კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ფილიპელთა »
ფილიპელთა 1
ფილიპელთა 2
ფილიპელთა 3
ფილიპელთა 4

« ფილიპელთა 4 [BIB - xx] »
4:1 ვინაჲცა, ძმანო ჩემნო საყუარელნო და სასურველნო, სიხარულნო და გჳრგჳნნო ჩემნო, ესრეთ მტკიცედ დეგით უფლისა მიერ, საყუარელნო.
4:2 ევვოდიას გლოცავ და სჳნტჳქოს გლოცავ, რაჲთა მასვე ჰზრახვიდეთ უფლისა მიერ;
4:3 ჰე, გლოცავ შენცა, ერთგულსა თანა-მეუღლესა, შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნეს მე კლემენტოსითურთ, და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა.
4:4 გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყჳ: გიხაროდენ.
4:5 სიმდაბლე ეგე თქუენი ცხად იყავნ ყოველთა კაცთა. უფალი ახლოს არს.
4:6 ნურარას ჰზრუნავთ, არამედ ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვანი ეგე თქუენნი საცნაურ იყვნედ ღმრთისა მიმართ,
4:7 და მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუჲს მიერ.
4:8 ამიერითგან, ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, მას ზრახევდით.
4:9 რომელცა-იგი ისწავეთ და მიიღეთ და გესმა და იხილეთ ჩემ თანა, მას იქმოდეთ; და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა.
4:10 ხოლო განვიხარე უფლისა მიერ დიდად, რამეთუ აწვე ეგერა აღმოცენებულ ხართ ჩემ კერძო ზრახვად, რომელსაცა-იგი ზრახევდით, ხოლო დაჰყუნდით.
4:11 და თუ ნაკლულევანებისათჳს რაჲსმე გეტყჳ თქუენ, რამეთუ მე მისწავიეს: რომელთა შინა ვარ, რაჲთა კმა-ვიყო.
4:12 ვიცი დამდაბლებაჲცა და ვიცი გარდამატებაჲცა; ყოველთა მიმართ და ყოველსა შინა შეზმნილ ვარ: განძღებად და შიმშიდ, აღმატებად და დაკლებად.
4:13 ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ.
4:14 გარნა კეთილად ჰყავთ, რამეთუ ეზიარენით ჭირთა ამათ ჩემთა.
4:15 ხოლო ესე თქუენცა უწყით, ფილიპელნო, რამეთუ დასაბამსა მას სახარებისასა, რაჟამს გამოვედ მაკედონიაჲთ, არცა ერთი ეკლესიაჲ მეზიარა მე მოცემისათჳს და მოღებისა, გარნა ხოლო თქუენ მარტოდ.
4:16 რამეთუ თესალონიკედცა ერთ-გზის და ორ-გზისცა საჴმრად ჩემდა მომიძღუანეთ.
4:17 არა თუ რამეთუ საცემელსა ვეძიებ, არამედ ვეძიებ ნაყოფსა მას, რომელი აღემატების სახელად თქუენდა.
4:18 მაქუს მე ყოველი და გარდამრევიეს; და აღსავსე ვარ მოღებითა ეპაფროდიტესგან თქუენ მიერ სულითა სურნელებისაჲთა, მსხუერპლითა მით შეწირულითა სათნოთა ღმრთისაჲთა.
4:19 ხოლო ღმერთმან ჩემმან აღავსენ ყოველი საჴმარი თქუენი სიმდიდრისაებრ მისისა დიდებითა ქრისტე იესუჲს მიერ.
4:20 ხოლო ღმერთსა და მამასა ჩუენსა დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
4:21 მოიკითხევდით ყოველთა წმიდათა ქრისტე იესუჲს მიერ. გიკითხვენ თქუენ ჩემთანანი ძმანი.
4:22 გიკითხვენ თქუენ ყოველნი წმიდანი, უფროჲსღა სახლისა მის კეისრისანი.
4:23 მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა. ამინ.

© 2010, გია შერვაშიძე