კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« დანიელი »
დანიელი 1
დანიელი 2
დანიელი 3
დანიელი 4
დანიელი 5
დანიელი 6
დანიელი 7
დანიელი 8
დანიელი 9
დანიელი 10
დანიელი 11
დანიელი 12
დანიელი 13
დანიელი 14

« დანიელი 13 [BIB - xx] »
13:1 და იყო კაცი დამკჳდრებული ბაბილონს შინა, და სახელი მისი იოაკიმ.
13:2 და მიიყვანა ცოლი, რომლისა სახელი სუსანნა, ასული ქელკაჲსი, შუენიერი ფრიად და მოშიში უფლისაჲ,
13:3 და მშობელნი მისნი მართალნი. და ასწავეს ასულსა მათსა სჯულისაებრ მოსესისა.
13:4 და იყო იოაკიმ მდიდარ ფრიად; და იყო მისსა სამოთხე მეზობლად სახლისა მისისა, და მისსა მიმართ მივიდოდეს იუდეანნი ყოფისათჳს მისისა უდიდებულეს ყოველთასა.
13:5 და გამოჩინებულ იქმნნეს ორნი მოხუცებულნი ერისაგან მსაჯულად მას წელიწადსა შინა, რომელთათჳს თქუა მეუფემან, ვითარმედ: გამოვიდა უსჯულოებაჲ ბაბილონით მოხუცებულთაგან მსაჯულთა, რომელნი ჰგონებდეს მართებასა ერისასა.
13:6 ესენი დადგრომილ იყუნეს სახლსა შორის იოაკიმისსა და მოვიდოდეს მათდამი ყოველნი შჯადნი.
13:7 და იქმნა, ოდეს წარვიდის ერი საშუალსა დღისასა, შევიდის სუსანნა და ვიდოდის სამოთხესა შორის ქმრისა მისისასა,
13:8 და ხედვიდიან მას მოხუცებულნი ორნი დღითი დღე შესრულად და მავალად და იქმნეს გულისთქმისა შორის მისსა.
13:9 და გარდააქციეს გონება თავთა მათთაჲ და მიდრიკნეს თვალნი მათნი არახედვად ცად მიმართ, არცა მოჴსენებად სასჯელთა მართალთა.
13:10 და იყუნეს ორნივე ლმობიერ მისთჳს და არა მიუთხრეს ურთიერთას ლმობა მათი,
13:11 რამეთუ ჰრცხუენოდა აღსარებად გულისთქმაჲ მათი, რამეთუ ენებაყე თანყოფაჲ მისი.
13:12 და უმზირდეს დღითი დღე პატივისმოყუარებით ხედვად მისსა, და ჰრქუა მოყუასმან მოყუასსა:
13:13 წარვიდეთ სახიდ, რამეთუ სამხრისა ჟამი არს, და გამოსრულნი განიყუნეს ურთიერთას.
13:14 და კუალად ქცეულნი შეკრბეს ერთბამად და გამომწულილველთა ურთიერთას მიზეზისათა აღიარეს გულისთქმაჲ მათი და მაშინ ზოგადი დააწესეს ჟამი, ოდეს მარტოჲსა შეუძლონ პოვნა მისი.
13:15 და იქმნა მზერასა შინა მათსა ჟამი, შევიდა სამოთხედ ოდესმე, ვითარცა გუშინ და ძოღანდელსა დღესა, და მხოლოთა ორთა თანა ქალთა და გულმან უთქუა ბანად სამოთხესა შინა, რამეთუ სიცხე იყო.
13:16 და არავინ არ იყო მუნ, თჳნიერ ორნი მოხუცებულნი დამალულნი და მომზირალნი მისნი.
13:17 და ჰრქუა ქალთა მათ: მომართჳთ მე ზეთი და შენაზავები და კარნი სამოთხისანი დაჰჴშენით, რაჲთა ვიბანო.
13:18 და ყვეს, ვითარცა თქუა, და დაჰჴშნეს კარნი სამოთხისანი, და გამოვიდეს იგურდივთა კართაჲთ მირთმად ბრძანებულთა მათდა და არა უწყოდეს, ვითარმედ იყვნეს დამალულ მოხუცებულნი.
13:19 და იყო, ვითარცა განვიდეს ქალნი, და აღდგეს ორნი მოხუცებულნი და ზედმირბიოდეს მისსა და ჰრქუეს:
13:20 აჰა, კარნი სამოთხისანი ჴშვანან და არავინ მხედავს ჩუენ და გულისთქმასა შინა შენსა ვართ, რომლისათჳს თანადამყევ ჩუენ და იქმენ ჩუენ თანა;
13:21 ხოლო უკეთუ არა, დაგწამოთ შენ, ვითარმედ იყო შენ თანა ჭაბუკი და ამისთჳს განავლინენ ქალნი შენგან.
