თესაურუსი

ლემა: [იგი] - ლექსემა: [მანცა] - მეტყველების ნაწილი: [სახელი]



წიგნიფრაზა
კლარჯ.მიჰხედენით შროშანთა... ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოვლადვე ბრძენმან მანცა სოლომონ არა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი“.
კლარჯ.შემდგომად სიკუდილისა დიოკლიტიანჱსისა, ლიკიანჱსიჲსა დაიპყრა მანცა თჳსი იგი სამკჳდრებელი მწყემსობით ტჳრელთა სამწყსოისა ვიდრე ივლიანესადმდჱ მძლავრისა.
კლარჯ.მანცა შევლნა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, მიემთხჳა, იხილა ადამი გზასა ზედა დაცემული და იგიცა თანა-წარჰჴდა.
კლარჯ.ვითარმედ მანცა, თჳთ ჰურიათა მეფემან აგრიპა, თქუა: „კნინ ერთღა და მარწმუნა მე ქრისტიანე ყოფად“.
სინ.მრვლთხოლო ზაქეოს, მამაჲ იგი სტეფანჱსი, თანა-დგა და არა შეურგულდა და არცაღა დააბრკოლა წმიდაჲ სტეფანე ლოცვასა მას ერისასა, არამედ მანცა აღიპყრნა ჴელნი და თქუა: უფალო, შეივედრე სული მონისა შენისაჲ, რომელი ღირს ჰყავ მადლისა მოღებად და იჩინე სასუფეველსა შენსა.
სინ.მრვლთდა შემდგომად მცირეთა ჟამთა მანცა შეისუენა ვითარცა აღმსაარებელმან ქრისტჱსმან, და უბრძანე დამარხვაჲ მისი მახლობელად ფერჴთა თანა წმიდისა სტეფანჱსთა.
სინ.მრვლთდა იყოს, რომელსაცა განეღოს ღმრთისა მიერ, მანცა დაიმკჳდროს ეკლესიაჲ.
სინ.მრვლთდა უკუნდგეს იგინი სირცხჳლეულნი ერთ კერძო და ჰხედვიდეს მას, ვითარმედ რაჲ-ძი ყოს მანცა.
სინ.მრვლთვითარცა-იგი ყრმანიცა იზიარნა ჴორცთა და სისხლთა და მანცა იგივე ვნებაჲ მოიღო, რაჲთა, ვითარცე-იგი ჴორციელად მოსლვასა მისსა ზიარ ვიქმნენით, ეგრეცა ღმრთეებისასა მის მადლსა ვეზიარნეთ.
სინ.მრვლთ.................................................(სილო)ამდ მის პირველისაებრ სარწმუნოებით და მანცა იგივე ხედვაჲ მოიპოვენ.
სინ.მრვლთგნებავს სხუაჲცა ხილვად უკეთურისა მის სწორად, იხილო ეგერა დალილაჲ, რამეთუ მანცა მჴნესა მას სამსონს თავი დაჰყვნა.
სინ.მრვლთშეკრიბა მანცა ყოველი იგი ერი თჳსი და მივიდეს ერთკერძო მდინარესა მას ზედა დანუბსა და დაადგინა ბანაკი წიაღმოსავალსა მას წყლისასა და აყენებდა მათ.
ფს.მაკ.C.ეპხოლო რომელმან-იგი იცის დაფარული გულისაჲ, მის წინაშე იგი არს, რაჲთა ყოვლითა გულითა თქუენითა მიუტეოთ, რაჲთა მანცა მიგიტევნეს თქუენ ყოველნი შეცოდებანი თქუენნი.
ფს.მაკ.C.ეპშეუდეგით უკუე სიმდაბლესა მას მოძღურისა თქუენისასა, რაჲთა მანცა მასწაოს ჩუენ ძლევაჲ და მის მიერ ვსძლოთ წინამბრძოლსა მას ჩუენსა.
ფს.მაკ.C.ეპუკუეთუ ჩუენ მიუტევოთ ჭეშმარიტებით ყოვლითა გულითა ჩუენითა და არა რაჲ აქუნდეს გულარძნილებაჲ გულსა ჩუენსა, არცა ქცეულ იყოს სიყუარული ჩუენი მოყუსისა ჩუენისა მიმართ, მანცა მოგჳტევნეს ჩუენ შეცოდებანი ჩ~ნი წრფელითა გულითა და განხეთქოს ჴელითწერილი იგი ჩუენი.
