1:1 |
იაკობ, ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტეს მონაჲ, ათორმეტთა ნათესავთა, – გიხაროდენ! |
1:2 |
ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცჳვეთ პირად-პირადსა; |
1:3 |
უწყოდეთ, რამეთუ გამოცდილებამან მან სარწმუნოებისა თქუენისამან შექმნის მოთმინებაჲ, |
1:4 |
ხოლო მოთმინებასა მას საქმე სრული აქუნდინ, რაჲთა იყვნეთ სრულ და ყოვლად ცოცხალ და არარაჲთ ნაკლულევან. |
1:5 |
ხოლო უკუეთუ ვინმე თქუენგანი ნაკლულევან არს სულიერითა სიბრძნითა, ითხოვენ ღმრთისაგან, რომელმან-იგი მოსცის ყოველთა უხუად და არავის აყუედრის, და მოსცეს მას. |
1:6 |
ითხოვდინ ხოლო სარწმუნოებით და ნუ ორგულებით, რამეთუ რომელი ორგულებდეს, მსგავს არს იგი ღელვასა ზღჳსასა, ქარითა აღძრულსა და მიმოტაცებულსა. |
1:7 |
ნუ ჰგონებნ კაცი იგი, ვითარმედ მო-რაჲმე-იღოს ღმრთისაგან. |
1:8 |
კაცი ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა გზათა მისთა. |
1:9 |
იქადოდენ ძმაჲ იგი მდაბალი ამაღლებასა თჳსსა, |
1:10 |
ხოლო მდიდარი – დამდაბლებასა თჳსსა, რამეთუ ვითარცა ყუავილი თივისაჲ, ეგრეთ წარჴდეს. |
1:11 |
რამეთუ აღმოჰჴდა მზე სიცხითა თჳსითა და განაჴმო თივაჲ იგი და ყუავილი მისი დასცჳვა და შუენიერებაჲ პირისა მისისაჲ წარჴდა. ეგრეცა მდიდარი სლვასა შინა თჳსსა დაჭნეს. |
1:12 |
ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქნეს და მოიღოს გჳრგჳნი ცხორებისაჲ, რომელი აღუთქუა ღმერთმან მოყუარეთა მისთა. |
1:13 |
ნუვინ განცდილთაგანი იტყჳნ, ვითარმედ ღმრთისა მიერ განვიცადები, რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა და არავის განსცდის იგი. |
1:14 |
არამედ კაცად-კაცადი განიცადების თჳსისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და სცთების. |
1:15 |
მერმე გულის თქუმაჲ იგი მიუდგის და შვის ცოდვაჲ და ცოდვაჲ იგი სრულ-იქმნის და შვის სიკუდილი. |
1:16 |
ნუ სცთებით, ძმანო ჩემნო საყუარელნო! |
1:17 |
ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ. |
1:18 |
მას უნდა და გუშვნა ჩუენ სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ დასაბამ რაჲმე მისთა დაბადებულთა. |
1:19 |
აწ უკუე, ძმანო ჩემნო საყუარელნო, იყავნ ყოველი კაცი მოსწრაფე სმენად, მძიმე სიტყუად, მძიმე გულის წყრომად. |
1:20 |
რამეთუ გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაჲ არა ქმნის. |
1:21 |
ამისთჳს განიშორეთ ყოველი მწიკულევანებაჲ და მეტი იგი სიბოროტისაჲ, სიმშჳდით შეიწყნარეთ ნერგი იგი სიტყჳსაჲ, რომელი შემძლებელ არს ცხორებად სულთა თქუენთა. |
1:22 |
და იყვენით მყოფელ სიტყჳსა მის და ნუ ხოლო მსმენელ და შეურაცხის-მყოფელ თავთა თჳსთა. |
1:23 |
უკუეთუ ვინმე მსმენელ ხოლო იყოს სიტყჳსა მის და მყოფელ არა, ესევითარი იგი მსგავს არს კაცისა მის, რომელმან განიცადის პირი ქმნულებისა თჳსისაჲ სარკითა. |
1:24 |
რამეთუ განიცადა თავი თჳსი და წარვიდა და მეყსეულად დაავიწყდა, რაბამ-რაჲ იყო. |
1:25 |
ხოლო რომელმან მიჰხედა სჯულსა მას სრულსა აზნაურებისასა და დაადგრა მას, ესე არა მსმენელ და დამვიწყებელ იქმნა, არამედ მყოფელ საქმისა; ესე ნეტარ იყოს ქმნითა მით მისითა. |
1:26 |
რომელსა ეგონოს თქუენ შორის, ვითარმედ ღმრთის მსახურ არს და არა აღჳრ-ასხმიდეს ენასა თჳსსა, არამედ აცთუნებდეს გულსა თჳსსა, ამისი ამაო არს მსახურებაჲ. |
1:27 |
მსახურებაჲ წმიდაჲ და შეუგინებელი ღმრთისა მიერ და მამისა ესე არს: მიხედვაჲ ობოლთა და ქურივთაჲ ჭირსა შინა მათსა და შეუგინებელად დაცვაჲ თავისა თჳსისაჲ ამის სოფლისაგან. |