1:1 |
პავლე მოციქული არა კაცთაგან, არცა კაცთა მიერ, არამედ იესუ ქრისტეს მიერ და ღმრთისა მამისა, რომელმან აღადგინა იგი მკუდრეთით, |
1:2 |
და ჩემ თანა ყოველი ძმანი ეკლესიათა გალატიაჲსათა: |
1:3 |
მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, |
1:4 |
რომელმან მისცა თავი თჳსი ცოდვათა ჩუენთათჳს, რაჲთა განმარინნეს ჩუენ სოფლისა ამის ბოროტისაგან ნებითა ღმრთისა და მამისა ჩუენისაჲთა, |
1:5 |
რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ. |
1:6 |
მიკჳრს, რამეთუ ესრეთ ადრე გარდაიქცევით მისგან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ მადლითა ქრისტესითა, სხუად სახარებად, |
1:7 |
რომელ სხუაჲ არა არს, გარნა არიან ვინმე, რომელნი აღგძრვენ თქუენ და ჰნებავს გარდაქცევად სახარებაჲ იგი ქრისტესი. |
1:8 |
არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ! |
1:9 |
ვითარცა წინაწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყჳ: უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ! |
1:10 |
აწ კაცთა-მე ვერწმუნო ანუ ღმერთსა? ანუ ვეძიებ რას კაცთა მოთნებასა? რამეთუ უკუეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ. |
1:11 |
ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი-იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივ, |
1:12 |
და რამეთუ არცაღა მე კაცისა მიერ მოვიღე იგი გინა ვისწავე, არამედ გამოცხადებითა იესუ ქრისტესითა. |
1:13 |
რამეთუ გესმინა თქუენ ოდესმე სლვაჲ ჩემი ჰურიაებასა შინა, რამეთუ გარდარეულად ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა და ვტყუენევდი მათ. |
1:14 |
და წარვემატებოდე ჰურიაებასა შინა უფროჲს მრავალთა ჰასაკისა სწორთა ჩემთა ნათესავთა შინა ჩემთა, უმეტეს მოშურნე ვიყავ მამულთა ჩემთათჳს მოძღრუებათა. |
1:15 |
ხოლო რაჟამს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა |
1:16 |
გამოცხადებად ძე მისი ჩემ მიერ, რაჲთა ვახარო იგი წარმართთა შორის, მეყსეულად არა ვაუწყე იგი ჴორცთა და სისხლთა, |
1:17 |
არცა აღვედ იერუსალჱმდ მათდა, რომელნი-იგი იყვნეს უწინარეს ჩემსა მოციქულნი, არამედ მივედ არაბიად და კუალად მოვიქეც დამასკედ. |
1:18 |
და მერმე შემდგომად სამისა წლისა აღვედ იერუსალჱმდ ხილვად პეტრესა და ვიყავ მის თანა ათხუთმეტ დღე. |
1:19 |
ხოლო სხუაჲ მოციქულთაგანი არავინ ვიხილე გარნა იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ. |
1:20 |
და რომელსა-ესე მივსწერ თქუენდა, აჰა ესერა წინაშე უფლისა, რამეთუ არა ვტყუვი. |
1:21 |
და მერმე მოვედ ადგილთა მათ ასურეთისა და კილიკიაჲსათა. |
1:22 |
ხოლო ვიყავ შეუსწავებელ წინაშე პირსა ეკლესიათა მათ ჰურიასტანისათა, რომელნი იყვნეს ქრისტეს მიმართ; |
1:23 |
გარნა სმენით ხოლო ესმინა, ვითარმედ რომელი-იგი გუდევნიდა ჩუენ ოდესმე, აწ ახარებს სარწმუნოებასა მას, რომელსა-იგი ოდესმე ტყუენვიდა. |
1:24 |
და ადიდებდეს ჩემთჳს ღმერთსა. |