2:1 |
რამეთუ მნებავს უწყებად თქუენდა, რაბამი ღუაწლი მაქუს თქუენთჳს და ლავდიკელთა მათ და რაოდენთა არა უხილავს პირი ჩემი ჴორციელად, |
2:2 |
რაჲთა ნუგეშინის-ცემულ იქმნენ გულნი მათნი, თანა-შეტყუებულნი სიყუარულით ყოვლისა მიმართ სიმდიდრისა გულ-სავსებისა, გულისჴმის-ყოფისა მეცნიერად საიდუმლოსა მას ღმრთისასა და მამისასა და ქრისტესსა, |
2:3 |
რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი. |
2:4 |
ხოლო ამას ვიტყჳ, რაჲთა ნუ ვინმე შეურაცხ-გყვნეს თქუენ სიტყჳთა მეტნობისაჲთა; |
2:5 |
რამეთუ დაღათუ ჴორცითა შორს ვარ, არამედ სულითა თქუენ თანა ვარ; მიხარის და ვხედავ თქუენსა მაგას წესიერებასა და სიმტკიცესა მაგას ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისა თქუენისასა. |
2:6 |
ვითარცა-ეგე გისწავიეს ქრისტე იესუ უფალი, მას შინა ვიდოდეთ, |
2:7 |
დაფუძნებულნი და აღშენებულნი მას ზედა და დამტკიცებულნი სარწმუნოებითა, ვითარცა-იგი ისწავეთ, აღემატებოდეთ მას შინა მადლობითა. |
2:8 |
ეკრძალენით, ნუ ვინმე იყოს წარმტყუენველ თქუენდა სიბრძნის მოყუარებითა და ცუდითა საცთურითა მოძღურებისა მისებრ კაცთაჲსა, წესთა მათებრ ამის სოფლისათა და არა ქრისტეს მიერ, |
2:9 |
რამეთუ მას შინა დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ჴორციელად. |
2:10 |
და ხართ თქუენ მას შინა აღსავსე, რომელი-იგი არს თავი ყოვლისა მთავრობისა და ჴელმწიფებისაჲ, |
2:11 |
რომლითაცა წინადაიცჳთეთ წინადაცუეთითა მით ჴელით უქმნელითა, განძარცუვითა მით გუამისა მის ჴორცთა მათ ცოდვათაჲსა წინადაცუეთითა ქრისტესითა. |
2:12 |
მის თანა დაეფლენით ნათლის-ღებითა მით, რომლისა თანაცა აღსდეგით სარწმუნოებითა მით შეწევნითა ღმრთისაჲთა, რომელმან-იგი აღადგინა მკუდრეთით. |
2:13 |
და თქუენცა მკუდარ იყვენით შეცოდებათა შინა და წინადაუცუეთელებითა მით ჴორცთა თქუენთაჲთა, მის თანა განგაცხოველნა თქუენ, მოგჳტევნა ჩუენ ყოველნი შეცოდებანი. |
2:14 |
და აჴოცა ჩუენთჳს ჴელით წერილი ბრძანებით, რომელი იყო ანტაკრად ჩუენდა, და იგი აღიღო შორის და შეჰმსჭუალა ჯუარსა, |
2:15 |
განძარცუნა მთავრობანი იგი და ჴელმწიფებანი და საჩუენებელ ქმნნა იგინი კადნიერებით და განაქიქნა იგინი მას შინა. |
2:16 |
ნუმცა ვინ უკუე განგიკითხავს თქუენ საჭმლითა და სასუმლითა, გინა კერძო დღესასწაულისაჲთა, გინა თჳს-თავითა, გინა შაბათობითა, |
2:17 |
რომელი-იგი არს აჩრდილი მერმეთაჲ მათ, ხოლო ჴორცთა - ქრისტესთა. |
2:18 |
ნუვინ თქუენ მძლე გექმნებინ, უნდეს თუ სიმდაბლითა და წესითა ანგელოზთაჲთა, რომელი-იგი არა იხილა, განიკითხვიდეს ამაოდ განლაღებული გონებითა მით ჴორცთა მისთაჲთა |
2:19 |
და არა შეეკრძალოს თავი, რომლისაგან ყოველი გუამი, სხეულთაგან და ნაწევართა შექმნული და შეერთებული, ორძის სიორძილსა მას ღმრთისასა. |
2:20 |
უკუეთუ მოჰკუედით ქრისტეს თანა ნივთთა მათგან ამის სოფლისათა, რაჲსაღა, ვითარცა ცხოველნი სოფელსა შინა ჰბრძანებთ: |
2:21 |
„ნუ მიეახლები, ნუცა გემოსა იხილავ, ნუცა შეეხები“, |
2:22 |
რომელი-იგი არს ყოველივე განსარყუნელად ჴუმევითა მით მცნებისა მისებრ და მოძღურებისა კაცთაჲსა? |
2:23 |
რომელ-იგი არს, რეცა სიტყუაჲ რაჲმე აქუს სიბრძნისაჲ ნეფსითათა მით წესითა და სიმდაბლითა და ურიდებითა ჴორცთაჲთა, არა თუ პატივითა რაჲთმე განსაძღებელად ჴორცთა. |