კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« I პეტრე »
I პეტრე 1
I პეტრე 2
I პეტრე 3
I პეტრე 4
I პეტრე 5

« I პეტრე 2 [BIB - xx] »
2:1 განიშორეთ უკუე ყოველი უკეთურებაჲ და ყოველი ზაკუვაჲ და ორგულებაჲ და შური და ყოველივე ძჳრის სიტყუაჲ.
2:2 ვითარცა აწინდელ შობილთა ყრმათა, სიტყჳერისა მის უზაკუველისა სძისა გსუროდენ, რაჲთა მას შინა აჰღორძნდეთ.
2:3 უკუეთუ გემოჲ გიხილავს, რამეთუ ტკბილ არს უფალი,
2:4 რომელსა-იგი მოუჴედით ლოდსა ცხოველსა, რომელი-იგი კაცთაგან შეურაცხ-იქმნა, ხოლო ღმრთისაგან რჩეულ და პატიოსან.
2:5 და თქუენცა, ვითარცა ლოდნი ცხოველნი აღეშენებოდეთ სახლად სულიერად, სამღდელოდ წმიდად, შესაწირავად მსხუერპლთა სულიერთა, სათნოთა ღმრთისათა იესუ ქრისტეს მიერ.
2:6 რამეთუ წერილ არს წიგნსა შინა: აჰა ესერა, დავსდებ სიონს შინა ლოდსა საკიდურსა, რჩეულსა, პატიოსანსა და რომელსა ჰრწმენეს მისა მიმართ, არსადა ჰრცხუენეს.
2:7 თქუენდა უკუე არს პატივ, მორწმუნეთა მაგათ, ხოლო ურჩთათჳს - ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა და ლოდ შებრკოლების და კლდე საცთურების,
2:8 რომელნი შეჰბრკოლდებიან სიტყუასა მას ურჩებითა, რომელსაცა ზედა დაესხნეს.
2:9 ხოლო თქუენ, ნათესავი რჩეული, სამეუფოჲ სამღდელოჲ, თესლი წმიდაჲ, ერი მოგებული, რაჲთა სათნოებითა მიუთხრობდეთ, რომელმან-იგი ბნელისაგან გიწოდნა თქუენ საკჳრველსა მას ნათელსა მისსა.
2:10 რომელნი-ეგე ოდესმე არა ერ, ხოლო აწ ერი ღმრთისაჲ, რომელნი-ეგე ოდესმე არა შეწყალებულ, ხოლო აწ შეიწყალენით.
2:11 საყუარელნო, გლოცავ თქუენ, ვითარცა მწირთა და წარმავალთა, განეშორენით გულის თქუმათაგან ჴორციელთა, რომელნი ეწყვებიან სულსა.
2:12 სლვაჲ თქუენი წარმართთა შორის გაქუნდინ კეთილი, რაჲთა, რომლითა-იგი ძჳრსა იტყოდიან თქუენთჳს, ვითარცა ძჳრის მოქმედთასა, კეთილთა საქმეთაგან შეიკდიმონ და ადიდებდენ ღმერთსა დღესა მას მოხედვისასა.
2:13 დაემორჩილენით უკუე ყოველსავე კაცობრივსა დაბადებულსა უფლისათჳს: გინა თუ მეფესა, რამეთუ ყოველთა ზედა არს;
2:14 გინა თუ მთავართა, ვითარცა მის მიერ მოვლინებულთა შურის მეძიებელად ბოროტის მოქმედთათჳს, ხოლო მაქებელად კეთილის მოქმედთათჳს.
2:15 რამეთუ ესრეთ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილის მოქმედთათჳს დადუმებად უგუნურთა კაცთა უმეცრებასა.
2:16 ვითარცა აზნაურნი და ნუ ვითარცა საფარველად გაქუნ უკეთურებისა აზნაურებჲ ეგე, არამედ ვითარცა მონანი ღმრთისანი
2:17 ყოველთა პატივ-სცემდით, ძმათა ჰყუარობდით, ღმრთისა გეშინოდენ, მეფესა პატივ-სცედით.
2:18 მონანი დაემორჩილენით ყოვლითა მოშიშებითა თჳსთა უფალთა, ნუ ხოლო სახიერთა და ტკბილთა, არამედ უსახურთაცა.
2:19 რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაგან: უკუეთუ გონებისაგან კეთილისა ღმრთისათჳს დაითმინნეს ვინმე მწუხარებანი, ევნებინ თუ სიცრუით.
2:20 რამეთუ რაჲ უმჯობეს არს უკუეთუ სცოდვიდეთ და დაიქენჯნებოდით და მოითმენდეთ? არამედ უკუეთუ კეთილსა იქმოდით და გევნებოდის და მოითმენდეთ, ესე არს მადლი ღმრთისაგან.
2:21 და იჩინენითცა მებრ ამისთჳსვე, რამეთუ ქრისტემანცა ივნო ჩუენთჳს და თქუენ დაგიტევა ჴელით წერილი, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მისთა;
2:22 რომელმან-იგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა;
2:23 რომელი-იგი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა, მიეცა მართალი იგი მსაჯულსა;
2:24 რომელმან ცოდვანი ჩუენნი აღიხუნა ჴორცითა თჳსითა ჯუარსა ზედა, რაჲთა ცოდვათა განვეშორნეთ და სიმართლით ვცხონდებოდით, რომლისა-იგი წყლულებითა განიკურნენით.
2:25 რამეთუ იყვენით, ვითარცა ცხოარნი შეცთომილნი, არამედ აწ მოიქეცით მწყემსისა მის მიმართ და მოღუაწისა სულთა თქუენთაჲსა.

© 2010, გია შერვაშიძე