კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« III მეფეთა »
III მეფეთა 1
III მეფეთა 2
III მეფეთა 3
III მეფეთა 4
III მეფეთა 5
III მეფეთა 6
III მეფეთა 7
III მეფეთა 8
III მეფეთა 9
III მეფეთა 10
III მეფეთა 11
III მეფეთა 12
III მეფეთა 13
III მეფეთა 14
III მეფეთა 15
III მეფეთა 16
III მეფეთა 17
III მეფეთა 18
III მეფეთა 19
III მეფეთა 20
III მეფეთა 21
III მეფეთა 22

« III მეფეთა 8 [BIB - xx] »
8:1 მას ჟამსა შინა შეკრიბნა მეფემან სოლომონ ყოველნი იგი მოხუცებულნი ისრაჱლისანი ყოვლით მთავრითურთ მსგავსად განნაწილებისა მის მამათასა ძეთა ისრაჱლისათა მიღებად სიონად კიდობნისა მის უფლისა ქალაქით დავითისათა.
8:2 და მოკრბეს სოლომონ მეფისა ყოველნი იგი ძენი ისრაჱლისანი თთვესა მას ანთანიმსა, რამეთუ იგი არს თთვე მეშჳდე.
8:3 და გამოვიდეს ყოველნი იგი მოხუცებულნი ისრაჱლისანი და აღიღეს მღდელთა მათ კიდობანი იგი უფლისა.
8:4 და კარავი იგი წამებისა და ყოველი იგი სამსახურებელი სიწმიდისა, რომელ-იგი იყო კარავსა მას შინა საწამებელისასა, და აღიღეს მღდელთა მათ ლევიტელთა.
8:5 და მეფე სოლომონ და ყოველი იგი ერი ძეთა მათ ისრაჱლისათა მოკრებილ იყუნეს წინაშე კიდობნისა მის და სწყუედდეს ზროხასა და ცხოვარსა ურიცხუსა სიმრავლითა.
8:6 და შეიღეს შინა მღდელთა მათ კიდობანი იგი აღთქმისა ადგილად თჳსა დაბირსა, სახლსა მას წმიდასა წმიდათასა ფრთეთა ქუეშე ქერობინთა მათ.
8:7 რამეთუ ქერობინთა მათ განეფინნეს ფრთენი ზედა ადგილსა მას კიდობნისასა და დაფარეს ქერობინთა მათ კიდობანი იგი და სიწმიდენი მისნი ზეშთა.
8:8 და დადგეს ზედა სიწმიდეთა მათ და ხედვიდეს თავნი განწმედილთა მათ სიწმიდესა მას პირისპირ დაბირისა და გამომართ და არა გამოჩნდეს. და იყო მუნ ესრეთ ვიდრე დღეინდელად დღედმდე.
8:9 და არა იდვა კიდობანსა მას შინა, გარნა ორნი იგი ფიცარნი ქვისანი, ფიცარნი აღთქმისანი, რომელნი დასხნა მას შინა მოსე ქორებს, რომელ აღუთქუა უფალმან ძეთა ისრაჱლისათა შემდგომად გამოსლვისა მის მათისა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა.
8:10 და იყო, ვითარცა გამოვიდეს მღდელნი იგი სიწმიდეთა მათგან და ღრუბლითა აღივსო ტაძარი იგი უფლისა.
8:11 და ვერ დგეს მღდელნი იგი მსახურებასა მას ღრუბლისა მისგან, რამეთუ დიდებითა უფლისათა აღივსო ტაძარი იგი.
8:12 მას ჟამსა სიტყუად იწყო სოლომონ და თქუა: უფალმან თქუა მფარველ-ყოფად ნისლითა.
8:13 და აღვაშენე მისი ტაძარი სამკჳდრებელად და დასამტკიცებლად საყდრისა მისისა უკუნისამდე. და მიექცა მეფე და აკურთხა ყოველი ისრაჱლი და ყოველი იგი ერი ისრაჱლისა დგა.
