა: ღაწვი ვარდი აიხეწა‚
ლალი ქარვად გარდაიქცა‚ ბროლი სრულად დაილეწა;
ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთსახე‚ წა-;
მერმე ქალმან დაადუმა‚ მუხლმოყრილი შეეხვეწა.
VTA:[659]
2008 წ. გამოცემა 23:38 ტარიელ უთხრა ავთანდილს‚ ასმათის დადუმებულმან:
„შენ ყველაკაი გაამე მე‚ ვერას ვერ ამებულმან;
გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლეგაარმებულმან‚
აწ წადი‚ ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან“.
VTA:[660]
2008 წ. გამოცემა 23:39 ავთანდილ უთხრა: „მე შენი გაყრა არ მომეთმინების;
თუ გაგეყრები‚ თვალთაგან ცრემლიცა დამედინების.
მართალსა გითხრობ‚ ამისი კადრება ნუ გეწყინების‚
შენ ვისთვის ჰკვდები‚ მაგითა მას არა არ ელხინების.
VTA:[661]
2008 წ. გამოცემა 23:40 რა აქიმი დასნეულდეს‚ რაზომ გინდა საქებარი‚
მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყვებარი;
მას უამბოს‚ რაცა სჭირდეს სენი‚ ცეცხლთა მომდებარი:
სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.
VTA:[662]
2008 წ. გამოცემა 23:41 რაცა გითხრა‚ მომისმინე‚ ბრძენი გეტყვი‚ არა ხელი:
ასი გმართებს გაგონება‚ არ გეყოფის‚ არ‚ ერთხელი;
კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულფიცხელი.
აწ მე მინდა ნახვა მისი‚ ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.
VTA:[663]
2008 წ. გამოცემა 23:42 იგი ვნახო‚ სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო;
მოვახსენო‚ რაცა მეცნას‚ მეტი საქმე არა მიცო;
შენ გენუკევ‚ შემაჯერო‚ ღმერთი იღმრთო‚ ცაცა იცო‚
ერთმანერთი არ გავწიროთ‚ მაფიცო და შემომფიცო.
VTA:[664]
2008 წ. გამოცემა 23:43 რომე აქათ არ წახვიდე‚ შენ თუ ამას შემეპირო‚
მეცა ფიცით შეგაჯერებ‚ არასათვის არ გაგწირო‚
კვლა მოვიდე შენად ნახვად‚ შენთვის მოვკვდე‚ შენთვის ვირო‚
ღმერთსა უნდეს‚ ვისთვის ჰკვდები‚ მისთვის აგრე არ გატირო“.
VTA:[665]
2008 წ. გამოცემა 23:44 მან მიუგო: „უცხოსუცხო აგრე ვითა შეგიყვარდი?
გასაყრელად გეძნელები‚ იადონსა ვითა ვარდი;
რაგვარამცა დაგივიწყე‚ რაგვარამცა უკუმქარდი!
ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი‚ განაზარდი.
VTA:[666]
2008 წ. გამოცემა 23:45 პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს‚ ტანი ვით ხოს‚
გული მინდორს არ გაიჭრეს‚ არ ირმოს და არცა ითხოს;
თუ გიტყუო‚ მოგაღორო‚ ღმერთმან რისხვით გამიკითხოს!
შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა‚ მითხოს!“
VTA:[667]
2008 წ. გამოცემა 23:46 ამას ზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულსადაგნი‚
იაგუნდნი ქარვისფერნი‚ სიტყვაძვირნი‚ ცნობაშმაგნი;
შეუყვარდა ერთმანერთი‚ სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი‚
მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი.
VTA:[668]
2008 წ. გამოცემა 23:47 ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა;
რა გათენდა‚ წამოვიდა‚ აკოცა და გაეყარა;
ტარიელს თუ ვით ეწყინა‚ რა ქმნას‚ ამას ვერ მიმხვდარა;
ავთანდილცა ჩატიროდა‚ შამბი შიგან ჩაიარა.
VTA:[669]
2008 წ. გამოცემა 23:48 ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა‚ ზენარით ეუბნებოდა‚
მუხლთა უყრიდა‚ ტიროდა‚ თითითა ეხვეწებოდა‚
ადრე მოსლვასა ვედრებდა‚ მართ ვითა ია ჭნებოდა;
მან უთხრა: „დაო‚ უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!
VTA:[670]
2008 წ. გამოცემა 23:49 ადრე მოვალ‚ არ გაგწირავ‚ არას დავზამ შინა ხანსა‚
ოდენ სხვაგან არ წავიდეს‚ ნუსად არებს იმა ტანსა;
აქათ ორ თვე არ მოვიდე‚ ვიქ საქმესა დაუგვანსა‚
შეიგენით‚ მიცემულ ვარ ჭირსა რასმე თანისთანსა“.
VTA:[671]
2008 წ. გამოცემა 24:1 იგი‚ მუნით წამოსრული‚ სევდამანცა განა მოკლა!
პირსა იხოკს‚ ვარდსა აპობს‚ ხელი მისი გაამხოკლა;
სისხლსა‚ მისგან დადენილსა‚ მხეცი ყოვლი გაამლოკლა;
მისმან ფიცხლა სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.
VTA:[672]
2008 წ. გამოცემა 24:2 მუნ მივიდა‚ სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს.
ნახეს‚ იცნეს; რაგვარაცა მართებს‚ აგრე გაეხარნეს.
შერმადინსცა ახარებდეს‚ ფიცხლა კაცთა თავნი არნეს:
„მოვიდაო‚ აქანამდის ვისთვის ლხინნი გაგვემწარნეს!“
VTA:[673]
2008 წ. გამოცემა 24:3 გაეგება‚ მოეხვია‚ ზედა დასდვა პირი ხელსა‚
აკოცებდა‚ სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მრწყველსა;
ესე თქვა‚ თუ: „ნეტარ‚ ღმერთო‚ ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა?
მე ვით ღირს ვარ ამას‚ რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა!“
VTA:[674]
2008 წ. გამოცემა 24:4 ყმამან მდაბლად მოიკითხა‚ ზედა დასდვა პირი პირსა;
უბრძანა‚ თუ: „ღმერთსა ვმადლობ‚ შენ თუ ჭირად არა გჭირსა!“
დიდებულთა თაყვანისსცეს‚ აკოცებდეს‚ ვინცა ღირსა‚
ზარსა სცემდეს‚ უხაროდა უფროსსა და თუნდა მცირსა.
VTA:[675]
2008 წ. გამოცემა 24:5 მოვიდეს‚ სადა საყოფად სახლი დგა მუნ აგებული.
მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული.
მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული‚ ლაღი‚ შვებული.
ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კლებული.
VTA:[676]
2008 წ. გამოცემა 24:6 შერმადინს უთხრა‚ უამბო ყოველი მისგან ნახული‚
ანუ ვით პოვა იგი ყმა‚ მისგანვე მზედ დასახული.
ავთანდილს ცრემლი უყოფდა‚ უბნობდა თვალდაფახული:
„უმისოდ მყოფსა სწორად მიჩს ჩემთვის დარბაზი და ხული“.
VTA:[677]
2008 წ. გამოცემა 24:7 მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა:
„შენი წასლვა არვინ იცის‚ რაცა მითხარ‚ აგრე ვქმენა!“
მას დღე მუნით არ წავიდა‚ ინადიმა‚ გაისვენა‚
ცისკრად შეჯდა‚ გაემართა‚ დღე რა მზემან გაათენა.
VTA:[678]
2008 წ. გამოცემა 24:8 არცაღა დაჯდა ნადიმად‚ არცა ქმნად კვლა ხალვათისა;
შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა‚
ფიცხლა წავიდა‚ სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა.
მას ლომსა შეყრა უხარის მის მზისა მოკამათისა.
VTA:[679]
2008 წ. გამოცემა 24:9 შესთვალა: „მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით!
ამა საქმესა ვიკადრებ შიშით‚ კრძალვით და რიდობით:
მის ყმისა ვერას ვერ მცნობი უხმობდი თავსა ფლიდობით‚
აწ ვცან და გაცნევ ყველასა‚ მოვალ შვებით და მშვიდობით“.
VTA:[680]
2008 წ. გამოცემა 24:10 როსტევან – მეფე უკადრი‚ მორჭმული‚ შეუპოველი.
შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი:
„ავთანდილ მოვა წინაშე‚ მის ყმისა ვისმე მპოველი“.
ბრძანა: „ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი“.
VTA:[681]
2008 წ. გამოცემა 24:11 თინათინს ჰკადრა შერმადინ‚ ნათელსა მას უღამოსა:
„ავთანდილ მოვა წინაშე‚ გკადრებს ამბავსა ამოსა“.
იგი მით აკრთობს ელვასა‚ მზისაგან უთამამოსა‚
მას საბოძვარი უბოძა‚ მისი ყველაი დამოსა.
VTA:[682]
2008 წ. გამოცემა 24:12 მეფე შეჯდა‚ გაეგება ყმასა‚ მუნით მომავალსა;
ამას პირმზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა.
მიეგება‚ მოეგება მხიარული გულმხურვალსა‚
დიდებულთა ჯარისაგან ზოგი ჰგვანდა ვითა მთრვალსა.
VTA:[683]
2008 წ. გამოცემა 24:13 რა მიეახლა‚ გარდახდა ყმა‚ თაყვანისსცა მეფესა;
აკოცა როსტან‚ მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა;
გულმხიარულნი‚ შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა;
მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.
VTA:[684]
2008 წ. გამოცემა 24:14 მას ავთანდილ თაყვანისსცა‚ ლომთალომმან მზეთამზესა.
მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა.
პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთაზესა‚
სახლ-საყოფი არა მართებს‚ ცამცა გაიდარბაზესა!
VTA:[685]
2008 წ. გამოცემა 24:15 მას დღე დასხდეს ნადიმობად‚ გაამრავლეს სმა და ჭამა;
ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს‚ ვითა შვილსა ტკბილი მამა.
მათ ორთავე აშვენებდა‚ ფიფქსა – თოვნა‚ ვარდსა – ნამა.
უხვად გასცეს საბოძვარი‚ მარგალიტი‚ ვითა დრამა.
VTA:[686]
2008 წ. გამოცემა 24:16 სმა გარდახდა‚ თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა;
დიდებულნი არ გაუშვნეს‚ ყმა დაისვეს ახლოს წინა;
მეფე ჰკითხავს‚ იგი ჰკადრებს‚ რაცა ჭირი დაეთმინა‚
მერმე მისი‚ უცნობოსა‚ რა ენახა‚ რა ესმინა.
VTA:[687]
2008 წ. გამოცემა 24:17 „მას ვახსენებდე‚ ნუ გიკვირს‚ თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა!
მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა‚
ვინ უნახავქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა;
ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა‚ შორს მყოფი‚ ახ‚ ის-ა!“
VTA:[688]
2008 წ. გამოცემა 24:18 რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან‚
ქაცვი ლეწამმან‚ ზაფრანი იმსგავსოს ფერად მინამან.
ავთანდილ‚ მისმან მხსენებმან‚ ღაწვი ცრემლითა მინა მან‚
წვრილად უამბო ამბავი მან‚ მისმან მონასმინამან:
VTA:[689]
2008 წ. გამოცემა 24:19 „ქვაბნი ომითა წაუხმან‚ სახლად აქვს დევთა სახლები‚
საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თვით ნაახლები‚
ვეფხისა ტყავი აცვია‚ ცუდად უჩს სტავრა-ნახლები‚
აღარა ნახავს სოფელსა‚ ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები“.
VTA:[690]
2008 წ. გამოცემა 24:20 რა დაასრულა ამბავი‚ საქმე მისისა ჭირისა‚
ნახვა მის მზისა ნათლისა‚ მის‚ თვალად არდუხჭირისა‚
ეამა ქება ვარდისა‚ ბროლისა განაჭვირისა:
„ეგე კმა სიმხნე სიმხნისად‚ რადღა ხარ მომხვეჭი რისა!“
VTA:[691]
2008 წ. გამოცემა 24:21 გამხიარულდა თინათინ ამა ამბვისა სმენითა.
მას დღე იხარებს სმისა და ჭამისა არმოწყენითა‚
კვლა საწოლს დახვდა მის მზისა მონა სიტყვითა ბრძენითა:
მისლვა ებრძანა‚ ეამა‚ თქმა არ ეგების ენითა.
VTA:[692]
2008 წ. გამოცემა 24:22 ყმა წავიდა მხიარული‚ ლმობიერი‚ არ გამწყრალი‚
ლომი, მინდორს ლომთათანა, მინდორს რული‚ ფერნამკრთალი‚
ყმა სოფლისა ხასიათი‚ ჯავარსრული‚ მრავალწყალი‚
მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი.
VTA:[693]
2008 წ. გამოცემა 24:23 მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული‚ არნადევრი‚
წყლად ევფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი‚
ბროლ-ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი‚ წარბი ტევრი.
მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა‚ ხამს‚ აქებდეს ენა ბევრი!
VTA:[694]
2008 წ. გამოცემა 24:24 ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა;
სხენან სავსენი ლხინითა‚ ორთავე შესატყვისითა;
უბნობენ ლაღნი‚ წყლიანნი არა სიტყვითა მქისითა;
უთხრა: „ჰპოვეა‚ პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა?“
VTA:[695]
2008 წ. გამოცემა 24:25 ჰკადრა: „რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა‚
ხსოვნა არა ხამს ჭირისა‚ ვით დღისა გარდასრულისა.
ვპოვე ხე‚ ტანი ალვისა‚ სოფლისა წყლითა რწყულისა‚
მუნ პირი‚ მსგავსი ვარდისა‚ მაგრა აწ ფერნაკლულისა.
VTA:[696]
2008 წ. გამოცემა 24:26 მუნ სარო‚ მსგავსი ვარდისა‚ ვნახე‚ მისჭირდა‚ მი-‚ ნები;
იტყვის: «დავკარგე ბროლი და სადა რთავს ბროლსა მინები».
მით ვიწვი‚ რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები“.
მერმე კვლა ჰკადრა ამბავი მან‚ მისგან მონასმინები.
VTA:[697]
2008 წ. გამოცემა 24:27 სიარულსა მისგან ძებნად‚ სრულ პატიჟთა მოსთვლის‚ ჭირსა;
მერმე ჰკადრა‚ საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა:
„საწუთრო და სოფელს ყოფა‚ კაცი უჩსო‚ ვით ნადირსა‚
ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების მინდორს‚ ტირსა.
VTA:[698]
2008 წ. გამოცემა 24:28 ნუ მკითხავ‚ ქება რა გკადრო‚ ჩემგან რა გაგეგონების?
მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების;
თვალი მჭვრეტელი‚ ვით მზისა ციაგსა‚ დაეღონების;
ვარდი შექმნილა ზაფრანად‚ აწ ია შეიკონების!“
VTA:[699]
2008 წ. გამოცემა 24:29 წვრილად ჰკადრა‚ რა იცოდა – რა ნახულად‚ რა ნასმენად:
„ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად‚ მენად;
ქალი ახლავს სასურველად‚ სულთა დგმად და ჭირთა თმენად“.
ვაჲ‚ სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად!
VTA:[700]
2008 წ. გამოცემა 24:30 ქალსა რა ესმა ამბავი‚ მიხვდა წადილი ნებისა‚
განათლდა პირი მთვარისა‚ ვით ნათლად ნავანებისა;
იტყვის: „რა უთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა‚
რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?“
VTA:[701]
2008 წ. გამოცემა 24:31 ყმა ეტყვის: „ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა?
მან ჩემთვის დაწვა თავისა დადვა‚ არდასაწვავისა;
დრო დამიც ჩემგან მისლვისა‚ მითქვამს დადება თავისა‚
მზე შემიფიცავს თავისა‚ ჩემგან მზედ სახედავისა.
VTA:[702]
2008 წ. გამოცემა 24:32 ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არდამრიდად‚
გული მისცეს გულისათვის‚ სიყვარული – გზად და ხიდად;
კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად‚
აჰა‚ მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად‚ თავი ფლიდად!“
VTA:[703]
2008 წ. გამოცემა 24:33 მზე ეტყვის: „მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა:
პირველ‚ შენ მოხვე მშვიდობით‚ მპოვნელი დაკარგულისა‚
მერმე‚ ზრდა სიყვარულისა გაქვს‚ ჩემგან დანერგულისა‚
ვპოვე წამალი გულისა‚ აქამდის დადაგულისა!
VTA:[704]
2008 წ. გამოცემა 24:34 საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების:
ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების.
აქამდის ჭირი ჩემ ზედა‚ აწ ესე ლხინი უხვდების‚
რათგან შვება აქვს სოფელსა‚ თვით რად ვინ შეუწუხდების?
VTA:[705]
2008 წ. გამოცემა 24:35 შენ არგატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა.
ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა‚
ძებნა წამლისა მისისა და ცოდნა ხამს უიცისა‚
ჩემი თქვი‚ რა ვქმნა ბნელქმნილმან‚ მზე მიმეფაროს‚ მი-‚ ცისა?“
VTA:[706]
2008 წ. გამოცემა 24:36 ყმამან ჰკადრა: „სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა‚
ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა‚
ცუდი არის სიყვარული‚ ქვეით კოცნა‚ მზისა წვერვა‚
თუ გეახლო‚ ერთხელ ვაჲ და‚ რა მოგშორდე‚ ათასჯერ ვა!
VTA:[707]
2008 წ. გამოცემა 24:37 ვაჲ თუ გავიჭრა‚ გაჭრილსა სადა‚ გლახ‚ დამწვავს სამ ალი!
გული ძეს საგნად ისრისა‚ მესრის საკრავად სამალი;
დღე სიცოცხლისა ჩემისა დღესითგან ჩანს ნასამალი;
მალვა მწადს‚ მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი!
VTA:[708]
2008 წ. გამოცემა 24:38 მესმა თქვენი ნაუბარი‚ გავიგონე‚ რაცა ჰბრძანე;
ვარდსა ქაცვი მოაპოვნებს‚ ეკალთამცა რად ვეფხანე?!
მაგრა‚ მზეო‚ თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე‚
სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე!“
VTA:[709]
2008 წ. გამოცემა 24:39 ყმა ტკბილი და ტკბილქართული‚ სიკეთისა ხელისმხდელი‚
ამას ზედა ეუბნების‚ ვით გაზრდილსა ამო მზრდელი;
ქალმან მისცნა მარგალიტნი‚ სრულქმნა მისი საწადელი‚
ღმერთმან ქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი!
VTA:[710]
2008 წ. გამოცემა 24:40 რა სჯობს‚ რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს‚
ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს‚ მორწყოს‚ ახიოს‚
მისსა მჭვრეტელსა ალხინოს‚ ვერმჭვრეტსა ავაგლახიოს!
ვაჲ მოყვარისა გაყრილსა‚ ახი ოს ეყოს‚ ახი ოს!
VTA:[711]
2008 წ. გამოცემა 24:41 მათ მიხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა.
ყმა წამოვიდა გაყრილი‚ მივა გულითა რეტითა.
მზე ტირს სისხლისა ცრემლითა‚ ზღვისაცა მეტისმეტითა.
იტყვის: „ვერ გაძღა სოფელი‚ ვაჲ‚ სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!“
VTA:[712]
2008 წ. გამოცემა 24:42 ყმა წავიდა სევდიანი‚ მკერდსა იცემს‚ ამად ილებს‚
რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფრდილებს;
რა ღრუბელი მიეფარვის‚ მზე ხმელეთსა დააჩრდილებს‚
მის მოყვრისა მოშორვება კვლა აბინდებს‚ არ ადილებს.
VTA:[713]
2008 წ. გამოცემა 24:43 სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად;
იტყვის: „მზე ჩემგან თავისა კმა დასადებლად აღარად;
მიკვირს‚ თუ გული ალმასი შავმან წმწამმან დაღა რად!
ვირე ვნახვიდე‚ სოფელო‚ მინდი სალხინოდ აღარად!
VTA:[714]
2008 წ. გამოცემა 24:44 ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრწყო‚ დამრგო‚ მახია‚
დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა‚ დანასა მახია‚
დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა‚ მახია.
აწყა ვცან‚ საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!“
VTA:[715]
2008 წ. გამოცემა 24:45 ამას მოსთქვამს‚ ცრემლსა აფრქვევს‚ ათრთოლებს და აწანწარებს‚
გულამოსკვნით‚ ოხრვა-სულთქმით მიხრის ტანსა‚ მიაწარებს.
საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს‚
ვაჲ‚ საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს‚ აზეწარებს!
VTA:[716]
2008 წ. გამოცემა 24:46 ყმა მივიდა‚ საწოლს დაჯდა‚ ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების‚
მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა‚ არ მოსწყდების;
ვით მწვანვილსა თრთვილისაგან‚ პირსა ფერი მოაკლდების.
ხედავთ‚ ვარდსა უმზეობა რაგვარ ადრე დააჩნდების!
VTA:[717]
2008 წ. გამოცემა 24:47 საწოლს მჯდომმან პირსა ცემით ბროლი ბღუჯოს‚ ვარდი კონოს;
გულსა იდებს‚ იტყვის: „კაცმან ჭირი ლხინსა შეაწონოს;
ლხინმან სძლიოს‚ გაძლება ხამს‚ ჭირი სთმოს და ჟამთა მონოს.
ვინ ქონება არ იმადლოს‚ მას სხვა ღმერთმან რა აქონოს!
VTA:[718]
2008 წ. გამოცემა 24:48 გული კრულია კაცისა‚ ხარბი და გაუძღომელი‚
გული – ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო‚ ლხინთა მნდომელი‚
გული – ბრმა‚ ურჩი ხედვისა‚ თვით ვერას ვერ გამზომელი‚
ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი‚ ვერცა პატრონი რომელი!“
VTA:[719]
2008 წ. გამოცემა 24:49 რა გულსა უთხრა გულისა‚ სიტყვანი საგულისონი‚
მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი‚
მის მზისა მკლავსა ნაბამნი‚ მათ კბილთა შესატყვისონი‚
პირსა დაიდვა‚ აკოცა‚ ცრემლი სდის‚ ვითა ბისონი.
VTA:[720]
2008 წ. გამოცემა 24:50 რა გათენდა‚ კაცი მოვა მომკითხავი‚ დარბაზს მხმობი.
ყმა წავიდა ლაღი‚ ნაზი‚ ნაღვიძები‚ ძილნაკრთობი.
ერთმანერთსა ეჯარვიან‚ დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი;
მეფე მინდორს ეკაზმოდა‚ მოემზადა დაბდაბ-ნობი.
VTA:[721]
2008 წ. გამოცემა 24:51 მეფე შეჯდა‚ მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა!
ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა‚
მზესა ქორნი აბნელებდეს‚ ძაღლთა რბოლა მიდამოდა;
მას დღე მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!
VTA:[722]
2008 წ. გამოცემა 24:52 ინადირეს‚ შემოიქცეს მხიარულნი‚ მინდორს რულნი;
შეიტანნეს დიდებულნი‚ თავადნი და სპანი სრულნი;
დაჯდა‚ დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი‚
ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა‚ მომღერალნი იყვნეს რულნი!
VTA:[723]
2008 წ. გამოცემა 24:53 ყმა ახლოს უჯდა მეფესა‚ ჰკითხვიდა‚ ეუბნებოდა;
ბაგეთათ გასჭვირს ბროლ-ლალი და კბილთათ ელვა ჰკრთებოდა.
ახლოს სხდეს ღირსნი‚ ისმენდეს‚ შორს ჯარი დაიჯრებოდა‚
უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა.
VTA:[724]
2008 წ. გამოცემა 24:54 ყმამან რაცა არვის უთხრის‚ კითხვად ვინმცა გაუპირდა?
მართალა‚ თუ საუბარსა აძვირებდა‚ ძვირად ღირდა;
სმა გარდახდა‚ გაიყარნეს‚ ყმა წავიდა‚ მი-ცა-სჭირდა‚
ვეღარ გასძლო‚ გული მისი აუჩუქდა‚ აუტირდა.
VTA:[725]
2008 წ. გამოცემა 24:55 ყმა მივიდა გულმოკლული‚ ცრემლი ველთა მოედინა.
მართ მისივე სიყვარული უარებდა თვალთა წინა.
ზოგჯერ ადგის‚ ზოგჯერ დაწვის‚ ხელსა რადმცა დაეძინა!
რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა!
VTA:[726]
2008 წ. გამოცემა 24:56 წევს‚ იტყვის: „გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო?
მოგშორდი‚ ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო‚
შენთა მჭვრეტელთა ნიშატო‚ ვერმჭვრეტთა სავაგლახეო‚
ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ‚ ნეტარმცა სიზმრივ გნახეო!“
VTA:[727]
2008 წ. გამოცემა 24:57 ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა;
კვლა გულსა ეტყვის: „დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა.
არ დავთმოთ‚ რა ვქმნათ‚ სევდასა‚ მითხარ‚ რა მოუგვაროთა?
თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან‚ ჭირიცა შევიწყნაროთა“.
VTA:[728]
2008 წ. გამოცემა 24:58 კვლა იტყვის: „გულო‚ რაზომცა გაქვს სიკვდილისა წადება‚
სჯობს სიცოცხლისა გაძლება‚ მისად თავისა დადება‚
მაგრა დამალე‚ არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება‚
ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!“
VTA:[729]
2008 წ. გამოცემა 24:59 რა გათენდა‚ შეეკაზმა‚ ყმა გავიდა ადრე გარე;
იტყვის: „ნეტარ‚ მიჯნურობა არ დამაჩნდეს‚ და-მცა-ვფარე!“
დათმობასა ეაჯების გულსა: „შენ რა მოუგვარე!“
ცხენსა შეჯდა‚ წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.
VTA:[730]
2008 წ. გამოცემა 25:1 ვაზირმან ცნა‚ გაეგება: „ჩემსა მზეა ამოსრული‚
ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული!“
მიეგება‚ თაყვანისსცა‚ ჰკადრა სრულსა ქება სრული.
ხამს სტუმარი სასურველი‚ მასპინძელი – მხიარული.
VTA:[731]
2008 წ. გამოცემა 25:2 ყმა გარდასვა მასპინძელმან‚ არ ღაფალმან‚ ავმან‚ უქმან;
ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან.
ყმამან სახლი გაანათლა‚ ვით სამყარო მზისა შუქმან;
თქვეს: „სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან“.
VTA:[732]
2008 წ. გამოცემა 25:3 დაჯდა‚ მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს‚
მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს‚
სულთქმა ბევრი აათასეს‚ აღარა თუ აერთხელეს.
გაყრა ბრძანეს‚ გაიყარნეს‚ ჯალაბობა გაათხელეს.
VTA:[733]
2008 წ. გამოცემა 25:4 რა ჯალაბი გაიყარა‚ ყმა ვაზირსა ეუბნების‚
ეტყვის: „შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების;
რაცა გწადდეს საურავი‚ მეფე იქს და შენ გეთნების‚
გააგონენ ჭირნი ჩემნი‚ მკურნე‚ რაცა მეკურნების!
VTA:[734]
2008 წ. გამოცემა 25:5 მის ყმისა ცეცხლი მედების‚ წვა მჭირს მისისა მწველისა;
მკლავს სურვილი და ვერნახვა ჩემისა სასურველისა;
მას ჩემთვის სულნი არ შურდეს‚ შეზღვა ხამს შეუზღველისა;
ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა‚ უშურველისა.
VTA:[735]
2008 წ. გამოცემა 25:6 მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა‚
მუნვე დარჩა‚ დათმობაცა მას თანავე დაება‚ და-;
რათგან დასწვავს მოახლეთა‚ ღმერთსა მზედცა დაებადა!
მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა.
VTA:[736]
2008 წ. გამოცემა 25:7 ოდეს წამოვე‚ შევჰფიცე ფიცითა საშინელითა:
«კვლა მოვალ‚ გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა;
შენსა მე ვეძებ ნათელსა‚ შენ ხარ გულითა ბნელითა»;
ჟამია ჩემგან წასლვისა‚ მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.
VTA:[737]
2008 წ. გამოცემა 25:8 ყოველსავე მართლად გითხრობ‚ არ სიტყვასა საკვეხელსა.
მიმელის და ვერ მისრულ ვარ‚ ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა;
ვერ გაუტეხ ზენაარსა‚ ვერ გავსწირავ ხელი ხელსა‚
რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა‚ ფიცთა გამტეხელსა!
VTA:[738]
2008 წ. გამოცემა 25:9 რაცა გითხრა‚ ჩემ მაგიერ როსტანს ჰკადრე‚ მიედ სრასა;
თავმან მისმან‚ – ფიცით გეტყვი შენ‚ ვაზირსა‚ ოსტასრასა‚ –
არ შემიპყრობს‚ არ დავდგები‚ თუ შემიპყრობს‚ მაქნევს რასა?
მიშველე რა‚ გული ცეცხლმან არ დამიჭრას‚ არცა სრასა!
VTA:[739]
2008 წ. გამოცემა 25:10 ჰკადრე: «ვინ გაქოს ყოველმან პირმან არმეუზრახემან!
ვითა ვიშიშვი‚ გაცნობოს ღმერთმან‚ ნათელთა სახემან!
მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა‚ ალვისა სახემან‚
გული წამსავე წამიღო‚ – ვერათ ვერ შევინახე‚ – მან.
VTA:[740]
2008 წ. გამოცემა 25:11 აწ‚ მეფეო‚ უმისობა ჩემგან ყოლა არ ეგების;
გული მას აქვს‚ უგულოსა აქა ხელი რა მეხდების?
თუ რას ვარგებ‚ პირველ ხვალმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების;
ვერას ვარგებ‚ გულსა დავსდებ‚ ჩემი ფიცი არ გატყდების.
VTA:[741]
2008 წ. გამოცემა 25:12 წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს‚ არ დაჭმუნდეს;
თავსა ჩემსა გაგებული იქმნას‚ რაცა ღმერთსა უნდეს;
მანვე ქმნას და გამიმარჯვდეს‚ თქვენი თქვენკე და-ვე-ბრუნდეს.
არ მოვბრუნდე‚ თქვენმცა სუფევთ‚ მტერი თქვენი დაძაბუნდეს!»“
VTA:[742]
2008 წ. გამოცემა 25:13 კვლა პირმზე ეტყვის ვაზირსა: „მე სიტყვა შევამცირეო‚
წა‚ ესე ჰკადრე მეფესა‚ შე-ვინ-ვიდოდეს ვირეო;
მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო‚
ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო“.
VTA:[743]
2008 წ. გამოცემა 25:14 ვაზირმან უთხრა სიცილით: „ქრთამი შენ გქონდეს შენია!
შენგან კმა ჩემად წყალობად‚ რომე გზა გაგიჩენია.
მაგას რა ვჰკადრებ მეფესა‚ რაცა აწ თქვენგან მსმენია‚
ვიცი‚ უცილოდ ამავსებს‚ შოება არსაწყენია.
VTA:[744]
2008 წ. გამოცემა 25:15 თავმან მისმან‚ მუნვე მომკლავს‚ ვეჭვ‚ წამიცა არ წამაროს!
შენი ოქრო შენვე დაგრჩეს‚ მე‚ გლახ‚ მიწა მესამაროს;
მომკალ‚ კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს!
არ ითქმის და ვერცა ვიტყვი‚ რა გინდა ვინ მისაგმაროს.
VTA:[745]
2008 წ. გამოცემა 25:16 გზა არ წავა თავსა წინა‚ სიცოცხლე‚ გლახ‚ ვით გათნიო?
ამიკლებს და ანუ მომკლავს: «ეგე სიტყვა ვითა სთქვიო?!
რად არ მუნვე გაიგონე‚ რად ხარ შმაგი აგეთიო?!»
სჯობს სიკვდილი აკლებასა‚ ამას თავსა აწვე ვსწვრთიო.
VTA:[746]
2008 წ. გამოცემა 25:17 თუ მეფეცა გაგიშვებდეს‚ თვით ლაშქარნი რად მოღორდენ?
რად გაგიშვან‚ რად დაღორდენ‚ ანუ მზესა რად მოშორდენ?
შენ წახვიდე‚ მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ‚ გაგვისწორდენ.
ეგე ასრე არ იქმნების‚ ვითა ჩიტნი არ გაქორდენ“.
VTA:[747]
2008 წ. გამოცემა 25:18 ყმა ატირდა‚ ცრემლით უთხრა: „ხამს‚ თუ დანა გულსა ვიცი;
ჰე‚ ვაზირო‚ შეგეტყვების‚ სიყვარული არ თურ იცი;
ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი?
თუ გინახავს‚ უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!
VTA:[748]
2008 წ. გამოცემა 25:19 მზე დაბრუნდა‚ არა ვიცი‚ მზესა რა ცა დააბრუნვებს!
აწ უშველოთ‚ გვიჯობს‚ იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს‚
ჩემი ჩემებრ არვინ იცის‚ რა მამწარებს‚ რა მატკბუნვებს;
ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.
VTA:[749]
2008 წ. გამოცემა 25:20 მეფე ანუ მისნი სპანი‚ ნეტარ‚ ხელსა რასა მხდიან!
აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყვედლად ცრემლნი მდიან.
სჯობს‚ წავიდე‚ არ გავტეხნე‚ კაცსა ფიცნი გამოსცდიან;
ჭირნი‚ მისგან უნახავნი‚ დია‚ ვისმე გარდუხდიან?
VTA:[750]
2008 წ. გამოცემა 25:21 აწ‚ ვაზირო‚ მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს?
რკინა‚ ჩემი მონაცვალე‚ ხამს‚ გაცვილდეს‚ არ გატინდეს;
ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა‚ ჯეონიცა თვალთათ მდინდეს‚
მომეხმარე‚ ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს.
VTA:[751]
2008 წ. გამოცემა 25:22 არ გამიშვებს‚ გავიპარვი‚ წავალ მათგან შეუგებლად;
ვითა მნუკევს‚ ეგრე დავრთო გული ცეცხლთა მოსადებლად.
ვიცი‚ ჩემთვის არას გიზამს‚ თუ არ უნდი გასაძებლად;
თქვი‚ რა გინდა წაგეკიდოს‚ თავი დადევ საწამებლად!“
VTA:[752]
2008 წ. გამოცემა 25:23 ვაზირმან თქვა: „შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების‚
ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა‚ სოფელიცა გაქარდების;
ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა‚ ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.
