1:1 |
სიტყუა უფლისაჲ, რომელი იქმნა სოფონიას მიმართ ხუსისისა, ძისა გოდოლიასსა, ძისა ამარიანისა, ძისა ეზეკიანისა - დღეთა შინა იოსიაჲსთა, ძისა ამმონისთა, მეფისა იუდაჲსთა. |
1:2 |
მოკლებით მოაკლდინ პირისაგან ქუეყანისა, - იტყჳს უფალი. |
1:3 |
მოაკლდინ კაცი და საცხოვარი. მოაკლდინ მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი და მოუძლურდენ უთნონი და აღვიხუამ უსჯულოთა პირისაგან ქუეყანისა, - იტყჳს უფალი. |
1:4 |
და განვიპყრა ჴელი ჩემი იუდას ზედა და ყოეელთა დამკჳდრებულთა ზედა იერუსალიმისათა და აღვიხუნე ადგილისა ამისგან სახელნი ბაალისნი და სახელნი მღდელთანი. |
1:5 |
და რომელნი თაყუანის-სცემენ ბანებსა ზედა ძალსა ცისასა და რომელნი ფუცვენ სახელსა უფლისაჲსა მეფისა მიმართ მათისა და რომელნი მიდრკებიან უფლისაგან, |
1:6 |
და რომელნი არ გამოეძიებენ უფალსა და რომელნი არა შეუდგან უფალსა. |
1:7 |
შეშინდით პირისაგან უფლისა ღმრთისა მით, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ, რამეთუ განჰმზადა უფალმა მსხუერპლი თჳსი. წმიდა-ყუნა ჩინებულნი თჳსნი. |
1:8 |
და იყოს დღესა შინა მსხუერპლისა უფლისასა და შურ-ვიგო მთავართა ზედა და სახლსა ზედა მეფისასა და ყოველთა შემოსილთა ზედა სამოსლებითა უცხოჲთა. |
1:9 |
და შურ-ვიგო ყოველთა ზედა საჩინოქმნილთა წინაბჭეებთა ზედა მას დღესა შინა, აღმავსებელთა სახლისა უფლისა ღმრთისა მათისა უთნოობითა და ზაკჳთა. |
1:10 |
და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - ჴმაჲ ღაღადებისა ბჭისაგან მწერტელთაჲსა და ვალალაებისა მეორისაგან, და შემუსრვაჲ დიდი ბორცუთაგან. |
1:11 |
გოდებდით დამამკჳდრებელნი დაჭრილსა, რამეთუ ემსგავსა ყოველი ერი ქანაანს, მოისპნეს ყოველნი აღმაღლებულნი ვეცხლითა. |
1:12 |
და იყოს, მას დღესა შინა გამოვიძიო იერუსალჱმი ბაზმაკითა, და შურ-ვიგო მამაკაცთა ზედა შეურაცხისმყოფელთა ნამარხევთა ზედა მათთა, რომელნი იტყჳან გულთა შინა მათთა: არა კეთილი უყოს უფალმან, არცა უბოროტოს. |
1:13 |
და იყოს ძალი მათი დასატაცებლად და სახლნი მათნი უჩინოსაქმნელად და აშენებდენ სახლებსა და არა დაიმკჳდრონ მათ შინა. დაჰნერგვიდენ ვენაჴებსა და არა სუან ღჳნოჲ მათი. |
1:14 |
ახლოს არს დღე უფლისაჲ დიდი, ახლოს და მოსწრაფე ფრიად. ჴმაჲ დღისა უფლისაჲ მწარედ და ფიცხლად დაწესებულ არს ძლიერ. |
1:15 |
დღე რისხვისა დღე იგი, დღე ჭირისა და სალმობისა. დღე საარებისა და უჩინოქმნისა, დღე ალმურისა და ბნელისა, დღე ღრუბლისა და ნისლისა, |
1:16 |
დღე საყჳრისა და ღაღადებისა ქალაქთა ზედა მაგართა და ყურეთა ზედა მაღალთა. |
1:17 |
და ვაჭირვო კაცთა და ვიღოდინ ვითარცა ბრმანი, რამეთუ შესცოდეს უფალსა და დასთხიოს სისხლი მათი მიწად, და დასთხიოს სისხლი მათი ქუეყანასა, და ჴორცნი მათნი ვითარცა სკორე. |
1:18 |
და ვეცხლი მათი და ოქროჲ მათი ვერ შემძლებელ არს განრინებად მათდა დღესა შინა რისხვისა უფლისასა. |
1:19 |
და დღესა ცეცხლითა შურისა მისისასა აღისპოს ყოველი ქუეყანაჲ მით, რამეთუ მოსრულებაჲ და სიმსწრაფლე ყოს ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა ქუეყანისათა. |