1:1 |
სიტყუანი ამოსისნი, რომელნი იქმნნეს კარევარიმს შინა თეკუეთ გამო, რომელნი იხილნა იერუსალჱმისათჳს შორის დღეთა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა, და შორის დღეთა იერობოამ, ძისა იოასიისისა, მეფისა ისრაჱლისათაჲსა, პირველ ორითა წლითა ქუეყანისა ძრვისა. |
1:2 |
და თქუა: უფალმან სიონით ჴმა-ყო და იერუსალიმით მოსცა ჴმაჲ თჳსი და იგლოვდეს საძოვარნი მწყემსთანი და განჴმა თხემი კარმელისაჲ |
1:3 |
და თქუა უფალმან: სამთა ზედა უთნოებათა დამასკისათა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ მით, რამეთუ განჰხერხვიდეს ხერხითა რკინისათა მუცელქუმულთა გალაადთასა. |
1:4 |
და მივავლინო ცეცხლი სახიდ აზაელისა და შეჭამნეს საფუძველნი ძისა ადერისნი. |
1:5 |
და შევმუსრნე მოქლონნი დამასკოსანი, და მოვსრნე დამკჳდრებულნი ველისაგან ონისსა, და მოვჭრა ტომი კაცთაგან ქარრანისათა. და წარმოიტყუენოს ერი ასურეთისაჲ, ურჩეულესი წოდებული, -- იტყჳს უფალი. |
1:6 |
ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ღაზისათა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ ტყუექმნისათჳს მათგან ტყუესა სალომისსა, შეყენებად იდუმიაჲსსა. |
1:7 |
გამოვავლინო ცეცხლი ზღუღეთა ზედა ღაზისათა და შეჭამნეს საფუძველნი მისნი. |
1:8 |
და მოვსრნე დამკჳდრებულნი აზოტით. და აღებულ იქმნეს ტომი ასკალონისაგან და მივაწიო ჴელი ჩემი აკკარონს ზედა. და წარწყმდენ ნეშტნი უცხოთესლთანი, იტყჳს უფალი, |
1:9 |
ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ტჳროსისაჲთა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ მის წილ, რომელ შეაყენეს ტყუეობაჲ სალმონისი იდუმეას და არ მოიჴსენეს აღთქმისა ძმათაჲსა |
1:10 |
და გამოვავლინო ცეცხლი ზღუდეთა ზედა ტჳრისისათა და შეჭამნეს საფუძველნი მისნი ლ |
1:11 |
ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა იდუმეაჲსათა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ დევნისათჳს მათისა მახჳლითა ძმასა თჳსსა, და განრყუნა საშო ქუეყანისაგან და განჰმზადა საწამებელად კართობაჲ მისი და მემართებაჲ მისი დაიცვა საძლეველად. |
1:12 |
და გამოვავლინო ცეცხლი თემანისად და შეჭამნეს საფუძველნი ზღუდეთა მისთანი |
1:13 |
ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ძეთა ამმონისთა, და ოთხთა ზედა არ მარემივექცე მათ მის წილ, რომელ განაპებდეს მუცელქმნულთა გალადელთასა, რათა განივრცნენ საზღუარნი მათნი. |
1:14 |
და აღვაგზნა ცეცხლი ზღუდეთა ზედა რავვაჲსათა და შეჭამნეს საფუძველნი მისნი ღაღადებისა თანა დღესა ბრძოლისასა და შეიძრას დღესა შინა დასასრულისა მისისასა. |
1:15 |
და წარვიდენ მეფენი მათნი ტყუეობად, მღდელნი მათნი და მთავარნი მათნი ერთბამად,-იტყჳს უფალი. |