ვიტყვი‚ მოვკვდე‚ არა მგამა‚ ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების!“
VTA:[753]
2008 წ. გამოცემა 25:24 რა ვაზირმან ესე უთხრა‚ ადგა‚ დარბაზს გაემართა.
მეფე დახვდა შეკაზმული‚ პირი მზეებრ ეწაღმართა.
შეუშინდა‚ საწყენლისა მოხსენება ვერ შემართა‚
დაყრით დადგა‚ იგონებდა არ საქმეთა საომართა.
VTA:[754]
2008 წ. გამოცემა 25:25 მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით‚ დაყმუნვებული‚
უბრძანა: „რა გჭირს‚ რა იცი‚ რად მოხვე შეჭირვებული?“
მან ჰკადრა: „არა ვიციო‚ მართ ვარ თავისა ვებული‚
მართალ ხართ‚ მომკლათ‚ რა გესმას ამბავი გაკვირვებული.
VTA:[755]
2008 წ. გამოცემა 25:26 ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა მატს და არცა სდიდობს;
მეშინიან‚ თუცა შიშსა მოციქული არ დარიდობს.
აწ ავთანდილ გეთხოვების‚ მოაჯეობს‚ არ წამკიდობს‚
უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს“.
VTA:[756]
2008 წ. გამოცემა 25:27 რაცა იცოდა‚ ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა‚
კვლა მოახსენა: „რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა‚
თუ რაგვარ მყოფი მინახავს‚ თუ რაგვარ ცრემლთა დენითა!
მართალ ხართ‚ თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა“.
VTA:[757]
2008 წ. გამოცემა 25:28 რა მეფემან მოისმინა‚ გაგულისდა‚ გაავცნობდა‚
ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა‚ შემხედველთა შეაშთობდა;
შეუზახნა: „რა სთქვი‚ შმაგო‚ მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა!
ავსა კაცსა ურჩევნია‚ ავსამცა რას ადრე სცნობდა!
VTA:[758]
2008 წ. გამოცემა 25:29 ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ადრად.
მაგის მეტი რა ვინ მიყოს‚ თუ არ მომკლას მუხთლად‚ ღადრად!
შმაგო‚ ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად!
აგრე შმაგი არ ვაზირად‚ არა ვარგ ხარ არცა სხვად რად!
VTA:[759]
2008 წ. გამოცემა 25:30 ხამსცა კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დახედნეს‚
ოდენ სიტყვა უმეცრული უმეცრულად დაიყბედნეს?!
მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს!
შენ თუ მოგკლა‚ სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს!“
VTA:[760]
2008 წ. გამოცემა 25:31 კვლა უბრძანა: „თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი‚
თავმან ჩემმან‚ თავსა მოგკვეთ‚ არად უნდა ამას ცილი!
წა‚ უკუდეგ‚ ავი‚ შმაგი‚ უმეცარი‚ შლეგი‚ წბილი!
შაბაშ სიტყვა‚ შაბაშ კაცი‚ შაბაშ საქმე‚ მისგან ქმნილი!“
VTA:[761]
2008 წ. გამოცემა 25:32 დადრკა‚ სკამნი შემოსტყორცნა‚ ჰკრნა კედელსა‚ შეალეწნა;
დააცთუნნა‚ მაგრა მისთვის აალმასნა‚ არ აძეწნა:
„ვით მიამბე წასლვა მისი‚ ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!“
ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა.
VTA:[762]
2008 წ. გამოცემა 25:33 ვაზირმან‚ გლახ‚ გამორიდნა‚ მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს‚
გამოძრწა და გამომელდა‚ გულსა წყლულსა მოიმტკივნებს;
შეის ხასობს‚ გაის ქუშობს‚ ენა ასრე მოაყივნებს‚
მტერი მტერსა ვერას ავნებს‚ რომე კაცი თავსა ივნებს.
VTA:[763]
2008 წ. გამოცემა 25:34 თქვა: „ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს?
რად მოვღორდი‚ რად დავბნელდი‚ ნეტარ‚ ვინღა გამითენოს!
ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს‚
ჩემნი დღენი მასმცა ადგან‚ რაძი ვითა გაისვენოს!“
VTA:[764]
2008 წ. გამოცემა 25:35 ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა;
ავთანდილს უთხრა დაღრეჯით‚ პირითა გამქუშავითა:
„მადლი რა გკადრო‚ აწ თქვენგან გავხასდი მე მაშა ვითა‚
ვაჲ‚ კარგი თავი უებრო დავკარგე დავაშავითა!“
VTA:[765]
2008 წ. გამოცემა 25:36 ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს‚ თუცა ცრემლსა არ იწურვებს:
– მიკვირს‚ რად სცალს წყლიანობად‚ რად არ გულსა შეიურვებს! –
„ვინ არ მისცემს ქადებულსა‚ მოურავსა მოიმდურვებს‚
თქმულა: «ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს».
VTA:[766]
2008 წ. გამოცემა 25:37 ვით გამხადა‚ რა მიბრძანა‚ არ ეგების ჩემგან თხრობა:
რა სიავე‚ რა სირეგვნე‚ რა შლუობა‚ რა შმაგობა!
მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ‚ აღარა მიც თავსა ცნობა;
ესე მიკვირს‚ რად არ მომკლა‚ მისცა თურე ღმერთმან თმობა.
VTA:[767]
2008 წ. გამოცემა 25:38 მეცა ვიცოდი‚ რაცა ვქმენ‚ ცთომით არ წამკიდებია;
ვიაზრე‚ გამიწყრებოდა‚ ჭმუნვა მით გამდიდებია;
განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია!
შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს‚ ჭირი არ გამცუდებია“.
VTA:[768]
2008 წ. გამოცემა 25:39 ყმამან უთხრა: „შენი წყრომა მეცა განა დამიმძიმდა‚
მაგრა ქრთამი რადღა გმართებს? – გაიცინნა‚ გა-ცა-ღიმდა‚ –
შენ ადიმი გაგიმეშდა‚ არ თუ მეში გიადიმდა.
რა აქიმი დასნეულდეს‚ მისთვის ვინმცა გააქიმდა!“
VTA:[769]
2008 წ. გამოცემა 25:40 მოახსენა კვლა ვაზირმან: „მე რა გინდა წამეკიდოს‚
მოიწყრომებს‚ შე-ცა-მინდობს‚ ნუთუ გული გაიწმიდოს;
შენ რასა იქ‚ ესე მითხარ‚ ჩემი ჭმუნვა გაიდიდოს!
ხამსცა‚ კაცმან სასიკვდილოდ თავსა არა არ დარიდოს!“
VTA:[770]
2008 წ. გამოცემა 25:41 ყმამან უთხრა: „აღარწასლვა არ ეგების ჩემგან აროს.
იადონი მაშინ მოკვდეს‚ ოდეს ვარდმან იდამჭნაროს.
ხამს‚ უძებნოს ცვარი წყლისა‚ მისთვის თავი ყოვლგან აროს‚
ვერ უპოვოს‚ რა ქმნას‚ ანუ გული რითა დაიწყნაროს!
VTA:[771]
2008 წ. გამოცემა 25:42 უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ ჯდომასა‚ ვერცა წოლასა‚
მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ‚ მათ თანა რბოლასა;
ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა?
სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.
VTA:[772]
2008 წ. გამოცემა 25:43 მოვახსენებ ერთხელ კვლაცა‚ აწ რაზომცა მეფე წყრების‚
ნუთუ გაბრჭოს‚ გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების;
არ გამიშვებს‚ გავიპარვი‚ რა იმედი გარდმიწყდების‚
მე თუ მოვკვდე‚ ჩემი კერძი სოფელიცა გარდიფხვრების!“
VTA:[773]
2008 წ. გამოცემა 25:44 მოიუბნეს. ვაზირმან ქმნნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი‚
უმასპინძლა‚ ძღვენნი უძღვნნა შვენიერსა შვენიერნი‚
მისნი მყოლნი ა-ვე-ავსნა‚ მოყმენი და თუნდა ბერნი.
გაიყარნეს‚ ყმა წავიდა‚ სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.
VTA:[774]
2008 წ. გამოცემა 25:45 შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან‚
სამასი თავი სტავრა-ატლასი უხვმან‚ ნიადაგ მიუმცთარომან‚
სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად არ მათმან საუარომან.
კაცი გაგზავნა ვაზირისასა‚ ესე ყველაი მისთვის არო მან.
VTA:[775]
2008 წ. გამოცემა 25:46 შესთვალა‚ თუ: „რაცა გმართებს‚ ვით მოგცე და ვით გაქონო‚
ვალთა შენთა გარდსახდელად რა ნაცვალი მოვიგონო?
თუღა დავრჩე‚ შენთვის მოვკვდე‚ თავი ჩემი დაგამონო‚
სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო‚ შეგიწონო“.
VTA:[776]
2008 წ. გამოცემა 25:47 მე ვითა ვთქვა უებრობა‚ სიკეთე და ქება მისი!
კაცი იყო საქმისაცა შესაფერი‚ შესატყვისი;
ასრე უნდა მოხმარება‚ გავიდოდეს ვისცა ვისი.
ოდეს კაცსა დაეჭიროს‚ მაშინ უნდა ძმა და თვისი.
VTA:[777]
2008 წ. გამოცემა 26:1 შერმადინს ეტყვის‚ უბრძანებს პირმზე‚ ნათელთა მფენელი:
„ესე დღე არის იმედი‚ ჩემი გულისა მლხენელი‚
შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი“.
მქებრად ამბვისა მათისა ხამს მკითხველი და მსმენელი.
VTA:[778]
2008 წ. გამოცემა 26:2 იტყვის: „როსტან არ გამიშვა‚ არცა სიტყვა მომისმინა;
მან არ იცის‚ რათა ვინ-ა და სულდგმული ვისგან ვინ-ა;
უმისომცა ნუ ცოცხალ ვარ ნუცა გარე‚ ნუცა შინა!
რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა!
VTA:[779]
2008 წ. გამოცემა 26:3 თუცა მისი არგაწირვა ჩემგან მტკიცობს‚ არ სათუობს‚ –
ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს‚ –
გული‚ მისი უნახავი‚ ტირს და სულთქვამს‚ ვაებს‚ უობს‚
ლხინსა არას არ იახლებს‚ ჰკრთების‚ კუშტობს‚ ვახშობს‚ ქსუობს.
VTA:[780]
2008 წ. გამოცემა 26:4 სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა:
პირველ‚ ნდომა სიახლისა‚ სიშორისა ვერმოთმენა‚
მიცემა და არას შური‚ ჩუქებისა არმოწყენა‚
გავლენა და მოხმარება‚ მისად რგებად ველთა რბენა.
VTA:[781]
2008 წ. გამოცემა 26:5 რადღა ვაგრძელებ სიტყვასა‚ ჟამია შემოკლებისა!
აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა.
რასაცა გვედრებ‚ ისმენდი‚ ვირე დრო გქონდეს ხლებისა;
შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა.
VTA:[782]
2008 წ. გამოცემა 26:6 აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე‚
სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე;
სახლი ჩემი შეინახე‚ სპათა ჩემთა ეთავადე‚
სამსახური აქამდისი‚ კვლა გავლენა გააკვლადე!
VTA:[783]
2008 წ. გამოცემა 26:7 მტერთა ჩემთა ენაპირე‚ ძალი ნურა მოგაკლდების‚
ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს‚ ორგულიმცა შენი კვდების!
შემოვიქცე‚ შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების;
პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების“.
VTA:[784]
2008 წ. გამოცემა 26:8 ესე ესმა‚ ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი;
მოახსენა: „მარტოობით ჭირსა რადმცა შეუშინდი!
მაგრა რა ვქმნა‚ უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი!
წამიტანე სამსახურად‚ მოგეხმარო‚ რადცა გინდი.
VTA:[785]
2008 წ. გამოცემა 26:9 ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი!
ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი!
დაკარგულსა გიგონებდე‚ რა ვიქმნები აქა ფლიდი?“
ყმამან უთხრა: „ვერ წაგიტან‚ რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი.
VTA:[786]
2008 წ. გამოცემა 26:10 შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა‚
მაგრა საქმე არ მოხდების‚ ჟამი ასრე დამემტერა!
ვის მივანდო სახლი ჩემი‚ შენგან კიდე ვინმც მეფერა?!
გული დადევ‚ დაიჯერე‚ ვერ წაგიტან ვერათ‚ ვერა!
VTA:[787]
2008 წ. გამოცემა 26:11 თუ მიჯნური ვარ‚ ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად;
არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად?
გაჭრა ხელია მიჯნურთა‚ რად სცალს თავისა ბერებად!
ასრეა ესე სოფელი‚ შესჯერდი კვლა შეჯერებად!
VTA:[788]
2008 წ. გამოცემა 26:12 რა მოგშორდე‚ მახსენებდი‚ სიყვარული ჩემი გქონდეს;
არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა‚ თავი მონად მომიმონდეს.
ხამს‚ მამაცი გაგულოვნდეს‚ ჭირსა შიგან არ დაღონდეს.
მძულს‚ რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს.
VTA:[789]
2008 წ. გამოცემა 26:13 მე იგი ვარ‚ ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად‚
ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად;
ჩემსა მზესა დავეთხოვე‚ გაუშვივარ‚ დავდგე მე რად!
მას თუ დავსთმობ‚ სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად?
VTA:[790]
2008 წ. გამოცემა 26:14 აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ‚ როსტანს წინა დაწერილსა;
შენ შეგვედრებ‚ დაგიჭიროს‚ ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა.
მოვკვდე‚ თავსა ნუ მოიკლავ‚ სატანასგან ნუ იქ ქმნილსა‚
ამას ზედა იტირებდი‚ დაიდებდი თვალთა მილსა!“
VTA:[791]
2008 წ. გამოცემა 27:1 დაჯდა წერად ანდერძისა‚ საბრალოსა საუბრისად:
„ჰე‚ მეფეო‚ გავიპარვი ძებნად ჩემგან საძებრისად;
ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცხლთა მომდებრისად;
შემინდვე და წამატანე მოწყალება ღმრთაებრისად.
VTA:[792]
2008 წ. გამოცემა 27:2 ვიცი‚ ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა.
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა!
მე სიტყვასა ერთსა გკადრებ‚ პლატონისგან სწავლა-თქმულსა:
«სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა‚ მერმე სულსა».
VTA:[793]
2008 წ. გამოცემა 27:3 რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა‚
მე რად გავწირო მოყვარე‚ ძმა უმტკიცესი ძმობისა?!
არა ვიქ‚ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!
მით ვისწავლებით‚ მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.
VTA:[794]
2008 წ. გამოცემა 27:4 წაგიკითხავს‚ სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ?
ვით იტყვიან‚ ვით აქებენ? ცან‚ ცნობანი მიაფერენ.
«სიყვარული აღგვამაღლებს»‚ ვით ეჟვანნი‚ ამას ჟღერენ.
შენ არ ჯერ ხარ‚ უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!
VTA:[795]
2008 წ. გამოცემა 27:5 ვინ დამბადა‚ შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად;
ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად‚
ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს‚ ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად‚
იგი გაჰხდის წამისყოფით ერთსა ასად‚ ასსა ერთად.
VTA:[796]
2008 წ. გამოცემა 27:6 რაცა ღმერთსა არა სწადდეს‚ არა საქმე არ იქმნების.
მზისა შუქთა ვერმჭვრეტელი ია ხმების‚ ვარდი ჭნების;
თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხოდ რადმე ეშვდინების;
მე ვით გავსძლო უმისობა‚ ან სიცოცხლე ვით მეთნების!
VTA:[797]
2008 წ. გამოცემა 27:7 რაზომცა სწყრები‚ შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა.
ძალი არ მქონდა ტყვექმნილსა მე მაგისისა თნებისა;
აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა‚
სადა გინდ ვიყო‚ რა მგამა‚ ყოფამცა მქონდა ნებისა!
VTA:[798]
2008 წ. გამოცემა 27:8 არას გარგებს სიმძიმილი‚ უსარგებლო ცრემლთა დენა;
არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
წესი არის მამაცისა მოჭირვება‚ ჭირთა თმენა‚
არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.
VTA:[799]
2008 წ. გამოცემა 27:9 რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად‚
გარდამხდეს და შემოვიქცე‚ აღარ დამრჩეს გული ავლად;
თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლამრავლად;
მას რა ვარგო‚ დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად.
VTA:[800]
2008 წ. გამოცემა 27:10 მეფეო‚ ესე თათბირი‚ მომკალ‚ ვინ დამიწუნოსა!
მეფეო‚ ნუთუ წასლვამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა‚
ვერ ვეცრუები‚ ვერ უზამ საქმესა საძაბუნოსა‚
პირისპირ მარცხვენს‚ ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.
VTA:[801]
2008 წ. გამოცემა 27:11 არდავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;
ვჰგმობ კაცსა აუგიანსა‚ ცრუსა და ღალატიანსა!
ვერ ვეცრუები‚ ვერ უზამ მას ხელმწიფესა მზიანსა.
რა უარეა მამაცსა სულდიდსა‚ წასლვაგვიანსა!
VTA:[802]
2008 წ. გამოცემა 27:12 რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა‚
შედრეკილ-შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!
კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა?
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!
VTA:[803]
2008 წ. გამოცემა 27:13 ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო‚ ვერცა კლდოვანი;
მისგან გასწორდეს ყოველი‚ სუსტი და ძალგულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!
VTA:[804]
2008 წ. გამოცემა 27:14 მერმე ვიშიშვი‚ მეფეო‚ თქვენად კადრებად ამისად:
სცთების და სცთების‚ სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად;
მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად‚
თუ ვერა გნახე ცოცხალმან‚ სიცოცხლე გქონდეს ჟამისად.
VTA:[805]
2008 წ. გამოცემა 27:15 თუ საწუთრომან დამამხოს‚ ყოველთა დამამხობელმან‚
ღარიბი მოვკვდე ღარიბად‚ ვერ დამიტიროს მშობელმან‚
ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან‚ –
მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე-მლმობელმან.
VTA:[806]
2008 წ. გამოცემა 27:16 მაქვს საქონელი ურიცხვი‚ ვერვისგან ანაწონები‚
მიეც გლახაკთა საჭურჭლე‚ ათავისუფლე მონები‚
შენ დაამდიდრე ყოველი‚ ობოლი‚ არას მქონები:
მიღვწიან‚ მომიგონებენ‚ დამლიცვენ‚ მოვეგონები.
VTA:[807]
2008 წ. გამოცემა 27:17 რაცა თქვენთვის არ ვარგ იყოს საჭურჭლესა დასადებლად‚
მიეც ზოგი ხანაგათა‚ ზოგი ხიდთა ასაგებლად;
ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად!
შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად.
VTA:[808]
2008 წ. გამოცემა 27:18 ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის‚
ამად გვედრებ სულსა ჩემსა‚ წიგნი გკადრებს‚ არ გეთნევის‚
არას არგებს‚ ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის‚
შემინდვე და შემივედრე‚ მკვდარსა რაღა გარდმეხდევის!
VTA:[809]
2008 წ. გამოცემა 27:19 გვედრებ‚ მეფეო‚ შერმადინს‚ მონასა ჩემსა რჩეულსა‚ –
ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა‚ –
ნუგეშინისეც წყალობით‚ ჩემგან წყალობაჩვეულსა‚
ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა‚ სისხლითა ფრქვეულსა.
VTA:[810]
2008 წ. გამოცემა 27:20 გასრულდა ჩემი ანდერძი‚ ჩემგან ნაწერი ხელითა.
აჰა‚ გამზრდელო‚ მოგშორდი‚ წავე გულითა ხელითა.
ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი‚ ნუ ხართ მოსილნი ბნელითა‚
სუფევითმცა ხართ თავითა‚ მტერთაგან საკრძალველითა!“
VTA:[811]
2008 წ. გამოცემა 27:21 მისცა ანდერძი შერმადინს‚ რა გაათავა წერითა‚
უთხრა: „ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა‚
შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა“.
მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.
VTA:[812]
2008 წ. გამოცემა 28:1 ილოცავს‚ იტყვის: „მაღალო ღმერთო ხმელთა და ცათაო‚
ზოგჯერ მომცემო პატიჟთა‚ ზოგჯერ კეთილთა მზათაო‚
უცნაურო და უთქმელო‚ უფალო უფლებათაო‚
მომეც დათმობა სურვილთა‚ მფლობელო გულისთქმათაო!
VTA:[813]
2008 წ. გამოცემა 28:2 ღმერთო‚ ღმერთო‚ გეაჯები‚ რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა‚
შენ დაჰბადე მიჯნურობა‚ შენ აწესებ მისსა წესსა‚
მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა‚
ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა‚ მისგან ჩემთვის დანათესსა!
VTA:[814]
2008 წ. გამოცემა 28:3 ღმერთო‚ ღმერთო მოწყალეო‚ არვინ მივის შენგან კიდე‚
შენგან ვითხოვ შეწევნასა‚ რაზომსაცა გზასა ვვლიდე;
მტერთა ძლევა‚ ზღვათა ღელვა‚ ღამით მავნე გამარიდე!
თუღა დავრჩე‚ გმსახურებდე‚ შენდა მსხვერპლსა შევსწირვიდე“.
VTA:[815]
2008 წ. გამოცემა 28:4 რა ილოცა‚ ცხენსა შეჯდა‚ მალვით კარნი გაიარნა‚
შერმადინცა დააბრუნვა‚ თუცა ვამნი ადიადნა;
მონა ტირს და მკერდსა იცემს‚ საბრალომან ცრემლნი ღვარნა;
პატრონისა ვერამჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!
VTA:[816]
2008 წ. გამოცემა 29:1 აწ ამბავი სხვა დავიწყო‚ – ყმასა წავჰყევ წამავალსა‚ –
არ შეექმნა დარბაზობა მას დღე როსტანს გულგამწყრალსა;
რა გათენდა‚ ქუში ადგა‚ ჰგავს‚ თუ ადენს პირით ალსა‚
ხმობა ბრძანა ვაზირისა‚ მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.
VTA:[817]
2008 წ. გამოცემა 29:2 რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული‚
როსტან უთხრა: „არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული.
მაწყინე და გამარისხე‚ ვერ დავიღე დიდხან სული‚
აზომ რომე გაგათრიე შენ ვაზირი გულისგული.
VTA:[818]
2008 წ. გამოცემა 29:3 თუღა გახსოვს‚ რად უნდოდა‚ ისრე ავად რად გაგხადე?
მართლად უთქვამს მეცნიერთა: «წყენააო ჭირთა ბადე»;
ესეგვარსა ნუოდეს იქ‚ საქმე ხოლე გაიცადე‚
აწ მითხარ‚ თუ რას იტყოდი‚ თქვი და სიტყვა გააკვლადე!“
VTA:[819]
2008 წ. გამოცემა 29:4 კვლა მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი‚
რა გაიგონა‚ შესთვალა პასუხი არნაგრძელევი:
„შენ თუ უშმაგო მგონიხარ‚ ვარმცა ურია მე ლევი!
კვლა მაგის მეტად ნუ მასმენ‚ თვარა მე სრულად გელევი!“
VTA:[820]
2008 წ. გამოცემა 29:5 რა გამოვიდა‚ ვაზირმან ძებნა‚ ვერ პოვნა მინანი‚
მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი‚ ცრემლთა მდინანი.
მან თქვა: „მე დარბაზს ვერ შევალ‚ მახსოვან დღენი წინანი‚
ვინცაღა ჰკადრებს‚ მან ჰკადროს‚ რაცა ვთქვი‚ მასცა ვინანი“.
VTA:[821]
2008 წ. გამოცემა 29:6 რა ვაზირი არ შევიდა‚ კვლა მეფემან კაცი გზავნის;
კაცმან ცნის და გარეთ დადგის‚ წასლვა ვერვინ გაამჟღავნის;
როსტანს ეჭვი შეუვიდა‚ ჭმუნვა ამით გაათავნის;
თქვა: „უცილოდ გაიპარა‚ ვინ მარტომან ასთა ავნის“.
VTA:[822]
2008 წ. გამოცემა 29:7 თავდადრეკით იგონებდა‚ გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი‚
უში ქმნა და აიხედნა‚ უბრძანებდა მონას: „მიდი‚
მოვიდეს და აწ მიამბოს‚ შემოვიდეს იგი ფლიდი!“
რა ვაზირი შემობრუნდა‚ ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.
VTA:[823]
2008 წ. გამოცემა 29:8 კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით‚ არმხიარულად;
მეფემან ჰკითხა: „წასრულა მზე დაუდგომლად‚ მთვარულად?“
მან მოახსენა ყველაი‚ ვით წასრულიყო და რულად:
„მზე აღარ მზეობს ჩვენ თანა‚ დარი არ დარობს დარულად!“
VTA:[824]
2008 წ. გამოცემა 29:9 რა მეფემან მოისმინა‚ დაიზახნა მეტისმეტნი;
პირსა ხოკით‚ წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი‚
მოსთქვამს‚ იტყვის: „ვაჲ‚ გაზრდილო‚ ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი!
სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?
VTA:[825]
2008 წ. გამოცემა 29:10 თუ თავი შენი შენ გახლავს‚ ღარიბად არ იხსენები‚
მაგრა მე რა ვქმნა‚ გაზრდილო‚ აწ სახლად მმართებს სენები!
გამაღარიბე‚ დამაგდე‚ გულსა‚ გლახ‚ ვისთვის ენები?
შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!
VTA:[826]
2008 წ. გამოცემა 29:11 ოდეს გნახავ მხიარულსა‚ ნადირობით შემოსრულსა‚
ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა‚ ტანსა მჭევრსა‚ ჯავარსრულსა‚
ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა‚ სასმენელად მე მას რულსა‚
აწ უშენოდ რა‚ გლახ‚ უყო საჯდომსა და სრასა სრულსა?
VTA:[827]
2008 წ. გამოცემა 29:12 ვიცი‚ არ მოგკლავს შიმშილი‚ რაზომცა დია ირები:
შენ შენი მშვილდი დაგარჩენს‚ შენთა ისართა პირები‚
ნუთუ კვლა ღმეთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები‚
მაგრა‚ თუ მოვკვდე‚ გაზრდილო‚ ვისგანღა დავიტირები?“
VTA:[828]
2008 წ. გამოცემა 29:13 ზარი გაისმა‚ შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა‚
დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა‚
იგლეჯს და იცემს ყველაი‚ ხმა ისმის თავსა ტკაცისა;
თქვეს: „ბნელი გვმართებს დღეკრულთა‚ რათგან მზე მიგვიდრკა ცისა!“
VTA:[829]
2008 წ. გამოცემა 29:14 რა მეფემან დიდებულნი ნახნა‚ სულთქმით შემოსტირნა‚
უთხრა: „ხედავთ‚ მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა!
რა ვაწყინეთ‚ რა შევსცოდეთ‚ რად დაგვყარნა‚ რად გაგვწირნა!
სპანი‚ მისგან დაჭირულნი‚ ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?“
VTA:[830]
2008 წ. გამოცემა 29:15 ყოვლნი ტიროდეს‚ მოსთქმიდეს‚ მერმე დაწყნარდეს გვიანად.
მეფემან ბრძანა: „იკითხეთ‚ მარტოა ანუ ყმიანად?“
მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად‚ სირცხვილიანად‚
ანდერძი ჰკადრა‚ ატირდა‚ სიცოცხლე უჩნდა ზიანად.
VTA:[831]
2008 წ. გამოცემა 29:16 მოახსენა: „საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი‚
დგეს მონანი ნატირებნი‚ დაეგლიჯა თმა და წვერი‚
იგი მარტო გაპარულა‚ ყმა არ ახლავს‚ არცა ბერი;
მე თუ მომკლათ‚ მემართლებით‚ სიცოცხლე მჭირს შეუფერი!“
VTA:[832]
2008 წ. გამოცემა 29:17 რა ანდერძი წაიკითხეს‚ კვლა იტირეს დიდი ხანი;
მერმე ბრძანა: „მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი‚
ვამლოცველნეთ დავრდომილნი‚ ობოლნი და ქვრივნი სხვანი‚
შევეწივნეთ‚ მშვიდობისა ნუთუ მისცნეს ღმერთმან გზანი!“
VTA:[833]
2008 წ. გამოცემა 30:1 მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს,
რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს,
მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს,
ჩვენ ვერჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.
VTA:[834]
2008 წ. გამოცემა 30:2 აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა:
მივა და მიტირს გულმდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა,
წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა,
უჭვრეტდის, თვალი ვერ მოჰხსნის, თუ მოჰხსნის, მიჰხდის ცნობასა.
VTA:[835]
2008 წ. გამოცემა 30:3 რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელყვის გაძრვად ენისად,
მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან მსგავსად დიჯლისა დენისად,
ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად,
რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.
VTA:[836]
2008 წ. გამოცემა 30:4 თქვა: „ჩემო, შენი შორს მყოფი კრულია, ვინცა დადუმდეს,
რათგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს,
თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს.
სჯობს, საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს!
VTA:[837]
2008 წ. გამოცემა 30:5 მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭვდე ლხენასა?
თავსა მოვიკლავ, მე თუმცა შენგან არ ვეჭვდი წყენასა,
მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არსიცოცხლისა სმენასა,
მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!“
VTA:[838]
2008 წ. გამოცემა 30:6 იტყვის: „ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,
ერთარსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად,
ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად,
ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!
VTA:[839]
2008 წ. გამოცემა 30:7 ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი,
შენ მიშველე რა ტყვექმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი!
ბროლ-ბალახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი;
მაშინ ვერ გავსძლე სიახლე, აწ სიშორესა ვინანი“.
VTA:[840]
2008 წ. გამოცემა 30:8 ამას მოსთქმიდის, იწოდის, ვითა სანთელი დნებოდის,
დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის;
რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის,
მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.
VTA:[841]
2008 წ. გამოცემა 30:9 მთვარესა ეტყვის: „იფიცე სახელი ღმრთისა შენისა!
შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა,
შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა,
მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა!“
VTA:[842]
2008 წ. გამოცემა 30:10 ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა;
რა წყალი ნახის, გარდახდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა,
მას თანართვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა,
კვლა გაემართის, ისწრაფდის წავლასა მისვე გზისასა.
VTA:[843]
2008 წ. გამოცემა 30:11 მარტო მოსთქმიდის, ტიროდის ტანად ალვისა ხიანი,
მინდორს თხა მოკლის, სადაცა ადგილი დახვდის კლდიანი,
შეწვის, ჭამის და წავიდის პირმზე, გულმარიხიანი,
იტყვის: „დავყარენ ვარდნი და, აჰა მე, ვაგლახ, იანი!“
VTA:[844]
2008 წ. გამოცემა 30:12 აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა,
რას უბნობდის, რას მოსთქმიდის, რას ტურფასა, რაზომგვარსა.
ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭლითა ნახოკარსა.
ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა.
VTA:[845]
2008 წ. გამოცემა 30:13 რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწვთების,
ვით ეამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიხვდების;
ყმა გარდახდა, მოეხვია, აკოცებს და ეუბნების.
კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა დია ეამების.
VTA:[846]
2008 წ. გამოცემა 30:14 ყმა ქალსა ეტყვის: „პატრონი, ნეტარ, სად არის და ვითა?“
ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა,
იტყვის: „რა წახვე, გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა;
აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით, არ ამბავითა“.
VTA:[847]
2008 წ. გამოცემა 30:15 ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა;
ქალსა ეტყვის: „აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა!
იგი ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუე, ვით მეცრუა!
ვერ იქმოდა, რად მიქადა? თუ მიქადა, რად მიტყუა?!
VTA:[848]
2008 წ. გამოცემა 30:16 მე უმისოდ სოფელს ყოფა რათგან ჩირად არ მიღირდა,
რად დავვიწყდი, რად მივსცილდი, რად ვერ გასძლო, რა მისჭირდა?
მან გატეხა ზენარისა რად შემართა, ვით გაპირდა?
მაგრა ავი ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა!“
VTA:[849]
2008 წ. გამოცემა 30:17 კვლა ქალი ეტყვის: „მართალ ხარ მაგისსა დამძიმებასა,
მაგრა, რა გავბრჭო მართალი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა;
არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა?
იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა.
VTA:[850]
2008 წ. გამოცემა 30:18 გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან:
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან;
უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.
შენ არ გინახვან, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან.
VTA:[851]
2008 წ. გამოცემა 30:19 შენ უმართლე ხარ, ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა,
მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, ვითა გიამბო ცნობილსა!
ენა დაშვრების, გაცვთების, გულსა შეელმის ლმობილსა,
ამას მით ვაზრობ, მინახავს მე, უბედურსა შობილსა.
VTA:[852]
2008 წ. გამოცემა 30:20 ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბვად სმენია:
არა თუ კაცთა, სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია,
დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია;
თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია.
VTA:[853]
2008 წ. გამოცემა 30:21 მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა, ცეცხლმოდებულსა:
«მოვიდეს, რა ქმნას ავთანდილ? მისსა დამვედრე დებულსა».
მიბრძანა: «მო-ღა-მნახვიდეს მე, მისთვის გაცუდებულსა,
ამათ არ დავჰყრი არეთა, არ გავსტეხ მას ქადებულსა.
VTA:[854]
2008 წ. გამოცემა 30:22 მას ზენაარსსა არ გავსტეხ, მას ფიცსა არ ვეცრუები,
მას პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამდის რუები;
თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, თქვას ვაგლახი და უები,
ცოცხალი დავხვდე, უკვირდეს, სიცოცხლე არს სათუები».
VTA:[855]
2008 წ. გამოცემა 30:23 ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა;
ოდენ მოდენა ცრემლისა მჭირს, ველთა მოსალბე დისა.
მსჯის გამრავლება ხელქმნილსა სულთქმისა ზედაზედისა.
დავვიწყებივარ სიკვდილსა, ნახეთ ნაქმარი ბედისა!
VTA:[856]
2008 წ. გამოცემა 30:24 ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია:
«ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია».
აწ ზაფრანია, ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია;
თუღა მონახავ, მონახე, ქმენ, რაცა შენი ფერია“.
VTA:[857]
2008 წ. გამოცემა 30:25 ყმამან უთხრა: „უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად,
მაგრა გაბრჭე, რა მიქნია სამსახური ტყვესა ტყვისად:
გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად,
მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები, ველთა ვვლი სად.
