1:1 |
იგავნი სოლომონისნი, ძისა დავითისა, რომელი მეფობდა ისრაჱლსა ზედა, |
1:2 |
ცნობად სიბრძნისა და სწავლულებისა, ცნობად სიტყუათა გონიერებისათა, |
1:3 |
შეწყნარებად ქცევითა სიტყუათა, ცნობად სიმართლისა ჭეშმარიტებით და სასჯელისა წარმართებად, |
1:4 |
რათა მისცეს უმანკოთა მეცნიერებაჲ და ყრმათა ჩჩჳლთა ცნობაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ. |
1:5 |
რომელთა ესმეს ბრძენსა და უბრძნეს იყოს; მენავეთმოძღურობაჲ მოიპოოს, ხოლო მეცნიერმან მოღუაწებაჲ მოიპოოს, |
1:6 |
ცნას იგავი და დაფარული სიტყუაჲ, თქმული ბრძენთაჲ, და უწყებანი მათნი. |
1:7 |
და დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა. გულისჴმა კეთილ ყოველთა, რომელთა ყონ იგი, ხოლო კუალად მსახურებაჲ ღმრთისამიმართი, დასაბამ ცნობისა - სიბრძნე და სწავლულებაჲ უღმრთოთა შეურაცხ-ყვიან. |
1:8 |
ისმინე, შვილო, სწავლაჲ მამისა შენისაჲ, და ნუ განეშორები შჯულსა დედისა შენისასა, |
1:9 |
რამეთუ გჳრგჳნი მადლისა დაიდგა თავსა შენსა, და მანიაკი ოქროჲსაჲ ყელსა შენსა. |
1:10 |
შვილო, ნუსადა გაცთუნებენ შენ კაცნი უღმრთონი, ნუცა ინებებ სლვად გზათა მათთა. |
1:11 |
გილოცვიდენ ღათუ და გეტყოდიან: მოედ ჩუენ თანა და მეზიარე სისხლსა დავარწყოთ ქუეყანად კაცი მართალი სიცრუვით, |
1:12 |
და შთავნთქათ იგი, ვითარცა ჯოჯოხეთმან ცხოველი, და აღვიღოთ ქუეყანით საჴსენებელი მისი. |
1:13 |
და მონაგები მისი მრავალსასყიდლისაჲ დავიპყრათ და აღვავსნეთ სახლნი ჩუენნი ნატყუენავითა. |
1:14 |
ნაწილი შენ შემოჰრთე ჩუენ თანა და ზოგად პავასიკი მოვიგოთ ყოველთა და ვაშკარანი ერთი იყავნ ჩუენ ყოველთაჲ. |
1:15 |
შვილო, ნუ ხვალ გზასა მათ თანა. მოაქციენ ფერჴნი შენნი ალაგთაგან მათთა, |
1:16 |
რამეთუ ფერჴნი მათნი ბოროტისა მიმართ რბიან და მოსწრაფე არიან დათხევად სისხლისა, |
1:17 |
რამეთუ არა ცუდად დაურწყიან მახე მფრინველსა, |
1:18 |
რამეთუ იგინი, რომელნი კაცის-კლვასა თანამდებ არიან, იუნჯებენ თავისა თჳსისა ძჳრსა, ხოლო დაქცევაჲ კაცთა უშჯულოთაჲ ბოროტ არს. |
1:19 |
ესე გზანი არიან ყოველთანი, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რამეთუ უღმრთოებითა სულნი მათნი წარიწყმიდნიან. |
1:20 |
სიბრძნე გამოსავალთა იქებინ და უბანთა ზედა განცხადებულად იქცევის, |
1:21 |
ზედა წუერთა ზღუდეთასაჲ იქადაგების, ბჭეთა ზედა ძლიერთასა დაადგრების, ბჭეთა ზედა ქალაქისათა კადნიერად იტყჳნ. |
1:22 |
რაოდენ ჟამ უმანკონი იყვნენ, სიმართლესა შინა არა ჰრცხუენოდის, ხოლო უგუნურნი იგი გინებისა არიან გულისმთქუმელ: უღმრთო იქმნეს და მოიძულეს მეცნიერებაჲ, |
1:23 |
და თანამდებ იქმნეს მხილებისა; აჰა, ესერა, მე წინაგიყოფ თქუენ სულისა ჩემისა თქუმულთა და გასწავლნე თქუენ სიტყუანი ჩემნი. |
1:24 |
რამეთუ გიწოდე თქუენ და არა ისმინეთ ჩემი. და განვაგრძვენ სიტყუანი ჩემნი და არა მერჩდით მე. |
1:25 |
არამედ შეურაცხ-ჰყვენით ზრახვანი ჩემნი და მხილებათა ჩემთა არა მომხედეთ. |
1:26 |
აწ უკვე წარწყმედასა თქუენსა მეცა გეცინოდი და მომცხრებოდის. |
1:27 |
რაჟამს მოიწიოს თქუენ ზედა ჭირი მომსრველი და ოდეს იგლოვდეს თქუენ ზედა მეყსეულად შფოთი, ხოლო დაქცევაჲ მსგავსად ნიავქარისა მოვიდეს, ანუ რაჟამს მოგიჴდეს თქუენ ჭირი და გარემოდგმაჲ. |
1:28 |
რამეთუ იყოს, ოდეს მხადოდით მე, ხოლო მე არა ვისმინო თქუენი; მეძიებდენ მე უკეთურნი და არა მპოონ, |
1:29 |
რამეთუ მოიძულეს სიბრძნე და შიში ღმრთისაჲ არა გამოიძიეს, |
1:30 |
და არცა ინებეს ჩემთა ზრახვათა კრძალვაჲ და შეურაცხ-ყვნეს მხილებანი ჩემნი. |
1:31 |
აწ უკუე ამიერითგან ჭამდენ თავისა თჳსისა გზისა ნაყოფსა და გულისთქუმითა თჳსითა განძღენ. |
1:32 |
ამისთჳს, რამეთუ ავნებდეს ჩჩჳლთა და მოსწყუედდეს, და განკითხვამან უღმრთონი მოსრნეს, |
1:33 |
ხოლო რომელმან ისმინოს ჩემი, და დაემკჳდროს სასოებით, და დაადგრეს უშიშად ყოვლისაგან ბოროტისა. |