1:1 |
სიტყუანი ეკლესიასტესნი, ძისა დავითისნი, მეფისა ისრაჱლისანი, იერუსალიმს |
1:2 |
ამაოება ამაოთა, - თქუა ეკლესიასტე, - ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო |
1:3 |
რა უმეტეს არს კაცისა, ყოველსა შინა შრომასა მისსა, რომელსა შურების მზესა ამას ქუეშე |
1:4 |
ნათესავი წარვალს და ნათესავი მოვალს, და ქუეყანა უკუნისამდე ჰგიეს |
1:5 |
და აღმოვალს მზე და დავალს მზე და ადგილსა თჳსსა მივალს იგი |
1:6 |
და მუნვე მივალს სამხრით და მოჰვლის ჩრდილოთ, გარემოვლის გარემო სული და სიმრგულესა თჳსსა მოიქცევის სული |
1:7 |
ყოველი ჴევნები შესდის ზღუასა და ზღუა ვერ განძღების ადგილსა მას, სადა-იგი ჴევნები მივალს, მუნვე კუალად მიიქცევინ იგინი განსლვად |
1:8 |
ყოველნივე სიტყუანი შრომით; ვერ შემძლებელ არს კაცი სიტყუად, და ვერ განძღეს თუალნი ხედვითა, და არა აღივსოს ყური სმენითა |
1:9 |
რა არს ქმნილი იგი თავადი ყოფადისა მის და რაჲ არს, რომელმან ქმნა იგი? არს თავადი, რომელი ჰყოფს |
1:10 |
და არა რაჲ არს ყოველივე მზესა ამას ქუეშე, რომლისათჳს იტყჳს და თქუას, ვითარმედ: ესე ახალი არს. მიერითგან ქმნილ არს საუკუნეთა მათ ყოფილთა უწინარეს ჩუენსა |
1:11 |
არა არს ჴსენება პირველთა მათ და უკუანაჲსკნელთა, რომელნი ყოფილ არიან უწინარეს ჩუენსა, არა არს ჴსენება ქმნილთა მათ თანა უკუანაჲსნელთა |
1:12 |
მე, ეკლესიატე, ვიყავ მეფე ისრაჱლსა ზედა, იერუსალიმს |
1:13 |
და მივეც გული ჩემი გამოძიებად და განზრახვად სიბრძნესა ყოვლისავეთჳს, რომელ ქმნილ არიან მზესა ქუეშე, რამეთუ მიმოტაცება შრომისა მოსცა ღმერთმან ძეთა კაცთასა, რათა მიმოიტაცებოდიან მას შინა |
1:14 |
ვიხილენ ყოვლითურთ, რომელნი ქმნილ არიან მზესა ქუეშე, და აჰა, ესერა, ყოველივე ამაო და გამორჩევა სულისა |
1:15 |
და გარდაქცეული იგი ვერ ჴელ-ეწიფების შემკობად, და დაკლებულსა მას ვერ უძლავს აღრაცხვად |
1:16 |
ვიტყოდე მე გულსა ჩემსა და ვთქუ: აჰა, ესერა, მე განვდიდენ უფროს მათსა, რომელნი იყუნეს უწინარეს ჩემსა იერუსალიმს და მივეც გულსა ჩემსა ცნობა სიბრძნისა და მეცნიერებისა. და შევსძინე მე სიბრძნე ყოველსა ზედა, რაოდენნი იყვნეს უწინარეს ჩემსა იერუსალჱმსა |
1:17 |
და გულმან ჩემმან იხილა მრავალი სიბრძნე და მეცნიერება. იგავნი და მიწევნანი ვცნენ მე, რამეთუ ესეცა სულისა გამორჩევაჲ არს |
1:18 |
რამეთუ სიმრავლესა შინა სიბრძნისა სიმრავლე მეცნიერებისა არს; და რომელმან შესძინოს ცნობა, შესძინოს მან სალმობა |