VTA:[858]
2008 წ. გამოცემა 30:26 ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალისფერსა სცვენ და ჰბურვენ,
მას მოვშორდი, ვერ ვიახლენ, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ,
გამოპარვით წამოსლვითა ღმრთისა სწორნი მოვიმდურვენ,
ნაცვლად მათთა წყალობათა მათნი გულნი შევაურვენ.
VTA:[859]
2008 წ. გამოცემა 30:27 პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმრთისაგან დიდად ცხოველი,
მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა წყალობისა მთოველი,
მას უორგულე, წამოვე, მართ დავივიწყე ყოველი,
მისი შემცოდე ღმრთისაგან კარგსა აღარას მოველი.
VTA:[860]
2008 წ. გამოცემა 30:28 ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო, ბედითა მისითა,
არა უტყუე, მოსრულ ვარ მგზავრი ღამით და დღისითა;
აწ იგი სადმე წასრულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა,
ცუდმაშვრალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა.
VTA:[861]
2008 წ. გამოცემა 30:29 დაო, მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო,
არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა გავადადრო;
წავალ, ვძებნი, ანუ ვჰპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო,
თვარა, ბედი აზომ თურე მიკვეთს, ღმერთსა რაღა ვჰკადრო!“
VTA:[862]
2008 წ. გამოცემა 30:30 ამის მეტი აღარა თქვა, ატირდა და წამოვიდა,
ქვაბი ჩავლო, წყალსა გახდა, შამბი გავლო, ველს გავიდა;
ქარი, ველთა მონაქროლი, ლალისფერსა ვარდსა ზრვიდა;
„რად მიმეცო ამა ჭირსა?“, ბედსა ამას უზრახვიდა.
VTA:[863]
2008 წ. გამოცემა 30:31 იტყვის: „ღმერთო, რა შეგცოდე შენ, უფალსა, არსთა მხედსა,
რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა?
ერთი ორთა მგონებელი ვარ საქმესა წასაწყმედსა,
მოვკვდე, თავი არ მეწყალვის, ჩემი სისხლი ჩემსა ქედსა!
VTA:[864]
2008 წ. გამოცემა 30:32 მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა,
იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა;
მას თუ გამყრი, საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა,
სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა“.
VTA:[865]
2008 წ. გამოცემა 30:33 კვლა იტყვის: „მიკვირს ნავღელი კაცისა ჭკუიანისა,
რა მჭმუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა?
სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა,
აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამტანისა“.
VTA:[866]
2008 წ. გამოცემა 30:34 ყმა გაემართა საძებრად მტირალი, ცრემლთა მფრქვეველი,
ეძებს, უზახის, უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი;
სამ დღემდის მოვლო მრავალი ხევი, შამბნარი, ტყე-ველი;
ვერ პოვა, მივა მჭმუნვარე, ვერას ამბვისა მცნეველი.
VTA:[867]
2008 წ. გამოცემა 30:35 იტყვის: „ღმერთო, რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე?
რად შემასწარ ამა ბედსა, რა სასჯელი მომივლინე!
გამკითხველო, გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე,
დაამოკლენ დღენი ჩემნი, ჭირი ამით გამილხინე!“
VTA:[868]
2008 წ. გამოცემა 31:1 მივიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერშეცვლილი,
ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი;
ნახა, შავი შამბთა პირსა დგა სადავეუკუყრილი;
თქვა: „უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი“.
VTA:[869]
2008 წ. გამოცემა 31:2 რა შეხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათდა,
აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა;
ვარდმან ფერი გაანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა,
ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.
VTA:[870]
2008 წ. გამოცემა 31:3 რა ტარიელ დაინახა, განაღამცა დაეღრიჯა:
ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა,
საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა,
მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.
VTA:[871]
2008 წ. გამოცემა 31:4 ერთკერძ უც ლომი მოკლული და ხრმალი სისხლმოცხებული,
კვლა სხვაგნით – ვეფხი უსულო, მკვდარი, ქვედანარცხებული;
მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული.
მუნ აგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე, ცხებული.
VTA:[872]
2008 წ. გამოცემა 31:5 თვალთა ახმადცა ზარედვა, სრულად მიჰხდოდა ცნობასა,
მიახლებოდა სიკვდილსა, მოშორვებოდა თმობასა.
ყმა სახელდებით უყივის, ლამის სიტყვითა კრთობასა,
ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა!
VTA:[873]
2008 წ. გამოცემა 31:6 ხელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა,
ახლოს უზის და უზახის მართ სახელდებით სახელსა;
ეტყვის: „ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა?“
მას არა დია შეესმის რეტსა, თვალდაუფახელსა.
VTA:[874]
2008 წ. გამოცემა 31:7 ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა.
ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტადრე მოაცნობილა.
მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა.
ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრი არვინ შობილა!
VTA:[875]
2008 წ. გამოცემა 31:8 უთხრა: „ძმაო, არ გიტყუე, გიყავ, რაცა შემოგფიცე,
გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე;
აწ დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე.
მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთა საჭმლად არ მივიცე“.
VTA:[876]
2008 წ. გამოცემა 31:9 ყმამან უთხრა: „რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქ ავსა?
ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა?
ვის უქნია შენი მსგავსი სხვასა კაცთა ნათესავსა?
რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?
VTA:[877]
2008 წ. გამოცემა 31:10 თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა:
ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა,
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.
VTA:[878]
2008 წ. გამოცემა 31:11 ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ,
მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, რას წადილსა აისრულებ?
ვისთვის ჰკვდები, ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ,
თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ?
VTA:[879]
2008 წ. გამოცემა 31:12 ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან?
ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?
მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან?
არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!
VTA:[880]
2008 წ. გამოცემა 31:13 ვარდსა ჰკითხეს: «ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად?
მიკვირს, რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რად არს ჭირად».
მან თქვა: «ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად;
ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად».
VTA:[881]
2008 წ. გამოცემა 31:14 რათგან ვარდი ამას იტყვის, უსულო და უასაკო,
მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო?
უბოროტო ვის ასმია რაცა კარგი საეშმაკო,
რად ემდურვი საწუთროსა, რა უქნია უარაკო?!
VTA:[882]
2008 წ. გამოცემა 31:15 ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა,
ნუ მიჰყოლიხარ თავისსა თათბირსა, გაგონებასა,
რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა;
ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, რად მეჭვ რასაცა თნებასა!“
VTA:[883]
2008 წ. გამოცემა 31:16 მან უთხრა: „ძმაო, რა გითხრა, ძრვაცა არ ძალმიც ენისა,
ძალი არა მაქვს ხელქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა;
რად ადვილად გიჩს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა?
აწ მივსწურვივარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.
VTA:[884]
2008 წ. გამოცემა 31:17 ამას მოკვდავი ვილოცავ, არ ოდეს ვითხოვ, არ, ენით:
აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით,
მუნ ერთმანერთი კვლა ვნახეთ, კვლა რამე გავიხარენით;
მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!
VTA:[885]
2008 წ. გამოცემა 31:18 საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს!
მისკენ მივალ მხიარული, მერმე მანცა ჩემ კერძ იროს,
მივეგებვი, მომეგებოს, ამიტირდეს, ამატიროს.
ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!
VTA:[886]
2008 წ. გამოცემა 31:19 მართ გარდაწყვედით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა:
სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსაღა დავჰყოფ მცირასა;
არ ცოცხალ ვიყო, რას მაქნევ? რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა?
დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევრთვივარ სულთა სირასა.
VTA:[887]
2008 წ. გამოცემა 31:20 რა სთქვი, რას იტყვი, არ მესმის, არცა მცალს სმენად ამისად,
სიკვდილი მახლავს ხელქმნილსა, სიცოცხლე არის წამისად;
აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად,
მუნ მეცა მივალ, ცრემლისა, მიწად, სად გამდის ლამი, სად.
VTA:[888]
2008 წ. გამოცემა 31:21 ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი, ხელი ვითა იქს ბრძნობასა!
ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა;
ვარდი ვერ არის უმზეოდ; იყოს, დაიწყებს ჭნობასა;
მაწყენ, დამეხსენ, არა მცალს, არცაღა ვახლავ თმობასა“.
VTA:[889]
2008 წ. გამოცემა 31:22 კვლა ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალფერითა,
ეტყვის: „რა მოჰკვდე, გერგების სიტყვითა რა ოხერითა?
ნუ იქ, არა სჯობს, საქმითა ნუ ხარ თავისა მტერითა!“
ვერ წაიყვანა, ვერა ქმნა სიტყვითა, ვერა, ვერითა.
VTA:[890]
2008 წ. გამოცემა 31:23 მერმე უთხრა: „აჰა, რათგან არ მომისმენ არას, არა,
აღარ გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცთარა;
თუ სიკვდილი გიჯობს, მოკვე, ვარდი დაჭნეს, და-ცა-მჭნარა!
ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ!“ – ცრემლი ამდუღარა.
VTA:[891]
2008 წ. გამოცემა 31:24 „სადა ინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა,
მას მოვეშორვე, წამოვე სიჩქარით, არ სიწყნარითა;
ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა,
შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა?
VTA:[892]
2008 წ. გამოცემა 31:25 ნუ გამგზავნი გულმოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი,
ერთხელ შეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთამხდელი,
ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი;
მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქმნას შენი საქადელი!“
VTA:[893]
2008 წ. გამოცემა 31:26 ეხვეწებოდა: „შეჯეო“, აჯას ხვეწნითა არვებდა,
იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა.
ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა,
დაიმორჩილა, ეამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.
VTA:[894]
2008 წ. გამოცემა 31:27 ცხადად უთხრა: „შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა“.
მან მოჰგვარა, წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა;
მინდორთაკენ წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა;
ხანი წავლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა.
VTA:[895]
2008 წ. გამოცემა 31:28 შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა,
მისთვის სძრვიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწისფერთა,
მისი სმენა გააყმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა;
მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა.
VTA:[896]
2008 წ. გამოცემა 31:29 რა შეატყო მოჯობება მან, სევდისა მუფარახმან,
გაანათლა პირი ვარდი სიხარულმან დაუსახმან,
ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვა-ახმან,
ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან.
VTA:[897]
2008 წ. გამოცემა 31:30 შე-რასმე-ჰყვეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არმალული:
„ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული:
ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული,
რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე სული“.
VTA:[898]
2008 წ. გამოცემა 31:31 მან უთხრა: „სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა!
ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა,
მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა.
არსასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა“.
VTA:[899]
2008 წ. გამოცემა 31:32 ავთანდილ უთხრა: „ვლამოდი მართ მაგისსავე თქმევასა;
აწ რათგან გითქვამს, პასუხსა გკადრე და ნუ მეჭვ თნევასა:
სჯობს ასმათისა არლევა მაგა სამხრისა ლევასა,
ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.
VTA:[900]
2008 წ. გამოცემა 31:33 სამხრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი,
უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი, ცნობილი;
აღარად გინდა ასმათი – ნახე მართალი ბრჭობილი! –
პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი დობილი.
VTA:[901]
2008 წ. გამოცემა 31:34 თქვენ შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა,
თქვენი შემყრელი, მსახური, შენგან ღირსქმნილი ხმობისა,
მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა,
გლახ, დაგიგდია, არ ნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა!“
VTA:[902]
2008 წ. გამოცემა 31:35 მან უბრძანა: „რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტისმეტად:
საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად;
მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად,
რათგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა რეტად“.
VTA:[903]
2008 წ. გამოცემა 31:36 დამორჩილდა. გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი.
ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი:
კბილნი – ვითა მარგალიტნი, ბაგე – ვარდი ნაპობარი.
გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.
VTA:[904]
2008 წ. გამოცემა 31:37 ამას ეტყვის: „შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა,
მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა;
არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა:
არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?
VTA:[905]
2008 წ. გამოცემა 31:38 არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების!
არ თუ იცი, უგანგებოდ არათ კაცი არ მოკვდების;
მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების.
ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების“.
VTA:[906]
2008 წ. გამოცემა 31:39 მოახსენა: „ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს, –
გონიერთა მწვრთელი უყვარს, უგუნურთა გულსა ჰგმირდეს, –
მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავსძლო, მეტისმეტი რა მიმჭირდეს!
შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?
VTA:[907]
2008 წ. გამოცემა 31:40 ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების,
მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, და-ცა-შრტების;
რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების,
თავიდაღმა რად არ იცი, გული ჩემი რაგვარ დნების!“
VTA:[908]
2008 წ. გამოცემა 32:1 რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა,
მერმეღა გაბრჭე მართალი მაგა გულითა ბრძენითა;
შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა,
ქვაბს ვეღარ გავსძლე მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.
VTA:[909]
2008 წ. გამოცემა 32:2 იმა ქედსა გარდავადეგ, შამბნი ისი მომეარნეს;
ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს,
ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს,
მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.
VTA:[910]
2008 წ. გამოცემა 32:3 პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს:
თითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დარიდნეს;
გამორიდა ვეფხმან გული, – დედათამცა განა რიდნეს! –
ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.
VTA:[911]
2008 წ. გამოცემა 32:4 ლომსა დაუგმე ნაქმარი, ვარქვი: «არა ხარ ცნობასა,
შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!»
ხრმალგამოწვდილი გაუხე, მივეც ლახვართა სობასა,
თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა.
VTA:[912]
2008 წ. გამოცემა 32:5 ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა;
მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა;
მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა,
ვეღარ გაუძლე, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.
VTA:[913]
2008 წ. გამოცემა 32:6 რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე,
გავგულისდი, მოვიქნიე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე;
მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე;
სულნი სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს, თუ ცრემლსა ვღვრიდე!
VTA:[914]
2008 წ. გამოცემა 32:7 აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა;
სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რას გიკვირდა!
სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა“.
ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქვნა, ა-ცა-ტირდა.
VTA:[915]
2008 წ. გამოცემა 32:8 ავთანდილცა მას თანავე ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა;
უთხრა: „დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი, და-!
ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა;
თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.
VTA:[916]
2008 წ. გამოცემა 32:9 სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანავღლებს,
მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს;
მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს,
გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს“.
VTA:[917]
2008 წ. გამოცემა 33:1 იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს;
რა ასმათმან დაინახა, განაღამცა გაეხარნეს!
მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს,
აკოცეს და ა-ცა-ტირდეს, კვლა ცნობანი ააჩქარნეს.
VTA:[918]
2008 წ. გამოცემა 33:2 ასმათ თქვა: „ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა,
შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა;
გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არსაქებელო სმენითა!
დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!“
VTA:[919]
2008 წ. გამოცემა 33:3 ტარიელ ეტყვის: „ჰე, დაო, მით ცრემლი აქა მდინია,
საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია,
ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია.
ვაჲ შენი ბრალი, დავ, თვარა სიკვდილი ჩემი ლხინია!
VTA:[920]
2008 წ. გამოცემა 33:4 სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი?
მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი!
უწყალობა ჰკლავს, წყალი სდის, აროდეს არ გახმობილი!
ვაჲ, წახდა ვარდი პობილი, ვაჲ, მარგალიტი წყობილი!“
VTA:[921]
2008 წ. გამოცემა 33:5 ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი;
იტყვის: ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი?
შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი,
გითხრამცა ვინ, რა მჭირს, ანუ რა ცეცხლი მწვავს, რაგვარ ცხელი!
VTA:[922]
2008 წ. გამოცემა 33:6 ვარდი ამას ვით იაზრებს: მზე მომშორდეს, არ დავჭნეო,
ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო?
გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო,
ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო“.
VTA:[923]
2008 წ. გამოცემა 33:7 სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა;
ასმათი შეჰყვა, შევიდა, ცეცხლი მათებრვე ჰგზებოდა,
დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა;
ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.
VTA:[924]
2008 წ. გამოცემა 33:8 წვადი შეიწვეს, შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა,
მუნ უპურობა – პურობა, არ სიდიადე ჯამისა,
მას შეეხვეწნეს: „ჭამეო“, ძალი არ ჰქონდა ჭამისა,
გასცოხნის, ლუკმა გასტყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.
VTA:[925]
2008 წ. გამოცემა 33:9 ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს!
მან გაუგონოს, რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს,
ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს.
დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.
VTA:[926]
2008 წ. გამოცემა 33:10 მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი,
იუბნეს და გააცხადნეს თავის-თავის მათნი ჭირნი.
რა გათენდა, კვლა დაიწყეს საუბარნი სიტყვახშირნი;
ერთმანერთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი.
VTA:[927]
2008 წ. გამოცემა 33:11 ტარიელ ეტყვის: „რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა?
რაცა შენ ჩემთვის გიქნია, ღმერთი მზღველია ვალისა;
კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა,
არ დაივიწყე მოყვრობა მოყვრისა წამავალისა.
VTA:[928]
2008 წ. გამოცემა 33:12 აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა;
მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა,
ვერ დამშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა.
წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით-ა.
VTA:[929]
2008 წ. გამოცემა 33:13 ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად,
ვისცა გესმის გაიგონეთ, მით გაჭრილ ვარ ხელი ველად.
რაცა მართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად,
აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად“.
VTA:[930]
2008 წ. გამოცემა 33:14 ავთანდილ ეტყვის: „რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა?
შენვე სთქვი, ეგე სიტყვაა კაცისა ბრძნად სწავლულისა?!
ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა?
იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!
VTA:[931]
2008 წ. გამოცემა 33:15 ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით,
აღარ შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით!
სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გასჭვრიტეთ, გაიცადენით,
თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს, მე სულნი ამომხადენით!
VTA:[932]
2008 წ. გამოცემა 33:16 ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია!
ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია!
ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია,
რასცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია.
VTA:[933]
2008 წ. გამოცემა 33:17 თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად;
ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენ წინაშე წამოსავლად,
მოვახსენე: «რათგან ჩემი შეუქმნია გული ავლად,
არას ვარგებ, არ დავდგები, სხვა ვიუბნო რაღა მრავლად?»
VTA:[934]
2008 წ. გამოცემა 33:18 მან მიბრძანა: «მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად,
შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად».
მისით კითხვით წამოსრულ ვარ, არ მთრვალურად, არ მახმურად,
აწ შევიქცე, რა უამბო, რად მოვეო ჯაბანხრდლურად?
VTA:[935]
2008 წ. გამოცემა 33:19 მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი:
მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი;
ვერას ვერა იქს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი.
შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!
VTA:[936]
2008 წ. გამოცემა 33:20 სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა,
გწადდეს – გულითა ბრძენითა, გწადდეს – ცნობითა შმაგითა,
მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა,
ოდენ გამაგრდი, არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.
VTA:[937]
2008 წ. გამოცემა 33:21 ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსსა
აქავ ქვაბსა მომნახევდი მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა;
ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდიეფსა,
ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითარცა ძაღლი ყეფსა.
VTA:[938]
2008 წ. გამოცემა 33:22 ამა დროსა გარდავსცილდე, აქავ ქვაბსა არ მოვიდე,
ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვე კიდე;
ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე,
მაშინ გწადდეს – იხარებდი, გწადდეს – ჭმუნვა გაადიდე.
VTA:[939]
2008 წ. გამოცემა 33:23 აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი!
მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი;
არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი,
არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი“.
VTA:[940]
2008 წ. გამოცემა 33:24 მან უბრძანა: „აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამეტადდეს,
არ მომისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს;
თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს,
ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.
VTA:[941]
2008 წ. გამოცემა 33:25 არ დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა;
ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა;
შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქ, მრჯის რაზომ გინდა ხელობა,
უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, არ დია დღეთა გრძელობა!“
VTA:[942]
2008 წ. გამოცემა 33:26 საუბარი გარდასწყვიდეს, დააპირეს ესე პირი;
ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თითო მოკლეს ველს ნადირი;
შემოიქცეს, აატირეს გული, კვლაცა ანატირი,
ხვალ გაყრისა გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი.
VTA:[943]
2008 წ. გამოცემა 33:27 ლექსთა მკითხველო, შენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია!
გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?!
მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკლველია,
ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე რაგვარ ძნელია!
VTA:[944]
2008 წ. გამოცემა 33:28 დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს,
ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს;
სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს,
მათ ლომთა, მიწყივ მხეცქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს.
VTA:[945]
2008 წ. გამოცემა 33:29 ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი,
ასმათ ტირს, მოსთქვამს: „ჰე, ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი!
მზემან დაგწვნა და გაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი,
ვაჲ, ჭირნი ჩემნი ეზომნი, ვაჲ, სიცოცხლისა თმენანი!“
VTA:[946]
2008 წ. გამოცემა 33:30 მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს,
ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს,
არ გაიყარნეს მას ღამე, კვლა ცეცხლი გაიზიარეს,
ერთმანერთისა შორს ყოფა იტირეს, იმგლოვიარეს.
VTA:[947]
2008 წ. გამოცემა 33:31 ტარიელს ეტყვის ავთანდილ, რუ გახმა ცრემლთა დენისა:
„რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა?
მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა,
აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმადფიცისა შენისა“.
VTA:[948]
2008 წ. გამოცემა 33:32 ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა,
მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა:
„აღმოსავლითკენ წადიო, პირსა იარე ზღვისასა,
თუ ნახო, ჩემი უამბვე, გკითხავს ამბავსა ძმისასა“.
VTA:[949]
2008 წ. გამოცემა 33:33 თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა,
სვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფერობდა მათსა ჭირსა;
მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა.
ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.
VTA:[950]
2008 წ. გამოცემა 33:34 ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვინეს;
მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინეს;
თვალთათ, ვითა წყაროს თვალი, ცრემლი ველთა მოადინეს,
დიდხან დგანან შეჭედილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს.
VTA:[951]
2008 წ. გამოცემა 33:35 გაიყარნეს ტირილით და პირსა ხოკით, თმათა გლეჯით,
ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით;
ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით.
იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მისით ღრეჯით.
VTA:[952]
2008 წ. გამოცემა 34:1 ვაჲ, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.
VTA:[953]
2008 წ. გამოცემა 34:2 ავთანდილ მისი გაყრილი ტირს, მისწვთომია ხმა ცამდის,
იტყვის, თუ: „ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია, კვლაცა მდის;
აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა და-ც-ამდის.
კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის“.
VTA:[954]
2008 წ. გამოცემა 34:3 ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა;
ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა;
კვლა თინათინის გონება ავსებს უფრორე ჭირითა;
ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა.
VTA:[955]
2008 წ. გამოცემა 34:4 ვარდი ჭნებოდა, ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა;
ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა;
გამაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდა;
იტყვის, თუ: „ბნელი რას მიკვირს, რათგან დამაგდე, მზეო, და-!“
VTA:[956]
2008 წ. გამოცემა 34:5 მზესა ეტყვის: „მზეო, გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად,
შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთად და ბარად;
ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არდამცთარად,
მაგრა ჩემი რად დააგდე გული ცივად, გაუმთბარად?
VTA:[957]
2008 წ. გამოცემა 34:6 თუ ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს,
მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს?
მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ იტკივნებს;
წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს ანუ გაამსივნებს“.
VTA:[958]
2008 წ. გამოცემა 34:7 მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა:
„აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა,
ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა,
მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!
VTA:[959]
2008 წ. გამოცემა 34:8 მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,
გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა,
შემომყარე კაეშნისა ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა,
მას უთხარ, თუ: «ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა».
VTA:[960]
2008 წ. გამოცემა 34:9 ჰე, მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა, ბრჭესა ღმრთულსა,
მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა;
ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!
მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?
VTA:[961]
2008 წ. გამოცემა 34:10 მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,
შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა,
მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა!
რაგვარ გასრულ ვარ, შენ იცი, გული აღარას ლხენით-ა.
VTA:[962]
2008 წ. გამოცემა 34:11 მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,
ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა;
შენ დააშვებენ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა,
ვისმე ჩემებრსა დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა.
VTA:[963]
2008 წ. გამოცემა 34:12 ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა:
მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა;
დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა,
კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა, წვრილსა ვითა თმასა.
VTA:[964]
2008 წ. გამოცემა 34:13 მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები,
მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები;
მას უამბვენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ რაგვარ ვბნდები,
მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები.
VTA:[965]
2008 წ. გამოცემა 34:14 აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან:
მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან,
მთვარე, ასპიროზ, მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან,
მას გააგონნენ, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან“.
VTA:[966]
2008 წ. გამოცემა 34:15 აწ გულსა ეტყვის: „ვითამცა გდის, ცრემლი არ გაგხმობია,
რას გარგებს მოკლვა თავისა? ეშმა ძმად თურე გძმობია;
მეც ვიცი, ჩემსა ხელმქნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია,
მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!
VTA:[967]
2008 წ. გამოცემა 34:16 თუ დავრჩეო, ესე მიჯობს, – სიცოცხლისა იტყვის თუსა, –
ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა“.
მიიმღერის ხმასა ტკბილსა, არ დასწყვედდის ცრემლთა რუსა,
მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა.
VTA:[968]
2008 წ. გამოცემა 34:17 რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,
მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,
ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან;
იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.
VTA:[969]
2008 წ. გამოცემა 35:1 ყმა მტირალი სამოცდათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა;
შორით ნახა, მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა;
მოიცადნა, ჰკითხა: „ვინ ხართ, თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა,
ეს სამეფო ვისი არის, ან მორჩილობს ვისსა ხმასა?“
VTA:[970]
2008 წ. გამოცემა 35:2 მათ მოახსენეს: „ტურფაო სახით და ანაგებითა,
გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა;
აქამდის ზღვარი თურქთაა, მოზღვრე ფრიდონის ზღვრებითა;
ჩვენცა ვისნი ვართ, გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა.
VTA:[971]
2008 წ. გამოცემა 35:3 ნურადინ-ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა,
მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხლტომი ცხენისა;
ვნება არავის არ ძალუც მის მზისა ოდნად მშვენისა,
იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა მფენისა“.
VTA:[972]
2008 წ. გამოცემა 35:4 ყმამან უთხრა: „ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე;
მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე,
რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე?“
მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს გზამდის კიდე.
VTA:[973]
2008 წ. გამოცემა 35:5 მოახსენეს: „ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი,
მუნ დაგხვდების მეფე ჩვენი მშვილდფიცხელი, მახვილხრმალი;
აქადაღმა ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო, ფერად ლალი;
ვაჲ, რად დაგვწვენ, უცხოსუცხო რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი!“
VTA:[974]
2008 წ. გამოცემა 35:6 ყმამან უთხრა: „მიკვირს, ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულმოკლულნი,
ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერნაკლულნი!
თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვსხედით, არ საპყრულნი!
ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი“.
VTA:[975]
2008 წ. გამოცემა 35:7 იგი წავიდეს; დაბრუნდა ყმა გზასა თავისწინასა,
ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული – რკინასა;
მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქვამს მისსავე ლხინასა,
ნარგისნი ქუხან, ცრემლსა სწვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა.
VTA:[976]
2008 წ. გამოცემა 35:8 ვინცა გზას ნახნის, უცხონი, მსახურებდიან, ჰყმობდიან,
მოეხვივნიან საჭვრეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან,
ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან,
გზის ყოლაუზი მისციან, ჰკითხის რა, უამბობდიან.
VTA:[977]
2008 წ. გამოცემა 35:9 მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა;
მინდორს ნახა სპა, ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა,
ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა,
ისრიან და იზახიან, მხეცსა სჭრიან ვითა მჭელსა.
VTA:[978]
2008 წ. გამოცემა 35:10 კაცი ემთხვია; მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა,
უბრძანა: „ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა?“
მან უთხრა: „ფრიდონ ხელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა,
იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა“.
VTA:[979]
2008 წ. გამოცემა 35:11 მათ ლაშქართაკენ წავიდა მით უსახოთა ქცევითა,
გამხიარულდა; შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა!
მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა,
ნახვა მჭვრეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს რხევითა.
VTA:[980]
2008 წ. გამოცემა 35:12 მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა;
ყმამან ცხენი შეუტევა, გაამაყდა, არ შეშინდა,
შესტყორცა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა.
გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა.
VTA:[981]
2008 წ. გამოცემა 35:13 იგი რა ნახეს, მესროლნი სროლასა მოეშლებოდეს,
ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს,
იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს,
ვერცა ჰკადრებდეს, „ვინ ხარო“, ვერცა რას ეუბნებოდეს.
VTA:[982]
2008 წ. გამოცემა 35:14 მინდორსა შუა გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა;
ღირსი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ხლებოდა;
მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა.
ფრიდონს უკვირდა, „რა ქმნესო“, მისთა სპათათვის წყრებოდა.
VTA:[983]
2008 წ. გამოცემა 35:15 ფრიდონ მონა გამოგზავნა: „წა, ნახენო ისი სპანი,
რა ქმნეს, ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?“
მონა ფიცხლა მოეგება, ნახა სარო მორჩი – ტანი,
დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.
VTA:[984]
2008 წ. გამოცემა 35:16 ავთანდილ ცნა, თუ: „ისია მოამბვედ ჩემად რებული“.
უთხრა: „არქვი შენს პატრონსა ეს ჩემი დავედრებული:
ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული,
ძმადფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მომგზავრებული“.
VTA:[985]
2008 წ. გამოცემა 35:17 მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამვბისა მისისად,
უთხრა: „მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად;
ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად;
«ვარო ძმა ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად».
VTA:[986]
2008 წ. გამოცემა 35:18 რა „ტარიელ“ მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა,
თვალთათ ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა,
მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა;
შეიყარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა.
VTA:[987]
2008 წ. გამოცემა 35:19 ფიცხლა იგი ქედი ჩავლო, ჩაეგება ფრიდონ წინა;
რა შეხედნა, მან ესე თქვა: „თუ არ მზეო, ისი ვინ-ა?“
მას მეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა;
ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქვევინა.
VTA:[988]
2008 წ. გამოცემა 35:20 მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდონ;
თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ;
რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ,
მომკალ, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა, ანუ ყიდონ.
VTA:[989]
2008 წ. გამოცემა 35:21 ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვით, ვინ, ეგებიან!
მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტნი არ მიხვდებიან;
მზე უჩინოიქს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან,
დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან.
VTA:[990]
2008 წ. გამოცემა 35:22 ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა.
დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სვრასა;
ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქით-აქათ იქმან ჯრასა,
თქვეს: „ასეთი ხორციელი შეუქმნია, ნეტარ, რასა?“
VTA:[991]
2008 წ. გამოცემა 35:23 ყმა ფრიდონს ეტყვის: „ისწრაფვი, ვიცი, ამბვისა თხრობასა,
გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, ვინათგან ლამი ცნობასა,
ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა,
იგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა.
VTA:[992]
2008 წ. გამოცემა 35:24 მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით,
დიდი სპასპეტი, სახელად მიხმობენ ავთანდილობით,
ძე დიდებულთა დიდგვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით,
საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.
VTA:[993]
2008 წ. გამოცემა 35:25 დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა;
მინდორს ვნახეთ ტარიელი, ცრემლთა ღვრიდა, ველთა რწყვიდა,
გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა,
ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა.
VTA:[994]
2008 წ. გამოცემა 35:26 მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა;
მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა,
ზოგსა მხარ-თეძო დალეწა და ზოგსა სული ჰხდებოდა;
მუნღა ცნეს, ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა.
VTA:[995]
2008 წ. გამოცემა 35:27 მათ სპათაგან ვერშეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა,
თვით შესხდეს და შეუტევეს ამაყთა და არას მკრთალთა.
რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა,
ცხენსა მისცნა სადევენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.
VTA:[996]
2008 წ. გამოცემა 35:28 ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა.
მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა.
მე ვეღარ გავსძლე მისისა ამბვისა არდასტურობა,
გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა.
VTA:[997]
2008 წ. გამოცემა 35:29 იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი.
მათ მასწავლეს, ხატაელნი ვნახენ მისგან დაკოდილი;
ვპოვე ვარდი მოყვითანე, შუქმკრალი და ფერმიხდილი,
შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.
VTA:[998]
2008 წ. გამოცემა 35:30 ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია;
მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია;
მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არახალ-არახლებია,
ვაჲ მართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია.
VTA:[999]
2008 წ. გამოცემა 35:31 ქალი მარტო ქვაბსა შიგან ზის მტირალი, ცრემლნაწთომი;
ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი,
მიართვამს და აგრე არჩენს იგი ერთგან ვერდამდგომი,
მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.
VTA:[1000]
2008 წ. გამოცემა 35:32 მე, უცხოს, უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა,
მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა.
რა ჭირნი დასთმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა,
ჰკლავს სურვილი და ვერჭვრეტა მისისა დამმარხველისა.
VTA:[1001]
2008 წ. გამოცემა 35:33 ვითა მთვარე დაუდგომლად იარების, არ დადგების;
მასვე ცხენსა შენეულსა ზის, აროდეს გარდახდების;
არას ნახავს პირმეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების.
ვაჲ მე, მისსა მგონებელსა, ვაჲ მას, ვინცა მისთვის კვდების!
VTA:[1002]
2008 წ. გამოცემა 35:34 მის ყმისა ცეცხლი მედების, დამწვა ცეცხლითა ცხელითა,
შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა;
მომინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა;
შევიქეც, ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.
VTA:[1003]
2008 წ. გამოცემა 35:35 დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა.
დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იზახიან მუნ ვასა;
გამოვიპარე, დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა,
აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქ იქით-აქათ ბრუნვასა.
VTA:[1004]
2008 წ. გამოცემა 35:36 შენი მან მითხრა ამბავი, მისგან ძმობისა შენისა,
აწ მიპოვნიხარ უებრო შენ, საქებელი ენისა;
გამომირჩიე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა,
მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერმჭვრეტთა ამაზრზენისა“.
