9:1 |
ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი თანამოწამებითა ჩემდა გონებისა ჩემისაჲთა სულითა წმიდითა, |
9:2 |
რამეთუ მწუხარება არს ჩემდა დიდ და მოუკლებელი სალმობაჲ გულისა ჩემისაჲ. |
9:3 |
რამეთუ ვილოცევდ მე შეჩუენებულ - ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათჳს და ნათესავთა ჩემთა ჴორციელად, |
9:4 |
რომელნი-იგი არიან ისრაიტელნი, რომელთაჲ იყო შვილებაჲ და დიდებაჲ და აღთქუმანი და სჯულის-დებანი და მსახურებანი და მითხრობანი; |
9:5 |
რომელთანი იყვნეს მამანი და რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე. ამინ. |
9:6 |
ხოლო არა ეგებოდა, ვითარმცა დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ არა ყოველნი ისრაჱლისაგანნი ესენი არიან ისრაჱლ, |
9:7 |
არცა არიან ნათესავნი აბრაჰამისნი ყოველნი შვილ. არამედ „ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავი“. |
9:8 |
ესე იგი არს, არა თუ შვილნი ჴორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთის, არამედ შვილნი იგი აღთქუმისანი შერაცხილ არიან ნათესავად. |
9:9 |
რამეთუ აღთქუმისაგან არს სიტუყუაჲ ესე, ვითარმედ: ჟამსა ოდენ ამას მოვიდე, და ესუას სარრას ძე. |
9:10 |
და არა ხოლო ესე, არამედ რებეკასცა ერთისაგან საწოლისა ესუა (ორ ძე) ისაკის მამისა ჩუენისა; |
9:11 |
რამეთუ არღასადა შობილ იყვნეს, არცა ექმნა რაჲ კეთილი გინა ბოროტი, - რაჲთა რჩევით წინა-განმზადებაჲ იგი ღმრთისაჲ ეგოს. |
9:12 |
არა საქმეთაგან, არამედ მისგან, რომელმან-იგი უწოდა, - რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: უხუცესმან ჰმონოს უმრწემესსა მას. |
9:12 |
ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: იაკობი შევიყუარე, ხოლო ესავი მოვიძულე. |
9:14 |
რაჲ-მე უკუე ვთქუათ? ნუ სიცრუვე-მე არსა ღმრთისა თანა? ნუ იყოფინ! |
9:15 |
რამეთუ მოსეს ესრეთ ეტყჳს: შევიწყალო, რომელი-იგი შევიწყალო, და შევიწყნარო, რომელი-იგი შევიწყნარო. |
9:16 |
აწ უკუე არა რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი-იგი რბის, არამედ რომელი ეწყალის ღმერთსა. |
9:17 |
რამეთუ ეტყჳს წიგნი ფარაოს, ვითარმედ: აღ-ვე ამისთჳს-გადგინე შენ, რაჲთა ვაჩუენო შენ ზედა ძალი ჩემი და რაჲთა განითქუას სახელი ჩემი ყოველსა ქუეყანასა. |
9:18 |
აწ უკუე რომელი ჰნებავს, შეიწყალებს, და რომელი ჰნებავს, განაფიცხებს. |
9:19 |
ნუუკუე მრქუა მე: და რაჲსა-ღა აბრალებს? რამეთუ ნებასა მისსა ვინ-მე წინა-აღუდგა? |
9:20 |
აწ უკუე, ჵ კაცო, შენ ვინ ხარ, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა? ჰრქუა ნუ-მეა ქმნულმან შემოქმედსა: რაჲსათჳს ესრეთ შემქმენ მე? |
9:21 |
ანუ არა ჴელ-ეწიფებისა მეკეცესა მას თიჴისა მის მისვე შეზელილისაგან შესაქმედ რომელიმე პატიოსნად ჭურჭლად და რომელიმე უპატიოდ? |
9:22 |
უკუეთუმცა უნდა ღმერთსა ჩუენებად რისხვაჲ თჳსი და უწყებად ძალი თჳსი, რომელი დაუთმენიეს მრავლითა სულგრძელებითა ჭურთა მათზედა რისხვისათა, განმზადებულთა წარსაწყმედელად, |
9:23 |
და რაჲთა აჩუენოს სიმდიდრე იგი დიდებისა მისისაჲ ჭურთა მათ ზედა წყალობისათა, რომელნი-იგი წინაწარ განჰმზადნა სადიდებელად, |
9:24 |
რომელთაცა-ესე მიწოდნა ჩუენ არა ხოლო თუ ჰურიათაგან, არამედ წარმართთაგანცა? |
9:25 |
ვითარცა ოსეს შინა იტყჳს: უწოდო არა ერსა ჩემსა ერად ჩემდა და არა საყუარელსა ჩემსა საყუარელად. |
9:26 |
და იყოს ადგილსა მას, სადა-იგი ერქუა მათ: არა ერი ჩემი თქუენ, მუნ იწოდნენ ძედ ღმრთისა ცხოველისა. |
9:27 |
ხოლო ესაია ღაღადებს ისრაჱლისათჳს: დაღათუ იყოს რიცხჳ იგი ძეთა ისრაჱლისათაჲ, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, ნეშტი ოდენ ცხონდეს; |
9:28 |
რამეთუ სიტყუაჲ აღმასრულებელი და შემოკლებული სიმართლესა შინა, ვითარმედ სიტყუაჲ შემოკლებული ყოს უფალმან ქუეყანასა ზედა. |
9:29 |
და ვითარცა-იგი წინაწარ თქუა ესაია: არა თუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომელნიმცა შევიქმნენით და გომორელთამცა მივემსგავსენით. |
9:30 |
აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? რამეთუ წარმართნი, რომელნი არა სდევდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისაგან. |
9:31 |
ხოლო ისრაჱლი სდევდა შჯულსა მას სიმართლისასა და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუდა. |
9:32 |
რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმეთაგან შჯულისათა, რამეთუ შეჰბრკოლდეს ლოდსა მას შებრკოლებისასა. |
9:33 |
ვითარცა წერილ არს: აჰა ესერა დავსდებ სიონს შინა ლოდსა შებრკოლებისასა და კლდესა საცთურებისასა; და ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არასადა ჰრცხუენეს. |