კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« მალაქია »
მალაქია 1
მალაქია 2
მალაქია 3
მალაქია 4

« მალაქია 2 [BIB - xx] »
2:1 და აწ მცნებაჲ ესე თქუენდა მიმართ არს მღდელთა:
2:2 უკეთუ არა ისმინოთ და უკეთუ არა დაიდვათ გულსა შინა თქუენსა მიცემად დიდება სახელსა ჩემსა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და გამოვავლინო თქუენ ზედა წყევაჲ და დავწყეო კურთხევა თქუენი და დავწყეო იგი და განვიქარვო კურთხევა თქუენი და არა იყოს თქუენ შორის, რამეთუ თქუენ არ დაიდევით გულსა შინა თქუენსა.
2:3 აჰა, ესერა, მე მიგიღებ თქუენგან მჴარსა და განვჰყოფ ქუსეტსა პირთა თანა თქუენსა, ქუსეტსა დღესასწაულისა თქუენთასა და მიგიხუნე თქუენ მისდამი.
2:4 და შეემეცნნეთ, ვითარცა მე მოვავლინე თქუენდა მცნება ესე ყოფად აღთქმა ჩემი ლევიტელთა მიმართ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,
2:5 აღთქმაჲ ჩემი იყოს მის თანა სიცოცხლისა და მშჳდობისაჲ და მივეც მას შიშისა მიერ შეშინებად ჩემგან და პირისაგან სახელისა ჩემისა შეკდემულ-ყოფად მისდა.
2:6 შჯული ჭეშმარიტებისაჲ იყო პირსა შინა მისსა და უსამართლოებაჲ არა იპოვა ბაგეთა შორის მისთა. მშჳდობაჲ წარმმართებელი ვიდოდა ჩემ თანა და მრავალნი მოვაქციენ უსამართლოებისაგან,
2:7 რამეთუ ბაგენი მღდელისანი დაიცვენ მეცნიერებასა და შჯული გამოიძიონ პირისაგან მისისა, რამეთუ ანგელოზი უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, არს.
2:8 ხოლო თქუენ მისდერკით გზისგან და უძლურ-ჰყვენით მრავალი შჯულსა შინა და განხრწენით აღთქმაჲ ლევისი, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,
2:9 და მე მიგცენ თქუენ შეურაცხ-ქმნილად და უგულებელს-ყოფილად ყოველთა შორის წარმართთა. მით, რამეთუ თქუენ არ დაიცვენით გზანი ჩემნი, არამედ მიიღებდით პირთა შჯულსა შინა.
2:10 არა ღმერთმან ერთმან აღგაგნაა თქუენ, არა მამაჲ ერთი არსა თქუენ ყოველთა? რად, რამეთუ დაუტევეთ თითოეულმან ძმაჲ თჳსი, შეგინებად აღთქმასაცა მამათა თქუენთასა?
2:11 დატევებულ იქმნა იუდაჲ და საძაგელი იქმნა ისრაჱლსა შორის და იერუსალჱმსა შორის მით, რამეთუ შეაგინნა იუდამან წმიდანი უფლისანი, რომელნი შეიყუარნა მათ შორის და მომარჯუე იქმნა ღმერთთა მიმართ უცხოთა.
2:12 მოსპობს უფალი კაცსა მოქმედსა ამათსა. ვიდრემდის დამდაბლდესცა კარვებთაგან იაკობისათა და შემწირველთაგან მსხუერპლსა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა,
2:13 და ამათ, რომელნი მძულდეს, ჰყოფდით. დაჰფარეთ ცრემლითა მსხუერპლისსაცავი ჩემი და ტირილითა და სულთქმითა შრომათაგან, რამეთუ ღირს არს მიხედვა მსხუერპლისა მიმართ ანუ მიღებად მისათუალველი ჴელთაგან თქუენთა.
2:14 და სთქუ: რაჲთა უფლისათჳს გელმა შორის შენსა და შორის ცოლისა სიჭაბუკისა შენისაჲსა, რაჲთ დაუტევე და ესე ზიარი შენი და ცოლი აღთქმისა შენისაჲ?
2:15 და არა სხუამან ქმნა და ქუემინაღებ სულისა მისისა? და სთქუთ რასა სხუასა, გარნა თესლსა ეძიებს უფალი. და დაიცევით სულთა შორის თქუენთა და ცოლსა სიჭაბუკისა შენისასა ნუ დაუტევებ,
2:16 არამედ უკუეთუ მომძულებელი განავლენ, - იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისაჲ, - და დაფაროს უთნოობაჲ გულისზრახვათა შენთა ზედა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და დაიცევით სულისა შორის თქუენისა და არდატევებულ იქმნეთ
2:17 განმაძჳნებელნი უფლისანი, სიტყუათა მიერ თქუენთა და სთქუთ: რასათჳს განვაძჳნეთ? თქუმასა შორის თქუენსა: ყოველი მოქმედი ბოროტთაჲ კეთილ წინაშე უფლისა და მათ შორის სათნო იყო მან, და სადა არს ღმერთი სიმართლისაჲ?

© 2010, გია შერვაშიძე