VTA:[1005]
2008 წ. გამოცემა 35:37 აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა, მის ყმისა ნაუბარითა;
ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა,
გულამოსკვნილნი გულითა ტირან ვერდამთმობარითა,
მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა რწყვენ ტევრთა საგუბარითა.
VTA:[1006]
2008 წ. გამოცემა 35:38 ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა,
ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა.
ფრიდონ ტირს, მოსთქვამს ხმამაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა:
„უხანობა და სიცრუე, ვაჲ, საწუთროსა ფლიდისა!“
VTA:[1007]
2008 წ. გამოცემა 35:39 ფრიდონ მოსთქვამს: „რა შეგასხათ, ვერსაქებო, ვერსათქმელო!
ხმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამხმელო,
მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო, სულთა მდგმელო,
ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო!
VTA:[1008]
2008 წ. გამოცემა 35:40 რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მომძულვებია;
თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მომსურვებია;
შენ უჩემობა ლხინად გიჩს, მე დია მიმჭირვებია,
ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!“
VTA:[1009]
2008 წ. გამოცემა 35:41 ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა;
სული დაიღეს, დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა.
ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა აერფერითა,
მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბურავს გიშრისა ჭერითა.
VTA:[1010]
2008 წ. გამოცემა 35:42 ქალაქს შევიდეს, მუნ დახვდა სრა მოკაზმული სრულითა,
სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა;
მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა!
შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულწასრულითა.
VTA:[1011]
2008 წ. გამოცემა 35:43 შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა, არ ხალვათი:
იქით-აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი;
თვით ორნივე ერთგან დასხდეს; ვითა ვინ თქვას ქება მათი!
ბროლ-ბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი.
VTA:[1012]
2008 წ. გამოცემა 35:44 დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა,
უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მზახალი მზახალსა,
მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ-ახალსა,
მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა, გლახ, ალსა.
VTA:[1013]
2008 წ. გამოცემა 35:45 მას დღე სვეს, ჭამეს, გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა.
გათენდა, ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა,
შესამოსელი შემოსეს დრაჰკნისა ბევრათასისა,
შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.
VTA:[1014]
2008 წ. გამოცემა 35:46 ყმამან დაყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა სთმობდა,
ფრიდონს თანა ნადირობას გავიდის და თამაშობდა,
სწორად ჰხოცდა შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყრობდა,
მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა.
VTA:[1015]
2008 წ. გამოცემა 35:47 ყმა ფრიდონს ეტყვის: „გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები:
მე შენი გაყრა სიკვდილად მიჩს და მით თავსა ვევნები,
მაგრა არა მცალს დღეკრულსა, ცეცხლი მწვავს მოუთმენები,
გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიც, დია დავეყენები.
VTA:[1016]
2008 წ. გამოცემა 35:48 მართალა, შენი გამყრელი თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა,
დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა;
დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქს, თავსა სწვრთიდესა;
სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა“.
VTA:[1017]
2008 წ. გამოცემა 35:49 ფრიდონ უთხრა: „დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის;
ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის;
წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემხობის,
მაგრა თქვი, თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის!
VTA:[1018]
2008 წ. გამოცემა 35:50 ამას გკადრებ, არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი;
თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ, იახლენი,
აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი, ერთი ცხენი.
არ წაიტან, გაირჯები ღაწვი ვარდი, ცრემლთა მდენი“.
VTA:[1019]
2008 წ. გამოცემა 35:51 მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა,
სრული აბჯარი საკაცო ქაფითა, საბარკულითა,
სამოცი ლიტრა წითელი აწონით არნაკლულითა,
ერთი ტაიჭი უებრო მით უნაგრითა სრულითა.
VTA:[1020]
2008 წ. გამოცემა 35:52 ერთსა ჯორსა წვივმაგარსა საგებელი აუკიდა;
წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მასთანავე გამოვიდა.
აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა,
მოსთქვამს: „თუმცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა“.
VTA:[1021]
2008 წ. გამოცემა 35:53 ზარი მის ყმისა წასლვისა გახდა, მიეცნეს წუხილსა,
მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა თუ ხილსა;
ხმა ზახილისა მათისა ჰგვანდა აერთა ქუხილსა.
იტყოდეს: „მზესა მოვშორდით, მო, თვალნი მივსცნეთ წუხილსა!“
VTA:[1022]
2008 წ. გამოცემა 35:54 ქალაქი გავლეს, მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა,
მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა,
მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა,
ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა:
VTA:[1023]
2008 წ. გამოცემა 35:55 „აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა,
კბილთეთრი, ბაგებალახში, სახედავითა შავითა;
ცხენი გავქუსლე, გავაგე წაგვრა ხრმლითა და მკლავითა,
შორს მნახეს, ადრე გამექცეს, ნავი მფრინველი ჩნდა ვითა“.
VTA:[1024]
2008 წ. გამოცემა 35:56 მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი,
აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი,
გაიყარნეს გაუყრელნი ძმადფიცნი და ვითა ძმანი,
ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, შემხედველთა მკლველი ტანი.
VTA:[1025]
2008 წ. გამოცემა 36:1 ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა.
არს თინათინის გონება მისად სალხენლად გულისა;
იტყვის: „მოგშორდი, სიცრუე, ვაჲ, საწუთროსა კრულისა!
შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა.
VTA:[1026]
2008 წ. გამოცემა 36:2 რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირსა სამსალებისა,
რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა?
არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა,
შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა“.
VTA:[1027]
2008 წ. გამოცემა 36:3 ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა,
წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა,
დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა,
ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა.
VTA:[1028]
2008 წ. გამოცემა 36:4 სადაცა ნახნის, ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი,
ჰკითხის მის მზისა ამბავი; დღენი ვლნა გაასებულნი.
ქედსა გარდადგა, აქლემნი აუჩნდეს ლარკიდებულნი.
მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს, დაყმუნვებულნი.
VTA:[1029]
2008 წ. გამოცემა 36:5 მუნ ქარავანი ურიცხვი იდგა მის ზღვისა კიდესა.
შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს, ვერცა ვლიდესა.
ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა,
ჰკითხა, თუ: „ვინ ხართ, ვაჭარნო?“ – მათ საუბარი ჰკიდესა.
VTA:[1030]
2008 წ. გამოცემა 36:6 უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი.
მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი.
ჰკადრეს: „მზეო, სიცოცხლე და შენ ამოჰხე ჩვენი მლხენი,
ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი“.
VTA:[1031]
2008 წ. გამოცემა 36:7 გარდახდა. ჰკადრეს: „ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი,
მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისმან მაჭარნი,
ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გამონაჭარნი,
საქონელსრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვქონან ნაჭარნი.
VTA:[1032]
2008 წ. გამოცემა 36:8 ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე,
უშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე;
ვკითხეთ, თუ: «ვინ ხარ, ღარიბო, რასა საქმისა მდებარე?»
გვითხრა: «თუ შეხვალთ, დაგხოცენ; კიდე ცოცხალ ვარ მე ბარე?!»
VTA:[1033]
2008 წ. გამოცემა 36:9 თქვა: «ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა,
ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალფერითა,
მუნ მეკობრეთა დაგვხოცნეს ძელ-სახნისისა წვერითა;
ყველაი წახდა, არ ვიცი, აქა მოსრულ ვარ მე რითა!»
VTA:[1034]
2008 წ. გამოცემა 36:10 ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა,
დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არსაზომისა;
შევიდეთ, ვაჲ თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა,
ვერცა ვდგათ, ვერცა წასრულ ვართ, ღონე წაგვსლვია რჩომისა“.
VTA:[1035]
2008 წ. გამოცემა 36:11 ყმამან უთხრა: „ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცთების!
რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების;
მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, შემოვისხამ, და-ცა-მწვთების,
ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების“.
VTA:[1036]
2008 წ. გამოცემა 36:12 მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა,
თქვეს: „ყმა ვინმეა ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდითა,
აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა“.
შევიდეს, ჩასხდეს ხომალდსა, გამართეს ზღვისა კიდითა.
VTA:[1037]
2008 წ. გამოცემა 36:13 სიამოვნისა დარითა იარეს, არ სიძნელითა.
მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა.
გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა,
მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა.
VTA:[1038]
2008 წ. გამოცემა 36:14 კიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა;
შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა;
ყმამან უთხრა: „ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა,
ანუ დავჰხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღეს-ა.
VTA:[1039]
2008 წ. გამოცემა 36:15 უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი;
განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი;
ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი.
ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.
VTA:[1040]
2008 წ. გამოცემა 36:16 თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,
შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;
მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი!
მეკობრისა ნავისანი სისხლნი ნახნეთ მონაღვარნი“.
VTA:[1041]
2008 წ. გამოცემა 36:17 ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა.
მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა;
ნავისა თავსა გულითა წადგა შიშშეუვალითა,
ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა.
VTA:[1042]
2008 წ. გამოცემა 36:18 კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა,
აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა;
ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თურე კრთებოდა,
კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, სხვით არათ არ მოსტყდებოდა.
VTA:[1043]
2008 წ. გამოცემა 36:19 ძელი მოსტყდა და ავთანდილ დარჩა ნავდაულეწელი;
შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი;
ვეღარ გარდესწრნეს, გარდუხლტა მტერთა მი და მო მლეწელი;
არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი.
VTA:[1044]
2008 წ. გამოცემა 36:20 მათ ლაშქართა გულუშიშრად ასრე ჰხოცდა, ვითა თხასა;
ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა;
ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა;
დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.
VTA:[1045]
2008 წ. გამოცემა 36:21 გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა.
ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: „ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!“
არ დახოცნა, დაიმონნა, დარჩომოდა რაცა წყლულსა.
მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქს სიყვარულსა“.
VTA:[1046]
2008 წ. გამოცემა 36:22 კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი!
არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!
დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი,
ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი.
VTA:[1047]
2008 წ. გამოცემა 36:23 მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა,
ნავი ნავსა შეატყუბა, ქარავანსა დაუზახნა.
უსამ ნახა მხიარულმან, – გაეხარნეს, არ იახნა,
ჰკადრა ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა.
VTA:[1048]
2008 წ. გამოცემა 36:24 ავთანდილის მაქებელთა ათასიმცა ენა ენდა,
ვერცა მათ თქვან, ნაომრობა რაგვარ ტურფად დაუშვენდა;
ქარავანმან იზრიალა, თქვეს: „უფალო, მადლი შენდა!
მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა“.
VTA:[1049]
2008 წ. გამოცემა 36:25 მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა, პირსა, ფერხთა, ხელსა;
ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა, –
მისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა, –
„შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა“.
VTA:[1050]
2008 წ. გამოცემა 36:26 ყმამან უთხრა: „მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხადსა,
ვისგან ძალნი ზეციერნი გააგებენ აქა ქმნადსა,
იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა;
ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი ჯერა მოწევნადსა.
VTA:[1051]
2008 წ. გამოცემა 36:27 ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნია სისხლი თქვენი.
მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი; თავით ჩემით რამცა ვქმენი?
აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულენ, რაცა ვთქვენი;
ნავი სრულად საქონლითა მომიღია, ვითა ძღვენი“.
VTA:[1052]
2008 წ. გამოცემა 36:28 ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გამარჯვებოდეს,
ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანახლებოდეს,
მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს,
შვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს.
VTA:[1053]
2008 წ. გამოცემა 36:29 იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს, არ ახვალეს,
მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს!
მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს;
დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს.
VTA:[1054]
2008 წ. გამოცემა 36:30 ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა:
„შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენ ვიცით ჩვენი ფრდილობა;
რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა,
რასაცა მოგვცემ, გვიბოძე, გვიქნია აქა ყრილობა“.
VTA:[1055]
2008 წ. გამოცემა 36:31 ყმამან შესთვალა: „ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია,
ღმერთსა შეესმა, ნაკადი რაცა თქვენ თვალთა გდენია,
მან დაგარჩინნა; მე რა ვარ? მე, გლახ, რა მომილხენია!
რა გინდა მომცეთ, რას ვაქნევ? მე ვარ და ჩემი ცხენია!
VTA:[1056]
2008 წ. გამოცემა 36:32 მე თუმცა რაცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი,
ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ-საგებელი;
რას ვაქნევ თქვენსა რას გინდა? ოდენ ვარ თანამხლებელი;
სხვაგან რამე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი.
VTA:[1057]
2008 წ. გამოცემა 36:33 აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი,
რაცა ვის გინდა, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი,
ერთსა ვიაჯი, მააჯეთ სააჯო არსაკრძალავი:
საქმე რამე მიც თქვენშიგა თავისა დასამალავი.
VTA:[1058]
2008 წ. გამოცემა 36:34 ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა,
თვით თავადია ჩვენი-თქვა, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა.
მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა;
თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა!“
VTA:[1059]
2008 წ. გამოცემა 36:35 ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია;
მოვიდეს და თაყვანისსცეს, ჰკადრეს: „ჩვენი იმედია,
რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯია,
მას ვმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია“.
VTA:[1060]
2008 წ. გამოცემა 36:36 მუნით წავიდეს, იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან,
მიხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან;
შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან,
მას მარგალიტსა მას ყმასა, კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან.
VTA:[1061]
2008 წ. გამოცემა 37:1 ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა.
ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა,
გვარად უცხონი ყვავილნი ფერითა ბევრისბევრითა.
მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო მე რითა!
VTA:[1062]
2008 წ. გამოცემა 37:2 მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა;
ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა, დაჯდა სკამითა;
მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა;
იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.
VTA:[1063]
2008 წ. გამოცემა 37:3 მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა ეახლნეს რომელსა,
მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთომელსა;
ავთანდილ უხმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვამცთომელსა:
„ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა?
VTA:[1064]
2008 წ. გამოცემა 37:4 წვრილად მითხარ ყველაკაი, – ყმა მას კაცსა ეუბნების, –
რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?“
ჰკადრა: „ვხედავ, პირი შენი მზისა პირად მემეცნების;
რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.
VTA:[1065]
2008 წ. გამოცემა 37:5 ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა,
თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა;
აქ მოდის ტურფა ყველაი ზღვა-ზღვა ნავითა მავლითა;
მელიქ-სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.
VTA:[1066]
2008 წ. გამოცემა 37:6 აქა მოსლვითა გაყმდების, კაციცა იყოს ბერები;
სმა, გახარება, თამაშა, ნიადაგ არს სიმღერები,
ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები;
ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ-ა მტერები.
VTA:[1067]
2008 წ. გამოცემა 37:7 დიდვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოვებენ:
იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ;
გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრებენ;
უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.
VTA:[1068]
2008 წ. გამოცემა 37:8 მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა;
ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა, –
თვით ესე ბაღი მისია, თქვენი სადგომი დღესისა, –
პირველ მას მართებს ჩვენება ყოვლისა უტუფესისა.
VTA:[1069]
2008 წ. გამოცემა 37:9 რა შემოვლენ დიდვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან,
უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან;
უტურფესთა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან,
მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.
VTA:[1070]
2008 წ. გამოცემა 37:10 თქვენებრთა საბატიოთა მას მართებს გამოსვენება;
დამყენებელთა უბრძანებს, მართებდეს ვის დაყენება.
აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება!
გამოგებვა და წაყვანა მას მართებს, თქვენი ქენება.
VTA:[1071]
2008 წ. გამოცემა 37:11 ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი,
პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი;
მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი;
წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ, დღისი“.
VTA:[1072]
2008 წ. გამოცემა 37:12 ავთანდილ უთხრა: „წადიო, აგრე ქმენ, რაცა გწადიან“.
მებაღე მირბის, იხარებს, ოფლნი ქვე მკრდამდის ჩადიან.
ხათუნსა უთხრა ამბავი: „მე ესე დამიქადიან,
ყმა მოვა, მისი მჭვრეტელთა შუქი მზედ გაიცადიან.
VTA:[1073]
2008 წ. გამოცემა 37:13 ვაჭარნი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა,
საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა;
შვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა.
მე მიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა“.
VTA:[1074]
2008 წ. გამოცემა 37:14 ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი,
მოუკაზმნა ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი.
შემოვიდა ღაწვი ვარდი, ბროლ-ბალახში, მინა-სათი;
მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა – თათი.
VTA:[1075]
2008 წ. გამოცემა 37:15 ზარი გახდა, შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად,
იქით-აქათ იჯრებოდეს: „უჭვრიტოთო ამას რულად!“
ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულწასრულად;
მათთა ცოლთა მოიძულვნეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად.
VTA:[1076]
2008 წ. გამოცემა 37:16 ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა,
მხიარულმან უსალამა, სიხარული დაიჩინა;
ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა;
ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შე-ვით-ვატყვე, არ ეწყინა.
VTA:[1077]
2008 წ. გამოცემა 37:17 ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არყმაწვილი, მაგრა მზმელი,
ნაკვთად კარგი, შავგრემანი, პირმსუქანი, არ პირხმელი,
მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი;
დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.
VTA:[1078]
2008 წ. გამოცემა 37:18 მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა.
ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს, თუ: „ვარგა“.
ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაკარგა;
სვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ, გა-.
VTA:[1079]
2008 წ. გამოცემა 37:19 დილასა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა,
ტურფანი სეფედ გარდასხნეს, ფასიცა დაათვლევინა.
ვაჭართა უთხრა: „წაიღეთ, – აჰკიდა, გააწევინა, –
თქვენ ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამამჟღავნებთ, მე ვინა“.
VTA:[1080]
2008 წ. გამოცემა 37:20 ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა.
ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა;
ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბარსა არა მქისსა;
ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისი ვითა ვისსა.
VTA:[1081]
2008 წ. გამოცემა 38:1 სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის:
გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის,
მართ ანაზდათ გიღალატებს, გაჰკვეთს, რაცა დაესობის,
მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის.
VTA:[1082]
2008 წ. გამოცემა 38:2 ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა,
სიყვარული მეტისმეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა.
დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა,
იტყვის: „რა ვქმნა, რა მერგების!“, აწვიმებდა, ცრემლთა ღვრიდა.
VTA:[1083]
2008 წ. გამოცემა 38:3 „მიღმა უთხრა, ვაჲ თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს!
თუ არ უთხრა, რაგვარ გავსძლო, ცეცხლი უფრო გამიხშირდეს.
ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს;
მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!“
VTA:[1084]
2008 წ. გამოცემა 39:1 დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი,
მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი,
მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი, შემარყეველი,
უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი:
VTA:[1085]
2008 წ. გამოცემა 39:2 „ჰე, მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად,
მით შეგქმნა მოშორვებულთა ჭირთა, არ ლხინთა მწადებლად,
ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად,
მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩს, დასაქადებლად.
VTA:[1086]
2008 წ. გამოცემა 39:3 შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან,
ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არ შენ ზედა კრფებიან!
შენი შვენება ყვავილთა აჭნობს, ჩემნიცა ჭნებიან,
სრულად დამწვარ ვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.
VTA:[1087]
2008 წ. გამოცემა 39:4 ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა,
მაგრა რა ვირგო დღეკრულმან, სრულად გავჰყრივარ თმობასა!
გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა,
თუ რას მეწევი, მეწიე, თვარა მივჰხდები ცნობასა!
VTA:[1088]
2008 წ. გამოცემა 39:5 მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს,
ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გაგვიდოდეს,
მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს,
სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს, ნეტარძი, ოდეს!“
VTA:[1089]
2008 წ. გამოცემა 39:6 ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი.
ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა ანუ თვისი;
თქვა: „არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს, ვისსა ვისი,
რომე მიმიჩს სამიჯნურო, რათ ვამსგავსო მე მას ისი!“
VTA:[1090]
2008 წ. გამოცემა 39:7 თქვა: „ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია!
მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია.
უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.
რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!“
VTA:[1091]
2008 წ. გამოცემა 39:8 ესეგვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა;
მერმე იტყვის: „ჩემგან კიდე ჩემი შემწე არავინ-ა;
რასათვისცა გამოჭრილ ვარ, მისი ძებნა რათგან მინა,
რათაცა ვით ვჰპოვებ, მას ვიქ, გულმან სხვამცა რა ისმინა!
VTA:[1092]
2008 წ. გამოცემა 39:9 ისი დიაცი აქა ზის, კაცთა მნახავი მრავალთა,
მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა;
მივჰყვე, მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავ ალთა,
ნუთუ რა მარგოს, მე მისი გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა“.
VTA:[1093]
2008 წ. გამოცემა 39:10 თქვა: „დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა,
აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა;
რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა,
მიჯობს, მივჰყვე, განღა სადმე ვსცნობ საქმესა დამალულსა“.
VTA:[1094]
2008 წ. გამოცემა 39:11 კვლა იტყვის: „ვერვინ ვერას იქს, თუ ეტლი არ მოსთმინდების;
მით, რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების;
ბინდისგვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების;
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წამოდინდების!“
VTA:[1095]
2008 წ. გამოცემა 40:1 მიუწერა: „წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება.
შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება;
შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება.
შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება“.
VTA:[1096]
2008 წ. გამოცემა 40:2 ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე!
მიუწერა: „კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე,
აწ ვიქმნები თავისწინა, აქა მპოვე მარტო სამე,
მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე!“
VTA:[1097]
2008 წ. გამოცემა 40:3 მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა,
შეღამდა და წა-ცა-ვიდა; სხვა ემთხვია მონა გზასა:
„ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა“.
მას ეწყინა, არ დაბრუნდა, თქვა, თუ: „ჰგავსო ეგე რასა!“
VTA:[1098]
2008 წ. გამოცემა 40:4 წვეული აღარ დაბრუნდა კვლა ზევე უკუწვევითა.
ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტოხე ვითა,
დიაცსა წყენა შეატყვა, ნახა შესლვითა, შე, ვითა,
ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.
VTA:[1099]
2008 წ. გამოცემა 40:5 ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი;
შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტანნაკვთიანი,
შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ხრმალდარაკიანი;
დაჰკრთა, რა ნახა ავთანდილ: „ჰგავსო, თუ გზაა კლდიანი“.
VTA:[1100]
2008 წ. გამოცემა 40:6 ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა.
მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა;
უთხრა: „არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა,
გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა!
VTA:[1101]
2008 წ. გამოცემა 40:7 გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად,
მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად:
ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად,
დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!“
VTA:[1102]
2008 წ. გამოცემა 40:8 ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი;
ფატმან შექმნა თავსა ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი,
ცრემლთა მისთა შეეყარნეს, წყაროსაებრ ისმნეს წკარნი;
თქვა: „დამქოლეთ, მოდით, ქვითა, მომადეგით მომაკარნი!“
VTA:[1103]
2008 წ. გამოცემა 40:9 მოსთქვამს: „მოვკალ, ჰაჲჰაჲ, ქმარი, ამოვსწყვიდენ წვრილნი შვილნი,
იავარვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი,
გავეყარე საყვარელთა, ვაჲ, გამზრდელნი, ვაჲ, გაზრდილნი!
ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი“.
VTA:[1104]
2008 წ. გამოცემა 40:10 ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული;
უბრძანა: „რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული?
რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული?
დადუმდი, მითხარ, ვინ იყო ანუ რად საქმედ რებული?“
VTA:[1105]
2008 წ. გამოცემა 40:11 დიაცმან უთხრა: „ჰე, ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა,
ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა;
დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა.
თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა.
VTA:[1106]
2008 წ. გამოცემა 40:12 ესეგვარი დია მიხვდეს სიტყვამცთარსა, ენამეტსა,
ხვაშიადთა ვერმმალავსა, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა;
ვაგლახითა მეწიენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა,
მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.
VTA:[1107]
2008 წ. გამოცემა 40:13 ორისაგან ერთი ქმენით, ამის მეტსა ნურას ლამით:
მო-ვითა-ჰკლავ იმა კაცსა, წადი, მოკალ მალვით ღამით,
მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით!
მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, მო-ვით-გითხრა ცრემლთა ლამით.
VTA:[1108]
2008 წ. გამოცემა 40:14 თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა,
დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე, მი-რითა,
ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა,
თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა“.
VTA:[1109]
2008 წ. გამოცემა 40:15 რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნებაზიარსა,
ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა!
„ამა საქმისა ვერცნობა, – თქვა, – ჩემი სიძუნტე არსა“.
ნუ ეჭვ სულდგმულსა მისებრსა, სხვა არცა მისებრი არსა!
VTA:[1110]
2008 წ. გამოცემა 40:16 ფატმანს უთხრა: „კაცი მომეც მასწავლელად, წინამძღვარად,
გზასა მართლად წამიყვანოს, თვარა მეშვლად მინდა არად;
იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომარად ჩემად დარად,
რაცა უყო, მოგახსენებ, მომიცადე, იყავ წყნარად“.
VTA:[1111]
2008 წ. გამოცემა 40:17 მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად, წა-ცა-მყვანელად,
კვლავე შეჰყივლა: „ვინათგან ცეცხლი აწ ცხელია ნელად,
თუ მო-ვითა-ჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად,
ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად“.
VTA:[1112]
2008 წ. გამოცემა 40:18 ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა;
ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელ-მწვანითა,
ქვეშეთკენ სრითა ტურფითა, კვლა ზედათ ბანისბანითა,
დიდროვანითა, ტურფითა, მრავლითა, თანისთანითა.
VTA:[1113]
2008 წ. გამოცემა 40:19 მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ მას, მისსა წინამძღომელსა;
ხმამდაბლად ჰკადრებს: „ისია სრა მისი, ეძებ რომელსა“.
უჩვენებს, ეტყვის: „ხედაო ბანსა ზე და ქვე მდგომელსა?
იქი წევს ძილად, იცოდი, ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა“.
VTA:[1114]
2008 წ. გამოცემა 40:20 კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას, გლახ, ყმასა.
ყმა გავიდა, გაეპარა, დააგდებდეს ვირე ხმასა,
თითო ხელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცა სულთა ხდასა,
თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტვინი თმასა.
VTA:[1115]
2008 წ. გამოცემა 40:21 იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა;
ხელსისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა;
ვეღარ აესწრა, იდუმალ მოკლა, ვერცა თუ ვცანითა,
ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა.
VTA:[1116]
2008 წ. გამოცემა 40:22 მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია.
ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელს მიწათა გარია,
ზღვათაკენ სარკმლით გასტყორცა, ზღვისა ქვიშათა დარია,
მისთვის არცაღა სამარე, არცა სათხარად ბარია.
VTA:[1117]
2008 წ. გამოცემა 40:23 ხმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა.
წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა!
ესე მიკვირს, სისხლი მათი ასრე ვითა მოიპარა!
რომე წეღან წამოევლო, გზა იგივე წაიარა.
VTA:[1118]
2008 წ. გამოცემა 40:24 რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი,
უბრძანა: „მოვკალ, მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი,
თვით მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი,
აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს სისხლიანი.
VTA:[1119]
2008 წ. გამოცემა 40:25 აწ მითხარ, თუ: რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად?
რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტისმეტად“.
ფატმან ფერხთა მოეხვია: „არ ღირს ვარო პირსა ჭვრეტად,
გამიმრთელდა გული წყლული, აწყა დავჯე ცეცხლთა შრეტად.
VTA:[1120]
2008 წ. გამოცემა 40:26 მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით;
ლომო, ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით!
ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრევა დავიქადენით,
თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად დაემზადენით“.
VTA:[1121]
2008 წ. გამოცემა 41:1 ამა ქალაქსა წესია, დღესა მას ნავროზობასა
არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;
ყველანი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა,
დიდსა შეიქმან მეფენი პურობა-დარბაზობასა.
VTA:[1122]
2008 წ. გამოცემა 41:2 ჩვენ, დიდვაჭართა, ზედაგვაც დარბაზს მიღება ძღვენისა,
მათ საბოძვრისა ბოძება მართებს მსგავსისა ჩვენისა;
ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა, ებნისა,
მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.
VTA:[1123]
2008 წ. გამოცემა 41:3 ქმარი ჩემი დიდვაჭართა წაუძღვების, უსენ, წინა,
მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არად მინა;
დედოფალსა ძღვენსა უძღვნით, მდიდარი თუ გლახა ვინ-ა,
დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა.
VTA:[1124]
2008 წ. გამოცემა 41:4 დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით;
ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს, ავავსენით, ავივსენით;
ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით,
კვლა დავსხედით გახარებად, უნებურნი არ ვიყვენით.
VTA:[1125]
2008 წ. გამოცემა 41:5 ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გავე ჟამსა,
გავიტანე ხათუნები, – მათი ჭმევა ჩემგან ხამსა, –
მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ხმასა,
ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე-თმასა.
VTA:[1126]
2008 წ. გამოცემა 41:6 იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი, ნატიფად გებულნი,
მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი, ზღვას ზედა წაკიდებულნი,
მუნ შევიტანენ ხათუნნი იგი, ჩემთანა ხლებულნი,
კვლა დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი.
VTA:[1127]
2008 წ. გამოცემა 41:7 ვაჭრის ცოლთა მხიარულმან უმასპინძლე ამოდ, დურად;
სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რამე უგემურად,
რა შემატყვეს, გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად,
მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.
VTA:[1128]
2008 წ. გამოცემა 41:8 უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქციე პირი გზასა,
ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა;
შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა,
მფრინველად ვთქვი ანუ მხეცად, სხვას ვამსგავსე მემცა რასა!
VTA:[1129]
2008 წ. გამოცემა 41:9 მაშორვიდა, ვერად ვიცან; მომეახლა, იყო ნავი;
ორთა კაცთა, ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი;
იქით-აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი,
გამოვიდეს, გამიკვირდა იგი უცხო სანახავი.
VTA:[1130]
2008 წ. გამოცემა 41:10 გამოზიდეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა,
მიიხედნეს, მოიხედნეს, ვინ გვიჭვრეტსო, სადა ვინ-ა,
ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა;
მე იდუმალ ვიხედვიდი, სულღებული ვიყავ შინა.
VTA:[1131]
2008 წ. გამოცემა 41:11 მით ნავიდაღმა მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა,
აჰხადეს, ქალი გარდმოხდა უცხოთა რათმე ტანითა,
თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა,
მზესა სიტურფედ ეყოფის, იყოს მისითა გვანითა.
VTA:[1132]
2008 წ. გამოცემა 41:12 რა მობრუნდა ქალი ჩემკენ, შემოადგეს სხივნი კლდესა,
ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ხმელთა ზესა;
დავიწუხენ თვალნი, ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა,
უკმოვიხაშ კარი, ჩემგან მათი ჭვრეტა ვერა ცნესა.
VTA:[1133]
2008 წ. გამოცემა 41:13 მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი,
უჩვენე: «ხედავთ, ინდოთა ტყვედ ყვანან შუქნი რომელნი?
ჩაეპარენით, ჩაედით წყნარად, ნუ ჩქარად მხლტომელნი,
მოგყიდონ, ფასი მიეცით, რასაცა იყვნენ მნდომელნი.
VTA:[1134]
2008 წ. გამოცემა 41:14 თუ არ მოგცენ, ნუღარ მისცემთ, წაჰგვარეთ და დახოცენით,
მოიყვანეთ ისი მთვარე, ქმენით კარგად, ეცადენით!»
ჩემნი ყმანი ზედადაღმა ჩაეპარნეს, ვითა ფრენით,
დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.
VTA:[1135]
2008 წ. გამოცემა 41:15 მე სარკმელთა გარდავადეგ. რა შევიგენ, არ მოჰყიდეს,
შეუზახენ: «დახოცენით!», დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს;
იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს;
ჩავეგებე, გამოვჰგვარე, ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს.
VTA:[1136]
2008 წ. გამოცემა 41:16 რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა!
ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა მართებს მზესა მზობა!
ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქმნა ნახაზობა!
მე თუ დამწვავს, აჰა, მზა ვარ, აღარ უნდა ამას მზობა!“
VTA:[1137]
2008 წ. გამოცემა 41:17 ესე სიტყვა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი;
ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი;
ერთმანერთი დაავიწყდა, მისთვის გახდეს ვითა ხელნი,
ღვარმან, ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი.
VTA:[1138]
2008 წ. გამოცემა 41:18 მოიტირეს, ყმამან უთხრა: „ნუღარ გასწყვედ, გაასრულე!“
ფატმან იტყვის: „მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე,
გარდუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე,
ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე.
VTA:[1139]
2008 წ. გამოცემა 41:19 ვჰკადრე: «მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა?
იმა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ, პატრონი ცისა ხომთა?»
მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესეზომთა,
ასნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა, მისთა მონაწთომთა.
VTA:[1140]
2008 წ. გამოცემა 41:20 რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა,
გულამოხვინჩვით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა;
ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთათ მოსდის გიშრისა ღარითა;
მისი მჭვრეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა.
VTA:[1141]
2008 წ. გამოცემა 41:21 მითხრა: «შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა,
რას აქნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა!
ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა;
თუ რაცა მკითხო, ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა!»
VTA:[1142]
2008 წ. გამოცემა 41:22 ვთქვი: «უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა:
მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა;
ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა.
რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა?»
VTA:[1143]
2008 წ. გამოცემა 41:23 ავიყვანე იგი პირმზე, ნაქები და ვერ ვთქვი უქი;
სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი,
ჩამოვჰბურე მრავალკეცი სტავრა მძიმე, არსუბუქი;
ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი.
VTA:[1144]
2008 წ. გამოცემა 41:24 მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირმზე ტანით ალვით,
მოუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით;
არვის უთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით,
ერთი ზანგი ვამსახურე; მე შევიდი, ვნახი ხალვით.
VTA:[1145]
2008 წ. გამოცემა 41:25 ვით გიამბო საკვირველი მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა.
დღე და ღამე გაუწვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა!
შევეხვეწი: «დადუმდიო», წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა.
აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაჲჰაჲ ჩემთვის, ვაგლახ მე, ვა!
