კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« II კორინთელთა »
II კორინთელთა 1
II კორინთელთა 2
II კორინთელთა 3
II კორინთელთა 4
II კორინთელთა 5
II კორინთელთა 6
II კორინთელთა 7
II კორინთელთა 8
II კორინთელთა 9
II კორინთელთა 10
II კორინთელთა 11
II კორინთელთა 12
II კორინთელთა 13

« II კორინთელთა 1 [BIB - xx] »
1:1 პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და ტიმოთე ძმაჲ ეკლესიათა ღმრთისათა, რომელნი არიან კორინთეს შინა, ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი არიან ყოველსა აქაიასა:
1:2 მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.
1:3 კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ.
1:4 რომელი ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა, რაჲთა შეუძლოთ ჩუენცა ნუგეშინის-ცემად ყოველთა მათ ჭირვეულთა ნუგეშინის-ცემითა მით, რომლითა ნუგეშინის-ცემულ ვართ ჩუენ ღმრთისა მიერ.
1:5 რამეთუ ვითარცა-იგი ჰმატან ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ჰმატან ნუგეშინის-ცემანიცა ჩუენი.
1:6 რამეთუ გინა თუ ვიჭირვით, თქუენისათჳს ნუგეშინის-ცემისა და ცხორებისა, რომელი შეიქმნების მოთმინებითა მათვე ვნებათაჲთა, რომელითა-ესე ჩუენცა გუევნების.
1:7 და სასოებაჲ ჩუენი მტკიცე არს თქუენთჳს. გინა თუ ნუგეშინის-ცემულ ვართ, თქუენისათჳს ნუგეშინის-ცემისა და ცხორებისა; უწყით, რამეთუ ვითარცა-იგი ზიარ ხართ ვნებათა მათ ჩუენთა, ეგრეთცა ნუგეშინის-ცემასა.
1:8 რამეთუ არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, ჭირისა მისთჳს ჩუენისა, რომელი-იგი შეგუემთხჳა ჩუენ ასიას შინა; რამეთუ გარდარეულად დაგჳმძიმდა ჩუენ უფროჲს ძალისა ჩუენისა ვიდრე წარწირვადმდე ჩუენდა ცხორებისაცა.
1:9 არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი,
1:10 რომელმან ესევითარისა მის სიკუდილისაგან მიჴსნნა ჩუენ და მიჴსნის, რომელსა-იგი ვესავთ, ვითარმედ მერმეცა მიჴსნნეს.
1:11 თანა-შეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა ჩუენთჳს, რაჲთა მრავლითა პირითა ჩუენდა მომართი იგი მადლი მრავალთა მიერ სამადლობელ იქმნას თქუენთჳს.
1:12 რამეთუ სიქადული ჩუენი ესე არს, წამებაჲ გონებისა ჩუენისაჲ, რამეთუ სიწრფოებითა და ჭეშმარიტებითა ღმრთისაჲთა და არა სიბრძნითა ჴორციელითა, არამედ მადლითა ღმრთისაჲთა ვიქცეოდეთ სოფელსა შინა, ხოლო უმეტესად-ღა თქუენდა მიმართ.
1:13 რამეთუ არა თუ სხუასა რასამე მივსწერთ თქუენდა, არამედ რომელსაცა-იგი იკითხავთ და რომელიცა-იგი გიცნობიეს; ხოლო ვესავ, ვითარმედ სრულადცა გულისჴმა-ჰყოთ.
1:14 ვითარცა-იგი მიცნენით ჩუენ ჟამად-ჟამად, რამეთუ სიქადულ თქუენდა ვართ, ვითარცა თქუენ - ჩუენდა დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.
1:15 და ამით სასოებითა მინდა მისლვად თქუენდა პირველად, რაჲთა მეორე სიხარული გაქუნდეს,
1:16 და თქუენ მიერ წარსლვაჲ მაკედონიად და კუალად მაკედონიაჲთ მოსლვად თქუენდავე და თქუენ მიერ წარგზავნად ჰურიასტანად.
1:17 ამას უკუე რაჲ განვიზრახვედ, მცირედ რაჲ-მე ნუუკუე შემერაცხა? ანუ რომელსა-ესე ვზრახავ, ჴორციელად-მე რას ვზრახავა, რაჲთა იყოს ჩემ მიერ იგი ჰეჲ ჰე და არაჲ - არა?
1:18 ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რამეთუ სიტყუაჲ იგი ჩუენი, რომელი იყო თქუენდა მიმართ, არა იყო ჰე და არა.
1:19 რამეთუ ძე ღმრთისაჲ, იესუ ქრისტე, რომელი ჩუენ მიერ თქუენ შორის იქადაგა ჩემ მიერ, და ტიმოთეს და სილოანეს, არა იყო ჰე და არა, არამედ ჰე იგი მას შინა იქმნა.
1:20 რამეთუ რაოდენნი იგი აღთქუმანი ღმრთისანი არიან, მას შინა არს ჰე იგი და მას შინა ამინი ღმრთისა სადიდებელად ჩუენ მიერ.
1:21 რომელმან-იგი განმამტკიცნა ჩუენ თქუენ თანა ქრისტეს მიმართ, და ცხებულ გუყვნა ჩუენ ღმერთმან,
1:22 და აღგუბეჭდნა ჩუენ და მომცა წინდი იგი სულისაჲ გულთა შინა ჩუენთა.
1:23 ხოლო მე მოწამედ ღმერთსა ვხადი სულისა ჩემისა, რამეთუ გერიდებოდე თქუენ და მისთჳს არღარა მოვედ კორინთედ.
1:24 არა თუ უფლებთ რას სარწმუნოებასა თქუენსა, არამედ თანა-შემწენი ვართ სიხარულისა თქუენისანი, რამეთუ სარწმუნოებითა სდგათ.

© 2010, გია შერვაშიძე