კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« III იოვანე »
III იოვანე 1

« III იოვანე 1 [BIB - xx] »
1:1 მოხუცებული გაიოზს* საყუარელსა, რომელი მიყუარ* მე ჭეშმარიტებით.
1:2 საყუარელო, ყოვლისათჳს გლოცავ შენ წარმართებად და მშჳდობად, ვითარცა-ეგე წარუმართებიეს სულსა შენსა.
1:3 რამეთუ ფრიად განვიხარე მომავალთაგან ძმათა, რომელნი წამებდეს ჭეშმარიტებისა შენისათჳს, ვითარ-იგი შენ ჭეშმარიტებით ხუალ*.
1:4 სხუაჲ უფროჲსი სიხარული ამისსა* არა მაქუს, რაჲთა მესმოდის შვილთა ჩემთა ჭეშმარიტებით სლვაჲ.
1:5 საყუარელო, სარწმუნოდ ჰყოფ, რომელსა-ეგე იქმ ძმათა მიმართ და უცხოთა.
1:6 რომელთა წამეს სიყუარულისა შენისათჳს წინაშე ეკლესიათა, რომელთასა კეთილად ჰყოფ, წარ-რაჲ-ჰგზავნი* მათ ღირსად ღმრთისა.
1:7 რამეთუ სახელისა მისისათჳს გამოვიდეს და არარაჲ გამოიღეს წარმავალთაგან.
1:8 ხოლო ჩუენდა ჯერ-არს შეწყნარებაჲ ეგევითართაჲ მათ, რაჲთა თანა-შემწე ვექმნეთ ჭეშმარიტებასა.
1:9 მივწერე ესე ეკლესიისა, არამედ მთავრობის მოყუარე იგი მათი დიოტრეფე არა შემიწყნარებს ჩუენ.
1:10 ამისთჳს უკუეთუ მოვიდე, მოვაჴსენნე მას საქმენი მისნი, რომელთა იქმს სიტყჳთა ბოროტითა, გუგმობს ჩუენ და არა კმა-ყოფს* ამას ზედა, არამედ არცა იგი შეიწყნარებს ძმათა და რომელთა ჰნებავს შეწყნარების, მათცა აყენებს და კრებულისაგან განასხამს.
1:11 საყუარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტსა მას, არამედ კეთილსა, რამეთუ კეთილის მოქმედი ღმრთისაგან არს, ხოლო ბოროტის მოქმედსა მას არა უხილავს ღმერთი.
1:12 დიმიტრი* წამებულ არს ყოველთაგან და თჳთ მის ჭეშმარიტებისაგანცა და ჩუენცა ვწამებთ და იცით, რამეთუ წამებაჲ ჩუენი ჭეშმარიტ არს.
1:13 მრავალი მინდა მიწერად შენდა, არამედ არა მნებავს მელნითა და კალმითა მიწერად შენდა.
1:14 რამეთუ ვესავ ადრე ხილვასა შენსა და პირისპირ ვიტყოდით.
1:15 მშჳდობაჲ შენდა! გიკითხვენ შენ მეგობარნი. კითხვაჲ არქუ მოყუარეთაა ჩუენთა სახელით.

© 2010, გია შერვაშიძე