VTA:[1146]
2008 წ. გამოცემა 41:26 შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები,
შიგან სისხლისა მორევსა ეყრდნის გიშრისა შუბები,
მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები,
შუა ძოწსა და აყიყსა სჭვრის მარგალიტი ტყუბები.
VTA:[1147]
2008 წ. გამოცემა 41:27 ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან,
თუმცა მეკითხა: «ვინ ხარ და ეგრე გასრული – რისაგან?»
მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან,
მას ხორციელი რა გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან!
VTA:[1148]
2008 წ. გამოცემა 41:28 არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა,
მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა,
მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა,
ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.
VTA:[1149]
2008 წ. გამოცემა 41:29 სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა;
ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა,
მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა:
სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე – ნაჭედისა.
VTA:[1150]
2008 წ. გამოცემა 41:30 მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი;
ვერ გავანდვე ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი;
ვთქვი: «თუ უთხრობ, ვიცი, დარბაზს გამამჟღავნებს ისი ფლიდი».
ესე მეყო საგონებლად, კვლა შევიდი, კვლა გავიდი.
VTA:[1151]
2008 წ. გამოცემა 41:31 ვთქვი: «თუ არ უთხრა, რა უყო, ჩემგან რა მოეგვარების?
არცა რა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების;
ქმარი რა მიგრძნობს, მო-ცა-მკლავს, ვეღარა მომეფარების;
ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების?!
VTA:[1152]
2008 წ. გამოცემა 41:32 მე, გლახ, მარტომან რა უყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა!
მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა;
არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა,
სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქს ფიცისა გაცუდებასა».
VTA:[1153]
2008 წ. გამოცემა 41:33 მივე მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე,
მერმე უთხარ: «გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე,
არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე».
ფიცი ფიცა საშინელი: «თავიცაო კლდეთა ვიცე!
VTA:[1154]
2008 წ. გამოცემა 41:34 რაცა მითხრა, სიკვდილამდის არვის უთხრა სულიერსა,
არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა».
მერმე უთხარ ყველაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა:
«მოდი, მომყევ აქა სადმე, მო, გიჩვენებ მზისა ფერსა».
VTA:[1155]
2008 წ. გამოცემა 41:35 ადგა, ამყვა და წავედით, შევვლენით კარნი სრისანი.
უსენ გაჰკივრდა გა-ცა-კრთა, რა შუქნი ნახნა მზისანი;
თქვა: «რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტა, რისანი?!
თუ ხორციელი არისმცა, თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!»
VTA:[1156]
2008 წ. გამოცემა 41:36 ვთქვი, თუ: «არცა რა მე ვიცი ამისი ხორციელობა,
რაცა არ გითხარ, მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა;
მე და შენ ვკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა,
ნუთუ რა გვითხრას, ვეაჯნეთ, ქმნას დიდი ლმობიერობა».
VTA:[1157]
2008 წ. გამოცემა 41:37 მივედით, გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა;
ვჰკადრეთ, თუ: «მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა,
გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქნამკრთალისა?
რას შეუქმნიხრ ზაფრანად შენ, ფერად მსგავსი ლალისა?»
VTA:[1158]
2008 წ. გამოცემა 41:38 რაცა ვჰკითხეთ, არა ვიცი, ესმა ანუ არ ისმენდა:
ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა;
გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შე-რა-შენდა;
მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რადმცა გაგვითენდა!
VTA:[1159]
2008 წ. გამოცემა 41:39 ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა:
ვეფხი-ავაზა პირქუშად ზის, წყრომა ვერ უგრძენითა.
კვლაცა ვაწყინეთ, ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა,
«არა, ვიციო, მიმიშვით!», ეს ოდენ გვითხრა ენითა.
VTA:[1160]
2008 წ. გამოცემა 41:40 დავსხედით და მას თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ,
რაცა გვეთქვა, შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ!
ძლივ ვიაჯეთ დადუმება, დავადუმეთ, დავაამეთ,
ჩვენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.
VTA:[1161]
2008 წ. გამოცემა 41:41 უსენ იტყვის: «ბევრათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს;
ესე ღაწვნი მზისად ხმანან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს!
უმართლეა, ვერმჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს,
მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამიხოცნეს!»
VTA:[1162]
2008 წ. გამოცემა 41:42 მას უჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით, ახით.
შეყრა გვიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით.
ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით,
გულნი ჩვენნი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.
VTA:[1163]
2008 წ. გამოცემა 41:43 რა გარდახდა ხანი რამე, გამოვიდეს ღამე-დღენი,
უსენ მითხრა: «არ მინახავს ძოღანდითგან მეფე ჩვენი.
მივაზირებ, წავალ, ვნახავ, უდარბაზო, უძღვნა ძღვენი».
მოვახსენე: «დია ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქვენი!»
VTA:[1164]
2008 წ. გამოცემა 41:44 უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და თვალები.
დავვედრე: «დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთრვალები;
ამა ქალისა ამბავსა, მომკალ, თუ არ ეკრძალები».
კვლა შემომფიცა: «არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ხრმალები!»
VTA:[1165]
2008 წ. გამოცემა 41:45 უსენ მივიდა, ხელმწიფე დახვდა ნადიმად მჯდომელი,
უსენ – არიფი მეფისა, მეფეცა – მისი მნდომელი,
წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი.
აწ ნახო მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსწრომელი.
VTA:[1166]
2008 წ. გამოცემა 41:46 რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი,
კვლა შესვეს და კვლა აუვსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი.
დაავიწყდეს იგი ფიცნი, რა მუსაფნი, რა მაქანი!
მართლად თქმულა: «არა მართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი».
VTA:[1167]
2008 წ. გამოცემა 41:47 უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენს, მთრვალსა:
«დია მიკვირს, საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა,
მარგალიტსა დიდროვანსა, უმსგავსოსა ჰპოვებ ლალსა?
ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა».
VTA:[1168]
2008 წ. გამოცემა 41:48 თაყვანისსცა უსენ, ჰკადრა: «ჰე, მაღალო ხელმწიფეო,
ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენელო არსთა, მზეო!
რაცა სხვა მაქვს, ვისი არის ოქრო, თუნდა საჭურჭლეო?
დედის მუცლით რა გამომყვა? მბოძებია თქვენგან მეო.
VTA:[1169]
2008 წ. გამოცემა 41:49 ამას გკადრებ, თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა;
სხვა რამე მითქს საძღვნოდ თქვენად – შესართავი თქვენის ძისა,
მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ნახოთ მსგავსი მზისა,
მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა».
VTA:[1170]
2008 წ. გამოცემა 41:50 რას ვაგრძელებდე! გატეხა ფიცი, სიმტკიცე სჯულისა,
უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა.
მეფესა მეტად ეამა, მიეცა ლხინი გულისა,
უბრძანა დარბაზს მოყვანა, სრულქმნა უსენის თქმულისა.
VTA:[1171]
2008 წ. გამოცემა 41:51 მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკვნესია.
შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია,
თანა ჰყვა მონა სამოცი, ვით ხელმწიფეთა წესია,
მოვიდეს; მეტად გავჰკვირდი, ვთქვი: «რამე საქმე ზესია».
VTA:[1172]
2008 წ. გამოცემა 41:52 მისალამეს, «ფატმან, – მითხრეს, – ბრძანებაა ღმრთისა სწორთა,
დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი, მსგავსი მზეთა ორთა,
აწ მოგვგვარე, წავიყვანოთ, ვლა არ გვინდა გზათა შორთა».
ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა.
VTA:[1173]
2008 წ. გამოცემა 41:53 მე გაკვირვებით კვლა ვჰკითხე: «რა ქალი გინდა, რომელი?»
მათ მითხრეს: «უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი».
არას მარგებდა, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი,
ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.
VTA:[1174]
2008 წ. გამოცემა 41:54 შევე, ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლდასხმულად,
ვჰკადრე: «მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ხედავ, რულად!
ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ, იავარმყო, ამფხვრა სრულად,
შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულმოკლულად».
VTA:[1175]
2008 წ. გამოცემა 41:55 მან მითხრა: «დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია!
ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია.
კარგი რა მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!
სხვადასხვა ჭირი ჩემ ზედა არ ახალია, ძველია».
VTA:[1176]
2008 წ. გამოცემა 41:56 თვალთათ, ვითა მარგალიტი, გარდმოყარა ცრემლი ხშირი,
ადგა ასრე გულუშიშრად, ვეფხი იყო ანუ გმირი,
ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი.
მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.
VTA:[1177]
2008 წ. გამოცემა 41:57 შევე საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დაედებოდა,
თვალ-მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა,
თითო და თითო თითოსა ქალაქსა ეფასებოდა,
მივე, მას წელთა შევარტყი, შავგული ვისთვის კვდებოდა.
VTA:[1178]
2008 წ. გამოცემა 41:58 ვარქვი: «ჩემო, განღა სადმე გეხმარების ესეგვარი».
მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი, მზისა დარი.
ცნა მეფემან, მოეგება; ჰკრეს ტაბლაკსა, გახდა ზარი;
იგი მივა თავმოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.
VTA:[1179]
2008 წ. გამოცემა 41:59 ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდა ზათქი და ზარები,
ვერ იჭირვიდეს სარანგნი, მუნ იყო არსიწყნარები;
იგი რა ნახა მეფემან, საროსა მსგავსი ნარები,
გაკრთომით უთხრა: «ჰე, მზეო, აქა ვით მოიგვარები?»
VTA:[1180]
2008 წ. გამოცემა 41:60 ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი შექმნნა თვალისა მფახველად;
მეფემან ბრძანა: «გამხადა ნახული მე უნახველად,
ღმრთისაგან კიდე ვინმც იყო კაცი ამისად მსახველად!
მართებს ამისსა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდეს, ახ, ველად!»
VTA:[1181]
2008 წ. გამოცემა 41:61 გვერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა:
«მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისით გვარითა?»
მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა;
თავმოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა.
VTA:[1182]
2008 წ. გამოცემა 41:62 არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა,
სხვაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა;
ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა,
მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა!
VTA:[1183]
2008 წ. გამოცემა 41:63 მეფე ბრძანებს: «რა შევიგნათ, გული ჩვენი რათ იხსნების?
ამა ორთა კიდეგანი აზრი არა არ იქმნების:
ან ვისიმე მიჯნურია, საყვარელი ეგონების,
მისგან კიდე არვისად სცალს, ვეღარცა ვის ეუბნების,
VTA:[1184]
2008 წ. გამოცემა 41:64 ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,
არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედაზედი;
ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი,
სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი.
VTA:[1185]
2008 წ. გამოცემა 41:65 ღმერთმან ქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული,
მე დავახვედრო ესე მზე და მისთვის დამზადებული;
მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვცნათ გაცხადებული,
მუნამდის მთვარე შუქკრთომით ჯდეს, მზისა მოშორვებული».
VTA:[1186]
2008 წ. გამოცემა 41:66 ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა,
უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა;
მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა,
მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.
VTA:[1187]
2008 წ. გამოცემა 41:67 მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა,
მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა,
დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა,
მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.
VTA:[1188]
2008 წ. გამოცემა 41:68 მეფემან ბრძანა: «მოკაზმეთ საწოლი უფლისწულისა!»
დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა;
ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა,
მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.
VTA:[1189]
2008 წ. გამოცემა 41:69 უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად;
ხელმწიფე დაჯდა ნადიმად, მსგავსად მათისა გვარისად;
უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად.
სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად.
VTA:[1190]
2008 წ. გამოცემა 41:70 გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი;
ქალი პირმზე ბედსა ეტყვის: «რა ბედი მიც ჩემი მკლველი!
სადაური სად მოსრულ ვარ, ვის მივხვდები ვისთვის ხელი,
რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!»
VTA:[1191]
2008 წ. გამოცემა 41:71 კვლაცა იტყვის: «ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა,
ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა!
სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?
რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!»
VTA:[1192]
2008 წ. გამოცემა 41:72 ხადუმნი უხმნა, უბრძანა: «ისმინეთ, მოდით ცნობასა!
მოღორებულ ხართ, დამცთარ ხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა,
დამცთარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ლამის სძლობასა,
ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად, გლახ, იცემს, ნობასა.
VTA:[1193]
2008 წ. გამოცემა 41:73 არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია;
მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, საროტანია!
სხვასა რას მნუკევთ საქმესა, ჩემნი საქმენი სხვანია!
თქვენ თანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია.
VTA:[1194]
2008 წ. გამოცემა 41:74 უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა,
თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა;
ესე სჯობს: მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა,
მე გამაპარეთ, გამიშვით, თვარა დაიწყებთ ნანასა».
VTA:[1195]
2008 წ. გამოცემა 41:75 შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი,
მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი, ერთობ ლალი;
მისცა, უთხრა: «გამომიღეთ, გეაჯები გულმხურვალი,
მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ თქვენი ვალი».
VTA:[1196]
2008 წ. გამოცემა 41:76 მონათა მიხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა,
დაჰვიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა,
გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა.
ნახეთ, თუ ოქრო რასა იქს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!
VTA:[1197]
2008 წ. გამოცემა 41:77 ვაჲ, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა,
შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,
კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.
VTA:[1198]
2008 წ. გამოცემა 41:78 რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი,
ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი,
სხვანი კარნი გამოარნეს, იჯრებოდა დარბაზს მსმელი.
დარჩა მთვარე გველისაგან, გავსებული, ჩაუნთქმელი.
VTA:[1199]
2008 წ. გამოცემა 41:79 მონანიცა გარდიხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა.
ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა.
გავე, ვიცან, მოვეხვიე, გამიკვირდა მეცა განა!
შინა ყოლა არ შემომყვა: «რად მაწვეო!» – შემანანა.
VTA:[1200]
2008 წ. გამოცემა 41:80 მიბრძანა: «თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა,
მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა!
ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლა გამგზავნე ცხენითა,
სადამდის სცნობდეს ხელმწიფე, კაცთა მომწევდეს რბენითა».
VTA:[1201]
2008 წ. გამოცემა 41:81 შევე ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი,
შეუკაზმე, ზედა შევსვი მხიარული, არ მოკვნესი;
ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი.
წახდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკე, რაცა ვსთესი.
VTA:[1202]
2008 წ. გამოცემა 41:82 დღე მიიყარა, ხმა გახდა, მოვიდა მისი მდევარი,
მოიცვეს შიგან ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი;
მე მკითხეს, ვარქვი: «თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა, სადა მე ვარი,
მეფეთა ვიყო შემცოდე და მათი სისხლთა მზღვევარი!»
VTA:[1203]
2008 წ. გამოცემა 41:83 მონახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი;
მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი.
დახედენ დარბაზის ერთა: შევლენ ისფრითა ღებულნი!
მზე მოგვეშორვა, მას აქათ ჩვენ ვართ სინათლეკლებულნი.
VTA:[1204]
2008 წ. გამოცემა 41:84 მის მთვარისა სადაობა კვლა გიამბო, საქმე კვლაცი;
აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი:
მე, გლახ, ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი.
კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.
VTA:[1205]
2008 წ. გამოცემა 41:85 მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი,
ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი;
ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი,
ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი!
VTA:[1206]
2008 წ. გამოცემა 41:86 ესე ამბავი მას თანა ვთქვი დიაცურად, ხელურად:
ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად.
გამჟღავნებასა მექადდა არმოყვარულად, მტერულად;
აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ, თავი ვიხსენ მე რულად!
VTA:[1207]
2008 წ. გამოცემა 41:87 დამექადის, რაზომჯერცა წავიკიდნით თავისწინა.
ოდეს მეხმე, არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა;
მოსრულ იყო, მოსლვა ეთქვა; შენცა მოხვე, შემეშინა,
ამად გკადრე: «ნუ მოხვალო», მოგაგებე მონა წინა.
VTA:[1208]
2008 წ. გამოცემა 41:88 აღარ დაჰბრუნდით, მოხვედით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით;
შეიყარენით ორნივე, ჩემ ზედა დაიჯარენით;
ამად შევშინდი, ღონენი ვეღარა მოვაგვარენით,
იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა, არ ენით.
VTA:[1209]
2008 წ. გამოცემა 41:89 თუმცა ისი არ მოგეკლა, მისრულ იყო დარბაზს ვითა,
შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა;
მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა,
შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა!
VTA:[1210]
2008 წ. გამოცემა 41:90 მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს, – მადლსა გკადრებდე მე რასა, –
რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა!
აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა,
აღარ ვიშიშვი სიკვდილსა, ჰაჲჰაჲ, ჩავიჭერ ქვე რასა!“
VTA:[1211]
2008 წ. გამოცემა 41:91 ავთანდილ უთხრა: „ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია:
მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგანც უფრო მტერია;
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.
ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.
VTA:[1212]
2008 წ. გამოცემა 41:92 იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაჰგზავნე შენ ოდეს,
რაღაცა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს“.
კვლა იტყვის ფატმან ტირილით, კვლა თვალთა ცრემლი სდენოდეს:
„წახდესო შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს!“
VTA:[1213]
2008 წ. გამოცემა 42:1 ვაჲ, საწუთროო, სიცრუით თავი სატანას ადარე!
შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე;
პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავს, სად არე?
მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი, სად არე!
VTA:[1214]
2008 წ. გამოცემა 42:2 ფატმან იტყვის: „მომეშორვა მზე, მნათობი სრულად ხმელთა,
სიცოცხლე და სულდგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა;
მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა,
ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა.
VTA:[1215]
2008 წ. გამოცემა 42:3 სახლი და შვილნი მომძულდეს, ვჯდი უგულოთა გულითა,
მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმელულის ლულითა;
უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩს უსჯულოთა სჯულითა,
ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.
VTA:[1216]
2008 წ. გამოცემა 42:4 დღესა ერთსა, საღამოჟამ, – ჩასლვა იყო ოდენ მზისა, –
წავდეგ წინა დარიჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა;
ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა,
ვთქვი: «კრულია ზენაარი ყოვლისამცა მამაცისა».
VTA:[1217]
2008 წ. გამოცემა 42:5 მო-სითმე-ვიდა ღარიბი მონა მოყვსითა სამითა,
მონა – მონურად მოსილი, სხვანი – მგზავრულად ხამითა;
სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა,
სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა.
VTA:[1218]
2008 წ. გამოცემა 42:6 მე უყურებდი, უჭვრეტდი; თქვეს: «ამოდ გავიხარენით,
მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით,
არცა რა ვიცით, ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით,
ხამს ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა უთხრათ ბარ ენით».
VTA:[1219]
2008 წ. გამოცემა 42:7 მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია;
მონამან უთხრა: «ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია:
მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია,
ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია.
VTA:[1220]
2008 წ. გამოცემა 42:8 მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა;
მათ მიხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა:
მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა,
აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.
VTA:[1221]
2008 წ. გამოცემა 42:9 დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია,
ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია;
მას უსხენ წვრილნი ძმისწულნი: როსან და ერთი როდია, –
აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის, მორჭმული სწოდია.
VTA:[1222]
2008 წ. გამოცემა 42:10 გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა,
შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა,
ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა?!
როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრათასისა.
VTA:[1223]
2008 წ. გამოცემა 42:11 როშაქ ბრძანა: «მო-ცა-ვინ-მკლას, მე ტირილსა არ დავხვდები.
მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები,
შინა მოვალ შოებული, ადრე ზედამოვესწრები,
მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წა-ცა-ვჰყვები».
VTA:[1224]
2008 წ. გამოცემა 42:12 გვითხრა მისთა ხელისათა: «წავალ, თანა წამომყევით!»
წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით.
დღისით, მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით;
დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკენ გარდმოვდევით.
VTA:[1225]
2008 წ. გამოცემა 42:13 მინდორ-მინდორ მოვიდოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა,
დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა;
ვთქვით, თუ: მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა!
დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.
VTA:[1226]
2008 წ. გამოცემა 42:14 ზოგთა ვთქვით: «არის ცისკარი», ზოგთა თქვეს: «არის მთვარეო»;
მას დარაზმულთა მივმართეთ, ახლოსმცა ვნახეთ ბარეო!
შორს მოუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო;
მით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო.
VTA:[1227]
2008 წ. გამოცემა 42:15 გვითხრა: «ვინ ხართ, ცხენოსანნო? თქვენ სახელნი თქვენნი თქვენით;
გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით!»
ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარემოვერტყენით,
პირმზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.
VTA:[1228]
2008 წ. გამოცემა 42:16 უჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა;
მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა;
ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა,
კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა.
VTA:[1229]
2008 წ. გამოცემა 42:17 კვლა ვეუბნენით მას მზესა ტკბილმოუბრითა ენითა.
არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა;
როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა;
აღარ გაუშვით, დაჭირვა ვჰკადრეთ ხელითა ჩვენითა.
VTA:[1230]
2008 წ. გამოცემა 42:18 კვლა ვჰკითხეთ: «გვითხარ მართალი, საქმე შენ მზებრ ნათელისა,
ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?»
მან არა გვითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა.
რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა!
VTA:[1231]
2008 წ. გამოცემა 42:19 არცა რა ცხადი ამბავი, არცა რა დასამალავი,
არა არ გვითხრა, ვინ იყო ან ვისგან ნამუხთალავი;
ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა კუშტი, თავისა მკრძალავი,
ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.
VTA:[1232]
2008 წ. გამოცემა 42:20 როშაქ გვიბრძანა: «ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არსათქმელია,
ამისი საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია;
ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია,
მით რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია.
VTA:[1233]
2008 წ. გამოცემა 42:21 ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუცია,
მიუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია.
თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია,
პირველ – მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია».
VTA:[1234]
2008 წ. გამოცემა 42:22 მივემოწმენით, თათბირნი არ კიდე გავაკიდენით;
დავბრუნდით, ქაჯეთს მივმართეთ, მას წინა მოვეკიდენით,
არცა რა ვჰკადრეთ ხელდახელ, არცა თუ წავეკიდენით;
იგი ტირს, ღაწვსა გულმდუღრად ჩარცხის ცრემლისა კი დენით.
VTA:[1235]
2008 წ. გამოცემა 42:23 მე როშაქს ვჰკადრე: «გამიშვი კვლა ადრე თქვენი მხლებელი;
აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი».
მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი;
თანა წავიტან, წა-ცა-ვალ მე მათი ზედამსწრებელი».
VTA:[1236]
2008 წ. გამოცემა 42:24 მათ კაცთა დია ეამა ესე ამბავი მონისა.
მე გავიგონე, შე-რე-მშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა,
მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა,
ცოტაი ლხინი მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა.
VTA:[1237]
2008 წ. გამოცემა 42:25 მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა,
ვჰკითხე: «მითხარ, რას იტყოდი? გაგონება მეცა მინა».
მან იგივე კვლა მიამბო, რაცა მუნით მომესმინა,
ამ ამბავმან გამაცოცხლა, სულმობრძავი დამარჩინა.
VTA:[1238]
2008 წ. გამოცემა 42:26 მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა:
უჩინოდ მივლენ-წამოვლენ მათითა ხელოვნებითა;
მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი, თუ: «ნუ დასდგებითა,
მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა».
VTA:[1239]
2008 წ. გამოცემა 42:27 სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა,
მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა,
ვერვის შეუდგმან საჭვრეტლად თვალნი, მართ ვითა მზისადა,
ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა.
VTA:[1240]
2008 წ. გამოცემა 42:28 «როსანს შევრთოთო, – დულარდუხტს მეფესა უბრძანებია, –
ჯერთ ქორწინებად არა მცალს, აწ გული ცეცხლნადებია;
შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია».
ციხეს დაუსვამს, ხადუმი ერთაი უახლებია.
VTA:[1241]
2008 წ. გამოცემა 42:29 ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანაწაუტანია,
მით რომე გზაა საჭირო, მტერნი საომრად მზანია;
ქვე დაუყრიან მოყმენი, ვინც უფრო გულოვანია,
დაეყოვნების: წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია.
VTA:[1242]
2008 წ. გამოცემა 42:30 ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია:
ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია;
მას კლდესა შუა გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია,
მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.
VTA:[1243]
2008 წ. გამოცემა 42:31 გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არპირნასები,
ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები,
ქალაქის კართა სამთავე – სამათას – სამათასები.
გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი, და გლახ, რას ები!“
VTA:[1244]
2008 წ. გამოცემა 42:32 ესე ამბავი ავთანდილ პირმზემან, მაგარვადამან,
რა მოისმინა, ეამა, სხვად არა გაუცხადა მან,
შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან:
„ამბავი ჩემი სალხინო მითხრაო ვისმანღა დამან!“
VTA:[1245]
2008 წ. გამოცემა 42:33 ფატმანს უთხრა: „საყვარელო, კმა ხარ ჩემგან სასურველად!
მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირბნელად,
მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად:
ქაჯი ყველა უხორცოა, რამან შექმნა ხორციელად?
VTA:[1246]
2008 წ. გამოცემა 42:34 მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა,
მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქნევენ, მიკვირს, ქალსა?!“
ფატმან უთხრა: „მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა,
არ ქაჯნია, კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა.
VTA:[1247]
2008 წ. გამოცემა 42:35 ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი
კაცნი გრძნებისა მცოდნელნი, ზედა გახელოვნებულნი,
ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი;
მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.
VTA:[1248]
2008 წ. გამოცემა 42:36 იქმან რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ,
ქართა აღსძრვენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ,
ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ,
სწადდეს – დღესა ბნელად იქმან, სწადდეს – ბნელსა ანათობენ.
VTA:[1249]
2008 წ. გამოცემა 42:37 ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი,
თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი“.
ავთანდილ მადლი უბრძანა: „ცეცხლნი დამივსენ ცხელანი.
დიდად მეამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი“.
VTA:[1250]
2008 წ. გამოცემა 42:38 გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი;
თქვა: „ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი,
ყოფილი, მყოფი, უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი,
წყალობა შენი იჩქითად არს ჩვენი გარდმომფენელი!“
VTA:[1251]
2008 წ. გამოცემა 42:39 მის ამბვისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა.
ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლა იდებდა;
ყმა ნამუსსა ინახვიდა, სიყვარულსა იფერებდა;
ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.
VTA:[1252]
2008 წ. გამოცემა 42:40 მას ღამე ფატმან იამა ავთანდილს თანა წოლითა;
ყმა უნდოგვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა,
ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა,
გული მხეცქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა.
VTA:[1253]
2008 წ. გამოცემა 42:41 ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად.
შიგან მელნისა მორევსა ცურავს გიშრისა ნავი სად;
იტყვის, თუ: „მნახეთ, მიჯნურნო, იგი, ვინ ვარდია, ვისად,
უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!“
VTA:[1254]
2008 წ. გამოცემა 42:42 მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვისაცა დასალბონია;
გიშრისა ტევრი აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია;
ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითა იადონია.
თუ ყვავი ვარდსა იშოვებს, თავი ბულბული ჰგონია.
VTA:[1255]
2008 წ. გამოცემა 42:43 გათენდა. ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქნაკიდები;
დაიცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები,
მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი, წმიდები:
„რაცა გწადდესო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები!“
VTA:[1256]
2008 წ. გამოცემა 42:44 ავთანდილ თქვა: „საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!“
სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა;
მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა,
მოემატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.
VTA:[1257]
2008 წ. გამოცემა 42:45 ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად;
ყმა შევიდა მხიარული მხიარულად, არ პირბნელად;
ფატმან ნახა, გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად,
შემოსცინნა: „აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად“.
VTA:[1258]
2008 წ. გამოცემა 42:46 ფატმან მისსა შვენებასა მეტისმეტად ჰკვირდებოდა.
მან პასუხი არა გასცა, თავისწინა ღიმდებოდა:
„შეეტყვების, არ მიცნობსო“, რა რეგვნად და რაგვარ ჰხმობდა!
თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გაჰვიდოდა.
VTA:[1259]
2008 წ. გამოცემა 42:47 პური ჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა,
ღვინოსმული, მხიარული დაწვა, ამოდ დაიძინა;
საღამოჟამ გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა,
ფატმან უხმო: „მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავისწინა“.
VTA:[1260]
2008 წ. გამოცემა 42:48 ფატმან მივიდა, ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა;
იტყოდა: „მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მო-, ხისა!“
გვერდსა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა,
ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.
VTA:[1261]
2008 წ. გამოცემა 42:49 ავთანდილ ბრძანა: „ჰე, ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია,
დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველნაკბენია,
მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია,
ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ჩხნდენია.
VTA:[1262]
2008 წ. გამოცემა 42:50 გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა;
მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა,
თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა,
მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე-ზარადხანისა.
VTA:[1263]
2008 წ. გამოცემა 42:51 შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი.
მათ უვის ერთი ასული, მზე ხმელთა მანათობელი,
იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი,
მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი.
VTA:[1264]
2008 წ. გამოცემა 42:52 რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად
მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად;
მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერნამკრთალი სად,
გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად“.
VTA:[1265]
2008 წ. გამოცემა 42:53 ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა,
ამბავი ტარიელისა, შემოსა ვეფხის ტყავისა;
უბრძანა: „შენ ხარ წამალი ჯერთ შენგან უნახავისა,
ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა.
VTA:[1266]
2008 წ. გამოცემა 42:54 მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მათსა რგებასა,
უშველოთ, იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა;
ვინცა სცნობს კაცი, ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა,
ნუთუ კვლა მიხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა.
VTA:[1267]
2008 წ. გამოცემა 42:55 მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული,
ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩვენგან ცნეული;
მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული,
ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!“
VTA:[1268]
2008 წ. გამოცემა 42:56 ფატმან თქვა: „ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს, მო-, რანი,
დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!“
მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი მართ ვითა ყორანი;
უბრძანა: „ქაჯეთს გაგგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი!
VTA:[1269]
2008 წ. გამოცემა 42:57 აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა,
ფიცხლა დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა,
მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა“.
მან უთხრა: „ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა“.
VTA:[1270]
2008 წ. გამოცემა 43:1 ფატმან სწერს: „აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო,
შენთა შორს მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო,
სიტყვამჭევრო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზენაო,
ბროლო და ლალო – ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო!
VTA:[1271]
2008 წ. გამოცემა 43:2 თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე,
მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე;
შენთვის ხელქმნილსა ტარიელს ამბვითა მოალხენიე,
ორნივე მიხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს, შენ იე.
VTA:[1272]
2008 წ. გამოცემა 43:3 მოსრულა შენად საძებრად მისი ძმადშეფიცებული,
ავთანდილ, მოყმე არაბი, არაბეთს შიგან ქებული,
სპასპეტი როსტან მეფისა, ვერვისგან დაწუნებული;
შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი, ბრძნად გაგონებული.
VTA:[1273]
2008 წ. გამოცემა 43:4 ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა,
ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა?
მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა:
ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინა?
VTA:[1274]
2008 წ. გამოცემა 43:5 რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე, გაამჟღავნე;
მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რა გაუგზავნე!
შენი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა გაათავნე,
ღმერთსა უნდეს, მოყვარენი შესაფერნი შეგაზავნე!“
VTA:[1275]
2008 წ. გამოცემა 43:6 ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა:
„ესე წიგნი მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა!“
მან გრძნეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა,
მასვე წამსა დაიკარგა, გარდაჰფრინდა ბანისბანსა.
VTA:[1276]
2008 წ. გამოცემა 43:7 წავიდა ვითა ისარი კაცისა მშვილდფიცხელისა.
რა ქაჯეთს შეხდა, ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა.
უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა, კართა მცველისა,
მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა.
VTA:[1277]
2008 წ. გამოცემა 43:8 ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი,
შევიდა ზანგი პირშავი, თმაგრძელი, ტანნაბდიანი;
იგი მზე დაჰკრთა, ეგონა სამისო რამე ზიანი,
შეცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდისფერად – იანი.
VTA:[1278]
2008 წ. გამოცემა 43:9 ქაჯმან უთხრა: „ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაჰბნდები?
მე ვარ მონა ფატმანისა, თქვენს წინაშე ნამგზავრები;
ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუილად გეუბნები,
მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო, ადრე ნუ დასჭნები!“
VTA:[1279]
2008 წ. გამოცემა 43:10 პირმზე გაჰკვირდა ფატმანის ამბვითა საკვირველითა,
ნუშნი გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა.
მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა;
სულთქვამს, იკითხავს უსტარსა, ალტობს ცრემლითა ცხელითა.
VTA:[1280]
2008 წ. გამოცემა 43:11 მონასა ჰკითხა: „მიამბვე, ვინ არის ჩემი მძებნელი,
ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკებნელი?“
მან მოახსენა: „ვიკადრებ, რასცა ოდენ ვარ მცებნელი,
რა წამოსრულ ხარ, მას აქათ შენგან ჩვენია მზე ბნელი.
VTA:[1281]
2008 წ. გამოცემა 43:12 ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია;
მას რომე ცრემლი სდენია, ზღვათაცა შენართევია;
მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლა მიმირთმევია,
ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ ტირილი არ დალევია.
VTA:[1282]
2008 წ. გამოცემა 43:13 აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა,
მან უთხრა წვრილად ყველაი, თქვენ ხართ რათაცა ჭირითა.
იგია შენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა;
მე გამომგზავნეს, დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა“.
VTA:[1283]
2008 წ. გამოცემა 43:14 ქალმან უთხრა: „მემართლების, ყმაო, შენი ნაუბარი!
ფატმან ჩემი რა იცოდა, ვიყავ ვისი წანაგვარი?
უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი,
მე მიუწერ, შენცა ჰკადრე, ვარ ვითაცა გულმდუღარი“.
VTA:[1284]
2008 წ. გამოცემა 44:1 პირმზე სწერს: „აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო!
მისგან ტყვექმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ხედაო?
მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო,
აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო.
VTA:[1285]
2008 წ. გამოცემა 44:2 შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები,
აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები:
ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯერ ათასი გმირები,
ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები!
