კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« იოანე »
იოანე 1
იოანე 2
იოანე 3
იოანე 4
იოანე 5
იოანე 6
იოანე 7
იოანე 8
იოანე 9
იოანე 10
იოანე 11
იოანე 12
იოანე 13
იოანე 14
იოანე 15
იოანე 16
იოანე 17
იოანე 18
იოანე 19
იოანე 20
იოანე 21

« იოანე 19 [BIB - xx] »
19:1 მაშინ მოიყვანა პილატე იესუ და ტანჯა იგი.
19:2 და ერისაგანთა მათ შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და სამოსელი ძოწეული შეჰმოსეს მას.
19:3 და მოვიდიან მისა და ეტყჳედ მას: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და სცემდეს ყურიმალსა.
19:4 გამოვიდა უკუე კუალად გარე პილატე და ჰრქუა მათ: აჰა გამოვიყვანო იგი გარე თქუენდა, რაჲთა სცნათ, რამეთუ მის თანა არცა ერთი ბრალი ვპოე.
19:5 გამოვიდა იესუ გარე, და ედგა ეკლისა იგი გჳრგჳნი და ძოწეული სამოსელი. და ჰრქუა მათ პილატე: აჰა კაცი იგი!
19:6 და ვითარცა იხილეს იგი მღდელთ-მოძღუართა მათ და მსახურთა, ღაღად-ყვეს და თქუეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ, რამეთუ მე მაგის თანა ბრალსა არარას ვჰპოებ.
19:7 მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: ჩუენ სჯული გუაქუს და, სჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო.
19:8 ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე პილატეს, უფროჲს შეეშინა.
19:9 და შევიდა კუალად მუნვე ტაძრად და ჰრქუა იესუს: ვინაჲ ხარ შენ? ხოლო იესუ სიტყუაჲ არა მიუგო მას.
19:10 ჰრქუა მას პილატე: მე არას მეტყჳა? ანუ არა უწყია, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მაქუს ჯუარს-ცუმად შენდა და ჴელმწიფებაჲ მაქუს განტევებად შენდა?
19:11 ჰრქუა მას იესუ: არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო. ამისათჳს მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდესი ცოდვაჲ აქუს.
19:12 ამის გამო პილატეს უნდა განტევებაჲ მისი, ხოლო ჰურიანი იგი ღაღადებდეს და იტყოდეს: უკუეთუ ეგე განუტეო, არა ხარ მოყუარე კეისრისაჲ, რამეთუ ყოველი, რომელი მეუფედ იტყჳნ თავსა თჳსსა, სიტყუას-უგებნ კეისარსა.
19:13 ხოლო პილატეს რაჲ ესმა სიტყუაჲ ესე, გამოიყვანა იესუ გარე და დაჯდა იგი საყდართა ზედა, ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან ქვაფენილ, ხოლო ებრაელებრ კაპპათა.
19:14 და იყო პარასკევი პასქაჲსაჲ, და ჟამი იყო მეექვსე. ჰრქუა პილატე ჰურიათა მათ: აჰა მეუფჱ თქუენი!
19:15 ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: აღიღე, აღიღე და ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მეუფე თქუენი მე ჯუარს-ვაცუაა? მიუგეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ჰრქუეს: არა გჳვის ჩვენ მეუფჱ, გარნა კეისარი.
19:16 მაშინ მისცა იგი მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას. ხოლო მათ წარიყვანეს იესუ.
19:17 და ეკიდა თჳთ ჯუარი თჳსი, და განვიდა ადგილსა მას თხემისა, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ გოლგოთა.
19:18 და მუნ ჯუარს-აცუეს იგი, და მის თანა სხუანი ორნი ამიერ და იმიერ და შორის იესუ.
19:19 და დაწერა პილატე ფიცარი და დასდვა ჯუარსა მას ზედა. და იყო წერილი ესრე: იესუ ნაზარეველი, მეუფჱ ჰურიათაჲ.
19:20 ესე ფიცარი მრავალთა ჰურიათა აღმოიკითხეს, რამეთუ მახლობელ იყო ქალაქსა ადგილი იგი, სადა ჯუარს-აცუეს იესუ. და იყო წერილი ებრაელებრ და ჰრომაელებრ და ბერძლ.