8:15 და თქუა სოლომონ: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა დღეს, რომელი იტყოდა პირითა თჳსითა დავითისთჳს, მამისა ჩემისა, და ჴელითა თჳსითა აღასრულა და თქუა:
8:16 რომლით დღითგან გამოვიყვანე ერი ჩემი ისრაჱლი ქუეყანით ეგჳპტით, არასადა გამოვირჩიე ქალაქისაგან ისრაჱლისა ერისა შენებად ტაძარი სახელისა ჩემისა, გამოვირჩიე დავით წინამძღურად ერისა ჩემისა ისრაჱლისა.
8:17 და იყო გულსა დავითისა, მამისა ჩემისსა, ვითარმცა უშენა ტაძარი სახელსა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა.
8:18 და ჰრქუა უფალმან დავითს, მამასა ჩემსა, ამისთჳს; რამეთუ მოგიჴდა გულსა შენსა შენებად ტაძარი სახელისა ჩემისა, კეთილ არს, რამეთუ მოგიჴდა გულსა შენსა.
8:19 ხოლო არა შენ ჰქმნე ტაძარი იგი, არამედ შვილმან შენმან, რომელი გამოსლვად არს წყვილთაგან შენთა, მან მიქმნეს სახლი სახელისა ჩემისა.
8:20 და წარმართა უფალმან სიტყუაჲ იგი, რომელსა იტყოდა და აღმმართა მე დავითის წილ, მამისა ჩემისა, და დამსვა მე საყდარსა ისრაჱლისასა, ვითარცა თქუა უფალმან, და აღვაშენე სახლი სახელისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.
8:21 და განუმზადე მუნ ადგილი დასადგმელად კიდობნისა მის სჯულისა უფლისა, რომელ აღუთქვა უფალმან მამათა ჩუენთა გამოყვანებასა მათსა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა.
8:22 და დადგა სოლომონ პირისპირ წინაშე საკურთხეველისა უფლისა და წინაშე ყოვლისა მის ერისა ისრაჱლისა და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად.
8:23 და თქუა: უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, არავინ არს შენებრ ღმერთი ცათა შინა და არცა ქუეყანათა ზედა, რომელმან დაუმარხე აღთქმა და წყალობაჲ მონასა შენსა, რომელი ვიდოდა წინაშე შენსა ყოვლითა გულითა თჳსითა.
8:24 რომელ დაუმარხენ მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ პირითა შენითა და ჴელითა შენითა აღასრულნე, ვითარცა-ესე დღეს დღე.
8:25 და აწ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, დაუმარხე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ: არა მოაკლდეს შენგან კაცი წინაშე პირსა ჩემსა, რომელი ჯდეს საყდარსა ისრაჱლისასა, გარნა ეკრძალნედ შვილნი შენნი გზათა თჳსთა სლვად წინაშე ჩემსა, ვითარცა შენ ხჳდოდი წინაშე ჩემსა.
8:26 და აწ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, სარწმუნო იყავნ სიტყუაჲ შენი, რომელსა ეტყოდე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა.
8:27 და თუ ჭეშმარიტად დაიმკჳდროს ღმერთმან კაცთა შორის ქუეყანასა ზედა, უკუეთუ ცანი ცათანი ვერ შემძლებელ არიან შენდა, აწ ვითარმე სახლი ესე, რომელ აღვაშენე სახელისა შენისა, იყოს საყოფელად შენდა?
8:28 აწ მოხედე ლოცვასა მონისა შენისასა, ვედრებასა ჩემსა, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, სმენად ლოცვისა მონისა შენისასა, რომელი დგეს წინაშე შენსა შენ თანა დღეს.
