თესაურუსი

ლემა: [იგი] - ლექსემა: [იგია] - მეტყველების ნაწილი: [სახელი]



წიგნიფრაზა
რაბლე2- ბატონი ბრძანდები, - თანახმა გაუხდა პანურგი, - მაგრამა არცა იგია ურიგო, რაჟამსა მტერი მოგადგება კარსა, ქვისა რამ გარესაფარველი აიკრა, თუნდაც იმისთვის, რომ მოასწრო და ჰკითხო: „ვინა ხარ მანდა?“
მცხ.მსაჯდა აწ უფალმან ღმერთმან აღიღო ამორეველი იგი ერისაგან თჳსისა ისრაჱლისა. და შენ დაიმკჳდრო იგია?
რუსთ.ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა: დღეს ერთი უნდეს‚ ხვალე სხვა‚ სთმობდეს გაყრისა თმობასა; ესე მღერასა ბედითსა ჰგავს‚ ვაჟთა ყმაწვილობასა. კარგი მიჯნური იგია‚ ვინ იქს სოფლისა თმობასა.
რუსთ.ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა‚ ძნელად სათქმელი‚ საჭირო გამოსაგები ენათა; იგია საქმე საზეო‚ მომცემი აღმაფრენათა; ვინცა ეცდების‚ თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.
რუსთ.ჩემი აწ ცანით ყველამან‚ მას ვაქებ‚ ვინცა მიქია; ესე მიჩს დიდად სახელად‚ არ თავი გამიქიქია! იგია ჩემი სიცოცხლე‚ უწყალო ვითა ჯიქია; მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს‚ მიქია.
რუსთ.მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი, ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი, მისთა წამწამთა ნიავი ქრის, ვითა ქარი არავი, წავიდა მეფე ინდოთა მისრული, მიუპარავი.
რუსთ.ავთანდილ ეტყვის: „რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა? შენვე სთქვი, ეგე სიტყვაა კაცისა ბრძნად სწავლულისა?! ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა? იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!
რუსთ.ნურადინ-ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა, მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხლტომი ცხენისა; ვნება არავის არ ძალუც მის მზისა ოდნად მშვენისა, იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა მფენისა“.
რუსთ.გამოემართა ავთანდილ‚ მოყმე მხნე‚ ლაღად მავალი. ოც დღე იარა‚ ღამეცა დღეს ზედაწართო მრავალი. იგია ლხინი სოფლისა‚ იგია ნივთი და ვალი. არ მისცილდების თინათინ მისი მას‚ ვისგან სწვავ ალი.
რუსთ.შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი. მათ უვის ერთი ასული, მზე ხმელთა მანათობელი, იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი, მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი.
რუსთ.შევსთვალე‚ თუ: «მეცა ვიცი‚ რაცა ჩემთვის გაგიგია; თქვენ რასაცა სთათბირობდით‚ არ იქმნების‚ არ‚ იგია! ბრძანეთ‚ მოდით‚ შემებენით‚ ვითა წესი და რიგია! მეცა თქვენად დასახოცლად ხრმალსა ხელი დამიგია».
რუსთ.აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა, მან უთხრა წვრილად ყველაი, თქვენ ხართ რათაცა ჭირითა. იგია შენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა; მე გამომგზავნეს, დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა“.
რაბლედა შესხმისა ღირსიც იგია ოდენ, ვინცა ლახვრითა ერთითა მტერსა დალახვრავს ათსა.
რაბლელეში უგულოს გვიქვია, სიავის თავიც იგია.