13:22 და აღმოისულთქუნა სუსანნა და თქუა: იწრო არს ჩემდა ყოვლით კერძო, რამეთუ, უკეთუ ეგე ვქმნა, სიკუდილი არის ჩემი, და, უკეთუ არა ვქმნა, ვერ განვერე ჴელთაგან თქუენთა.
13:23 უაღსარჩევლეს არს ჩემდა არმოქმედისა შთავრდომაჲ ჴელთა თქუენთა ვიდრე მცოდველობაჲ წინაშე უფლისა.
13:24 და აღიღაღადა ჴმითა დიდითა სუსანნა, ხოლო აღიღაღადეს ორთაცა მოხუცებულთა წინააღმდგომად მისსა.
13:25 და მსრბოლმან ერთმან განიხუნა კარნი სამოთხისანი.
13:26 ხოლო ვითარცა ესმა ღაღადება სამოთხესა შინა მრწემთა სახლისათა, შეისწრაფეს იგურდივისა კარისა მიერ ხილვად შემთხუეულსა მისდა.
13:27 ხოლო რაჟამს თქუნეს მოხუცებულთა სიტყუანი მათნი, სირცხჳლეულ იქმნნეს მონანი ფრიად, რამეთუ ოდესვე არავის ასმიოდის ესევითარი სიტყუაჲ სუსანაჲსთჳს, და იყო ხუალისა ზე,
13:28 ვითარცა შემოკრბა ერი ქმრისა მისისა მიმართ იოაკიმისსა, მოვიდეს ორნი მოხუცებულნი, სავსენი უსჯულოჲთა გულისზრახვითა, ძჳნად სუსანაჲსსა მოსიკუდიდ მისსა.
13:29 და თქუეს წინაშე ერისა: მიავლინეთ სუსანნასა, ასულისა ქელკაჲსსა, რომელ არს ცოლი იოაკიმისი! ხოლო მათ მიავლინეს.
13:30 და მოვიდა იგი, და მშობელნი მისნი, და შვილნი მისნი და ყოველნი ნათვსავნი მისნი.
13:31 ხოლო სუსანნა იყო ჩჩჳლ და შუენიერ სახითა.
13:32 და უსჯულოთა ბრძანეს უსაბურველო-ქმნა, რამეთუ იყო იგი მობურვილ, რაჲთა აღივსნენ შუენიერებისაგან მისისა.
13:33 ხოლო ტიროდეს მისთჳს ყოველნი მხილველნი მისნი.
13:34 ხოლო აღდგომილთა შორის საშუალსა ერისასა ორთა მათ მოხუცებულთა დაასხნეს ჴელნი თავსა ზედა მისსა.
13:35 ხოლო მან, მტირალმან, აღიხილნა ცად მიმართ, რამეთუ იყო გული მისი მოსავ უფლისა მიმართ.
13:36 და თქუეს ორთა მათ მოხუცებულთა: ვიდოდეთ რაჲ ჩუენ შორის სამოთხისა მარტონი, შემოვიდა ეგე ორთა თანა მჴევალთა, და დაჰჴშნა კარნი სამოთხისანი და განავლინნა მჴევალნი,
13:37 და მოვიდა მისსა მიმართ ჭაბუკი, რომელი დამალულ იყო, და დაწვა მის თანა.
13:38 ხოლო ჩუენ, მყოფთა შორის ყურესა სამოთხისასა, ვიხილეთ რა უსჯულოებაჲ, მივრბიოდეთ მათ ზედა, და მხილველთა მათთა თანაქმნილად
13:39 მისი, ვიდრემე ვერ შეუძლეთ შეპყრობილ-ყოფაჲ ძლიერებისათჳს მისისა უფროს ჩუენსა და განხუმითა კართაჲთა განლტოლვისა.
13:40 ხოლო ამისთა შემპყრობელთა ვჰკითხეთ: ვინ იყო ჭაბუკი? და არა ინება თხრობა ჩუენი, ამათ ვწამებთ.
13:41 და ემოწმა მათ შესაკრებელი ერისა, ვითარცა მოხუცებულთა და მსაჯულთა, და დასაჯეს იგი სიკუდიდ.
13:42 ხოლო აღიღაღადა სუსანნა ჴმითა დიდითა და თქუა: ღმერთო საუკუნეო, დაფარულთა მეცნიერო, რომელმან უწყნი ყოველნი პირველ ქმნისა მათისა,
13:43 შენ მეცნიერ ხარ, ვითარმედ ცრუჲ დამწამეს მე, და, აჰა, მოვკუდები არმოქმედი არარაჲსაჲ, რომელნი ამათ მოიბოროტნეს ძჳნად ჩემდა.