8:29 იყუნედ თუალნი შენნი მოხედვად დღე და ღამე ადგილსა ამას, რომელსა სთქუ, ვითარმედ: იყავნ სახელი ჩემი მას შინა სმენად ლოცვისა, რომელსა გევედრებოდის მონა შენი ადგილსა ამას დღე და ღამე და ისმინო ჴმა მონისა შენისა და ერისა შენისა ისრაჱლისა, რომელნი თაყუანის-გცემდენ ადგილსა ამას.
8:30 და შენ ისმინო ადგილსა მკჳდრობისა შენისასა ცათა შინა და შენ ჰყო მიტევება,
8:31 რათაცა ვინ შეცოდებულ იყოს კაცი მოყუსისა მიმართ, და თუ ვინმე აღიღოს წყევა წყევად ვისამე და აღიაროს წინაშე საკურთხეველსა ტაძრისა ამის,
8:32 და შენ ისმინო ზეცით და ჰყო. და სჯიდე ერსა შენსა ისრაჱლსა უსჯულოებისა უსჯულოსასა მიგებად მსგავსად გზათა მისთა მისაგებელი თავსა მისსა და განმართლებასა მართლისასა მიგებად მას მსგავსად სიმართლისა მისისა.
8:33 და მოუძლურებასა ერისა შენისა ისრაჱლისასა წინაშე მტერთა, რაჟამს ცოდონ შენდა მიმართ და მოიქცენ შენდა და აღუარონ სახელსა შენსა და ილოცვიდენ და გევედრებოდენ შენ ტაძარსა ამას.
8:34 და შენ ისმინო ზეცით და მიუტევენ ცოდვანი ერსა შენსა ისრაჱლსა და მოიქცენ იგინი ქუეყანასა ამასვე, რომელ მიეც მამათა მათთა.
8:35 დაყენებასა წჳმისასა არა ყოფად წჳმისა, რაჟამს ცოდონ შენდა მიმართ და ილოცვიდენ ადგილსა ამას და აღუარონ სახელსა შენსა და მოიქცენ ცოდვათაგან თჳსთა, რაჟამს მოუძლურდენ იგინი.
8:36 ისმინო ზეცით და მიუტევნე ცოდვანი მონათა შენთა და ერსა შენსა ისრაჱლსა და გამოუცხადენ მათ გზანი კეთილნი სლვად მათ შინა და მოსცე წჳმა ქუეყანასა შენსა, რომელ მიეც ერსა შენსა სამკჳდრებელად.
8:37 და თუ სიყმილი იყოს ქუეყანასა ზედა, გინა თუ სიკუდილი, ანუ თუ ცეცხლითა მოწვაჲ, ანუ თუ მგრაგნელი, გინა თუ მკალი, ანუ თუ გესლი, ანუ თუ აჭირვებდეს მტერი ერთსა ქალაქთაგანსა და ყოველი განსაცდელი და ყოველი სალმობაჲ და ყოველი შესამთხუეველი და ყოველი თხოვა
8:38 და ყოველი ლოცვა, რომელ იყოს ყოვლისა კაცისა, ყოვლისა ერისა შენისა ისრაჱლისა, ვითარ-რა ცნან კაცად-კაცადმან სალმობაჲ იგი გულისა თჳსისა და აღიპყრნენ ჴელნი ტაძარსა ამას,
8:39 და შენ ისმინო ზეცით განმზადებულით სამკჳდრებელით შენით და მიუტეო და განამართლო მსგავსად გზათა მისთა, ვითარ სცნა გული მისი, რამეთუ შენ მხოლომან იცნი გულნი ყოველთა ძეთა კაცთანი.
8:40 და ეშინოდის შენგან ყოველთა დღეთა, რაოდენ ცხონდენ ზედა პირსა ქუეყანისასა, რომელ მიეც მამათა მათ ჩუენთა.
