1:1 |
და განძლიერდა სოლომონ, ძე დავითისი, მეფობასა მისსა ზედა, და უფალი ღმერთი მისი იყო მის თანა და განადიდა იგი სიმაღლედ. |
1:2 |
და ჰრქუა სოლომონ ყოველსა ისრაჱლსა, ათასისთავთა, და ასისთავთა, და მსაჯულთა და ყოველთა მთავართა წინაშე ისრაჱლისათა, და ყოველთა მთავართა ტომთასა. |
1:3 |
და წარვიდა სოლომონ და ყოველი იგი კრებული ისრაჱლისა მაღალსა მას მთასა, რომელი არს გაბაონს, სადა-იგი იყო კარავი საწამებელი ღმრთისაჲ, რომელი ქმნა მოსემ, მონამან უფლისამან, უდაბნოსა ზედა. |
1:4 |
არამედ კიდობანი იგი ღმრთისაჲ აღმოიღო დავით ქალაქით კარიათიარიმით, რამეთუ განუმზადა მას საყოფელი დავით იერუსალჱმს. |
1:5 |
და საკურთხეველი იგი რვალისა, რომელი ქმნა ბესელიელ, ძემან ურიასმან, ძისა ორისმან, მუნ იყო წინაშე კარავისა მის უფლისა, და გამოიძია იგი სოლომონ და კრებულმან მან. |
1:6 |
და შეწირა მუნ სოლომონ საკურთხეველსა მას ზედა რვალისასა წინაშე უფლისა, რომელი იყო კარავსა შინა საწამებელისასა და მოიღო და შეწირა მას ზედა ყოვლად დასაწველები ათასი. |
1:7 |
მას ღამესა ეჩუენა ღმერთი სოლომონს და ჰრქუა მას: ითხოე, რაჲცა გნებავს და მე მიგცე შენ. |
1:8 |
და ჰრქუა სოლომონ ღმერთსა: შენ ჰყავ დავითის თანა, მამისა ჩემისა, წყალობაჲ დიდი და მეფე-მყავ მე მის წილ. |
1:9 |
და აწ, უფალო ღმერთო, სარწმუნო იყავნ სახელი შენი დავითის თანა, მამისა ჩემისა! და შენ მყავ მე მეფე ერსა ამას ზედა მრავალსა, ვითარცა მიწასა ქუეყანისასა. |
1:10 |
და აწ სიბრძნე და გულისხმის-ყოფა მომეც მე, რათა განვიდოდი წინაშე ამის ერისა და შევიდოდი, რამეთუ ვინ შჯიდეს ერსა ამას შენსა დიდსა. |
1:11 |
და ჰრქუა უფალმან სოლომონს: ამისთჳს, რამეთუ იყო ესე გულსა შენსა და არა ითხოე სიმდიდრე საფასეთა, არცა დიდებაჲ, და არცა თავნი მტერთანი, არცა ითხოენ დღენი მრავალნი, და ითხოე თავის შენისა სიბრძნე და გულისხმის-ყოფა, რათა განიკითხვიდე ერსა ჩემსა, რომელსა ზედა ჰმეფობ შენ |
1:12 |
სიბრძნე და გულისხმის-ყოფა მიგცე შენ და სიმდიდრე, ფასი და დიდებაჲ ყოველივე მიგცე შენ, ვითარმედ არა ვინ იყოს მსგავს შენდა მეფეთა შორის უწინარესთა შენთა და შემდგომად შენსა არა ვინ იყოს ეგრეთ. |
1:13 |
და მოვიდა სოლომონ ბამათ, რომელ არს გაბაონისა, იერუსალიმდ პირისაგან კარვისა საწამებელისა და მეფობდა ისრაჱლსა ზედა. |
1:14 |
და შეკრიბა სოლომონ ეტლები და მჴედრები, და იყო მისი ათას და ოთხას ეტლი და ათორმეტი ათასი მჴედართა; და დაადგინნა იგინი ქალაქებსა მას ეტლებისასა და ერი იგი იყო მეფისა თანა იერუსალჱმს. |
1:15 |
და დადვა მეფემან ვეცხლი და ოქრო იერუსალჱმს, ვითარცა ქჳშა და ნაძჳ ლიბანისა. და ჰურიასტანს, ვითარცა ლეღუსულელი ველისა სიმრავლედ, |
1:16 |
და გამოსლვა ცხენებისა სოლომონისათა ეგჳპტით და სასყიდელი ვაჭართა მეფისათა, |
1:17 |
მისულად და სყიდად. და აღმოვიდიან და მოიღიან ეგჳპტით ეტლი ერთი ექუსასი ვერცხლისა და ცხენი ასერგასის. და ეგრეთცა ყოველთა მეფეთა ქეტელთა და მეფეთა ასურეთისათა მოაქუნდა ჴელითა მათითა. |