2:1 |
და ესე არიან ძენი ისრაჱლისანი თჳთეულად ადგილთაგან, რომელნი გამოვიდოდეს ტყუეობისაგან, რომელი წარტყუევნა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონად, რომელნი მიაქცია კჳროს ბაბილოვნით იერუსალჱმდ ჰურიასტანად, კაცნი თჳთეულად ქალაქსა თჳსსა, |
2:2 |
რომელნი გამოსულ იყუნეს ზურობაბელის თანა: ისუ, ნეემია, სარეა, ჰრეილიას, მარდოქეა, ბალაასან, მასაფარ, გაგუვარ, ჰრეუმ, ბაანა. ესე არს რიცხჳ კრებულის მის ძეთა ისრაჱლისა. |
2:3 |
ძენი ფორსისნი ორ ათას ასსამეოცდაათორმეტ. |
2:4 |
ძენი საფატისნი ოთხასსამეოცდაათორმეტ. |
2:5 |
ძენი არისისნი შჳდასსამეოცდაათექუსმეტ. |
2:6 |
ძენი ლეფთალემისანი, მოაბელისნი, და ძეთა ისუთა, და აროაბისთა, ორ ათას რვაასდაათორმეტ. |
2:7 |
ძენი ელმოსნი ორ ათას ორასერგასისდაოთხ. |
2:8 |
ძენი ზატუნასნი ცხრასასოცდახუთ. |
2:9 |
ძენი ქორებისნი შჳდასერგასის. |
2:10 |
ძენი ბანესნი ათას ორმეოცდარვა. |
2:11 |
ძენი ბებენისნი რვაასოცდასამ. |
2:12 |
ძენი არგესნი ათას სამასოცდაორ. |
2:13 |
ძენი ადონივამისნი რვაასსამეოცდაათშჳდმეტ. |
2:14 |
ძენი ბოსორისნი ორ ათას რვაასდაექუს. |
2:15 |
ძენი ადდლნასნი ოთხასერგასისდაოთხ. |
2:16 |
ძენი აზერ ეზეკიასნი ოთხმეოცდათექუსმეტ. |
2:17 |
ძენი ბესიასნი სამასოცდახუთ. |
2:18 |
ძენი იარასნი ასდაათორმეტ. |
2:19 |
ძენი ასუმისნი ორასოცდასამ. |
2:20 |
ძენი გაბერისნი ოთხმეოცდაათხუთმეტ. |
2:21 |
ძენი ბეთლემისნი ასოცდასამ. |
2:22 |
ძენი ნოტოფისნი ერგასისდაექუს. |
2:23 |
ძენი ანთოეთისნი ასოცდარვა. |
2:24 |
ძენი ისემოთისნი ორმეოცდაორ. |
2:25 |
ძენი კარიათირიმისნი ქაფირა და ბეროთ, შჳდასორმოცდასამ. |
2:26 |
ძენი რასამისნი და გებასნი ათას ოცდაერთ. |
2:27 |
ძენი მაქამისნი ასოცდაორ |
2:28 |
ძენი ბეთელისნი და იედეასნი ოთხასოცდასამ. |
2:29 |
ძენი ნაბუისნი ერგასისდაორ. |
2:30 |
ძენი მაგებისნი ასერგასისდაექუს. |
2:31 |
ძენი ელამარისნი ათას ორასერგასისდაოთხ. |
2:32 |
ძენი არამისნი სამასდაოც. |
2:33 |
ძენი ლიდლონისნი ლოვდადიდ და ონა, შჳდასოცდახუთ. |
2:34 |
ძენი იერიქოვისნი სამასორმეოცდახუთ. |
2:35 |
ძენი სენნასნი სამ ათას ექუსასოცდაათ. |
2:36 |
და ძენი მღდელთანი და ძენი ედდოასნი სახლისა ისოსნი იოესედეკეანისნი ცხრაას სამეოცდაცამეტ. |
2:37 |
ძენი ემერისნი ათას ერგასისდაორ. |
2:38 |
ძენი ფასურისნი ათას ორასორმეოცდახუთ. |
2:39 |
ძენი ერემისნი ათას შჳდას. |
2:40 |
და ლევიტელთანი იგი ძენი ისუასნი, კადმიოელ ძისა სუდიასი სამეოცდაათოთხმეტ. |
2:41 |
და რომელნი-იგი იყუნეს მეფსალმუნენი და შემასხმელნი და ძენი იგი ასაფისნი ასოცდარვა. |
2:42 |
და ძენი მეკარეთანი, ძენი ელუმასნი, ძენი ატერისნი, ძენი ტელმონისნი და ძენი აკაკბობისნი, ძენი ატიტასნი, ძენი სობასნი, ყოველივე ასოცდააცხრამეტ. |
2:43 |
და ნათანისგან თესლნი: ძენი არალისნი, ძენი ასუფასნი, ძენი ტაბაოტისნი. |