8:41 და უცხო იგი, რომელ არა იყოს ერისა შენისაგან ისრაჱლისა და იგი მოსრულ იყოს ქუეყანით შორიელით,
8:42 სადაცა მისმენილ იყოს სახელი შენი დიდი და ჴელისა შენისა ძლიერისა და მკლავისა შენისა განრთხმულისა, და მოვიდეს და თაყუანი-სცეს ადგილსა ამას,
8:43 და შენ ისმინო ზეცით, განმზადებულით სამკჳდრებელით შენით და ჰყო მსგავსად ყოვლისავე, რომელსაცა ილოცვიდეს შენდამი უცხოთესლი იგი, რათა სცნან ყოველთავე ნათესავთა ქვეყანისათა სახელი შენი და ეშინოდის შენგან ერსა შენსა ისრაჱლსა და სცნან, რამეთუ სახელი შენი წოდებულ არს ზედა ტაძარსა მას, რომელ აღვაშენე.
8:44 და თუ განვიდეს ერი შენი ბრძოლად მტერთა თჳსთა გზასა, რომელსა მივავლინე იგინი და ლოცვიდენ სახელისა მიმართ უფლისა გზასა ამას ქალაქისასა, რომელი გამოირჩიე და ტაძარსა, რომელ აღვაშენე სახელისა შენისა.
8:45 და ისმინო ზეცით ლოცვისა და თხოვისა მათისა და ჰყო მათდა სამართალი და შენდობაჲ,
8:46 რამეთუ შეგცოდონ შენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელმან არა ცოდოს, და თუ მოავლინო მათ ზედა, და მოსცნე იგინი წინაშე მტერთა, წარტყუენენ იგინი წარმტყუენველთა თჳსთა ქუეყანად მტერთასა შორიელთა, გინა თუ მახლობელთა;
8:47 და მოაქცინენ გულნი თჳსნი ქუეყანასა ამას, რომელსა მიიტყუენნეს და მოიქცენ და გევედრებოდიან შენ ქვეყანასა მას ტყუეობისასა და თქუან: ვცოდეთ, უსჯულო-ვყავთ, უწესო-ვყავთ;
8:48 და მოიქცენ ყოვლითა გულითა და ყოვლითა ძალითა თჳსითა ქუეყანასა მას მტერთასა, რომელსა მიიტყუენნეს იგინი და ილოცვიდენ შენდა მიმართ კუალად-გებისათჳს ქუეყანადვე თჳსა, რომელ მიეც მამათა მათთა, და ქალაქისა მისთჳს, რომელი გამოირჩიე, და ტაძრისა ამისთჳს, რომელი აღვაშენე სახელისა შენისათჳს,
8:49 და ისმინო ზეცით განმზადებულით სამკჳდრებელით შენით ლოცვისა და თხოვისა მათისა და ჰყო მათდა სამართალი.
8:50 და მოუტევნე უკეთურებანი მათნი, რომელ ცოდეს შენდა მიმართ, და ყოველი იგი შეურაცხებაჲ, რომელ შეურაცხ-გყვეს შენ, და შეიწყალნე იგინი წინაშე წარმტყვენველთა მათთა და ჰყო მათთჳს წყალობაჲ,
8:51 რამეთუ ერი შენი და სამკჳდრებელი შენი არს, რომელნი გამოიყვანნეს ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა შუა ბრძმედისა მისგან რკინისა განმადნობელისა.
8:52 და იყუნედ თუალნი შენნი მორჩილ ლოცვასა მონისა შენისასა და ლოცვასა ერისა შენისა ისრაჱლისასა სმენად მსგავსად ყოვლისა ვედრებისა მათისა.
8:53 რამეთუ შენ გამოირჩიე შენდა სამკჳდრებელად ყოვლისაგან ერისა ქუეყანისასა, ვითარცა ეტყოდე მოსეს, მონასა შენსა, გამოყვანებასა მას მამათა ჩუენთასა ეგჳპტით, უფალო ღმერთო.
