1:1 |
მოიჴსენე, უფალო, რაჲ გუეყო ჩუენ. მოიხილე და იხილე ყუედრება ჩუენი. |
1:2 |
სამკჳდრებელი ჩუენი გარდაიქცა სხუათად, სახლნი ჩუენნი უცხოთად. |
1:3 |
ობოლ ვიქმნენით, ვითარცა არმქონებელნი მამასა. დედანი ჩუენნი ვითარცა ქურივნი. |
1:4 |
წყალსა ჩუენსა ვეცხლითა ვსუემდით, დღეთაგან ჩუენთა შეშათა ჩუენთა საცვალებელითა |
1:5 |
მოვიღებდით ქედსა ზედა, ვიდევნენით, დავშუერით, ვერ განვისუენეთ. |
1:6 |
ეგჳპტემან მისცა ჴელი ასსურს განსაძღებელად პურითა. |
1:7 |
მამათა ცოდეს, და არა არიან და ჩუენ უსჯულოებათა მათთა მოვიხუამთ. |
1:8 |
მონანი გუეუფლნეს ჩუენ, დაჴსნა არა არს ჴელისაგან მათისა. |
1:9 |
სულთა ჩუენთა შორის მოვიღოთ პური ჩუენი, პირისაგან მახჳლისა უდაბნოსაჲსა. |
1:10 |
ტყავი ჩუენი, ვითარცა თორნე, დამრუმნა. შეიოჭა პირისაგან ნიავქარისა სიყმილისაჲსა. |
1:11 |
დედანი სიონს შინა დაამდაბლნეს და ქალწულნი ქალაქთა შორის იუდაჲსათა. |
1:12 |
მთავარნი ჴელებითა მათითა დამოეკიდნეს, პირნი მოხუცებულთანი არა ადიდნეს. |
1:13 |
რჩეულნი წისქჳლთა შინა ფქჳდეს, და ჭაბუკნი ძელთა ზედა ჯუარს-ეცუნეს. |
1:14 |
მოდევნებულნი ბჭისაგან დასცხრეს, და რჩეულნი ფსალმუნთა მათთაგან დაეცნეს. |
1:15 |
დაირღუა სიხარული გულისა ჩვენისაჲ, გარდაიქცა გლოად მწყობრი ჩუენი. |
1:16 |
იგლოვა გჳრგჳნმან თავისა ჩუენისამან. ვაჲ ჩუენ, რამეთუ ვცოდეთ. |
1:17 |
ამისთჳს იქმნა სალმობიერ გული ჩუენი. ამისთჳს დაბნელდეს თუალნი ჩუენნი |
1:18 |
მთასა ზედა სიონსა, რამეთუ უჩინო იქმნა, მელთა განვლეს მის შორის. |
1:19 |
ხოლო შენ, უფალო, საუკუნომდე მკჳდრ ხარ. საყდარი შენი ნათესავად და ნათესავად. |
1:20 |
რაჲსათჳს სრულიად დამივიწყენ ჩუენ? დაგჳტევებ ჩუენ სიგრძედ დღეთად. |
1:21 |
მოგუაქციენ ჩუენ შენდა მომართ, უფალო, და მოვიქცეთ, და განაახლენ დღენი ჩუენნი, ვითარცა წინაწარ, |
1:22 |
რამეთუ განმთხეველმან განმთხიენ ჩუენ, განჰრისხენ ჩუენ ზედა ვიდრე ფრიად. |