2:44 |
ძენი კერაოსისნი, ძენი სიაასნი, ძენი ფადოენისნი. |
2:45 |
ძენი ლაბანისნი, ძენი ადაბისნი, ძენი აკობისნი. |
2:46 |
ძენი ადაბისნი, ძენი სელამისნი, ძენი ანანისნი. |
2:47 |
ძენი გედდელისნი, ძენი გაარისნი, ძენი ჰრადისნი. |
2:48 |
ძენი ჰრასუნისნი, ძენი გაზაამისნი, ძენი ნეკოვდასნი. |
2:49 |
ძენი გაზანისნი, ძენი ფასესნი, ძენი ბაასისნი |
2:50 |
ძენი ასენისნი, ძენი მოვანიმისნი, ძენი ნეფუმისნი. |
2:51 |
ძენი ბაკუთისნი, ძენი აკუფასნი, ძენი არურასნი. |
2:52 |
ძენი ბავლუთისნი, ძენი მიდაასნი, ძენი არისასნი. |
2:53 |
ძენი ბარკოსისნი, ძენი სისარასნი, ძენი თამაისნი. |
2:54 |
ძენი ნესოვასნი, ძენი ატტუფასნი. |
2:55 |
ძენი მონათა სოლომონისნი, ძენი სოტეასანი, ძენი ასუფერატისნი, ძენი ფაკდურასნი. |
2:56 |
ძენი იელაასნი, ძენი კედროვნისნი, ძენი კედედელისნი. |
2:57 |
ძენი საფასტასნი, ძენი ატტილისნი, ძენი ფაქერუთისნი, ასაბუბ, ძენი იემეისნი. |
2:58 |
ყოველნი იგი ძენი ნათანისნი და ძენი მონათა მათ სოლომონისათანი სამასოთხმეოცდაათორმეტ. |
2:59 |
და ესენი არიან გამოსრულნი თელმელექად, თელარესად, ქერობად, ედარ და ემერად, და ვერ შეუძლეს თხრობად სახელთა მამათა თჳსთასა, უკუეთუ არს ნათესავი მათი ისრაჱლისაგან. |
2:60 |
ძენი დალავისნი, ძენი ტობიასნი, ძენი ნეკოდასნი ექუსასერგასისდაორ. |
2:61 |
და ძეთა მათგან მღდელთასა: ძენი აბაასნი, ძენი აკოსისნი, ძენი ბერზელესნი, ვითარცა მოიყვანნა ასულთა მათგან ბერზულოსთა გალაადიტელისა თჳსა ცოლად, იყო დავიწყება სახელთა მათთა. |
2:62 |
და ეძიებდეს ნათესავთა რიცხუსა წიგნთა მათსა და არა იპოვა. და განაშორნეს იგინი მღდელთაგან. |
2:63 |
და ჰრქუა ანამესითა მათ: არა წეს არს თქუენდა ჭამად სიწმიდისა მისგან წმიდათასა, ვიდრემდის აღდგეს მღდელთმოძღუარი და განცხადებულად უჩუენოს, მის მიერ განათლდენ ყოველნი სრულიად. |
2:64 |
და იყო ყოველი იგი კრებული ერთბამად ოთხ ბევრი ორ ათას სამასსამეოც. |
2:65 |
გარნა მონათა და მჴევალთა მათთა და მწყემსნი მათნი - ათას სამასოცდაათჩჳდმეტ და შემსხმელნი მეფსალმუნენი მათნი, მამანი და დედანი ორას; |
2:66 |
ცხენები მათი შჳდასოცდათექუსმეტ და ჯორები მათი ორასორმეოცდაშვიდ. |
2:67 |
და აქლემები მათი ოთხასოცდაოხუთმეტი და ვირები მათი ექუს ათას შჳდასდაოც; |
2:68 |
და მფლობელნი იგი მამათმთავარნი, რომელნი მოვიდეს სახლსა უფლისასა იერუსალჱმდ, შეწირეს სახლსა ღმრთისასა განმზადებულება საშენებელად მისა, |
2:69 |
რაოდენიცა იყო ძალი მათი, მისცეს აღსაგებელად საფასე საჴმრისა: ოქრო დიდრაქმა ექუსი ბევრი და ათას და ასი, და ვეცხლი ხუთ ათასი ქანქარი და კუართები სამღდელო ასერგასის. |
2:70 |
დასხდეს მღდელნი და ლევიტელნი და ერისა მისგანნი შემასხმელნი და მეკარენი ნათანელნი ქალაქთა თჳსთა და ყოველნი ისრაჱლნი ქალაქთა თჳსთა. |