თესაურუსი

ლემა: [და] - ლექსემა: [დაო] - მეტყველების ნაწილი: [სხვა]



წიგნიფრაზა
კლარჯ.ამას რაჲ იტყოდა მარიამ, ჰრქუეს დედათა მათ: დაო ჩუენო, რომელი იქმენ დედად ყოვლისა სოფლისა, დაღათუ ჩუენ ყოველთა გუეშინოდის სამართლად, შენ რაჲსა გეშინის?
მცხ.იერამისთჳს ამათ იტყჳს უფალი იოაკიმის ზედა, ძისა იოსიასსა, მეფისა იუდაჲსსა: ვაჲ კაცსა ამას ზედა, არა ეტყებდენ მას. ვაჲ მე, უფალო, და ვაჲ მე, ძმაო, და ვაჲ მე, დაო, არცა სტიროდიან მას, ჵ საყუარელო!
მცხ.მეფ2მოეგებოდა მას აბესალომ, ძმა მისი, და ჰრქუა: რასა სტირ, რა არს? ნუუკუე ამონ, ძმამან შენმან, უნებელი რამე გიყო? აწ დადუმენ, დაო ჩემო, რამეთუ ძმა შენი არს და ნურარასა მიიღებ გულად შენდა! და დაჯდა თამარ ქურივობით სახლსა შინა ძმისა თჳსისა აბესალომისასა.
მცხ.ტობხოლო ტობი ნუგეშინის-ცემდა მას და ჰრქუა: ნუ გეშინინ, დაო, მოვიდეს ძე ჩუენი ცოცხლებით. დაბრკოლება რამე ეყო მას და მით ყოვნის, ნუ სწუხ, რამეთუ რომელი წარსრულ მის თანა, სარწმუნო არს ძმათა ჩუენთაგან. ნურას დაიდებ გულსა შენსა ბოროტსა.
მცხ.ტობდა ჰრქვა მას ტობი: ნუ გეშინინ! ცოცხლებით მივიდეს და ცოცხლებით მოვიდეს ჩუენდა. ნუ გეშინინ, დაო!
მცხ.ქებმე მძინავს, და გული ჩემი მღჳძარე არს. სძალი მოვიდეს სიძისა მიმართ და ირეკდეს კარსა: ჴმაჲ ძმისწულისა ჩემისა ჰრეკს კარსა. სიძე უჴმობს სძალსა: განაღე, დაო ჩემო, მახლობელო ჩემო, ტრედო ჩემო, სძალო ჩემო, რამეთუ თავი ჩემი აღივსო ცუარითა, და თმანი ჩემნი - ცუართაგან ღამისათა.
მცხ.ქებრაბამ განშუენდეს ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა, დაო ჩემო, სძალო. რავდენ განშუენდეს ძუძუნი შენნი ღჳნისაგან და სული მიჰრონთა შენთა უფროს ყოველთა ნელსაცხებელთა.
მცხ.ქებშევედ მტილსა ჩემსა, დაო ჩემო, სძალო! მოვისთულე მური ჩემი ნელსაცხებელით ჩემითურთ, ვჭამე პური ჩემი თაფლითა ჩემითა. ვსუ ღჳნოჲ ჩემი სძითა ჩემითა. ჭამეთ, მოყუასნო ჩემნო, და სუთ, დაითრვენით, ძმისწულნო ჩემნო.
მცხ.ქებგუასურვე ჩუენ, დაო ჩუენო, სძალო, გული. გუალმე ჩუენ ერთითა თუალთა შენთათა და ერთითა მძივითა ყელისა შენისათა.
რუსთ.დაო, მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო, არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა გავადადრო; წავალ, ვძებნი, ანუ ვჰპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო, თვარა, ბედი აზომ თურე მიკვეთს, ღმერთსა რაღა ვჰკადრო!“
რუსთ.ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო, ბედითა მისითა, არა უტყუე, მოსრულ ვარ მგზავრი ღამით და დღისითა; აწ იგი სადმე წასრულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა, ცუდმაშვრალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა.
რუსთ.ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა; ქალსა ეტყვის: „აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა! იგი ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუე, ვით მეცრუა! ვერ იქმოდა, რად მიქადა? თუ მიქადა, რად მიტყუა?!
რუსთ.ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა რაცა კაცი რად დაჰბადა‚ სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა! ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი‚ ანუ ვინმცა შეეცადა? შენგან კიდე ხორციელი‚ დაო‚ მივის არასადა“.
რუსთ.უბრძანა: „დაო‚ ეგეა მსგავსი შენისა გულისა‚ მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა! ვის ძალუც პოვნა კაცისა‚ თვით სოფლად არმოსრულისა? ჩემი ლხინია სიკვდილი‚ გაყრა ხორცთა და სულისა.
რუსთ.აწ‚ დაო‚ შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა‚ რასაცა მიზამ‚ შენ იცი‚ შენ ხარ წამალი ხელისა‚ სხვად უღონოა უშენოდ ჩემი აპყრობა ხელისა‚ თვარა ვისმც ექმნა გვარლითა შეკრვა თავისა მრთელისა!“
რუსთ.იტყვის‚ თუ: „ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების‚ ვისთვისმე ხელი უცილოდ‚ მას ცრემლი ემალმალების“. კვლა უთხრა: „დაო‚ მიჯნური მტერთაცა შეებრალების; ესეცა იცი‚ სიკვდილსა თვით ეძებს‚ არ ეკრძალების.
რუსთ.ტარიელ ეტყვის: „ჰე, დაო, მით ცრემლი აქა მდინია, საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია, ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია. ვაჲ შენი ბრალი, დავ, თვარა სიკვდილი ჩემი ლხინია!
რუსთ.მან მითხრა: «დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია! ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია. კარგი რა მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია! სხვადასხვა ჭირი ჩემ ზედა არ ახალია, ძველია».
რუსთ.მე უთხარ: «დაო‚ შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა; ზენაარ‚ სულთა ნუ გამყრი‚ ამბვითა შრეტდი ამ ალსა‚ ჩემ თანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა! თუ რას სცნობ ჩემთვის‚ არა ვეჭვ მე შენგან‚ არ‚ დანამალსა».
რუსთ.ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა‚ ზენარით ეუბნებოდა‚ მუხლთა უყრიდა‚ ტიროდა‚ თითითა ეხვეწებოდა‚ ადრე მოსლვასა ვედრებდა‚ მართ ვითა ია ჭნებოდა; მან უთხრა: „დაო‚ უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!
რუსთ.მე უთხარ: «დაო‚ რად მოგკლა‚ ანუ რა შენი ბრალია? – რამცა ვქმენ ნაცვლად‚ თვით რომე მისი ჩემ ზედა ვალია! – აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ‚ სად კლდე და წყალია». სრულად გავქვავდი‚ შემექმნა გული მართ ვითა სალია.