VTA:[1286]
2008 წ. გამოცემა 44:3 სხვად ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე:
ქაჯთა მეფე არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე,
მაგრა სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფე-რე,
რასა ჰქვიან ძებნა ჩემი? არ ეგების, დაიჯერე!
VTA:[1287]
2008 წ. გამოცემა 44:4 ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა, ცუდმაშვრალია,
იჭირვის, იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებ ალია,
მაგრა მას ვნატრი, უნახავს მზე, ამად არდამზრალია,
უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვაჲმე, რა დიდი ბრალია!
VTA:[1288]
2008 წ. გამოცემა 44:5 შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე,
ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე;
გეხვეწები, საყვარელსა შემახვეწე, შემაბრალე,
ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე, შე-ცა-სთვალე!
VTA:[1289]
2008 წ. გამოცემა 44:6 მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა:
მას მკვდარსა ვნახავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა.
ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა,
არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქვისა ყორითა!
VTA:[1290]
2008 წ. გამოცემა 44:7 გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია,
მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია;
ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია,
თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია“.
VTA:[1291]
2008 წ. გამოცემა 45:1 აწ საყვარელსა მიუწერს გულამოსკვნილი, მტირალი,
მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდის ვირ ალი.
დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი,
ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირალი.
VTA:[1292]
2008 წ. გამოცემა 45:2 „ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები,
ტანი კალმად მაქვს, კალამი – ნავღელსა ამონაწები,
მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები,
გულო, შავგულო, დაბმულ ხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!
VTA:[1293]
2008 წ. გამოცემა 45:3 ხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია?
რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია.
ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ, მით მათგან საწუნელია;
უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვაჲმე, რა დიდი ძნელია!
VTA:[1294]
2008 წ. გამოცემა 45:4 ხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან:
ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან,
ნეტარ, რა ქმნას უშენომან გულმან, შენგან დალახვრულმან!
გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.
VTA:[1295]
2008 წ. გამოცემა 45:5 შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალი არ მეგონე;
ჩემი მეთქვა: «გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე»;
აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვმონე,
ჩემი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე.
VTA:[1296]
2008 წ. გამოცემა 45:6 შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად,
გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად!
მომიგონებდი, გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად;
ვზი მზრდელად სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად.
VTA:[1297]
2008 წ. გამოცემა 45:7 სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების:
ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების.
ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების!
აწ კვლა ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.
VTA:[1298]
2008 წ. გამოცემა 45:8 აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა დამისართა,
არ დასჯერდა ბედი ჩემი მათ პატიჟთა მრავალგვართა,
კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა;
ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა!
VTA:[1299]
2008 წ. გამოცემა 45:9 ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ შემოსწვდებიან,
გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან,
დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან,
მათთა შემბმელთა დაჰხოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.
VTA:[1300]
2008 წ. გამოცემა 45:10 ნუთუ ესენი გეგონნენ სხვათა მებრძოლთა წესითა?!
ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა;
შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა;
მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა!
VTA:[1301]
2008 წ. გამოცემა 45:11 შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა,
ჩემი სთქვა: «სხვათა მიხვდაო იგი ალვისა ტანითა»;
არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა;
ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა.
VTA:[1302]
2008 წ. გამოცემა 45:12 შენმან მზემან, უშენოსა არვის მიხვდეს მთვარე შენი,
შენმან მზემან, ვერვის მიხვდეს, მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი!
აქათ თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი,
სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი.
VTA:[1303]
2008 წ. გამოცემა 45:13 ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,
ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა;
მომცნეს ფრთენი და ავფრინდე, მივხვდე მას ჩემსა ნდომასა,
დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.
VTA:[1304]
2008 წ. გამოცემა 45:14 მზე უშენოდ ვერ იქმნების, რათგან შენ ხარ მისი წილი,
განაღამცა მას ეახლე მისი ეტლი, არ თუ წბილი!
მუნა გნახო, მანდვე გსახო, გამინათლო გული ჩრდილი;
თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი!
VTA:[1305]
2008 წ. გამოცემა 45:15 მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რათგან სულსა,
მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა;
მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა;
ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო, ჩემსა სიყვარულსა!
VTA:[1306]
2008 წ. გამოცემა 45:16 წადი, ინდოეთს მიმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა,
მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელაუპყრობელსა,
გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა,
მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლშეუშრობელსა!
VTA:[1307]
2008 წ. გამოცემა 45:17 რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად;
ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად.
შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასახივარად.
ვირე ცოცხალ ვარ, მეყოფი სატირლად და სატკივარად.
VTA:[1308]
2008 წ. გამოცემა 45:18 აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა!
გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა,
ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა.
რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენ ზედა ცისა შვიდისა“.
VTA:[1309]
2008 წ. გამოცემა 45:19 ესე წიგნი, საყვარელსა მისსა თანა მინაწერი,
რა დაწერა, გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი.
თავმოხდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა ფერი,
ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი.
VTA:[1310]
2008 წ. გამოცემა 45:20 იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მიმავალი,
წამ ერთ მიხდა ფატმანისსა, დღე იარა არმრავალი.
რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი,
ხელაპყრობით ღმერთსა მადლობს ცნობასრული, არა მთრვალი.
VTA:[1311]
2008 წ. გამოცემა 45:21 ფატმანს უთხრა: „გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი,
დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი,
წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსრულა შარშანდელი,
ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მოსპობ-ამწყვედელი“.
VTA:[1312]
2008 წ. გამოცემა 45:22 ხათუნმან უთხრა: „ჰე, ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების,
მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების;
ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების,
თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების“.
VTA:[1313]
2008 წ. გამოცემა 45:23 ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა, მას თანა ხლებულნი,
უბრძანა: „მკვდარნი აქამდის აწყა ვართ დაცოცხლებულნი,
რაცა გვინდოდა, მისითა სმენითა გაახლებულნი,
ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით, ვაგლახ, ლებულნი.
VTA:[1314]
2008 წ. გამოცემა 45:24 მიდით და ფრიდონს უამბვეთ ამბავი არნაცქაფავი;
მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი.
მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლა უფრო გასახაფავი,
თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე, ჩემი ნაალაფავი.
VTA:[1315]
2008 წ. გამოცემა 45:25 ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქვენგან დანადები;
მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შევეყრები;
აწ წაიღეთ ყველაკაი, მეკობრეთა წანაღები,
ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი, ამად გეძუნწები.
VTA:[1316]
2008 წ. გამოცემა 45:26 სახლი არ მახლავს, არ ძალმაქვს გაცემა საბოძვარისა“.
მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ჯარისა,
უბრძანა: „წადით, წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა,
ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან, ძმადნაფიცარისა“.
VTA:[1317]
2008 წ. გამოცემა 46:1 დაწერა: „ფრიდონ მაღალო, სვესრულო მეფეთმეფეო,
ლომისა მსგავსო ძალ-გულად, მზეო შუქმოიეფეო,
მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო,
უმცროსმან ძმამან შორიშორ სალამი დავიყეფეო!
VTA:[1318]
2008 წ. გამოცემა 46:2 ჭირნი ვნახენ და მო-ცა-მხვდა ნაცვალი ჭირნახულისა,
კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა;
მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა,
დამარჩენელი ლომისა, მის ქვესკნელს დამარხულისა.
VTA:[1319]
2008 წ. გამოცემა 46:3 იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია.
მუნ მისლვა მიჩანს თამაშად, თუცა გზა საომარია.
ნარგისთათ წვიმა ბროლისა წვიმს, ვარდი ნაწვიმარია,
ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამარია.
VTA:[1320]
2008 წ. გამოცემა 46:4 გულმხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების,
სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების;
რაცა მოგინდეს, უცილოდ იქთ, იგი არ აგცილდების,
არ თურე კაცმან დაგიდგნეს, ვეჭვ, კლდეცა გაგიცვილდების.
VTA:[1321]
2008 წ. გამოცემა 46:5 აწ შემინდვე, ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე,
გზა-გზა ყოვნად აღარა მცალს, პატიმრად-ა იგი მთვარე;
ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე,
ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე.
VTA:[1322]
2008 წ. გამოცემა 46:6 ამა მონათა ჩემ ზედა გარდაუხდელი გულია:
ამოდ მმსახურეს, თქვენიმცა გული ამათთვის სრულია!
ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენ თანა ხანდაზმულია?
მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია“.
VTA:[1323]
2008 წ. გამოცემა 46:7 ესე უსტარი დაწერა, შეკრა და წა-ცა-ხვია მან,
მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და თმითა იამან;
შესთვალა ზეპირ, რაცა ხმდა, სრულად, მართ ვითა ჰგია, მან,
მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან.
VTA:[1324]
2008 წ. გამოცემა 46:8 მოქარავნეთა უბრძანა: „საქმე მიც, გითხრა განაო,
კარგად მომიხდა, მოყვრობა მე თქვენი მესვიანაო,
რაცა მინდოდა, ყველაი ვქმენ, ღმერთმან მაგულვანაო,
აწ აღარა მცალს, ბადრაგა სხვა წაიტანეთ თანაო“.
VTA:[1325]
2008 წ. გამოცემა 46:9 მონახა, პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა,
გამოემართა იგი მზე პირითა მსგავსი მთვარისა,
მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულმწუხარისა;
მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა.
VTA:[1326]
2008 წ. გამოცემა 46:10 ფატმან, უსამ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა,
იტყვიან: „მზეო, რა გვიყავ? დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა!
რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა!
და-ცა-გვმარხენო ხელითა, ჩვენითა დამმარხველითა!“
VTA:[1327]
2008 წ. გამოცემა 47:1 გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რათმე ნავითა,
პირმხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა;
მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა,
ხელგანპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა.
VTA:[1328]
2008 წ. გამოცემა 47:2 მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა,
ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა.
სულთქვნა, რა ნახა ყვავილი მან, უნახავმან ხანისა.
VTA:[1329]
2008 წ. გამოცემა 47:3 აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა;
ვარდთა აკოცა ბაგითა, მით ვარდისავე დარითა;
უბრძანა: „გიჭვრეტ თვალითა, გულტკბილად შემხედვარითა,
მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენ თანა საუბარითა“.
VTA:[1330]
2008 წ. გამოცემა 47:4 რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი.
ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი,
უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი;
სადაცა ნახნის, დახოცნის ლომ-ვეფხნი მოშამბნარენი.
VTA:[1331]
2008 წ. გამოცემა 47:5 ქვაბნი გამოჩნდეს, ეამა, იცნა, თქვა: „იგი კლდენია,
სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია;
ღირს ვარმცა, ვნახო პირისპირ, უამბო, რაცა მსმენია,
არ მოსრულ იყოს, რაღა ვქმნა, ცუდ ჩემი განავლენია!
VTA:[1332]
2008 წ. გამოცემა 47:6 თუ მოსრულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა,
მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა;
სჯობს, თუ შამბ-შამბ წავიარო“, – იგონებდა, იხედვიდა,
ესე თქვა და მიუქცია, მინდორთაკენ წამოვიდა.
VTA:[1333]
2008 წ. გამოცემა 47:7 მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა,
მართ სახელდებით უყივის ხმითა მით სახარულითა.
ცოტაი წავლო, გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა:
შამბისა პირსა ტარიელ დგა ხრმლითა მომახულითა.
VTA:[1334]
2008 წ. გამოცემა 47:8 ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა;
შამბისა პირსა ქვეითი დგა, ცხენი არა ხლებოდა;
ყივილი ავთანდილისა ესმოდა, ეოცებოდა,
შეხედნა, იცნა, გაიქცა, მისკენ მირბოდა, ხლტებოდა.
VTA:[1335]
2008 წ. გამოცემა 47:9 ხრმალი გასტყორცა ტარიელ, მიმართა მისსა ძმობილსა.
ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა.
მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელგარდაჭდობილსა,
ხმა შაქრისფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა.
VTA:[1336]
2008 წ. გამოცემა 47:10 ტარიელ მოთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი, მჭევრები:
– სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები,
ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს, ნაკადი ბევრები, –
„რათგან შენ გნახე, რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მე რვები!“
VTA:[1337]
2008 წ. გამოცემა 47:11 ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა;
გაღიმდის, ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა;
ეტყოდა: „ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა,
აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭნებოდა“.
VTA:[1338]
2008 წ. გამოცემა 47:12 ტარიელ უთხრა“ „ჰე, ძმაო, კმარის, დღეს რაცა მლხენია,
ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, – ნახვა შენია;
სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია;
კაცმანმცა სოფელს ვით პოვა, რაცა რა საქმე ზენია!“
VTA:[1339]
2008 წ. გამოცემა 47:13 რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დასწყნარდა,
მის ამბვისა დაყოვნება ვეღარ გასძლო, აუჩქარდა,
გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა.
რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოვარდა.
VTA:[1340]
2008 წ. გამოცემა 47:14 წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გა-ცა-შალა მან,
პირსა დაიდვა, დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან,
სულნი გაექცეს, მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან.
მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ, ვერცა სალამან.
VTA:[1341]
2008 წ. გამოცემა 47:15 ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვემდებარესა,
შეჰფრინდა, შველად მიმართა მას, ტკბილად მოუბარესა,
ვერა ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლნადებარესა;
მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა.
VTA:[1342]
2008 წ. გამოცემა 47:16 ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ხმითა შვენიერითა,
ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ-ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა;
გახეთქა ლალი გათლილი ანდამატისა კვერითა,
მუნით წყარონი გამოხდეს, ძოწსა ვამსგავსენ ფერითა.
VTA:[1343]
2008 წ. გამოცემა 47:17 პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა:
„რაცა ვქმენო, არ უქნია არცა შმაგსა, არცა რეტსა;
წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა!
ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტისმეტსა.
VTA:[1344]
2008 წ. გამოცემა 47:18 მე მოვკალ ჩემი მოყვარე; რა მმართებს გაწბილებულსა?
თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა!
ცრუ კაცი კარგად ვერა იქს საქმესა გაძნელებულსა,
თქმულა: «სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!»
VTA:[1345]
2008 წ. გამოცემა 47:19 უცნობოქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად.
ავთანდილ ადგა, გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად,
მან პოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად,
მკერდსა დაასხა, გა-ვე-ხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად.
VTA:[1346]
2008 წ. გამოცემა 47:20 ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა;
ტარიელ შეკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა,
თვალნი აახვნა, მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა.
ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, მზისაგან შუქნაკრთომისა.
VTA:[1347]
2008 წ. გამოცემა 47:21 ზამთარი ვარდსა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან,
ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა ჩივიან,
მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან, –
სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან.
VTA:[1348]
2008 წ. გამოცემა 47:22 აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია,
ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა მართ ვითა ხელია,
მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია.
იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!
VTA:[1349]
2008 წ. გამოცემა 47:23 ტარიელ ნახა ნაწერი კვლაცა მკლველისა მისისა,
იკითხავს, თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა;
დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა.
ავთანდილ ადგა, დაუწყო თხრობა სიტყვისა მქისისა.
VTA:[1350]
2008 წ. გამოცემა 47:24 იტყვის, თუ: „ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად,
აწ რადღა გვმართებს ტირილი? ხამს, დავსხდეთ ქმნად ღიმილისად;
ადეგ, წავიდეთ საძებრად მის მზისა წახდომილისად!
ადრე მიგიყვან, მიყვანა არს შენგან მონდომილი სად.
VTA:[1351]
2008 წ. გამოცემა 47:25 ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ,
მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ,
ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ,
უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ“.
VTA:[1352]
2008 წ. გამოცემა 47:26 მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს, აღარა ბნდებოდა.
შეხედნის, თვალნი ამართნის, შავ-თეთრი ელვა ჰკრთებოდა,
მართ ვითა ლალსა მზისაგან, მას ფერი ეზარდებოდა;
ვინ ღირსა, თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა!
VTA:[1353]
2008 წ. გამოცემა 47:27 ავთანდილს მადლი უბრძანა, ქმნა უყო საუბარისა:
„მე შენი ქება ვითა ვთქვა, ბრძენთაგან საქებარისა!
ვითა ზემთისა წყარომან, მორწყე ყვავილი ბარისა,
დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა.
VTA:[1354]
2008 წ. გამოცემა 47:28 მე ვერა გიყო, ნაცვალსა ღმერთი გარდიხდის ციერი,
ზეგარდმოთ მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემმაგიერი!“
შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი;
აწ გა-ვე-აძღო სოფელმან ასმათ, ადრითგან მშიერი.
VTA:[1355]
2008 წ. გამოცემა 47:29 ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის, არბარგოსანი.
შეხედნა, იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი, –
ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი, –
მაშინვე იცნა, ავარდა მოშლილი, პერანგოსანი.
VTA:[1356]
2008 წ. გამოცემა 47:30 აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა,
აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა.
ზარაღებული ავარდა, ცნობა უც ვითა მთრვალისა,
არ იცის სმენა ამბვისა ჯერთ მისგან სასურვალისა.
VTA:[1357]
2008 წ. გამოცემა 47:31 მათ რა ნახეს, შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით:
„ჰე, ასმათო, მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით;
ვპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გვწადდა, იგი ვქმენით,
აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით!“
VTA:[1358]
2008 წ. გამოცემა 47:32 ავთანდილ ცხენსა გარდაჰხდა ასმათის მოსახვეველად;
მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად,
ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად:
„რა სცანო, რა ჰქმენ, მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად“.
VTA:[1359]
2008 წ. გამოცემა 47:33 ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა,
ალვისა შტოდამჭნარისა, მთვარისა ფერმიხდილისა;
უთხრა, თუ: „ნახე ნაწერი მის პატიჟგარდახდილისა;
მზე მოგვეახლა, მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა“.
VTA:[1360]
2008 წ. გამოცემა 47:34 ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა,
გაჰკვირდა, ზარმან აიღო, ათრთოლებს, ვითა ხელობა,
ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა;
იტყვის: „რა ვნახე, რა მესმის, არსმცა ამისი მრთელობა?!“
VTA:[1361]
2008 წ. გამოცემა 47:35 ავთანდილ უთხრა: „ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია;
ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია,
მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია,
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!“
VTA:[1362]
2008 წ. გამოცემა 47:36 ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა;
ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა;
ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა.
კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუმცა კაცი შეიგებდა.
VTA:[1363]
2008 წ. გამოცემა 47:37 ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, თქვეს: „გვიყოო, რაცა სჯობდა“.
„აწყა ვცანით, უარესსა პირი თქვენი არ გაბრჭობდა“,
ინდოთ მეფე მხიარული ხელგანპყრობით ამას ხმობდა.
ქვაბს შევიდეს მხიარულნი, ასმათ რასმე მასპინძლობდა.
VTA:[1364]
2008 წ. გამოცემა 47:38 ტარიელ ეტყვის: „ავთანდილ, ისმინე სიტყვა ასები,
გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბვედ ნუ გენასები:
მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ, დავხოცე დევთა დასები,
მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირნაფასები.
VTA:[1365]
2008 წ. გამოცემა 47:39 მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მნდომია;
მოდი და გავხსნათ, შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია“.
ეამა, ადგეს ორნივე, არცა ქვე ასმათ მჯდომია,
დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედა ომია.
VTA:[1366]
2008 წ. გამოცემა 47:40 პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლა უნახავი თვალისა,
მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელწმიდად განათალისა,
ჩნდის მარგალიტი, ოდენი ბურთისა საბურთალისა;
ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა!
VTA:[1367]
2008 წ. გამოცემა 47:41 იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი.
პოვეს ერთი ზარადხანა, აბჯრისათვის სახლად ქმნილი;
მუნ აბჯარი ყოვლიფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი,
შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდული, არგახსნილი.
VTA:[1368]
2008 წ. გამოცემა 47:42 ზედა ეწერა: „აქა ძეს აბჯარი საკვირველიო,
ჯაჭვ-მუზარადი ალმასი, ხრმალი ბასრისა მჭრელიო;
თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, იყოს დღე იგი ძნელიო!
უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკლველიო“.
VTA:[1369]
2008 წ. გამოცემა 47:43 კიდობანი გახსნეს, პოვეს მუნ აბჯარი სამი ტანი,
რასაცა ვინ შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი:
ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი, საბარკული მათი გვანი, –
ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს ვითა ლუსკუმანი.
VTA:[1370]
2008 წ. გამოცემა 47:44 თითომან თითო ჩაიცვეს, თავის-თავ გამოსცდიდიან,
ჯაჭვ-მუზარადსა აბჯარი მართ ვერა ვერ მოჰკიდიან;
ხრმალი რკინასა მოჰკრიან, ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან,
მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყვე, არ გაჰყიდიან.
VTA:[1371]
2008 წ. გამოცემა 47:45 თქვეს: „ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა;
ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა“.
აიღეს იგი აბჯარი თავის-თავისა ქედითა,
თითო მათ, ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა.
VTA:[1372]
2008 წ. გამოცემა 47:46 ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები;
გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები.
ავთანდილ თქვა: „ამას იქით დავამაგრო ხრმალსა ნები,
ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს, არ დავდგები“.
VTA:[1373]
2008 წ. გამოცემა 48:1 რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა,
ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა;
მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა;
ავთანდილ კმა ყოლაუზად, სხვამცა ვინღა წაიტანა!
VTA:[1374]
2008 წ. გამოცემა 48:2 იარეს და ზედა შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა;
ჯოგი ნახეს, მოეწონა, ფრიდონისთვის ეაგეთა.
მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: „გაქნევ კარგთა სიშმაგეთა,
მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა!
VTA:[1375]
2008 წ. გამოცემა 48:3 ჯოგი წაუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად,
გამოემართვის საომრად, ველთა სისხლითა დაღებად,
ანაზდათ გვიცნობს, გაკრთების, გულსა შელამის დაღებად, –
ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შე-ვე-იქს ლაღებად“.
VTA:[1376]
2008 წ. გამოცემა 48:4 დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა.
მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა, ეკრა კვესებსა;
უყივლეს: „ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქთ საქმესა ზესებსა?
ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ხრმალსა, არ აკვნესებსა“.
VTA:[1377]
2008 წ. გამოცემა 48:5 მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს.
მეჯოგენი მიიზახდეს, ხმანი მათნი გაადიდნეს:
„გვიშველეთო, გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს!“
ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ დარიდნეს.
VTA:[1378]
2008 წ. გამოცემა 48:6 შეეკაზმა ფრიდონ, შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა.
ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა.
იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაზრვიდა;
დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.
VTA:[1379]
2008 წ. გამოცემა 48:7 რა ტარიელ ფრიდონ იცნა, თქვა: „ვნახეო, ვინცა მინა“.
მუზარადი მოიხადა, გაიღიმნა, გაიცინა;
ფრიდონს უთხრა: „რასა ლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა?
პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა!“
VTA:[1380]
2008 წ. გამოცემა 48:8 ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანისცა, –
იგინიცა გარდაუხდეს, მოეხვივნეს, – აკოცისცა.
ფრიდონ ღმერთსა ხელაპყრობით უსაზომო მადლი მისცა;
დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა.
VTA:[1381]
2008 წ. გამოცემა 48:9 ფრიდონ უთხრა: „რასა სდეგით? მოგელოდი უწინარე,
მე მზა ვარო, სამსახური თქვენი რამცა დავიზარე!“
ჰგვანდა, თუმცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი, ერთი მთვარე,
ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს, იქცეს გარე.
VTA:[1382]
2008 წ. გამოცემა 48:10 ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე, ტურფად გებულსა.
ტარიელ დაჯდა საჯდომსა ოქსინოგარდაგებულსა;
ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმადშეფიცებულსა;
მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.
VTA:[1383]
2008 წ. გამოცემა 48:11 უთხრეს: „ჯერთ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია,
მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სამე გვისხენ სხვანია“.
მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია:
„ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია“.
VTA:[1384]
2008 წ. გამოცემა 48:12 გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა;
აბანოს ბანნა, აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა,
დამოსნა ტურფა-ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა,
თვალ-მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა.
VTA:[1385]
2008 წ. გამოცემა 48:13 უთხრა: თუ: „ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა,
ჰგავს, მომწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა, ვითა ხელისა,
მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წავლა სჯობს გზისა გრძელისა,
თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა.
VTA:[1386]
2008 წ. გამოცემა 48:14 დიდთა რას ვაქნევთ ლაშქართა? კარგნი გვინდან და ცოტანი;
სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი;
ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ხრმალთა კოტანი,
მას ადრე ვჰპოვებთ, ვისიცა მოგვკლავს ალვისა, მო-, ტანი.
VTA:[1387]
2008 წ. გამოცემა 48:15 ქაჯეთს ერთხელ კვლაც ყოფილ ვარ, ნახავთ, თქვენცა გემაგრების;
ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების;
თუ იდუმალ არ შეუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების,
მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ მოგვყვების“.
VTA:[1388]
2008 წ. გამოცემა 48:16 იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა.
მუნ დააგდეს ქალი ასმათ, ფრიდონ მისცემს საჩუქარსა.
თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა.
ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა.
VTA:[1389]
2008 წ. გამოცემა 48:17 ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა;
ფრიდონ გზა იცის, იარეს დღისით და ღამით რებულთა.
ფრიდონ თქვა: „ვახლავთ არეთა ჩვენ, ქაჯეთს მიახლებულთა,
აქათგან ღამით ვლა გვინდა მით არას გამჟღავნებულთა“.
VTA:[1390]
2008 წ. გამოცემა 48:18 ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ზმიდიან:
რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლა ვლიდიან;
მივიდეს, აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან,
გარე კლდე იყო, გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან.
VTA:[1391]
2008 წ. გამოცემა 48:19 ყოვლგნით მგრგვალი, შეუვალი, არსით იყო ყოლა პირი.
სამთა კართა ცხრა ათასი ზედა სცვიდა მოყმე გმირი,
შუა ციხე ამართული, კლდე კეკლუცი, არ დუხჭირი,
გვირაბითა შესავალი, ახვრეტილი, ვითა სტვირი.
VTA:[1392]
2008 წ. გამოცემა 48:20 გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია.
მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია;
თქვეს: „ვითათბიროთ, ვითა ვქმნათ, აწ გამორჩევა ძნელია;
ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია“.
VTA:[1393]
2008 წ. გამოცემა 49:1 ფრიდონ თქვა: „ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცთარია:
ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია;
პირისპირ ომი არ ძალგვიც, არ ჟამი საკვეხარია.
ათას წელ ვერსით შეუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.
VTA:[1394]
2008 წ. გამოცემა 49:2 ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან,
მასწავლნეს მათნი საქმენი, მახლტუნვებდიან, მწვრთიდიან;
ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალი ვერ მომკიდიან,
ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.
VTA:[1395]
2008 წ. გამოცემა 49:3 აწ ვინცა ვიცით უკეთე შეტყორცა საგდებელისა,
მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა,
მას ზედა გავლა ასრე მიჩს, ვითა გარბენა ველისა,
თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.
VTA:[1396]
2008 წ. გამოცემა 49:4 აბჯრითა გავალ, არად მიჩს ჭირად გატანა ფარისა;
შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა,
ლაშქართა დავხოც, გავახვამ, ნახოთ გაღება კარისა!
თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა“.
VTA:[1397]
2008 წ. გამოცემა 50:1 ავთანდილ უთხრა: „ჰე, ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან:
ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან;
სთათბირობ ძნელსა თათბირსა, მტერთა ივაგლახ-ივიან,
მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო-ახლო ყივიან!
VTA:[1398]
2008 წ. გამოცემა 50:2 რა გახვიდოდე, გუშაგთა ესმის აბჯრისა ჩხერება,
გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ხამს დაჯერება;
წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება,
ეგე თათბირი არ ვარგა, სხვაებრ ვქმნათ თავის ტერება.
VTA:[1399]
2008 წ. გამოცემა 50:3 სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა,
ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა,
სავაჭროთა შევეკაზმვი, ვიქ საქმესა სამუხთალსა,
ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა.
VTA:[1400]
2008 წ. გამოცემა 50:4 სამთავე შესლვა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები;
მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები,
მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები,
ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები!
VTA:[1401]
2008 წ. გამოცემა 50:5 შიგანთა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად,
თქვენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მსგავსად გმირისად;
კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, დამიდგამს ვერ ქვიტკირი სად.
თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად“.
VTA:[1402]
2008 წ. გამოცემა 51:1 ტარიელ უთხრა: „მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა,
თქვენსა ძალ-გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა;
ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა ღირობა,
კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქმნას გაჭირობა.
VTA:[1403]
2008 წ. გამოცემა 51:2 მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა:
ხმა ესმას ჩემსა ხელმქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა,
თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა?
ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.
VTA:[1404]
2008 წ. გამოცემა 51:3 მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები:
გავიყოთ კაცი ას-ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები,
სამთავე სამგნით მივმართოთ, ფიცხლა დავსხლიტოთ ცხენები,
მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ხრმალსა მივსცეთ მძლე ნები.
VTA:[1405]
2008 წ. გამოცემა 51:4 ფიცხლა შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა,
სამთაგან ერთი შეუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა,
მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა,
ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა“.
VTA:[1406]
2008 წ. გამოცემა 51:5 ფრიდონ უთხრა: „შემიგნია, გაგიგია, ვიცი მე, რა:
მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრებენ კართა ვერა;
ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა,
თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა“.
VTA:[1407]
2008 წ. გამოცემა 51:6 ფრიდონ ლაღი ამხანაგობს საუბართა ესოდენთა.
ამას ზედა გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვაბრძენთა,
ერთმანერთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა,
გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.
VTA:[1408]
2008 წ. გამოცემა 51:7 კვლა ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არპირმკვახები,
დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები:
გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები,
ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩალაბახები.
VTA:[1409]
2008 წ. გამოცემა 51:8 იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა;
მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა;
ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა;
დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.
VTA:[1410]
2008 წ. გამოცემა 51:9 ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია:
რა ზედა წვიმდენ ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია,
მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია,
მაგრა რა ზღვასა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.
VTA:[1411]
2008 წ. გამოცემა 51:10 თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთემიუწვდომნია,
მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია;
მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია.
აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნენ ფიცხელნი ომნია!
VTA:[1412]
2008 წ. გამოცემა 51:11 სამთავე სამად გაიყვეს, თითომან თითო კარები;
თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები.
მას ღამით უქმნეს სადარნო, უცრუო, ანაჩქარები,
გათენდა, გაჩნდეს, მიმართეს, თავის-თავ ჰქონდა ფარები.
VTA:[1413]
2008 წ. გამოცემა 51:12 პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად,
მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დახვდეს გულხმიერად;
გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად;
მიდგეს გარეთ, მუზარადნი დაიხურეს ჟამიერად;
VTA:[1414]
2008 წ. გამოცემა 51:13 ანაზდათ ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექმნა წრიალი.
რა ნახეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი,
სამთავე სამგნით მიმართეს, თავსა მით უყვეს რიალი,
იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.
VTA:[1415]
2008 წ. გამოცემა 51:14 მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა:
კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა;
მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა,
ველნი მკვდართა ვერ იტევდეს, გადიადდა ჯარი მკვდრისა.
VTA:[1416]
2008 წ. გამოცემა 51:15 კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა,
აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდა სიმაგრე ჯავშან-ქაფისა.
სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირი არ ნახეს კაფისა,
რა ქალაქს შეხდეს, შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა.
VTA:[1417]
2008 წ. გამოცემა 51:16 ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთგან შეიყარნეს,
მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლნი მათნი მოეღვარნეს,
უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს,
თქვეს: „ტარიელ რა იქმნაო?“ მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.
VTA:[1418]
2008 წ. გამოცემა 51:17 ერთმანცა არა იცოდა, ვერა ცნეს ტარიერისა.
ციხისა კარსა მიმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა;
მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა,
ათი ათასი ნობათი, უსულო, მსგავსი მტვერისა.
VTA:[1419]
2008 წ. გამოცემა 51:18 ციხისა მცველი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული,
თავით ფერხამდის დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული,
ციხისა კარნი გახმულნი, კართა ნალეწი სრეული,
ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქვეს: „საქმე არს მისეული“.
VTA:[1420]
2008 წ. გამოცემა 51:19 გზანი დახვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა,
ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა,
მუზარადი მოეხადა, შვენის აკრვა თმასა ლელსა,
მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა,
VTA:[1421]
2008 წ. გამოცემა 51:20 ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს;
ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს.
მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდეს და შუქნი არნეს,
აქანამდის ჭირნახულთა ამას იქით გაიხარნეს.
VTA:[1422]
2008 წ. გამოცემა 51:21 მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელგარდაჭდობილნი.
კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთა პობილნი.
აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამნივე ძმობილნი,
მას მზესა მისცეს სალამი, წადგეს მართ ვითა ხმობილნი.
VTA:[1423]
2008 წ. გამოცემა 51:22 მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა,
აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა,
მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა,
ორნივე ერთგან უბნობდეს ტურფითა საუბნარითა.
VTA:[1424]
2008 წ. გამოცემა 51:23 ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს,
მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოიკითხეს;
არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს,
თავნი მათნი გაალომნეს, მათი მბრძოლი იშვლეს, ითხრეს.
VTA:[1425]
2008 წ. გამოცემა 51:24 სამასისა კაცისაგან ას-სამოცი შეჰყოლოდა;
ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ერთ კერძ უხაროდა.
მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა,
რომე პოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალით ვით ითქმოდა!
VTA:[1426]
2008 წ. გამოცემა 51:25 მოკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები:
სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები,
თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები,
იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.
VTA:[1427]
2008 წ. გამოცემა 51:26 სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია,
წამოიყვანეს იგი მზე, მათიღა წაგვრა ძნელია,
ზღვათა ქალაქსა დამართეს, თუცა გზა მუნით გრძელია,“
თქვეს: „ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია“.
