კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« კოლასელთა »
კოლასელთა 1
კოლასელთა 2
კოლასელთა 3
კოლასელთა 4

« კოლასელთა 1 [BIB - xx] »
1:1 პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და ტიმოთე ძმაჲ
1:2 კოლასეს შინა წმიდათა და მორწმუნეთა ძმათა ქრისტე იესუჲს მიერ:
1:3 მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. ვჰმადლობ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, მარადის თქუენთჳს ვილოცავთ.
1:4 გუესმა სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი ქრისტე იესუჲს მიმართ და სიყუარული ყოველთა მიმართ წმიდათა
1:5 სასოებისა მისთჳს, განმზადებულისა თქუენთჳს ცათა შინა, რომელი-იგი წინაწარ გესმა სიტყუასა მას შინა ჭეშმარიტებისა სახარებისასა,
1:6 რომელი-იგი მოიწია თქუენდა, ვითარცა ყოველსა შინა სოფელსა, და არს ნაყოფიერ და აღორძინებულ, ვითარცა-ეგე თქუენ შორის, ვინაჲ დღითგან გესმა და სცანთ მადლი იგი ღმრთისაჲ ჭეშმარიტებით,
1:7 ვითარცა-იგი ისწავეთ ეპაფრაჲსგან, საყუარელისა თანა-მონისა ჩუენისა, რომელ-იგი არს სარწმუნოჲ თქუენდა მიმართ მსახური ქრისტესი,
1:8 რომელმანცა მაუწყა ჩუენ თქუენი ეგე სიყუარული სულითა.
1:9 ამისთჳს ჩუენცა, ვინაჲთ დღითგან გუესმა, არა დავსცხრებით თქუენთჳს ლოცვითა და თხოვითა, რაჲთა აღივსნეთ მეცნიერებითა ნებისა მისისაჲთა, ყოვლითა სიბრძნითა და გულისხმის-ყოფითა სულიერითა,
1:10 რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა ყოველსავე სათნოებასა ყოვლითა საქმითა კეთილითა ნაყოფიერნი და აღორძინებულნი მეცნიერებასა ღმრთისასა,
1:11 ყოვლითა ძალითა განძლიერებულნი სიმტკიცისაებრ დიდებისა მისისა, ყოვლისა მიმართ მოთმინებისა და სულგრძელებისა, სიხარულით,
1:12 ჰმადლობდით მამასა, რომელმან ღირს გუყვნა ჩუენ ნაწილსა მას მკჳდრობისა წმიდათაჲსა ნათელსა შინა,
1:13 რომელმან მიჴსნნა ჩუენ ჴელმწიფებისა მისგან ბნელისა და მიმცვალნა ჩუენ სასუფეველსა ძისა მისისა საყუარელისასა,
1:14 რომლისაგან მაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ,
1:15 რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ.
1:16 რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი, - ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა.
1:17 და იგი თავადი არს ყოველთა წინა, და ყოველივე მის მიერ დამტკიცნა.
1:18 და იგი არს თავი გუამისა მის ეკლესიისაჲ, რომელი არს დასაბამი, პირმშოჲ მკუდრეთით, რაჲთა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა მთავარ;
1:19 რამეთუ მას შინა სათნო-იყო ყოველივე სავსებაჲ დამკჳდრებად
1:20 და მის მიერ დაგებად ყოველი მისა მიმართ, მშჳდობა-ყო სისხლითა მით ჯუარისა მისისაჲთა მის მიერ, გინა თუ ქუეყანასა ზედა, გინა თუ ცათა შინა.
1:21 და თქუენ ოდესმე იყვენით უცხო-ქმნულ და მტერ გონებითა თქუენითა საქმეთა მათ შინა ბოროტთა,
1:22 ხოლო აწ დაგიგნა გუამითა მით ჴორცთა მისთაჲთა სიკუდილისა მიერ და წარგადგინნა თქუენ წმიდად და უბიწოდ და უბრალოდ წინაშე მისსა,
1:23 უკუეთუ ეგნეთ სარწმუნოებასა ზედა დაფუძნებულნი და დამტკიცებულნი და შეურყეველნი სასოებისა მისგან სახარებისა, რომლისაჲ გესმა, ქადაგებულისაჲ ყოვლისა შორის დაბადებულისა ცასა ქუეშე, რომლისა ვიქმენ მე, პავლე, მსახურ.
1:24 აწ მიხარის ვნებათა მათ შინა თქუენთჳს და აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ჩემითა გუამისათჳს მისისა, რომელ არს ეკლესიაჲ,
1:25 რომლისა ვიქმენ მე მსახურ მოღუაწებითა ღმრთისაჲთა, რომელი მომეცა მე თქუენდა მიმართ აღსრულებად სიტყჳსა ღმრთისა
1:26 საიდუმლოჲ იგი, დაფარული საუკუნითგან და ნათესავითგან, ხოლო აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა,
1:27 რომელთაჲ-იგი ინება ღმერთმან უწყებად, რაჲ-იგი არს სიმდიდრე დიდებისა საიდუმლოჲსაჲ მის წარმართთა შორის, რომელ არს ქრისტე თქუენ შორის, სასოებაჲ იგი დიდებისაჲ,
1:28 რომელსა-ესე ჩუენ ვქადაგებთ, ვასწავებთ ყოველსა კაცსა და ვჰმოძღურით ყოველსა კაცსა ყოვლითა სიბრძნითა, რაჲთა წარუდგინოთ ყოველი კაცი სრული ქრისტე იესუჲს მიერ.
1:29 რომლისათჳსცა ვშურები და ვიღუწი შეწევნისაებრ მისისა, შეწევნულისა ჩემ შორის ძალითა.

© 2010, გია შერვაშიძე