კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ფილიპელთა »
ფილიპელთა 1
ფილიპელთა 2
ფილიპელთა 3
ფილიპელთა 4

« ფილიპელთა 3 [BIB - xx] »
3:1 ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ უფლისა მიერ! იგივე მიწერად თქუენდა ჩემდა არა სიცონილ არს, და თქუენდა კრძალულება არს.
3:2 ეკრძალებოდეთ ძაღლთა მათგან, ეკრძალებოდეთ ბოროტთა მათგან მუშაკთა, ხედევდით განკუეთილებასა მას,
3:3 რამეთუ ჩუენ ვართ წინადაცუეთილებაჲ იგი, რომელნი სულითა ღმრთისა ვჰმსახურებთ და ვიქადით ქრისტე იესუჲს მიერ და არა ჴორცთა ვესავთ,
3:4 და ღათუ მაქუს მე ჴორცთაგანცა სასოებაჲ, უკუეთუ ვინმე ჰგონებდეს სხუად სასოებად ჴორცითა, მე - უფროჲსღა:
3:5 წინადაცუეთილებაჲ მოვიღე რვა დღისამან, ნათესავით ისრაჱლისაჲ, ტომისაგან ბენიამენისა, ებრაელი ებრაელთაგან, შჯულითა ფარისეველი,
3:6 შურით ვსდევნიდ ეკლესიათა და სიმართლითა შჯულისაჲთა ვიყავ მე უბრალო.
3:7 არამედ რომელი-იგი იყო ჩემდა შესაძინელ, ესე შემირაცხიეს ქრისტესთჳს ზღვევად.
3:8 არამედ და შე-ცა-ვჰრაცხო ყოველივე ზღვევად გარდამატებულისა მისთჳს მეცნიერებისა ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუნისაჲთა, რომლისათჳს ყოვლისაგან ვიზღვიე და შემირაცხიეს იგი ნაგევად, რაჲთა ქრისტე შევიძინო.
3:9 და ვიპოო მას შინა, რაჲთა არა მაქუნდეს ჩემი სიმართლე შჯულისაგან, არამედ სარწმუნოებითა ქრისტესითა, ღმრთისა მიერი იგი სიმართლე სარწმუნოებით,
3:10 ცნობად მისა და ძალსა მას აღდგომისა მისისასა და ზიარებასა მას ვნებათა მისთასა, თანა-ხატ ქმნად სიკუდილსა მას მისსა,
3:11 რაჲთა მი-ვითარ-რაჲ-ვსწუდე აღდგომასა მასცა მკუდართასა.
3:12 არა თუ ვითარმედ აწვე მომიღებიეს, ანუ თუ აწვე სრულ ქმნულ ვარ; ხოლო ვსდევ ეგრეთ, რაჲთა ვეწიო, რომლითაცა წევნულ ვიქმენ ქრისტე იესუჲს მიერ.
3:13 ძმანო, მე არღარა შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად; ხოლო ერთი ესე: უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები,
3:14 და კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესუჲს მიერ.
3:15 რაოდენნი უკუე სრულნი ვართ, ამას ვზრახვიდეთ; და სხუასა თუ რასმე ზრახვიდეთ, და იგიცა ღმერთმან გამო-ვე-გიცხადოს თქუენ.
3:16 გარნა, რომელსა-ესე მივსწუეთით, მასვე ვზრახვიდეთ და მასვე წესსა ზედა ვეგნეთ.
3:17 მობაძავ ჩემდა იქმნენით, ძმანო, და ხედევდით, რომელნი-იგი ესრეთ ვლენან, ვითარცა-ესე ვართ ჩუენ სახე თქუენდა.
3:18 რამეთუ მრავალნი ვინმე ვლენან, რომელთათჳს მრავალ-გზის გეტყოდე თქუენ, ხოლო აწ ტირილით გითხრობ თქუენ მტერთა მათთჳს ქრისტეს ჯუარისათა,
3:19 რომელთა აღსასრული წარწყმედაჲ არს, რომელთა ღმერთ მუცელი არს და დიდებაჲ - სირცხჳლსა შინა მათსა, რომელნი ქუეყანისასა ზრახვენ.
3:20 ხოლო ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს, ვინაჲცა მაცხოვარსა მოველით, უფალსა იესუ ქრისტესა,
3:21 რომელმან გარდაცვალნეს ჴორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაჲთა იყვნენ იგინი თანა-ხატ ჴორცთა მათ დიდებისა მისისათა შეწევნისაებრ ძლიერებისა მისისა, დამორჩილებად მისა ყოველი.

© 2010, გია შერვაშიძე