3:1 |
რამეთუ აჰა, მე მათ დღეთა შინა, და მას ჟამსა შინა, ოდეს მოვაქციო ტყუეობა იუდაჲსი და იერუსალჱმისა. |
3:2 |
და შევკრიბნე ყოველნი, ნათესავნი, და შთავიყუანნე იგინი, ღელესა იოსაფატისსა და ვესაჯოდე მათდა მიმართ მუნ ერისათჳს ჩემისა და სამკჳდრებელისა ჩემისა ისრაჱლისა, რომელნი განითესნეს წარმართთა შორის და ქუეყანა ჩემი განიყუეს. |
3:3 |
და ერსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი და მისცნეს ყრმანი მეძავთა, და ქალებსა განყიდდეს ღჳნსა წილ და სუმიდეს. |
3:4 |
და რად თქუენცა ჩემდა ტჳროს და სიდონ და ყოველი გალილეაჲ უცხოტომთა ნუ მოსაგებელსა მომაგებთ მე თქუენ, ანუ ძჳრის-ჰმოჴსენეობთ თქვენ ჩემდა, მახჳლად და მსწრაფლ მოვაგო მოსაგებელი თქუენი თავთა მომართ თქუენთა |
3:5 |
მის წილ, რომელ ვეცხლი ჩემი და ოქროჲ ჩემი მიიღეთ და გამორჩეულებანი ჩემნი და კარნი შეიხუენით სახლთა მათ თქუენთა. |
3:6 |
და ძენი იუდაჲსნი და ძენი იერუსალჱმისანი განსცენით ძეთა ელლინთასა, რათა განაგარევნეთ იგინი საზღუართაგან მათთა, |
3:7 |
რამეთუ, აჰა, მე აღვადგინნე იგინი ადგილისაგან, სადა განსცენით იგინი მუნ. და მოვაგო მოსაგებელი თქუენი თავთა მომართ თქუენთა. |
3:8 |
და უკუნვსცნე ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი ჴელებსა ძეთა იუდასთასა და განსცემდენ მათ ტყუეობად ნათესავისა მიმართ შორს მყოფისა, რამეთუ უფალი იტყოდა: |
3:9 |
ქადაგენით ესენი წარმართთა შორის, წმიდა-ყავთ ბრძოლაჲ, აღადგინენით მბრძოლნი, მოიყვანენით და აღვედით ყოველნი მამაკაცნი მბრძოლნი. |
3:10 |
დაჭრენით საჴნისნი თქუენნი ჴრმლებად, და მანგალნი თქუენნი მაზრაკებად. უძალო იტყოდედ, ვითარმედ: ძალ-მიც მე. |
3:11 |
შეკერბით და შევედით ყოველნი ნათესავნი გარემოჲთ და კრება-ყავთ მუნ, მშჳდი იყავნ მებრძოლი. |
3:12 |
აღდგედ და აღვიდოდედ ყოველნი ნათესავნი ღელედ მიმართ იოსაფატისსა, რამეთუ მუნ დავსჯდე განსჯად ყოველთა ნათესავთა გარემოთა. |
3:13 |
განავლინენით მანგალნი, რამეთუ წარმოდგა მსთულებელი. შევედით, დასწნიხეთ, რამეთუ სავსე არს საწნახელი. გარდაეცემიან ტაგარნი, რამეთუ განმრავლდეს ძჳრნი მათნი. |
3:14 |
ოხრანი იოხრნეს ღელესა შინა სასჯელისასა, რამეთუ მახლობელ არს დღე უფლისაჲ ღელესა შინა სასჯელისასა. |
3:15 |
მზე და მთოვარე დაბნელდენ და ვარსკულავთა ავლინონ ნათელი მათი. |
3:16 |
ხოლო უფალმან სიონით ღაღად-ყოს და იერუსალჱმით მოსცეს ჴმაჲ თჳსი, და შეიძრას ცაჲ და ქუეყანაჲ, ხოლო უფალმან ჰრიდოს ერსა თჳსსა და განაძლიერნეს ძენი ისრაჱლისანი. |
3:17 |
და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, დაკარვებული მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, სიონს შინა. და იყოს იერუსალჱმი წმიდაჲ და სხუაჲ ნათესავნი არღა შევიდენ მას შინა არა მერმე. |
3:18 |
და იყოს მას დღესა შინა და მოაწთონ მთათა სიტკბოება და ბორცუნი ადენდენ სძესა. და ყოველნი გამოსატევებელნი იუდაჲსნი ადინებდენ წყალთა. და წყაროჲ სახლისაგან უფლისა გამოვიდეს და მოჰრწყვიდეს ნაღუარევსა ეკალთასა. |
3:19 |
ეგჳპტე განსარყუნელად იყოს და იდუმიაჲ ველად განრყუნილებისად იყოს მძლავრებათათჳს ძეთა იუდაჲსთასა მის წილ, რომელ დასთხიეს სისხლი მართალი ქუეყანასა შინა მათსა. |
3:20 |
ხოლო ჰურიასტანი საუკუნოდ დამკჳდრებულ იქმნეს და იერუსალჱმი ნათესავთამდე ნათესავთასა. |
3:21 |
და გამოვიძიო სისხლი მათი და არ ვაუბრალოო, და უფალმან დაიმკჳდროს სიონს შინა. |