19:1 |
იყო აპოლოჲსსა მას ყოფასა კორინთეს შინა პავლეს მოევლო ზემო კერძო იგი ადგილი და მოიწია ეფესოდ და პოვნა ვინმე მოწაფეთაგანნი |
19:2 |
და ჰრქუა მათ: უკუეთუ სული წმიდაჲ მიგიღებიეს და გრწამს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: არამედ არცაღა არს, თუ სული წმიდაჲ გუასმიეს. |
19:3 |
ჰრქუა მათ პავლე: რაჲთა უკუე ნათელ-გიღებიეს? და მათ ჰრქუეს: იოვანეს ნათლის-ცემითა. |
19:4 |
ჰრქუა მათ პავლე: იოვანე ნათელ-სცემდა ნათლის-ცემასა სინანულისასა ერსა და ეტყოდა მომავალისა მისთჳს შემდგომად მისა, რაჲთა ჰრწმენეს, ესე იგი არს იესუ ქრისტე. |
19:5 |
ხოლო მათ, ვითარცა ესმა, ნათელ-იღეს სახელითა უფლისა იესუ ქრისტჱსითა. |
19:6 |
და დასხმითა ჴელთა პავლესთაჲთა მათ ზედა მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, იტყოდეს ენათა და წინაწარმეტყუელებდეს. |
19:7 |
ხოლო იყვნეს კაცნი იგი ყოველნივე ათორმეტ. |
19:8 |
შევიდა უკუე შესაკრებელსა მას და კადნიერად იქცეოდა სამ თუე, ეტყოდა და არწმუნებდა სასუფეველისათჳს ღმრთისა. |
19:9 |
და ვითარ-იგი ვინმე განფიცხნებოდეს და ურჩ იქმნებოდეს და ძჳრსა იტყოდეს გზისა მისთჳს წინაშე სიმრავლისა მის, განეყენა მათგან და განაშორნა მოწაფენი იგი და დღითი-დღე ეტყოდა მათ სამწიგნობრესა მას ტჳრანეს ვისსამე. |
19:10 |
და ესე იყო ორ წელ, ვიდრემე ყოველთა დამკჳდრებულთა ასიისათა ესმა სიტყუაჲ უფლისა იესუჲსი, ჰურიათა და წარმართთა. |
19:11 |
ხოლო ძალთა არა მცირეთა იქმოდა ღმერთი ჴელითა პავლესითა, |
19:12 |
ვიდრეღა უძლურთაცა ზედა მიაქუნდა ოფლისა მისისაგან ვარშამაგებითა და ოლარებითა, და განეყენებოდა მათ სენი იგი და სულები არაწმიდაჲ განვიდოდა. |
19:13 |
იწყეს ვიეთმე მიმომავალთა ჰურიათა, მაფუცებელთა, სახელის-დებად სახელსა უფლისა იესუჲსსა მათ ზედა, რომელთა თანა იყო სულები უკეთურები, და იტყოდეს: გაფუცებთ თქუენ იესუს, რომელსა პავლე ქადაგებს. |
19:14 |
იყვნეს ვინმე სკევაჲს მღდელთ მოძღუარისა ჰურიისა შჳდნი ძენი, რომელნი ამას ჰყოფდეს. |
19:15 |
მიუგო სულმან მან უკეთურმან და ჰრქუა მათ: იესუ ვიცი და პაველსთჳსცა მეცნიერ ვარ, ხოლო თქუენ ვინ ხართ? |
19:16 |
და ახლდნა კაცი იგი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, სძლო მათ და ერეოდა, ვიდრემდე შიშუელნი და წყლულნი ივლტოდეს მიერ სახლით. |
19:17 |
და ესე განცხდებულ იქმნა ყოველთა მიმართ ჰურიათა და წარმართთა, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ეფესოს. და დაეცა შიში დიდი მათ ყოველთა ზედა და განდიდნებოდა სახელი უფლისა იესუჲსი. |
19:18 |
და მრავალნი მორწმუნეთაგანნი მოვიდოდეს და აღუარებდეს საქმეთა მათთა. |
19:19 |
და მრავალთა გრძნების მოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა, და აღრაცხეს სასყიდელი მათი და პოვეს ვეცხლი ხუთი ბევრი. |
19:20 |
და ესრეთ მტკიცედ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა. |
19:21 |
ვითარცა აღესრულა ესე, დაიდვა პავლე გულსა თჳსსა, მო-რაჲ-ევლო მაკედონიაჲ და აქაიაჲ, მისლვად იერუსალჱმდ და თქუა, ვითარმედ: შემდგომად მისლვისა ჩემისა მუნ ჯერ-არს ჩემდა ჰრომეცა ხილვად. |
