1:1 |
მიღებაჲ სიტყჳსა უფლისაჲსა ისრაჱლსა ზედა ჴელითა ანგელოზისა მისისაჲთა. |
1:2 |
დაისხენით უკუე გულთა შინა თქუენთა. შეგიყუარენ თქუენ, - იტყჳს უფალი, - და სთქუთ: რაჲსა შორის შემიყუარებ ჩუენ? არა ძმაჲ იყოა ისავ იაკობისი? იტყჳს უფალი, - და შევიყუარე ძე იაკობი, |
1:3 |
ხოლო ისავი მოვიძულე და დავსხენ საზღუარნი მისნი უჩინოსაქმნელად და სამკჳდრებელი მისი მისაცემელებად უდაბნოჲსა |
1:4 |
მით, რამეთუ თქუეს: უკეთუ იდუმეა დაიქცეს და მივიქცეთ და აღვაშენნეთ ნაოჴარნი მოოჴრებულნი მისნი, - ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - იგინი აშენებდენ და მე დავაქციო და ეწოდოს მათ საზღურებ უსჯულოებისა და ერ, რომლისაგან განყენებულ არს უფალი ვიდრე საუკუნომდე. |
1:5 |
და თუალთა თქუენთა იხილონ და თქუენ სთქუათ: განდიდნა უფალი ზეშთა ზედაჲთ საზღუართა ისრაჱლისათა. |
1:6 |
ძე ადიდებს მამასა და მონაჲ ეშიშვის უფალსა თჳსსა. და უკუეთუ მამაჲ ვარ მე, სადა არს დიდებაჲ ჩემი? და უკეთუ უფალი ვარ მე, სადა არს შიში ჩემი? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - თქუენ, მღდელთა, განაოხეთ სახელი ჩემი და თქუთ: რაჲსა მიერ განვაოხეთ სახელი შენი? |
1:7 |
მოიხუენით მსხუერპლისა საცავისა მომართ ჩემისა პურნი შეგინებულნი და სთქუთ: რაჲსა მიერ შევაგინენით იგინი? თქუმისა მიერ თქუენგან: ტაბლაჲ უფლისაჲ შეურაცხ-ქმნილი არს და ზედა დასხმულნი ჭამადნი შეურაცხნი არიან. |
1:8 |
მით, რამეთუ შემო-თუ-სწიროთ ბრმაჲ მსხუერპლისა საცავად, არა ბოროტ არსა? და უკეთუ შემოსწიროთ მკელობელი ანუ სნეული, არა ბოროტ არსა? შესწირე იგი წინამძღვარსა შენსა, უკეთუ მიითვალოს იგი, ანუ ათნოს პირსა შენსა? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი. |
1:9 |
და აწ დაიგეთ პირი ღმრთისაჲ თქუენისაჲ, და ევედრენით მას; რამეთუ ჴელთა შინა თქუენთა იქმნეს ესენი, უკეთუ მე ვიპოო თქუენგან პირი თქუენი? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი. |
1:10 |
მით, რამეთუ თქუენ თანაცა დაჴშულ იქმნენ კარნი და არა აღიხუნეთ მსხუერპლისსაცავად ჩემდა ძღუენი, არა არს ნება ჩემი თქუენდა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და მსხუერპლსა არ შევიწირავ ჴელთაგან თქუნთა |
1:11 |
მით, რამეთუ აღმოსავალთაჲთგან მზისათაჲთ და ვიდრე დასავალთამდე სახელი ჩემი დიდებულ არს წარმართთა შორის და ყოველსა ადგილსა საკუმეველი მოერთუმის სახელსა ჩემსა და მსხუერპლი წმიდაჲ; და მით, რამეთუ დიდ არს სახელი ჩემი წარმართთა შორის, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი. |
1:12 |
ხოლო თქუენ შეაგინებთ მას თქუმისა მიერ თქუენისა: ტაბლაჲ უფლისაჲ მწიკულევანი არს და მას ზედა დაგებულნი ჭამადნი შეურაცხ არიან. |
1:13 |
და სთქჳთ: ესენი ძჳრვნებულობისაგან არიან, და განვბერენ იგინი, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, და შემოიხუამთ ნატაცებთა და მკელობელთა და აღშფოთებულთა და შემოსწირავთ მსხუერპლსა, უკეთუ მივითუალავ ამათ ჴელთაგან თქუენთა? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, |
1:14 |
და წყეულ იყავნ კაცი, რომელი შემძლებელ იყოს, და იყოს სამწყსოსა შინა მისსა ვერძი, და აღთქუმაჲ მისი მას ზედა და დაუკლავს უფალსა განხრწნილი მათ, რამეთუ მეფე დიდი ვარ მე, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და სახელი ჩემი ზედსაჩინო არს წარმართთა შორის. |