13:44 და შეისმინა უფალმან ჴმისა მისისაჲ.
13:45 და მიიყვანებოდა რაჲ იგი წარწყმედად, აღადგინა ღმერთმან სული წმიდაჲ ყრმისა ჭაბუკისა, სახელით დანიელისა.
13:46 და აღიღაღადა ჴმითა დიდითა: წმიდა ვარ მე სისხლისა ამისგან.
13:47 და დადგა ყოველი ერი მისდამი და ჰრქუეს: რაჲ არს სიტყუა ეგე შენი, რომელსა იტყჳ?
13:48 ხოლო მან თქუა შორის მათსა: ესრეთ, სულელთა, ძენო ისრაჱლისანო, არა განმსჯელთა, არცა ცხადად შემეცნებულთა დასაჯეთ ასული ისრაჱლისა?
13:49 მიიქეცით სამსჯავროდ მიმართ, რამეთუ ცრუჲ დასწამეს იმათ ამას.
13:50 და მიიქცა ერი სწრაფისა თანა, და ჰრქვეს მას მოხუცებულთა: მოვედ, დაჯედ საშუალ ჩუენსა და მომითხარ ჩუენ, რამეთუ შენ მოგცა ღმერთმან მოხუცებულობა.
13:51 და თქუა ერისა მიმართ დანიილმან: განყვენით იგინი ურთიერთას შორად და განვსაჯნე იგინი.
13:52 და ვითარცა განყვნეს ერთიერთისაგან, მიუწოდა ერთსა მათგანსა და თქუა მისდა მიმართ: დაძუელებულო ბოროტთა დღეთაო, აწ გეწინეს ცოდვანი შენნი, რომელთა ჰყოფდი პირველად.
13:53 მშჯელი შჯათა ცრუთაჲ და უბრალოთა უკუე დამსჯელი, ხოლო განმტევებელი მიზეზიანთა, იტყოდის რაჲ უფალი: უბრალოჲ და მართალი არ მოაკუდინო.
13:54 აწ უკუე, ესე უგულებელ-ჰყავ, თქუ, რომელსა ხესა ქუეშე იხილენ იგინი მზრახვალნი ურთიერთას? და მან თქუა: ხეთქილსა ქუეშე.
13:55 და თქუა დანიელმან: მართლიად სიტყუე თავისა მიმართ შენისა, რამეთუ, ეგერა, ანგელოზი ღმრთისაჲ, მიმღებელი ღმრთისაგან განჩინებასა, განგხეთქს შენ შუა.
13:56 და გარდამადგინებელმან მისმან ბრძანა მოყვანება სხჳსა და ჰრქუა მას: თესლო ქანანისაო და არა იუდასო, შუენიერებამან შეგაცთუნა შენ და გულისთქმამან გარდააქცია გული შენი.
13:57 ესრეთ უყოფდით ასულთა ისრაჱლისათა და იგინი შიშნეულნი გზრახვიდეს თქუენ, გარნა არა ასულმან იუდაჲსამან დათმო უსჯულოებაჲ თქუენი.
13:58 ხოლო აწ მითხარ მე, ქვეშე რომელსა ხესა დააპყრენ იგინი მზრახვალნი ურთიერთას? და მან თქუა: ხერხულსა ქუეშე.
13:59 ხოლო ჰრქუა მას დანიელმან: მართლად სიტყუე და შენცა თავისა მიმართ შენისა, რამეთუ დგას ანგელოზი ღმრთისაჲ მქონებელი მახჳლსა განხერხვად შენდა საშუალ, რაჲთა მოგსპნეს თქუენ.
13:60 და აღიღაღადა ყოველმან შესაკრებელმან ჴმითა დიდითა და აკურთხეს ღმერთი მაცხოვნებელი მოსავთაჲ მისდამი.
13:61 და აღდგეს მოხუცებულთა ზედა, რამეთუ შეაყენნა იგინი დანიელ თქმულთაგან მათთა ცილისდამწამებელნი და ყვეს მათდა, ვითარცა-იგი ბოროტი იზრახეს ყოფად მოყუსისა,
13:62 შჯულისაებრ მოსესსა, და მოკლნეს იგინი, და ცხონდა სული უმიზეზოჲ მას დღესა შინა.
13:63 ხოლო ქელკაჲ და ცოლი მისი მიქებლობდეს უფლისა, ასულისა მათისა სუსანაჲსთჳს, იოაკიმისის თანა, ქმრისა მისისა, და თანმონათესავეთა ყოველთა, რამეთუ არა იპოვა მის შორის უშუერი საქმე.
13:64 და დანიელ იქმნა დიდ წინაშე ერისა მიერ დღითგან წამართ.

© 2010, გია შერვაშიძე