19:21 ეტყოდეს უკუე პილატეს მღდელთ-მოძღუარნი იგი ჰურიათანი: ნუ დასწერ მეუფედ ჰურიათა, არამედ ვითარმედ მან თქუა: მეუფჱ ჰურიათაჲ ვარი მე.
19:22 ჰრქუა მათ პილატე: რომელი დავწერე, დავწერე.
19:23 და ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლო კუართი იგი, რომელი იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად.
19:24 თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისაცა იყოს, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. ერისაგანთა მათ ესე ყვეს.
19:25 ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუჲსსა დედაჲ მისი დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი, და მარიამ მაგდალენელი.
19:26 ხოლო იესუ ვითარცა იხილა დედაჲ თჳსი და მოწაფე იგი, რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თჳსსა: დედაკაცო, აჰა ძე შენი!
19:27 და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი! და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თჳსთა თანა.
19:28 ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღსრულებულ არს. და რაჲთა აღესრულოს წერილი იგი, თქუა: მწყურის.
19:29 დგა მუნ ჭურჭელი ძმრითა სავსე. და მათ ღრუბელი აღავსეს ძმრითა მით უსუპსა თანა და დაადგეს ლერწამი და მიუპყრეს პირსა მისსა.
19:30 და ოდეს მიიღო ძმარი იგი იესუ, თქუა: ესეცა წერილი აღსრულებულ არს. და მიიდრიკა თავი და განუტევა სული.
19:31 ხოლო ჰურიათა მათ, რამეთუ პარასკევი იყო, რაჲთა არა დაადგრეს გუამი მისი ჯუარსა ზედა შაბათადმდე, რამეთუ იყო დიდ დღე იგი შაბათისაჲ მის, ჰკითხეს პილატეს, რაჲთა წჳვნი მათნი განუტეხნენ და გარდამოიხუნენ.
19:32 მოვიდეს ერისაგანნი იგი და პირველისანი მის განუტეხნეს წჳვნი, და ერთისაჲ მის ეგრეთვე, რომელნი ჯუარ-ცუმულ იყვნეს მის თანა.
19:33 ხოლო მო-რაჲ-ვიდეს იესუჲსა და იხილეს იგი, რამეთუ მომკუდარ იყო, არა განუტეხნეს წჳვნი მისნი,
19:34 არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგუმირა გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოჴდა სისხლი და წყალი.
19:35 და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, და მან უწყის, რამეთუ ჭეშმარიტსა იტყჳს, რაჲთა თქუენცა გრწმენეს.
19:36 რამეთუ იყო ესე, რაჲთა წერილი აღესრულოს, ვითარმედ: ძუალი მისი არა შეიმუსროს.
19:37 და სხუაჲ წერილი იტყჳს: იხილონ, რომელსა-იგი უგმირეს.
19:38 ამისა შემდგომად ჰკითხა პილატეს იოსებ, რომელი იყო არიმათიაჲთ, რამეთუ იყო იგი მოწაფე იესუჲსი ფარულად, შიშისათჳს ჰურიათაჲსა რაჲთა აღიღოს გუამი იესუჲსი. და უბრძანა მას პილატე, მოვიდა და აღიღო გუამი მისი.
19:39 მოვიდა ნიკოდიმოსცა, რომელი-იგი მოსრულ იყო იესუჲსა ღამე პირველ, და მოიღო აღრეული მურისა და ალოჲსაჲ ვითარ ასი ლიტრაჲ.
19:40 და მოიღეს გუამი იესუჲსი და შეგრაგნეს იგი ტილოებითა სულნელთა მათ თანა, ვითარცა ჩუეულებაჲ არს ჰურიათა დაფლვისაჲ.
19:41 იყო ადგილსა მას, სადა ჯუარს-ეცუა, მტილი, და მტილსა მას შინა საფლავი ახალი, რომელსა არავინ დადებულ იყო.
19:42 მუნ დადვეს გუამი იესუჲსი პარასკევისათჳს ჰურიათაჲსა, რამეთუ მახლობელ იყო საფლავი იგი.

© 2010, გია შერვაშიძე