VTA:[1428]
2008 წ. გამოცემა 52:1 ზღვათა მეფისა წინაშე გაგზავნა მახარობელი,
შესთვალა: „მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი;
ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი;
მწადიან, გნახნე პატივით, ვითა მამა და მშობელი.
VTA:[1429]
2008 წ. გამოცემა 52:2 აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია;
მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია;
ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია,
ამისად მუქფად რა გიძღვნა? მძულს ცუდი ნაქადებია.
VTA:[1430]
2008 წ. გამოცემა 52:3 მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე,
სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე,
კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე,
მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე.
VTA:[1431]
2008 წ. გამოცემა 52:4 თქვენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა,
გამოგზავნოს, ეამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა;
მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა,
ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა!“
VTA:[1432]
2008 წ. გამოცემა 52:5 რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, –
წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა, –
მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა,
მაშინვე შეჯდა, არ უნდა მისლვა სხვასაღა მხმობელსა.
VTA:[1433]
2008 წ. გამოცემა 52:6 ბარგი აჰკიდა, გააგო ქმნა ქორწილისა მათისა,
მას მიაქვს რიცხვი ტურფათა, არს სიდიადე სათისა;
ფატმან ჰყავს თანა, იარეს სავალი დღისა ათისა;
უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ხმელთა მნათისა.
VTA:[1434]
2008 წ. გამოცემა 52:7 შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა,
გარდახდეს, მდაბლად აკოცეს, გა-რე-სწყდეს ჯარსა სპათასა;
შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა;
ქალი რა ნახეს, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა.
VTA:[1435]
2008 წ. გამოცემა 52:8 ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი,
მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფერხი, პირი, ყელი;
იტყვის: „ღმერთო, რა გმსახურო, გამინათლდა რათგან ბნელი!
ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია შენი გრძელი“.
VTA:[1436]
2008 წ. გამოცემა 52:9 ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ გამწყრალი:
„ღმერთმან გული გამინათლა გახეთქილი, გა-ცა-მწკრალი,
აწ აგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი,
მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვჩან არდამზრალი“.
VTA:[1437]
2008 წ. გამოცემა 52:10 ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა,
ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა,
უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა,
პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთენ ვითა ხიდსა.
VTA:[1438]
2008 წ. გამოცემა 52:11 მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა;
ტარიელს უძღვნა გვირგვინი, ვერდანადები ფასისა,
იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა,
კვლა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა.
VTA:[1439]
2008 წ. გამოცემა 52:12 ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა, შემკული თვალითა,
იაგუნდითა წითლითა, ბალახშითა და ლალითა;
დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვამკრთალითა.
მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.
VTA:[1440]
2008 წ. გამოცემა 52:13 ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი:
ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თითო ცხენი,
თითო კაბა თვალიანი, უცხოფერთა შუქთა მფენი,
მოახსენეს: „მადლი რა ვთქვათ, სვიანმცაა დავლა თქვენი!“
VTA:[1441]
2008 წ. გამოცემა 52:14 ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფასიტყვითა ენითა:
„დიდად ვიამე, მეფეო, პირველ, ნახვითა თქვენითა,
მერმე, აგვავსენ მრავლითა ტურფაფერითა ძღვენითა,
ვიცი, შორიშორ არჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქმენითა“.
VTA:[1442]
2008 წ. გამოცემა 52:15 ზღვათა მეფე მოახსენებს: „ხელმწიფეო, ლომო, ქველო,
მოახლეთა სიცოცხლეო, ვერამჭვრეტთა შორით მკლველო,
მსგავსი თქვენი რამცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო!
რა მოგშორდე, რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო?!“
VTA:[1443]
2008 წ. გამოცემა 52:16 ტარიელ ფატმანს უბრძანა: „მე თავი შენი მიდია;
დავ, გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია;
აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია,
მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია“.
VTA:[1444]
2008 წ. გამოცემა 52:17 ფატმან ხათუნ თაყვანისსცა, ჰკადრებს მადლსა მეტისმეტსა:
„მე, მეფეო, ნახვა შენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა;
რა მოგშორდე, რა ვიქმნები? მე დამაგდებ ვითა რეტსა.
ახ, ნეტარძი მოახლეთა! ვაგლახ თქვენსა ვერამჭვრეტსა!“
VTA:[1445]
2008 წ. გამოცემა 52:18 ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენი,
კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი:
„უთქვენოდ მყოფთა არ გვინდან ნიშატნი საჩანგდაფენი,
მაგრა გაგვიშვენ, წავიდეთ, ჟამია, ვართ მოსწრაფენი.
VTA:[1446]
2008 წ. გამოცემა 52:19 შენ იყავ ჩვენი მშობელი, ჩვენგან ღმრთად საესავიო,
მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძო ერთი ნავიო“.
მეფემან ბრძანა: „არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო,
რათგან ისწრაფი, რა გკადრო? წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო!“
VTA:[1447]
2008 წ. გამოცემა 52:20 მეფემან ნავი-ხომალდი მოკაზმა ზღვისა კიდესა.
გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა,
თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა,
ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.
VTA:[1448]
2008 წ. გამოცემა 52:21 გამოვლნეს ზღვანი სამთავე ერთგან, ძმად შენაფიცართა,
კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა;
შვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არუიცართა,
ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა.
VTA:[1449]
2008 წ. გამოცემა 52:22 მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად,
კვლა ფრიდონის თავადთასა – ნაომართა მათთა მთხრობლად;
„მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად,
ჩვენ, დამზრალნი აქანამდის, აწ გავხედით დაუზრობლად“.
VTA:[1450]
2008 წ. გამოცემა 52:23 იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა,
მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა,
მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა,
მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა.
VTA:[1451]
2008 წ. გამოცემა 52:24 მუნ მიეგება ყოველი ფრიდონის დიდებულები.
ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები,
ნესტან-დარეჯანს მოეჭდო, რომე ვერ გაჰხსნის ცულები,
აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.
VTA:[1452]
2008 წ. გამოცემა 52:25 ნესტან-დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა;
უბრძანა: „ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა,
აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან, მისი არ სიძვირითა,
მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!“
VTA:[1453]
2008 წ. გამოცემა 52:26 ასმათ ჰკადრა: „მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახეთ არდაზრულნი,
ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი,
სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს, ოდეს გნახენ მხიარულნი“.
სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი.
VTA:[1454]
2008 წ. გამოცემა 52:27 დიდებულთა თაყვანისსცეს, მოახსენეს დიდი ქება:
„რომე ღმერთმან გაგვახარნა, – კურთხეულ არს მისი ღმრთება! –
ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება;
წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალუც განკურნება“.
VTA:[1455]
2008 წ. გამოცემა 52:28 მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაკოცნეს.
მეფე ეტყვის: „ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს,
იგი შვება საუკუნო ცხადად პოვეს, არ იოცნეს,
ერთსა მიხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს.
VTA:[1456]
2008 წ. გამოცემა 52:29 თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია,
მაგრა მათ მიხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია“.
ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია,
ნარგისთათ იძრვის ბორიო, ვარდსა ზრავს, იანვარია.
VTA:[1457]
2008 წ. გამოცემა 52:30 მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს,
რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქმით ახეს;
დადუმდეს და მოახსენეს: „რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს,
თქვენთა მჭვრეტთა მღერა მართებს, რასათვისმცა ივაგლახეს!
VTA:[1458]
2008 წ. გამოცემა 52:31 ვინ ღირსა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა!
თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა“.
კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა: „ნურათ იქთ გამწარებასა,
ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!“
VTA:[1459]
2008 წ. გამოცემა 52:32 ავთანდილცა მიუმტკივნა, ეტყვის დიდსა სიმძიმილსა;
მათ შეასხეს ქება, უთხრეს: „თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა,
რათგან მიხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა,
აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა“.
VTA:[1460]
2008 წ. გამოცემა 52:33 მივიდეს, სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია;
სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია,
დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია,
მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.
VTA:[1461]
2008 წ. გამოცემა 52:34 შუკათათ მოდგეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია;
შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია;
მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია,
მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია.
VTA:[1462]
2008 წ. გამოცემა 52:35 გარდახდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები.
გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები,
ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები,
თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.
VTA:[1463]
2008 წ. გამოცემა 53:1 მათ ქალ-ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ-ძოწეული,
წითელ-ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული:
ავთანდილისთვის – ყვითელი და შავი ერთგან რეული:
მოვიდეს, დასხდეს; მჭვრეტელი ვცან მათი სულდალეული.
VTA:[1464]
2008 წ. გამოცემა 53:2 მგოსანნი მოდგეს, ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა;
ქორწილი ქმნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა,
ფრიდონის, პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა;
ნესტან-დარეჯანს უშვენის ღიმილი, ჩენა კბილისა.
VTA:[1465]
2008 წ. გამოცემა 53:3 მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არალქატისა:
ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა,
კვლა ერთი თვალი, სამსგავსო მზისა შუქმონამატისა,
მას წინა ღამით ძალედვის მხატვარსა ხატვა ხატისა.
VTA:[1466]
2008 წ. გამოცემა 53:4 კვლა უძღვნა თითო ფარღული, გარდასაყრელი ყელისა,
მგრგვლად დათლილისა თვალისა, იაგუნდისა მრთელისა;
კვლა მოაქვს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ხელისა,
ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა.
VTA:[1467]
2008 წ. გამოცემა 53:5 იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა,
ავთანდილს უძღვნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა,
აივსო სახლი სტავრითა და ოქსინოთა ლბილითა.
ტარიელ მადლი უბრძანა ლაღმან სიტყვითა ტკბილითა.
VTA:[1468]
2008 წ. გამოცემა 53:6 ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა;
ყოვლთა დღეთა მიართმიდის უფასოსა ძღვენსა მზასა;
დღე და ღამე არ გასწყვედდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა.
აჰა, მიხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა.
VTA:[1469]
2008 წ. გამოცემა 53:7 ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე ერთ სიტყვები გულისა:
„არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა,
არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა,
მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა.
VTA:[1470]
2008 წ. გამოცემა 53:8 ავთავნილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება,
აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება:
შენ მიდი, ჰკითხე, რა უნდა, მან ქმნას ამისი ცხადება,
ვითა დამივსო სახმილი, ეგრე მისიცა კმა დება.
VTA:[1471]
2008 წ. გამოცემა 53:9 უთხარ: „ძმაო, რა გარდიხდის, შენგან ჩემსა ჭირნახულსა!
ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა!
თუ ვერა ვიქ საწადელსა შენსა, შენთვის გაზრახულსა,
არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა, არცა ხულსა.
VTA:[1472]
2008 წ. გამოცემა 53:10 აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა, ანუ რათ მოგეხმარები?
ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები;
ტკბილი სიტყვითა გავმართოთ და ხრმლითა — საომარები.
თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები“.
VTA:[1473]
2008 წ. გამოცემა 53:11 რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა,
მას გაეცინნეს, გაღიმდა, შვენოდა მხიარულობა;
თქვა, თუ: „მეშველი რად მინდა? მჭირს არავისგან წყლულობა!
ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინნაკლულობა.
VTA:[1474]
2008 წ. გამოცემა 53:12 ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღმრთისა ნებითა,
საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებითა,
არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა;
მას ზედა შველა რად მინდა, რად მეჭვ რასაცა თნებითა?
VTA:[1475]
2008 წ. გამოცემა 53:13 რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი,
ღმერთი იწადებს, მომივლენ გულსა სახმილთა ლხენანი;
მაშინღა მომხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი;
უმისჟამისოდ ცუდნია ჩემგან მი და მო რბენანი.
VTA:[1476]
2008 წ. გამოცემა 53:14 მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი, ჩემგან თხრობილი:
„მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი?
ვარ მუცლითგანვე დედისათ თქვენად სამონოდ შობილი,
ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი.
VTA:[1477]
2008 წ. გამოცემა 53:15 გებრძანა: «შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა».
ეგე არს მსგავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა;
მუნა მე ხრმალი არ მიკვეთს, არცა სივრცელე ენისა,
მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა.
VTA:[1478]
2008 წ. გამოცემა 53:16 ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე:
ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე,
გვერდსავე გიჯდეს მნათობი, პირი ელვათა მკრთომარე,
მებრძოლნი თქვენნი მოგესრნენ, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.
VTA:[1479]
2008 წ. გამოცემა 53:17 რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი,
მაშინღა მივალ არაბეთს, მომხვდენ მის მზისა ხლებანი;
ოდესცა სწადდეს, დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი.
სხვად თქვენგან არა არ მინდა, მძულან რასაცა თნებანი“.
VTA:[1480]
2008 წ. გამოცემა 53:18 რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი,
მან ბრძანა: „მაგას არა ვიქ, ამას არ უნდა მისანი.
ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი,
ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი!
VTA:[1481]
2008 წ. გამოცემა 53:19 მიდი, უთხარ ჩემ მაგიერ სიტყვა ჩემგან არნათნები:
«მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები.
ვეჭვ, მრავალი დამეხოცოს მონა, მისგან საყვარლები,
ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთიღა მოვბრუნდები».
VTA:[1482]
2008 წ. გამოცემა 53:20 ესე უთხარ: «ამის მეტსა მოციქულობ ნურას ნუო,
ხვალე წასლვა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო;
მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავაცრუო,
ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო, შევაგუო»“.
VTA:[1483]
2008 წ. გამოცემა 53:21 უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა:
„არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა“.
მას დაუმძიმდა, მოედვა კვლა გულსა კვამლალმულობა.
ასრე ხამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა!
VTA:[1484]
2008 წ. გამოცემა 53:22 ავთანდილ მივა მუხლმოყრით ტარიას შესახვეწელად,
ფერხთა ეხვევის, აკოცებს, აღარ შეხედავს ზე წელად,
ეტყვის: „კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად,
კვლა ნუ მიქ ერთგულობისა გამტეხლად, და-ცა-მლეწელად.
VTA:[1485]
2008 წ. გამოცემა 53:23 რასაცა ლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია,
გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია!
მე მისთვის ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერნამკრთალია!
ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია!
VTA:[1486]
2008 წ. გამოცემა 53:24 ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს,
ვაჲ თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს,
ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მომასურვებს,
შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს“.
VTA:[1487]
2008 წ. გამოცემა 53:25 ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქნაფენამან,
ხელი მოჰკიდა ავთანდილს, ამართა, ააყენა მან:
„მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან,
მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან.
VTA:[1488]
2008 წ. გამოცემა 53:26 დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა,
მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულმძიმობა, დიდობა;
თუ მოყვარეა, გულისა ქმნას ჩემკენ მონაზიდობა,
თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდისკიდობა.
VTA:[1489]
2008 წ. გამოცემა 53:27 მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა,
არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა.
რადმცა რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა!
ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა.
VTA:[1490]
2008 წ. გამოცემა 53:28 ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით,
რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით.
რათგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით!
დააშვენეთ ერთმანერთი, თავის-თავის ნუ დასჭნებით“.
VTA:[1491]
2008 წ. გამოცემა 53:29 რა ავთანდილ ტარიასგან ცნა, წასლვასა არ დაშლიდა,
არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედა რთვიდა;
ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა,
თანა წაჰყვა, განაღამცა მათ თანავე გზასა ვლიდა.
VTA:[1492]
2008 წ. გამოცემა 54:1 ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს:
ღმერთი კარგსა მოავლინებს, არ, ბოროტსა არ დაბადებს,
ავსა წამ ერთ შეამოკლებს, კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს,
თავსა მისსა უკეთესსა უზადოჰყოფს, არ აზადებს.
VTA:[1493]
2008 წ. გამოცემა 54:2 ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი,
თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი,
ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი,
მუნ ბალახშსა ამშვენებდეს სინატიფე-სინაზესი.
VTA:[1494]
2008 წ. გამოცემა 54:3 იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს;
მინადირობდეს, ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს;
სადაცა დახვდის ქვეყანა, მჭვრეტელთა მოალხინებდეს,
მოეგებნიან, სძღვნობდიან, აქებდეს, არ აგინებდეს.
VTA:[1495]
2008 წ. გამოცემა 54:4 მას ჰგვანდეს, თუმცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა;
იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა,
შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაცმიუმხვდარეთა;
სად ყოფილ იყო ტარიელ, მიხვდეს მის კლდისა არეთა.
VTA:[1496]
2008 წ. გამოცემა 54:5 ტარიელ ბრძანა: „მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა;
მუნ მივალ, სადა ყოფილ ვარ, მჭირდა სადამდის ხელობა;
მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა,
მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა“.
VTA:[1497]
2008 წ. გამოცემა 54:6 მივიდეს, შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა.
ასმათს უც ხორცი ირმისა, იქს მასპინძლობა-კვეთასა.
ამხანაგობდეს, ლაღობდეს წასლვასა მათ საქმეთასა,
ღმერთსა მადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა.
VTA:[1498]
2008 წ. გამოცემა 54:7 მოიარეს ქვაბოვანი, თამაშობდეს მხიარულნი,
პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი,
ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი;
არ იტყვიან, არა გვაქვსო, იგ ამისთვის გულნაკლულნი.
VTA:[1499]
2008 წ. გამოცემა 54:8 უბოძა ტურფა მრავალი მათ-მათი შესადარები,
კვლა ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყვა თუ სპასალარები.
აივსო კაცი ყველაი, მაშინ მათ თანა ნარები,
მაგრა ძეს რომე საჭურჭლე, ჰგვანდა – კაცდაუკარები.
VTA:[1500]
2008 წ. გამოცემა 54:9 ფრიდონს უთხრა: „ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიხდების,
მაგრა თქმულა: «კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების»;
აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების,
შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე, ვითა გხვდების“.
VTA:[1501]
2008 წ. გამოცემა 54:10 ფრიდონ მდაბლად თაყვანისსცა, ჰკადრა მადლი მეტისმეტი:
„მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი?
მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი?
ჩემი ლხინი მუნამდისა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!“
VTA:[1502]
2008 წ. გამოცემა 54:11 ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად,
სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად;
აწ მუნითცა გაემართნეს არაბეთით წავლად გზისად,
ავთანდილ-ა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად.
VTA:[1503]
2008 წ. გამოცემა 54:12 მიხვდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალი ხანები.
დახვდა სოფლები, ციხები ხშირ-ხშირად, თანისთანები,
მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები,
ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები.
VTA:[1504]
2008 წ. გამოცემა 54:13 ავთანდილ იცნეს, გაისმა ხმა მათგან სიხარულისა;
დაიწყეს ყოვლგნით ლაშქართა ქმნა მათკენ სიარულისა,
თაყვანისსცემდა სიმრავლე სპისა პირმხიარულისა;
ქალი ნახიან: „შვენება, – თქვიან, – არს მზისა სრულისა“.
VTA:[1505]
2008 წ. გამოცემა 54:14 ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა,
შესთვალა: „გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა;
მე მოვალ, მეფე ინდოთა, დარბაზსა თქვენსა სეფესა,
გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა.
VTA:[1506]
2008 წ. გამოცემა 54:15 მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა,
ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა;
მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა,
დავხოცე მონა მრავალი, მსახური სრისა თქვენისა.
VTA:[1507]
2008 წ. გამოცემა 54:16 აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია,
შემინდოთ, რაცა შეგცოდე, ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია.
ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია,
ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია“.
VTA:[1508]
2008 წ. გამოცემა 54:17 რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა,
ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა;
თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა,
ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა.
VTA:[1509]
2008 წ. გამოცემა 54:18 ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა სიცილი თქართქარებისა.
ლაშქარნი რბოდეს მი და მო, ქმნა სწადდა მათკენ რებისა.
დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა,
შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავფიცხელ-გულმაგრებისა.
VTA:[1510]
2008 წ. გამოცემა 54:19 მეფე შეჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი.
ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი.
ყველაკაი ღმერთსა მადლობს, გაამაღლნეს მათნი ხმანი,
თქვეს: „ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია შენთვის მზანი!“
VTA:[1511]
2008 წ. გამოცემა 54:20 რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ-მოსაგებავთა,
ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა:
„აგერა ხედავ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა?
ამად მედების სახმილი, გულსა ეცხელა, ებავთა.
VTA:[1512]
2008 წ. გამოცემა 54:21 ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა.
იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა,
ჩემად არაკად სულდგმული კაცი არ გაწბილებულა,
რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდავე ხლებულა“.
VTA:[1513]
2008 წ. გამოცემა 54:22 ტარიელ უთხრა: „კარგსა იქ შენ პატრონისა კრძალვასა.
აწ დადეგ, იქი ნუ მოხვალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა.
მე მივალ, უთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა,
ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა“.
VTA:[1514]
2008 წ. გამოცემა 54:23 მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი,
ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი,
მისთა წამწამთა ნიავი ქრის, ვითა ქარი არავი,
წავიდა მეფე ინდოთა მისრული, მიუპარავი.
VTA:[1515]
2008 წ. გამოცემა 54:24 ფრიდონ წაჰყვა, განაღამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა,
ცნა მეფემან, ტარიელ-ა, მარტო მოვა, მოხრის ტანსა,
გარდახდა და თაყვანისსცა მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა,
სდებს პატივსა ინდოთ მეფეს, მართ მამისა შესაგვანსა.
VTA:[1516]
2008 წ. გამოცემა 54:25 ტარიელცა თაყვანისსცა, მივა კოცნად, სასალამოდ;
მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ,
გაკვირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ:
„შენ მზე ხარო, შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ“.
VTA:[1517]
2008 წ. გამოცემა 54:26 გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა-სიტურფესა,
პირსა უჭვრეტს გაკვირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა;
კვლა ფრიდონცა უსალამა, თაყვანისსცა მან მეფესა,
მას მეფესა, ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა.
VTA:[1518]
2008 წ. გამოცემა 54:27 მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების, დაეღონების.
ტარიელ ეტყვის: „მეფეო, აწ გული შენ გემონების;
მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების!
რათგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების?
VTA:[1519]
2008 წ. გამოცემა 54:28 ნუ გიკვირს მისი ვერნახვა და დაყოვნება ხანისა!
მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა,
გკადრო მიზეზი მისისა თქვენ წინა ვერმოტანისა,
ვიაჯი რასმე, აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა“.
VTA:[1520]
2008 წ. გამოცემა 54:29 დასხდეს მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა.
ტარიელს პირსა ციმციმი ათქს უნათლესი ბაზმისა;
ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა-ქცევისა და ზმისა;
დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა ბრძნად ნაკაზმისა:
VTA:[1521]
2008 წ. გამოცემა 54:30 „მეფეო, თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად,
მაგრა მოსრული თქვენ წინა ვარ შემომხვეწლად, მქენებლად;
თვით იგი იაჯს, რომელი ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად,
ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად.
VTA:[1522]
2008 წ. გამოცემა 54:31 აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწნით და შემუდარებით:
ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დარებით,
დაჰვიწყდეს, რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით;
არ გაწყენ, გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით.
VTA:[1523]
2008 წ. გამოცემა 54:32 თქვენთა უყვარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა,
მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერნამკრთალსა;
მუხლმოყრილი გეაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა,
რომე მისცეთ ქალი თქვენი მკლავმაგარსა, გულფიქალსა.
VTA:[1524]
2008 წ. გამოცემა 54:33 ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა“.
ამოიღო ხელმანდილი, მოინასკვა იგი ყელსა,
ადგა, მუხლნი დაუყარნა, ეაჯების ვითა მზრდელსა.
გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბვისა მომსმენელსა.
VTA:[1525]
2008 წ. გამოცემა 54:34 რა ტარიელ მუხლმოყრილი ნახა, მეფე შეუზარდა,
შორს უკუდგა, თაყვანისსცა, ქვე მიწამდის დაუვარდა,
მოახსენა: „ხელმწიფეო, ლხინი ყოვლი გამიქარდა,
თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა.
VTA:[1526]
2008 წ. გამოცემა 54:35 ვით ეგების, რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს,
ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყვედცა გინდეს;
გებრძანამცა სახლით თქვენით, ცრემლი არცა მაშინ მდინდეს;
სხვა მისებრი ვერა პოვოს, ცათამდისცა გა-ცა-ფრინდეს!
VTA:[1527]
2008 წ. გამოცემა 54:36 მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვპოვებ ვერა;
თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა;
ვარდი ახლად იფურჭვნების, მე ყვავილი დამებერა,
რადმცა ვჰკადრე შეცილება, რასცა ოდენ იგი ჯერა!
VTA:[1528]
2008 წ. გამოცემა 54:37 თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არცა მაშინ მშურდა.
ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვინ მოგმდურდა!
თუ ავთანდილ არ მიყვარდა, ასრე მისთვის რად მომსურდა?
დია ღმერთო, წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა“.
VTA:[1529]
2008 წ. გამოცემა 54:38 რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა,
დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედა დაეფინა.
კვლა მეფემან თაყვანისსცა, წამო-რე-ვლო, წადგა წინა,
ერთმანერთი მოიმადლეს, მართ ერთსაცა არ ეწყინა.
VTA:[1530]
2008 წ. გამოცემა 54:39 ფრიდონ შეჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა,
ესდენ დიდი სიხარული გაეხარნეს მასცა განა!
წავიდა და წამოუძღვა, მოიყვანა, მოჰყვა თანა,
მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა.
VTA:[1531]
2008 წ. გამოცემა 54:40 მეფე ადგა, მოეგება, ყმა გარდახდა, რა მივიდა;
ხელთა ჰქონდა ხელმანდილი, პირსა მითა იფარვიდა.
მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდთა ზრვიდა,
მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაჰფარვიდა?!
VTA:[1532]
2008 წ. გამოცემა 54:41 მეფე კოცნასა ლამობდა, აღარა ცრემლნი სდენიან;
ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან;
უბრძანა: „ადეგ, ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან;
რათგან მერჩიო, ნუ მერცხვი, გაე, რასაღა გრცხვენიან!“
VTA:[1533]
2008 წ. გამოცემა 54:42 მოეხვია, გარდუკოცნა მან პირისა არემარე:
„დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არ ემარე,
ვინ გიშერი დააჯოგა წარბ-წამწმისა, არემა-რე.
გვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკენ არე, მარე!“
VTA:[1534]
2008 წ. გამოცემა 54:43 მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა,
ახლოს უზის, ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა;
იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიხვდა, ვითა ღირსა.
მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა.
VTA:[1535]
2008 წ. გამოცემა 54:44 ყმა მეფესა მოახსენებს: „მიკვირს, სხვასა რად რას ჰბრძანებ!
რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ?
მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ,
შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ“.
VTA:[1536]
2008 წ. გამოცემა 54:45 ტარიელსცა მოახსენა; შესხდეს, ქალსა მიეგებნეს,
მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს,
მიხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს, რაცა ძებნეს,
ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს.
VTA:[1537]
2008 წ. გამოცემა 54:46 მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან.
დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან;
გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან,
დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერმიხვდომილმან.
VTA:[1538]
2008 წ. გამოცემა 54:47 ეტყვის, „მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო!
შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო,
მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო!
თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო!“
VTA:[1539]
2008 წ. გამოცემა 54:48 გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა;
ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა;
მისგან დამწვარნი მისცნიან გულნი ჭვრეტითა ლხენასა,
სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა.
VTA:[1540]
2008 წ. გამოცემა 54:49 შინა წავიდეს ყოველნი, შესხდეს თავისა დარებად,
ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად,
არ მიიხვდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად,
ადრე მივიდეს მეფისა სახლად საყოფად, არებად.
VTA:[1541]
2008 წ. გამოცემა 54:50 შევიდეს, ნახეს თინათინ, მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა,
სკიპტროსან-გვირგვინოსანსა შვენოსა ცმა პორფირისა;
მისრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა;
შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მსგავსი გმირისა.
VTA:[1542]
2008 წ. გამოცემა 54:51 ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლდა უსალამეს,
მოეგებნეს, აკოცეს და საუბარი დააამეს,
იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს,
ბროლ-ბალახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.
VTA:[1543]
2008 წ. გამოცემა 54:52 თინათინ ზედააწვივნა ტახტსა მეფეთა ზეთასა,
ტარიელ უთხრა: „შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა,
დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა,
მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ, მზესა მზეთასა“.
VTA:[1544]
2008 წ. გამოცემა 54:53 ორთავე ხელი მოჰკიდეს და დასვეს ტახტსა თავისსა,
გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა;
უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა,
ნუ ეჭვ მიჯნურთა მათებრთა ნუცა თუ რამინს და ვისსა.
VTA:[1545]
2008 წ. გამოცემა 54:54 ქალსა შესწბა, გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა,
ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე- და გამო- გულმან კრთომა.
მეფე ეტყვის: „შვილო, ჩემგან გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა,
ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არწახდომა.
VTA:[1546]
2008 წ. გამოცემა 54:55 აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა,
სვესვიანობა, დიდობა, კვლა ჭირთა გარდუხდელობა!
ცამცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა!
თქვენით ხელითა მეღისროს მიწათა შემომყრელობა!“
VTA:[1547]
2008 წ. გამოცემა 54:56 მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება:
„ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღმრთისა ნება,
დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე – სიბერე ვითა სნება,
ჩემად სწორად მსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება!“
VTA:[1548]
2008 წ. გამოცემა 54:57 ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს,
მოახსენეს: „მიწად ვექმნნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს,
მორჩილქმნილნი დაგვადიდნეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს,
მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანნეს“.
VTA:[1549]
2008 წ. გამოცემა 54:58 ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა თავსა დება;
ქალსა ეტყვის: „შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება,
ქმარი შენი ძმაა ჩემი, მწადს ეგრევე თქვენი დება,
ორგულთა და შემცილეთა თქვენთა მე ვქმნა გაფლიდება“.
VTA:[1550]
2008 წ. გამოცემა 55:1 მას დღე ავთანდილ პატრონად ზის და ხელმწიფე ზენია,
მას თანა მჯდომსა ტარიელს შვენიან სინაზენია;
ნესტანჯარ ახლავს თინათინს, მჭვრეტელთა ამაზრზენია,
ჰგავს, თუ ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ოთხნი მზენია.
VTA:[1551]
2008 წ. გამოცემა 55:2 დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა,
ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი მხავსისა,
შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამსგავსისა;
მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა მზისა მსგავსისა.
VTA:[1552]
2008 წ. გამოცემა 55:3 იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები,
კვლა უცხოფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო-უცხო სიქები.
მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები,
მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი: „ნუ აეხსნები, იქ ები!“
VTA:[1553]
2008 წ. გამოცემა 55:4 მუტრიბნი მოდგეს, ყოველგნით ისმოდის ხმა წინწილისა;
შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბალახშისა თლილისა;
მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მსგავსი მილისა,
ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა.
VTA:[1554]
2008 წ. გამოცემა 55:5 არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი;
მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი;
გაბედითდა წასაღებად ატლასი და ოქრო მყარი,
სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი.
VTA:[1555]
2008 წ. გამოცემა 55:6 ხვალისა მეფე არაბთა კვლა პურობს, არ ღაფალია;
ტარიელს უთხრა: „შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია.
მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია;
ხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია.
VTA:[1556]
2008 წ. გამოცემა 55:7 აწ, მეფეო, არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად“.
სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად.
ქვემოთ დასხნა ავთანდილ და მისი ცოლი მათად სწორად.
პირველ ძღვენი ტარიასთვის მოიღიან, იდვის გორად.
VTA:[1557]
2008 წ. გამოცემა 55:8 არაბთა მეფე მასპინძლობს, იქს ოდენ არიფობასა,
ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა,
გასცემს და უქებს ყველაი უხვობა-იეფობასა,
ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეულა ვით მეფობასა.
VTA:[1558]
2008 წ. გამოცემა 55:9 მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა,
სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა;
რომე სძღვნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა, –
თითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა.
VTA:[1559]
2008 წ. გამოცემა 55:10 კვლა უძღვნა ძღვენი ორთავე, მსგავსი მათისა ბედისა,
ათასი თვალი, ნაშობი რომანულისა დედისა,
კვლა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ტრედისა,
ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მსგავსი ქედისა.
VTA:[1560]
2008 წ. გამოცემა 55:11 ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავშედგმული,
ცხრა ტაიჭი, ძვირფასისა უნაგირთა შეკაზმული.
ინდოთ მეფე თაყვანისსცემს ლაღი, ბრძენი, არ მახმული,
მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინოსმული.
VTA:[1561]
2008 წ. გამოცემა 55:12 რას ვაგრძელებდე? გარდახდეს დღენი ერთისა თვისანი.
თამაშობდიან, არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი.
ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი,
მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი.
VTA:[1562]
2008 წ. გამოცემა 55:13 ტარიელ ჰგვანდა ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოველად,
ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად,
შესთვალა: „შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად,
მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად.
VTA:[1563]
2008 წ. გამოცემა 55:14 უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.
ვეჭვ, მოგცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან;
წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან,
ადრე კვლა გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან“.
VTA:[1564]
2008 წ. გამოცემა 55:15 როსტევანს ეთქვა: „მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა?
რაცა გიჯობდეს, იქმოდით, გასჭვრეტდით, გაიცდიდითა,
ავთანდილ თანა წამოგყვეს, წადით ლაშქრითა დიდითა,
თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, და-ცა-სჭრიდითა.
VTA:[1565]
2008 წ. გამოცემა 55:16 ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები.
მან უთხრა: „გაე, ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები,
ახალშეყრილსა მთვარესა, მზეო, ვით მოეშორები?“
ავთანდილ უთხრა: „მაგითა შენგან არ მოვიღორები.
VTA:[1566]
2008 წ. გამოცემა 55:17 არ, დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად!
„ცოლი უყვარსო, გამწირა“, – იყო ამისად მსახავად;
მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მევაგლახავად?
კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ, ავად!“
VTA:[1567]
2008 წ. გამოცემა 55:18 ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთა ფრქვევასა;
უბრძანა: „ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა;
რათგან გწადიან, წამომყევნ, დამწამებ ნურას თნევასა“.
ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მის თანა წვევასა.
VTA:[1568]
2008 წ. გამოცემა 55:19 შეყარნა სპანი არაბეთს, – აღარა ხანსა ზმულია, –
კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია.
კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია.
არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნაღველჭმულია.
VTA:[1569]
2008 წ. გამოცემა 55:20 ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე, დობილნი,
ერთმანერთისა დადფიცნი, სიტყვისა გამონდობილნი,
მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელითა გარდაჭდობილნი,
ტიროდეს; მათთა მჭვრეტელთა გულნიცა ესხნეს წდობილნი.
VTA:[1570]
2008 წ. გამოცემა 55:21 მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანაშეესწოროსა,
ორნივე სწორად ნათობენ, მოშორდეს, მოეშოროსა;
არა თუ იგი მოშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა,
მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან, ხამს, თავი იქედგოროსა.
VTA:[1571]
2008 წ. გამოცემა 55:22 მათადვე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან,
იგივე გაჰყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან,
ვარდსა სწებვენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩადიან.
მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან.
VTA:[1572]
2008 წ. გამოცემა 55:23 ნესტან-დარეჯან თქვა: „ნეტამც ყოლა არ შეგმეცნებოდი,
მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავჭნებოდი.
ამბავსა სცნევდი, მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი,
ვითა მე შენთვის დამწვარ ვარ, აგრევ შენ ჩემთვის სდნებოდი“.
VTA:[1573]
2008 წ. გამოცემა 55:24 თინათინ უთხრა: „ჰე, მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო,
რადმცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო!
ღმრთისაგან დღეთა თხოვნისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო,
აგრემცა მივი, რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო!“
VTA:[1574]
2008 წ. გამოცემა 55:25 კვლა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი;
ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი;
იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი.
რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი.
VTA:[1575]
2008 წ. გამოცემა 55:26 როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების,
ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების,
ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების;
ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.
VTA:[1576]
2008 წ. გამოცემა 55:27 ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით;
იტყვის, თუ: „თქვენი სიახლე მიჩს აქამდისცა ოცებით;
რათგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით,
შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით.
VTA:[1577]
2008 წ. გამოცემა 55:28 ტარიელ შეჯდა, მეფისა გამყრელი, გამომსალამე;
სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე:
„მზე შენ გელისო საომრად და თავი შენ მას ალამე“.
უბრძანა: „თქვენთვის მტირალსა ყოლა რად მიჩნდეს სალა მე!“
VTA:[1578]
2008 წ. გამოცემა 55:29 გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა,
ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა,
კაცი ოთხმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა,
მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.
VTA:[1579]
2008 წ. გამოცემა 55:30 სამ თვე ვლეს, – ღმერთმან მათებრი სხვა ნურა ნუ დაჰბადოსა!
მოეგებნიან, მტერობა ვერავინ დაიქადოსა!
მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა,
ვითა მართებდა, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.
VTA:[1580]
2008 წ. გამოცემა 56:1 ქედსა ზედა გარდამოდგა მეტად დიდი ქარავანი,
კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი;
გარეშემო მოეკვეცნეს უკანამო დალალანი;
მეფე ბრძანებს: „მოასხითო, ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი“.
VTA:[1581]
2008 წ. გამოცემა 56:2 მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია;
უბრძანეს: „ვინ ხართ, შავითა რად ტანი შეგიგლესია?“
მათ მოახსენეს: „სით მოვალთ, მუნ ასრე დანაწესია,
ინდოეთს მისრით მოსრულთა გვივლია გზა უგრძესია“.
VTA:[1582]
2008 წ. გამოცემა 56:3 გაეხარნეს მათ ვაჭართა ინდოეთით მომავლობა,
მაგრა თავი უმეცარყვეს, არა მისცეს ყოლა გრძნობა;
უცხოურად ეუბნების, მათ ვერა ქმნეს მათი ცნობა.
არ ესმოდა ინდოური, არაბულად ყვეს უბნობა.
VTA:[1583]
2008 წ. გამოცემა 56:4 უბრძანეს: „გვითხართ, ვაჭარნო, ამბავი ინდოეთისა!“
მათ ჰკადრეს: „ზეცით მოსრულა ინდოეთს რისხვა ზეცისა;
დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა,
მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს ვითა შეთისა“.
VTA:[1584]
2008 წ. გამოცემა 56:5 თვით მათვე მათსა ამბავსა უამბობს, არის წყლიანი:
„ფარსადან, მეფე ინდოთა, იყო ხელმწიფე სვიანი,
მას ესვა ქალი მნათობი, მზისაცა უფრო მზიანი,
კბილმარგალიტი, ტანალვა, ღაწვბალახშ-ყორანთმიანი.
VTA:[1585]
2008 წ. გამოცემა 56:6 მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა.
ამირბარმან სიძე მოკლა, ხმა მეფესა დაუვარდა;
იგი ქალი პატარაი მამიდასა გაეზარდა,
ბუქთა მისგან მონაქროლთა ინდოეთი გარდაქარდა.
VTA:[1586]
2008 წ. გამოცემა 56:7 მამიდაი ქაჯი იყო, გრძნეულობა იცის კარგა,
მით შემართა საშინელი, მზე ხმელეთსა დაუკარგა;
თვითცა მოკვდა უბედური, მართ საცოცხლოდ არად ვარგა;
იგი ქალი დაიკარგა, ალვა მორჩი სხვაგან დარგა.
VTA:[1587]
2008 წ. გამოცემა 56:8 ცნა ამირბარმან, წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად,
იგიცა წახდა, ინდოეთს, გახდა მთვარე და მზე ბნელად;
ორნივე წახდეს, პოვნაღა მათი არს აწ საგებნელად;
მეფემან ბრძანა: „ჰე, ღმერთო, რად ცეცხლსა მომიდებ ნელად“.
VTA:[1588]
2008 წ. გამოცემა 56:9 მეფე გაშმაგდა მათისა უღონოქმნილი ძებნისა;
ვად შეიცვალა ინდოეთს ხმა ქოს-წინწილთა, ებნისა;
ცოტასა ხანსა გა-ვე-სძლო დება სახმილთა გზნებისა;
აწ თვითცა მოკვდა, შეექმნა ბოლო სრვისა და ტკებნისა“.
VTA:[1589]
2008 წ. გამოცემა 56:10 რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა, საქმენი გააკვლადნა,
ქალმან დიდნი დაიკივლნა, ფიცხლა თავსა მოიხადნა;
ტარიელცა დაიზახნა, დაფარულნი გააცხადნა;
ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა, თოვლი გადნა.
VTA:[1590]
2008 წ. გამოცემა 56:11 მომკალ, ქალსა თავშიშველსა თუ მზე ვითა ეურჩოსა!
სული ვარდსა დავამსგავსე, თავმოხდილი — ყაყაჩოსა;
თუ ბრძენიცა მაქებარი მისი იხმობს ვირებრ „ჩოსა“,
ჰგავს, თუ ტყუბი მარგალიტი ზის ბროლისა ხარხაჩოსა.
VTA:[1591]
2008 წ. გამოცემა 56:12 ქალი საბრალოდ მამასა სტირს, ბულბულისა მსგავსია,
თმა გაიგლიჯა, გაყარა, ღაწვი ცრემლითა ავსია,
ვარდი შექმნილა ზაფრანად, ლალი მართ ვითა ხავსია,
მზესა ღრუბელი ეფარვის, ამად ნათელი დავსია.
VTA:[1592]
2008 წ. გამოცემა 56:13 იხოჭს და იგლეჯს ზახილით, ტირს სიტყვახაფი უარე;
სისხლი და წყალი თვალთაგან სდის ცრემლი გარე უარე;
„მოვკვეო შენთვის, მამაო, შვილი ყოველთა უარე,
ვერა გმსახურა ასულმან, ვერცა რა შეგაგუა-რე.
VTA:[1593]
2008 წ. გამოცემა 56:14 ჩემთვის ბნელქმნილო მამაო, ნათელო თვალთა ჩემთაო,
ჩემთა რა გაცნევს ამბავთა, გულისა მონაცემთაო!
მზეო, რადღა გაქვს სინათლე, რადღა ანათობ თემთაო?
რად არ დაიქეც, ქვეყანავ, რადღა მართიხარ ზე, მთაო?“
VTA:[1594]
2008 წ. გამოცემა 56:15 ტარიელ მოსთქვამს: „გამზრდელო, ჰაჲჰაჲ, რა საქმე მსმენია!
მიკვირს, თუ მზეღა რად ნათობს, რად არა დაუჩენია?!
მზე მოჰკვე ყოვლთა სულდგმულთა, სოფელი აღარ შენია,
ღმერთსა მიმადლე, შემინდვე, რაცა შენ ჩემგან გწყენია“.
VTA:[1595]
2008 წ. გამოცემა 56:16 მაშინ გახდეს ყველაკანი მტირალად და ცრემლთა მღვრელად;
დიდი ხანი მოიტირეს თავის-თავის გაუყრელად;
ავთანდილ და ფრიდონ ტირან გულსადაგად, არ თუ ჭრელად;
მაგრა ექმნნეს სულის მღებლად, კათალიკოს-მაწყვერელად.
VTA:[1596]
2008 წ. გამოცემა 56:17 ზე ადგეს და მოახსენეს: „ჰე, მნათობნო, ცისა მზენო,
დათმეთ, გული დაიწყნარეთ, ქენით, რაცა მოგახსენო;
იგი ღმერთმან გაამაღლა, ვითა ორბი, მისნო ფრთენო,
აქა ყოფნა არა გვმართებს, არცაღა გვცალს გლოვად ჩვენო“.
VTA:[1597]
2008 წ. გამოცემა 56:18 მადლი უბრძანეს, აწვივნეს, ქვე დასხდეს ზე ადგომილნი;
მუნვე დგეს იგი ვაჭარნი, პირსა ფერჰაერკრთომილნი,
გაკვირვებულნი საბრალოდ, მართ ვერას ვერ მიხვდომილნი;
უბრძანეს: „ძმანო, რას გიკვირს, ჩვენ იგი ვართ წახდომილნი“.
VTA:[1598]
2008 წ. გამოცემა 56:19 კვლა უბრძანებდეს: „გვიამბეთ ამბავი დანარჩომია!“
მათ მოახსენეს: „პატრონო, ინდოეთს დიდი ომია,
მოსრულა ხატათ ლაშქარი, ქალაქსა შემოსდგომია,
რამაზ არს ვინმე ხელმწიფე, მათად პატრონად მჯდომია.
VTA:[1599]
2008 წ. გამოცემა 56:20 ჯერთ დედოფალი ცოცხალა, მკვდართაგან უფრო მკვდარია,
იბრძვის ლაშქარი ინდოთა, თუც იმედგარდამწყდარია;
გარეთ ციხენი წაუხმან, ყველაი გარდამხდარია.
მზენო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ, ჰაჲჰაჲ, რა ავი დარია!
VTA:[1600]
2008 წ. გამოცემა 56:21 მუნა მყოფსა ყველაკასა შეეკერა, ჩვენცა, შავი;
რამაზს წინა გამოვედით, მისრულად ვთქვით ჩვენი თავი;
მეფე ჩვენი დიდი არის, მათ ეწადა მისი ზავი,
გამოგვიშვნა: «წაედითო», არა გვიყო ყოლა ავი“.
VTA:[1601]
2008 წ. გამოცემა 56:22 რა ტარიელს ესე ესმა, მეტად ფიცხლად აიყარა,
ეჯი, სამ დღე წასავალი, ერთსა დღესა წაიარა;
დროშა მისი აიმართა, წინა არა მოიფარა;
აწ ნახეთ, თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა!
VTA:[1602]
2008 წ. გამოცემა 57:1 ინდოეთს ზედა წაადგა, მუნ მთა და დიდი ქედია;
აჩნდა ლაშქარი უსახო, ესაკვირველა, ედია.
ტარიელ ბრძანა: „მოყმენო, აწ თქვენგან რა იმედია?
ადრე მოვიცლი, ჩემ თანა ღმერთი და ჩემი ბედია!
VTA:[1603]
2008 წ. გამოცემა 57:2 იმა ლაშქართა უნახვან კვლა ხრმალთა ჩემთა კვეთანი;
ერთხელ შემებნეს, დავხოცენ, შევქნენ აბჯართა ფეთანი“.
ავთანდილ ჰკადრა: „რად უნდა თქმანი სიტყვათა მძლეთანი?
მართ ვითა მტვერთა წავიხვამთ, მიხვდენ ფერხითა ცვეთანი“.
VTA:[1604]
2008 წ. გამოცემა 57:3 დაეკაზმნეს საომრად, გაამაყდეს, გაჩაუქდეს,
ცხენთა შესხდეს უკეთესთა, სახედარნი ასუბუქდეს,
ერთმანერთსა აჯობინეს, მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს,
იგი ქედი ჩაიქროლეს, ბუქისაცა უფრო ბუქდეს.
VTA:[1605]
2008 წ. გამოცემა 57:4 წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედაგარდეკიდეს;
ტარიასთა გააქცივნეს, მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს,
მოაგებნეს მხარდაკრულნი, მათ წინაშე მოასხმიდეს,
აიზიდნეს; „ვისნი ხართო?“ – ჰკითხეს, ხანსა და-რე-ზმიდეს.
VTA:[1606]
2008 წ. გამოცემა 57:5 მათ მოახსენეს: „მეფეო, ჩვენ – ცუდად დაღორებულნი,
რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი“.
უბრძანა: „წადით, რეგვენნო, თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი.
აცნობეთ თქვენსა პატრონსა: „მოვლენ გულითა ქებულნი“.
VTA:[1607]
2008 წ. გამოცემა 57:6 უთხარით: «ბრძანებს ტარიელ, მეფე ლაღი და ჯანია,
იგი ხელმწიფე მაღალი, მებრძოლთა მემაჯანია;
ჩემსა ამბავსა გაცნევენ შენნივე დარაჯანია,
შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა, ცუდნიღა დაღრეჯანია!
VTA:[1608]
2008 წ. გამოცემა 57:7 დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო!
ინდოეთსა ვით მოადეგ, შმაგთაგანცა უფრო შმაგო?
აჰა, მოვედ იგი ცეცხლი, რომე წმიდად ამოგდაგო,
ხრმალი ჩემი მოლესული შენსა ზედა დავაბლაგო.
VTA:[1609]
2008 წ. გამოცემა 57:8 აწ დაემზადე, მოპარვა მე თქვენი არა მწადიან;
შემები, რაზმი გარდმაწყევ, წინასვე გამიცხადიან;
პირბოზო, ჩემი მორევნა რა დიდი დაგიქადიან?
მე ჩაბალახად გახმარნე, რაცა გიმუზარადიან»“.
VTA:[1610]
2008 წ. გამოცემა 57:9 დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს,
რამაზს ჰკადრეს ყველაკაი, დამალვასა ვერა სთმობდეს:
„მოვიდაო ინდოთ მეფე, ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს,
ვინცა ვითა გარდეხვეწოს, იგი ერთი ორთა სჯობდეს!“
VTA:[1611]
2008 წ. გამოცემა 57:10 ინდოთა დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია,
დროშა არაბთა მეფისა მისსა თანავე ჰყუდია;
არაბთა იცის ყველამან, მათი აბჯარი შუბია;
ფრიდონ – მზე მოყმე, რომელმან შექმნა სისხლისა გუბია.
VTA:[1612]
2008 წ. გამოცემა 57:11 ცოტაი წავლეს, გამოჩნდეს ხუთასნი ცხენოსანანი;
შეტევებასა ლამობდეს ყმანი არაბთათანანი;
ტარიელ გაწყრა: „ნუ იქთო“, მისცნა საქმისა ნანანი;
მოვიდეს, აჩნდეს უაბჯროდ, ჰქონდეს არცა თუ დანანი.
VTA:[1613]
2008 წ. გამოცემა 57:12 ცხენის ფერხთა მოეხვია, მუხლმოყრილი შეეხვეწა,
მოახსენა: „შემიბრალე, მისსა ძალსა, ვინცა გხვეწა;
უმართლე ხარ, ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკვდარი მე, წა-!
გული თქვენი სასაკუთრო ბედმან ასრე დამილეწა.
VTA:[1614]
2008 წ. გამოცემა 57:13 დაიკარგენით, წაჰხედით თქვენ, წელნი მეათენია,
გახდეს მფრინველნი უმეფოდ, არწივსა მოსტყდეს ფრთენია;
ამად შევმართენ საქმენი მათნი საკამათენია,
ადრე გამიტყდა სოფელი, მართ ვითა კაბათენია“.
VTA:[1615]
2008 წ. გამოცემა 57:14 შინა წავიდეს, გარდახდეს, ეს თურმე არ ლაყაბია;
რამაზ ჰყავს ორთა დედათა, ყელსა მანდილი აბია;
შეშინებული საბრალოდ დუღდა, მართ ვითა ქვაბია:
„შეგცოდე, მომკალ მე ხოლე, რამცა ვინ მიასაბია.
VTA:[1616]
2008 წ. გამოცემა 57:15 ვიაჯი, მომკალ მე ხოლე, ყველაი ჩემი ბრალია;
მერმე ვაზირი ხუთასი მყავს, აქათ წაუვალია,
თავები დასჭერ, ადინე სისხლი, მართ ვითა წყალია,
სპა უბრალოა, ნუ დაჰხოც, ამად ვტირ გულმხურვალია“.
VTA:[1617]
2008 წ. გამოცემა 57:16 ყოვლთა მისცეს ზენაარი, მიუყარნეს მუხლი წინა:
„ნუ დაგვხოცო, მისსა ძალსა, ვინცა აგრე დაგარჩინა!“
ტარიელ დგას დაყმუნვებით, რამაზ წინა მოეფინა.
ღმერთი ალხენს მონანულსა, არ შეუნდობს კაცი ვინა!
VTA:[1618]
2008 წ. გამოცემა 57:17 კაცი ცრემლითა შეინდობს, თუ ცოდვა მას თანაც არსა.
ვით ნინეველნი, ისხმიდეს თავსა მტვერსა და ნაცარსა,
ამით დაეხსნნეს რისხვასა, ზეცი მოსრულსა, ნაცარსა.
წაღმავე წაგრეხს სოფელი კვლა მისგან უკუნაცარსა.
VTA:[1619]
2008 წ. გამოცემა 57:18 ბრძენმან ვინმე მოსწავლემან საკითხავნი ესე ჰპოვნე;
„ესეაო მამაცისა მეტისმეტი სიგულოვნე,
ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე“,
გინდეს სრული მამაცობა, ესე სიტყვა დაიხსოვნე.
VTA:[1620]
2008 წ. გამოცემა 57:19 ტარიელ მოტკბა, ღმრთისავე მსგავსად იგ წარმართულია;
„აღარ დაგხოცო“, უბრძანა, – ძლეული შიშმან თუ ლია, –
წაღმავე წაგრეხს საქმესა, რაცა უკუღმა სთულია:
„ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია“.
VTA:[1621]
2008 წ. გამოცემა 57:20 თაყვანისსცეს და დალოცეს, ყოვლთა ხმა ერთად იერეს,
ღმერთსა შევედრეს ზახილით, სვე მათი გააძლიერეს,
თავები დაჰხსნეს სიკვდილსა, სიცოცხლე ამისმიერეს.
ტარიას ხრმალნი ვერ გაძღეს, ჯერთ ხორცი მოიმშიერეს.
VTA:[1622]
2008 წ. გამოცემა 57:21 ტარიას ჭვრეტად მოსრული მუშთარი ახლოს მჭვრეტია;
რისხვისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთა დაუშრეტია;
მოვიდეს, ნახეს; რამაზის ლაშქარი ძლივღა ეტია,
ინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა, მართ ვითა სვეტია.
VTA:[1623]
2008 წ. გამოცემა 57:22 ერთი კაცი მათ ლაშქართა მახარობლად მიუვიდა:
„არ დაგხოცსო, შეგიწყალნა“, – ყველაკაი დალოცვიდა;
ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს, ზოგი ამას მოზრახვიდა:
„მოვიდაო იგი მოყმე, რომე ერთი ბევრსა სრვიდა“.
VTA:[1624]
2008 წ. გამოცემა 57:23 მოეგებნიან ტარიელს, შორიშორ უსალამიან;
შიგანთა დროშა ინდოთა მათად ცნეს, აალამიან.
ვერ გამოენდვნეს ინდონი, თქვეს, თუ: „ღალატსა ლამიან“.
არ მოელოდეს ტარიელს, მით ცრემლი დაილამიან.
VTA:[1625]
2008 წ. გამოცემა 57:24 ტარიელ მიდგა, უყივლა: „მე მოველ, მეფე თქვენიო,
თანა მყავს ჩემი მნათობი, პირი ელვათა მფენიო,
ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო,
გამოდით, თქვენი სიშორე არს ჩვენგან მოუთმენიო“.
VTA:[1626]
2008 წ. გამოცემა 57:25 მაშინღა იცნეს ტარიელ, მათგან მი და მო სრბანია,
სრულად მჭვრეტლითა აივსო ზღუდე და ბანისბანია;
ხმამაღლად ხმობდეს, იძახდეს: „მოგვშორდეს სალმობანია,
აქამდის რისხვა მაღალმან, აწ მოგვცნა წყალობანია“.
VTA:[1627]
2008 წ. გამოცემა 57:26 კარნი გაახვნეს, გამოჩნდეს, მოიხვნეს მათ კლიტენია;
ერთობ ფლასითა მოსილნი მათ მზეთა მზეთ მჭვრეტენია;
ტირან ორნივე ქალ-ყმანი, ვარდისა ბაღსა ტენია,
ზახილით თავსა იგლეჯენ, ყორნის ფრთა ბროლსა სტენია.
VTA:[1628]
2008 წ. გამოცემა 57:27 ვითა გამზრდელსა მართებდა, გაზრდილი ეგრეც ხელია;
რომე სდის ცრემლი თვალთაგან, კვლა ცეცხლთა უფრო ცხელია;
თავსა იგლეჯს და იზახის, ტირს მეტად გულფიცხელია,
გიშრისა ტევრსა მოჰფოცხდა ბროლისა საფოცხელია.
VTA:[1629]
2008 წ. გამოცემა 57:28 რა ნახა ხასნი, ვაზირნი ფლასითა დამოსილნია,
კვლა დაიზახნა ტარიელ უფროსნი დანაკივლნია;
სისხლი და ცრემლი თვალთაგან სდის და მიწყობით მილნია.
მოვიდეს, ყელსა მოეჭდვნეს, ვითა ძმანი და შვილნია.
VTA:[1630]
2008 წ. გამოცემა 57:29 დიდებულნი მოეხვივნეს, მოუზრუნვეს მათ ცოლ-ქმართა;
ქალი დაბნდა, მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა,
ვარდსა შტონი ჩამოსცვივდეს, ზე ვერავინ წამომართა,
მუნა კაცთა ვერ ვხედევდი გაცინებით მოღიმართა.
VTA:[1631]
2008 წ. გამოცემა 57:30 დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად,
უბრძანებდა: „რად ვინ სტირთო? - ესე ჰქონდა წყრომა-ზრახვად, -
ღმერთმან რისხვა მოაქცია წყალობისა გამოსახვად,
გვმართებს, რომე მადლი მივსცეთ, აღარა გვცალს გლოვა-ახვად“.
VTA:[1632]
2008 წ. გამოცემა 57:31 ტარიელ ზედამოიჭდვნა მხურვალთა ცრემლთა მდენელმან,
იტყვის, თუ: „ცეცხლი დამევსო ცხელი, აწ დამწვა მე ნელმან;
დადუმდი, სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან;
თქვენი სიცოცხლე მალხინა, ღმერთმან, ობოლთა მლხენელმან“.
VTA:[1633]
2008 წ. გამოცემა 57:32 ქალმან დედასა შესტირნა: ჰაჲჰაჲ, რაღა ვქმნა, დედაო!
შესამოსლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო,
მამამან ტახტი დასცალა, აღარ ზის მაღლა ზედაო!“
დედამან ცრემლნი მოჰხოცნა, ეტყვის: „დადუმდი, ბედაო!“
VTA:[1634]
2008 წ. გამოცემა 57:33 გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები,
ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა, გახდა ალვისა მთხელები,
ნესტანჯარს ეტყვის: „რადღა ვთქვათ სიტყვები, ბედით-ხელები?
ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი ათასი, არ ერთხელები“.
VTA:[1635]
2008 წ. გამოცემა 57:34 რა გარდახდა მცირე ხანი, ჟამი იქმნა გარდასრულად,
დიდებულნი ეთაყვანნეს, ერთობილნი ადგეს სრულად;
იგი მზენი მიეგებნეს, მოეხვივნეს გულისგულად,
აკოცეს და მოიკითხეს თავის-თავის, თვითეულად.
VTA:[1636]
2008 წ. გამოცემა 57:35 ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება;
ტარიელ თქვა: „დედოფალო, გჭირს ამათი არმეცნება,
ესენია მხსნელნი ჩვენნი, აწ არა გვცალს გრძლად უბნება;
ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება“.
VTA:[1637]
2008 წ. გამოცემა 57:36 ადგეს და ქალაქს შევიდეს, თვით გარდახდეს სრასა მათსა;
ერთსა ბრძანებს დედოფალი, მართ სიტყვასა ვითამ ათსა:
„ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი, ვერ დაგვცემენ ყოლ შამათსა,
ამად შევიქ სიხარულსა, მართ გულისა საკამათსა“.
VTA:[1638]
2008 წ. გამოცემა 57:37 უბრძანა: „გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო,
დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო;
ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო,
იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო“.
VTA:[1639]
2008 წ. გამოცემა 58:1 დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თითო ხელი დაუჭირა,
ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა,
მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვითკირა,
გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა.
VTA:[1640]
2008 წ. გამოცემა 58:2 დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა,
დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა,
ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა,
ბრძანა: „ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა“.
VTA:[1641]
2008 წ. გამოცემა 58:3 ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი ტარიელ და ცოლი მისი
ერთმანერთსა შეჰფერობდეს, ქალი ყმისა შესატყვისი;
გონება და ანუ ენა გამოსთქმიდა მათმცა ვისი!
რამცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი!
VTA:[1642]
2008 წ. გამოცემა 58:4 ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი –
შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი.
მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი;
ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხელი.
VTA:[1643]
2008 წ. გამოცემა 58:5 თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს,
ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს;
მისცეს კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს;
„ესეაო მეფე ჩვენი“, – იზახდეს და ამას ხმობდეს.
VTA:[1644]
2008 წ. გამოცემა 58:6 ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს; –
ზედა დასხდეს ხელმწიფურად, – დიდებანი უდიადნეს;
ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რა დაბადნეს!
ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.
VTA:[1645]
2008 წ. გამოცემა 58:7 სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს;
ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს.
მათ ოთხთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს,
გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.
VTA:[1646]
2008 წ. გამოცემა 58:8 დედოფალმან ეგრე ბრძანა: „ობოლ-ქვრივნი მოასხენით,
ყველაკაი დაამდიდრეთ, საბოძვრითა აავსენით!“ –
თვით უბოძა უსაზომო, რომ არ ითქმის ყოლა ენით, –
„ულოცეთო დღეგრძელობა, ესე ღმერთსა შევედრენით!“
VTA:[1647]
2008 წ. გამოცემა 58:9 ტარიელ თქვა: „დედოფალო, გკადრებ ერთსა მოსახსენსა:
შეიწყალე რამაზ მეფე, მიავალე ღმერთსა შენსა;
ვნახე, მეტად შემებრალნეს, შეუშინდა ხრმალსა ჩვენსა.
ღმერთი ალხენს მოცთომილსა მონანულსა, ცრემლნადენსა“.
VTA:[1648]
2008 წ. გამოცემა 58:10 დედოფალმან ლმობიერად, „შეუნდობო“, ესე ბრძანა;
მოიყვანა რამაზ მეფე, ხელმწიფეთა ათაყვანა, –
ყოვლით კერძო მომღერალთა ხმები გაეთანისთანა, –
ჭირთა, მათგან გარდახდილთა, ესე ლხინი შეაგვანა.
VTA:[1649]
2008 წ. გამოცემა 58:11 ოქრო, თვალი, მარგალიტი, შვენიერი სანახავად,
ყოვლგნით იდვის ვითა გორი, მოდის ველთა მოსარწყავად;
ვისცა სწადდის, ალაფობდის, წაიღებდის უკითხავად,
მანდატურნი არვის სცვიდეს, ბოლოს ვინ ჯდის ანუ თავად.
VTA:[1650]
2008 წ. გამოცემა 58:12 ავთანდილ და ფრიდონისთა სპათა ეტყვის მეფე დიდი:
„სტუმარნი ხართ, შოებისა სირცხვილი და ნუ გაქვს რიდი!“
თითოს კაცსა თითო ჯორი მარგალიტი ანაკიდი,
ესე მისცა, საბოძვარსა სხვას ყველასა ვერ დავსთვლიდი.
VTA:[1651]
2008 წ. გამოცემა 58:13 ავთანდილ და ფრიდონისთვის საბოძვარსა ვინ დასთვალავს!
ვერ გამოსთქვამს სიმრავლესა ენა, ამად თავსა კრძალავს!
რაცა იდვა, უკეთესსა დედოფალი არ დამალავს.
მათ უხმობდა მხსნელად მათად, ტკბილად უჭვრეტს, არა ლალავს.
VTA:[1652]
2008 წ. გამოცემა 58:14 სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან:
„თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი“, – მართ ამას მოიტყოდიან,
ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან,
სადარბაზებლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.
VTA:[1653]
2008 წ. გამოცემა 58:15 ტარიელ რამაზ მეფესა უბოძა საბოძვარია,
უბრძანა: „ხარკსა მოგვცემდი, მართ ვითა შენი გვარია!“
მან თაყვანისსცა, პირისა ქვე მდაბლად დამდებარია,
წავიდა მისი მლოცველი, არ ომთა მომკვეხარია.
VTA:[1654]
2008 წ. გამოცემა 58:16 ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკდომილსა:
„რაცა შენ ჰქმენ, არ უქნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა;
აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, ერთსა წილსა,
ზედა დაგსვამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.
VTA:[1655]
2008 წ. გამოცემა 58:17 ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე;
მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე!“
ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: „შენგანაო ჩემი ღონე,
მონებისა უკეთესი რამც ვიშოვე, რამც ვიქონე?“
VTA:[1656]
2008 წ. გამოცემა 58:18 ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია;
თამაშობდიან, უსახო მიუდიოდის ძღვენია,
რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია!
მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.
VTA:[1657]
2008 წ. გამოცემა 58:19 ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა;
უბრძანებდა: „გული შენი განაღამცა მომემდურვა,
აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა,
მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ესე დამიშურვა!“
VTA:[1658]
2008 წ. გამოცემა 58:20 კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: „წავიდეო სახლსა ჩემსა,
ზედა-ზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა,
სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა,
თქვენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა“.
VTA:[1659]
2008 წ. გამოცემა 58:21 მასცა უბოძა ფარმანი: „წა, სახლი მოიარეო,
მე ნუ გამწირავ, მეახლე, ადრე მობრუნდი გარეო“.
ავთანდილს უთხრა: „უშენოდ რამცა ვით გავიხარეო?
რათგან ისწრაფვი, ნუ გაგვა, მიგელის ლომსა მთვარეო!“
VTA:[1660]
2008 წ. გამოცემა 58:22 როსტანისთვის წაატანა ძღვნად ტურფები ჯუბაჩები,
კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები:
„ჩემ მაგიერ მიუტანე, წადი, ნურას მეურჩები“.
ავთანდილ თქვა: „არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები!“
VTA:[1661]
2008 წ. გამოცემა 58:23 ქალმან ქალსა გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე,
რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე!
ერთი თვალი, – წამღებელმან ვერა თქვას, თუ: „ცუდად ვზიდე“, –
ღამე მზეებრ გაანათლის, ჩნდის, სადაცა შეხედვიდე.
VTA:[1662]
2008 წ. გამოცემა 58:24 ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა;
იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეცხლისა ალამა;
სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა;
ავთანდილ იტყვის: „მომკლაო სოფლისა მე სამსალამა“.
VTA:[1663]
2008 წ. გამოცემა 58:25 ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი;
გზამან გაყარნა, წავიდეს თავის-თავ ანატირენი;
კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი;
ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.
VTA:[1664]
2008 წ. გამოცემა 58:26 გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან;
ნახა მზე მისი, მირიდა მისთა სურვილთა წყენამან;
მის თანა ტახტსა და-ვე-ჯდა, ალხინა მჭვრეტთა ლხენამან,
გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.
VTA:[1665]
2008 წ. გამოცემა 58:27 მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს,
ერთმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს,
ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა და-ვე-წყლულდეს,
მოიმატნეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.
VTA:[1666]
2008 წ. გამოცემა 58:28 ფრიდონცა ესვა მოყვარედ, მათ წინა მიიყვანიან;
ერთმანერთისა მეშველთა მებრძოლნი იმაჯანიან:
მათთა ურჩთა და შემკადრთა მიწები ააკვანიან,
ორგულთა მკლავნი შემუსრნეს, ერთგულნი აგულვანიან.
VTA:[1667]
2008 წ. გამოცემა 58:29 ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,
ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,
ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერა სწოვდეს,
შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან სძოვდეს.
VTA:[1668]
2008 წ. გამოცემა 59:1 გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა.
გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა!
ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა.
ვსწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა დამისა.
VTA:[1669]
2008 წ. გამოცემა 59:2 ქართველთა ღმრთისა, დავითის ვის მზე მსახურებს სარებლად,
ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად,
ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად,
ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად.
VTA:[1670]
2008 წ. გამოცემა 59:3 დავითის ქნანი ვითა ვთქვნე სიჩალხე-სიხაფეთანი!
ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი,
პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი,
ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.
VTA:[1671]
2008 წ. გამოცემა 59:4 ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი,
წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი!
რასა ვინ ეძებთ, რას აქნევთ? ბედია მაყივნებელი,
ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.
VTA:[1672]
2008 წ. გამოცემა 59:5 ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხომელსა,
აბდულ-მესია – შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა,
დილარგეთ – სარგის თმოგველსა, მას ენადაუშრომელსა,
ტარიელ – მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლშეუშრომელსა.
VTA:[1673]
© 2014, გია შერვაშიძე