კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« რუთი »
რუთი 1
რუთი 2
რუთი 3
რუთი 4

« რუთი 3 [BIB - xx] »
3:1 ჰრქუა მას ნოომინ, დედამთილმან მისმან: ასულო, აწ არა-მე გიძიო შენ განსუენებაჲ, რათა კეთილი გეყოს შენ?
3:2 და, ეგერა, ბოოზ მეცნიერი ჩუენი არს, სადა-იგი მჴევალთა მისთა თანა იყავ შენ! და იგი შეჰკრებს ქრთილსა კალოსა თჳსსა ამას ღამესა.
3:3 და შენ იბანე და იცხე და შეიმოსე სამოსელი თჳსი და აღვედ შენ კალოდ მისა, და ნუ გამოეცხადები შენ კაცსა მას, ვიდრე აღსრულებადმდე ჭამისა და სუმისა.
3:4 და იყოს, რაჟამს დაწუეს იგი, და დაისწავე ადგილი იგი, სადა დაწვეს მუნ და მივედ მახლობელად მისა და დაწევ ფერჴთა თანა მისთა! და მან გითხრას შენ, რაჲ-იგი ჯერ-არს ყოფად შენდა.
3:5 ჰრქუა რუთ დედამთილსა თჳსსა: ყოველივე, რაცა მრქუა, ვყო.
3:6 და აღვიდა იგი კალოდ მისა და ყო ეგრე, ვითარცა-იგი ამცნო მას დედამთილმან თჳსმან.
3:7 და ჭამა ბოოზ და სუა და განმხიარულდა გული მისი და მივიდა და დაწვა იგი ზჳნსა მას წერეულისა მისისასა, ხოლო რუთ მივიდა მისა ფარულად და დაწვა იგი მახლობელად ფერჴთა თანა მისთა.
3:8 და იყო შუვა ღამეს ოდენ განიღჳძა და განჰკრთა კაცი იგი და შეძრწუნდა, რამეთუ დედაკაცი წვა ფერჴთა თანა მისთა.
3:9 ჰრქუა მას ბოოზ: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა მას: მე ვარ რუთ, მჴევალი შენი. და გარდამომდევ სამოსელი მჴევალსა შენსა, რამეთუ შენ ნათესავ ჩემდა ხარ.
3:10 ჰრქუა მას ბოოზ: კურთხეულ იყავ შენ უფლისა ღმრთისა მიერ, ასულო, რამეთუ კეთილი ჰქმენ წყალობაჲ ესე უკუანასკნელი უფროჲ პირველისა მის, რამეთუ არა მიხუედ შენ შემდგომად ჭაბუკთა, გინათუ გლახაკისა ვისამე, გინათუ მდიდრისა.
3:11 და აწ ნუ გეშინის ყოვლისავე, რაჲცა მრქუა მე, ვყო შენთჳს, რამეთუ იცის ყოველმან ნათესავმან ერისა ჩემისამან, რამეთუ დედაკაცი ძლიერებისაჲ ხარ შენ.
3:12 და აწ ჭეშმარიად ნათესავ ვარ მე, არამედ არს ნათესავი სხუაჲ უმახლობელესი ჩემსა,
3:13 იქცეოდა ამას ღამესა. და იყოს ხვალისაგან, უკუეთუ გითჳსოს შენ, თჳს-გეყავნ შენ. უკუეთუ არა უნდეს თჳსობაჲ შენი, თჳს-გიყო მე; ცხოველ არს უფალი! და დაწვა იგი ვიდრე განთიადმდე.
3:14 და დაიძინა ფერჴთა თანა მისთა ვიდრე ხვალისადმდე. და აღდგა იგი უადრეს, ვიდრემდე იცნას კაცმან მოყუასი თჳსი, და თქუა ბოოს: ნუმცა ვინ უწყის, რამეთუ მოვიდა დედაკაცი კალოსა ამას.
3:15 და ჰრქუა ბოოს: მოიპყარ სამოსელი შენი აქა, რომელ გმოსიეს შენ, და განჰმარტე იგი! ხოლო მან მოუპყრა მას, და გარდაუწყო მას ექუსი საწყაული ქრთილი და დასდვა იგი მას ზედა. და შევიდა იგი ქალაქად.
3:16 და ვითარცა შევიდა რუთ დედამთილისა თჳსისა და ჰრქუა მას: რაჲ არს, ასულო? ხოლო მან უთხრა ყოველივე, რაჲცა უყო კაცმან მან.
3:17 და ჰრქუა მას: ექუსი ესე საწყაული ქრთილი მომცა მე და მრქუა მე: ნუ შეხუალ ცალიერი დედამთილისა შენისა.
3:18 ხოლო მან ჰრქუა მას: დაჯედ, ასულო, ვიდრემდე გულისხმა-ჰყო შენ, [ვ] ვითარ-იგი არა დავარდეს სიტყუაჲ, რამეთუ არა დაიდუმოს კაცმან მან, ვიდრემდე აღასრულოს სიტყუაჲ იგი დღესვე.

© 2010, გია შერვაშიძე