19:22 |
და მიავლინნა მაკედონიად ორნი მსახურნი მისნი, ტიმოთე და ერასტოს, ხოლო იგი დაადგრა ჟამ რავდენმე ასიას შინა. |
19:23 |
იყო მას ჟამსა შინა შფოთი არა მცირედი გზისა მისთჳს, |
19:24 |
რამეთუ დემეტრეოს ვინმე სახელით, ვეცხლის მჭედელი, იქმოდა ტაძართა ვეცხლისათა ატრემისთა და მისცემდა ხუროთა მათ სარეწავსა არა მცირედსა, |
19:25 |
რომელნი შეკრიბნა და ჰრქუა: კაცნო, იცით, რამეთუ ამის საქმისაგან არს სარეწავი ჩუენი; |
19:26 |
და ხედავთ და გესმის, რამეთუ არს ხოლო თუ ეფესოსა, არამედ კნინღა-და ყოველსა ასიასა ამან პავლე არწმუნა და გარდააქცია ერი მრავალი და იტყჳს, ვითარმედ: არა არიან ღმერთნი ჴელით ქმნულნი. |
19:27 |
და არა ხოლო ესე ჭირი არს ჩუენ ზედა ადგილად მხილებისა მოწევნად ჩუენდა, არამედ დიდისა ღმრთისა არტემის ტაძარიცა არადვე შერაცხად ყოფად არს და დარღუევად სიმდიდრე მისი, რომელსა ყოველი სოფელი და ასიაჲ ჰმსახურებს. |
19:28 |
მათ ვითარცა ესმა ესე, აღივსნეს გულის წყრომითა, ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ! |
19:29 |
და აღივსო ყოველი ქალაქი შფოთითა და მიიმართეს და მივიდეს ერთბამად სახილველსა მას, თანა წარსრულნი. |
19:30 |
ხოლო პავლეს ენება რაჲ შესლვად ერსა მას შორის, არა უტევეს მოწაფეთა. |
19:31 |
და რომელნიმე ასიაჲსა მთავარნი მეგობარ იყვნეს მისა, მიავლინნეს მისა და ჰლოცვიდეს, რაჲთა არა მისცეს თავი თჳსი სახილველსა მას. |
19:32 |
სხუანი უკუე სხუასა რასმე ღაღადებდეს, რამეთუ იყო კრებული იგი შეშფოთებულ და უმრავლესთა მათგანთა არა უწყოდეს, რაჲსათჳს შეკრებულ იყვნეს. |
19:33 |
ხოლო ერისაგან წარმოადგინეს ალექსანდრე, რამეთუ ჰურიათა წარმოადგინეს იგი. ხოლო ალექსანდრე განუყარა ჴელი და უნდა სიტყჳს მიგებაჲ ერისაჲ მის. |
19:34 |
მათ ვითარცა გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ ჰურიაჲ არს, იქმნა ერთი ჴმაჲ ყოველთაგან, ვიდრე ორ ჟამადმდე ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ! |
19:35 |
დააცხრვო მწიგნობარმან მან ერი იგი და ჰრქუა: კაცნო ეფესელნო, ვინ-მე არს კაცთაგანი, რომელმან არა იცის ეფესელთა ქალაქი, რამეთუ მსახური არს დიდისა არტემისი და დიოპეტისი? |
19:36 |
და ესე უცილობელ არს, ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა დაწყნარებულ იყვნეთ და ნურარას იქმთ წარმდებებით. |
19:37 |
რამეთუ მოიყვანენით კაცნი ესე, არცა ბაგინის მძარცუელ, არცა მგმობარ არიან ღმრთისა ჩუენისა. |
19:38 |
უკუეთუ დემეტრიოსს და მის თანა ხუროთა მათ უც ვიეთ თანამე სიტყუაჲ, უბანთა ვაჭარნი მოიყვანნედ, და მთავარნი არიან, და აბრალებედ ურთიერთას. |
19:39 |
უკუეთუ კულა სხჳსა რაჲსათჳსმე ეძიებთ, სჯულიერითა კრებითა განეგოს. |
19:40 |
და რამეთუ ვიურვით ბრალობად შფოთისა ამისთჳსცა დღენდელისა, რამეთუ არარაჲ მიზეზი იყო, რომლისათჳსცა ვერცა სიტყჳს მიგებად ჴელ-მეწიფების შეკრებულისა ამისთჳს ერისა. და ესე ვითარცა თქუა, განუტევა კრებული იგი. |