8:54 და იყო, ვითარცა აღასრულა სოლომონ უფლისა მიმართ ყოველი იგი ლოცვა და აღდგა წინაშე სამკჳდრებელსა მას უფლისასა, სადა-იგი მუჴლდადგმით დგა ზედა მუჴლთა თჳსთა და ჴელნი თჳსნი ზეცად აღყარნეს,
8:55 და აღდგა, მიექცა და აკურთხა ყოველი იგი ერი ისრაჱლისა ჴმითა მაღლითა და თქუა:
8:56 კურთხეულ არს უფალი ღმერთი დღეს, რომელმან მოსცა განსვენებაჲ ერსა ამას თჳსსა ისრაჱლსა მსგავსად ყოვლისა მის სიტყჳსა თჳსისა, რომელსა ეტყოდა და არა გარეწარჴდა სიტყუაჲ ერთი ყოვლისაგან სიტყუათა მისთა კეთილთა, რომელთა ეტყოდა მოსეს, მონასა თჳსსა.
8:57 იყავნ უფალი ღმერთი ჩუენ თანა, ვითარცა მამათა ჩუენთა თანა, ნუ დამაგდებ ჩუენ.
8:58 არამედ მოგვაქციე ჩუენ არა განდრეკასა გულთა ჩუენთასა მისგან, სლვად ყოველთა გზათა მისთა და დაცვად ყოველთა მცნებათა მისთა და ბრძანებათა მისთა და სამართალთა მისთა, რომელ ამცნო მამათა მათ ჩუენთა.
8:59 და იყუნედ სიტყუანი ესე ჩუენნი, რომელთა ვლოცევდ წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა დღე და ღამე ყოფად სამართალი ჩემი მონისა ამის შენისა და ყოფად სამართალი ერისა შენისა ისრაჱლისა დღითი დღედ.
8:60 რათა სცნას ყოველმან ერმან ქუეყანისამან, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი და არავინ არს სხუა შენსა გარეშე.
8:61 იყუნედ გონებანი ჩუენნი განსრულებულ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა უბიწოებით სლვად მსგავსად ბრძანებათა მისთა და დაცვად სამარ- თალთა, ვითარცა-ესე დღეს დღე.
8:62 და მეფე და ყოველი ისრაჱლი მის თანა შესწირვიდეს შესაწირავსა წინაშე უფლისა.
8:63 და შესწირა მეფემან სოლომონ შესაწირავი სამშჳდებელთა, რომელ შესწირა უფლისა, ზროხა ოცდაორ ათას და ცხვარი ას და ოც ათასი, და ყო სატფური სახლისა მის უფლისა მეფემან და ყოველთა მათ ძეთა ისრაჱლისათა.
8:64 მას დღესა შინა განწმიდა მეფემან ეზო იგი, რომელ იყო პირისპირ ტაძარსა მას უფლისასა, რამეთუ მუნ ყუნა მრგულიადდასაწველნი იგი და შესაწირავნი იგი და ცმელი იგი სამშჳდებელთა, რამეთუ ტაბლა სპილენძისა, რომელ დგა წინაშე უფლისა, მცირე იყო, რამეთუ ვერ დაიტია მრგულიადდასაწველნი იგი და შესაწირავნი სამშჳდებელთანი.
8:65 და ყო სოლომონ მას დღესა შინა დღესასწაული და ყოველმან ისრაჱლმან მისმან მის თანა კრება დიდი და გამოსავლითგან ემათისათ ვიდრე მდინარემდე ეგჳპტისა წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა ტაძარსა მას, რომელ აღაშენა, ჭამდეს და სმიდეს და იხარებდეს წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა შჳდ დღე და შჳდ დღეთა, ათოთხმეტთა.
8:66 და დღესა მას მერვესა განუტევა ერი იგი და აკურთხეს მეფე, და წარვიდეს თჳთვეულად სამკჳდრებელსა თჳსსა სიხარულითა გულისათა განმხიარულებულნი ყოველთა მათ ზედა კეთილთა, რომელ ყო უფალმან დავითისთჳს, მონისა თჳსისა, და ერისა თჳსისა ისრაჱლისა.

© 2010, გია შერვაშიძე