კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« I იოვანე »
I იოვანე 1
I იოვანე 2
I იოვანე 3
I იოვანე 4
I იოვანე 5

« I იოვანე 4 [BIB - xx] »
4:1 საყუარელნო, ნუ ყოველი სული გრწამნ, არამედ გამოიცადენით სულნი, უკუეთუ ღმრთისაგან იყვნენ, რამეთუ მრავალნი ცრუ-წინაწარმეტყუელნი განსრულ არიან სოფლად.
4:2 ამით უწყოდეთ სული ღმრთისაჲ: ყოველმან სულმან რომელმან აღიაროს იესუ ქრისტე ჴორციელად მოსრული, იგი ღმრთისაგან არს;
4:3 და ყოველმან სულმან რომელმან არა აღიაროს იესუ ქრისტე ჴორციელად მოსრული, იგი არა ღმრთისაგან არს. და ესე არს ანტიქრისტესთჳს, რომელ გასმიეს, ვითარმედ მოსლვად არს და აწცა სოფელსა შინა არს.
4:4 თქუენ ღმრთისაგან ხართ, შვილნო, და გიძლევიეს მათდა; რამეთუ უფროჲს არს, რომელი თქუენ შორის არს, ვიდრე-ღა რომელი-იგი სოფლისაგან.
4:5 იგინი სოფლისაგანნი არიან, ამისთჳსცა სოფლისასა იტყჳან და სოფელი ისმენს მათსა.
4:6 ჩუენ ღმრთისაგან ვართ; რომელმან იცოდის ღმერთი, მან ისმინოს ჩუენი და რომელი არა იყოს ღმრთისაგან, მან არა ისმინოს ჩუენი. ამის გამო ვცნათ სული ჭეშმარიტებისაჲ და სული მაცთურებისაჲ.
4:7 საყუარელნო, ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი.
4:8 რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარულისაჲ არს.
4:9 ამით გამოცხადნა სიყუარული ღმრთისაჲ ჩუენ შორის, რამეთუ ძე თჳსი მხოლოდ შობილი მოავლინა ღმერთმან სოფლად, რაჲთა ვცხონდეთ მის მიერ.
4:10 და ესე არს სიყუარული, არა რამეთუ ჩუენ შევიყუარეთ ღმერთი, არამედ რამეთუ მან ჩუენ შემიყუარნა და მოავლინა ძე თჳსი მლხინებელად ცოდვათა ჩუენთა.
4:11 საყუარელნო, უკუეთუ ღმერთმან ესრეთ შემიყუარნა, ჩუენცა თანა-გუაც ურთიერთას სიყუარული.
4:12 ღმერთი არავის სადა უხილავს. უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას, ღმერთი ჩუენ შორის ჰგიეს და სიყუარული მის ჩუენ შორის აღსრულებულ არს.
4:13 ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვჰგიეთ და იგი ჩუენ შორის, რამეთუ სულისა მისისაგან მომცა ჩუენ.
4:14 და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ, რამეთუ მამამან მოავლინა ძე მაცხოვრად სოფლისა.
4:15 რომელმან აღიაროს, ვითარმედ იესუ არს ძჱ ღმრთისაჲ, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა.
4:16 და ჩუენ ვცნათ და გურწმენა სიყუარული, რომელი აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ. ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა.
4:17 ამით აღსრულებულ არს სიყუარული ჩუენ შორის, რაჲთა განცხადებულებაჲ გუაქუნდეს დღესა მას საშჯელისასა, რამეთუ ვითარცა იგი იყო, და ჩუენცა ვართ სოფელსა ამას შინა.
4:18 შიში არა არს სიყუარულსა თანა, არამედ სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვაჲ აქუს, ხოლო მოშიში იგი არა სრულ არს სიყუარულსა ზედა.
4:19 ჩუენ გჳყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარნა ჩუენ.
4:20 უკუეთუ ვინმე თქუეს, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად?
4:21 და ესე მცნებაჲ მოვიღეთ მისგან, რაჲთა რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თჳსი.

© 2010, გია შერვაშიძე