ფს.მაკ.D.სწარაჲთამცა მოიგო მანცა ეგევითარი საზომი და მიეცეს თავი თჳსი ღმრთისადა და ეძიებდეს ჭეშმარიტსა ლოცვასა, თანა-აც სხუათა მათ ძმათა, რაჲთა სიხარულით მიუშუან მას და ვითარცა შემწენი მისნი უფროჲსად უხაროდის და აწუევდენ მას.
ფს.მაკ.D.სწარაჲთამცა მანცა თქუა სიტყუაჲ სარგებელისაჲ, ვითარცა ჯერ-არს, და განანათლნამცა მსმენელნი იგი და არა მოეგოს მას საქმით და ჭეშმარიტებით სიტყუაჲ ღმრთისაჲ,
შტ.თქ.იპოლრომელი ითხოვდეს უფლისაგან თანანადებთა თჳსთა მიუტევენ მანცა თანამდებსა მას თჳსსა, რომელსა უყუარდეს სიმდაბლჱ, მკჳდრ იყოს იგი ქუეყანასა მას ცხოველთასა“.
შტ.თქ.იპოლრამეთუ ესრე წერილ არს მოსესთჳს, საყუარელნო: ჟამსა მას, ვითარცა გამოეცხადა წმიდაჲ იგი, მანცა შეიყუარა სიწმიდჱ.
შტ.კრ. თქ.იპ.„გად განცდით განცადოს იგი და მანცა განცადნეს იგინი“.
შტ.კრ. თქ.იპ.აწ კეთილად წინაჲსწარმეტყუელი იგი იტყჳს: „გად განცადოს იგი, მანცა განცადნეს იგინი“.
შტ.კრ.უთ.და მანცა თჳსი იგი ჴელოვნებაჲ „ჱლიადოჲსი“ კ~დ-ნი დაჩხიბულნი კ~დ-ითა მით ასოჲთა მიამსგავსა, ეგრეთვე კუალად „დჳსევს“, ესევე სიტყჳს-შემოღებაჲ ჩუენისა მის აღთქუმისაჲ,
მცხ.გამოცმანცა სუას ღჳნისა მისგან გულისწყრომისა ღმრთისა, რომელი-იგი წდეულ არს ურწყულად სასუმელსა მას შინა რისხვისა მისისასა, და იტანჯოს ცეცხლითა და წუმწუბითა წინაშე წმიდათა ანგელოზთა და წინაშე კრავისა.
მცხ.დაბხოლო შვა უმრწემესმან მანცა ძე და უწოდა სახელი მისი ამან, მეტყუელმან: ძე თესლისაგან მამისა. ესე არს მამაჲ ამანელთა ვიდრე დღეინდელად დღედმდე.
მცხ.დაბდა ხარჭმან მისმან, რომელსა ერქუა რეჰმა, შვა მანცა, ბაეკ და ტაბეკ და ტოქოს და მუქან.
მცხ.ებრრამეთუ რომელი-იგი შევიდა განსასუენებელსა მისსა, მანცა განისუენა საქმეთაგან მისთა, ვითარცა-იგი თჳსთაგან ღმერთმან.
მცხ.ესადა აღიხუნეს ჴელნი თჳსნი, ვითარ განჰმარტებს მბანელი საცურავად. ვითარსახედ მანცა დაამდაბლა წარსაწყმედელად, ეგრეთ დამდაბლდეს და დაამდაბლოს გინება მისი, რომელთა ზედა მიყვნა ჴელნი.
მცხ.იერდა ვიხილე, რამეთუ ყოველთათჳს, რომელთა დატევებულ იქმნა, რომელთა შინა იმრუშებდა სახლობაჲ ისრაილისა, და განვავლინე იგი, და მივეც მას წიგნი განტევებისა ჴელთა ზედა მისთა. და არა შეშინდა უზავი იუდა, დაჲ მისი, და წარვიდა და ისიძვა მანცა.
მცხ.იოანამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და უფროჲსიღა ამისსა ქმნეს, რამეთუ მე მამისა მივალ.
მცხ.ლუკაყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი და სხუაჲ შეირთოს, მან იმრუშა; და რომელმან განტევებული ქმრისაგან შეირთოს, მანცა იმრუშა.
მცხ.მათეხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა.
მცხ.მათედა მიუგეს იესუს და ჰრქუეს: არა უწყით. ჰრქუა მათ მანცა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას.
მცხ.მარკდა მოვიდა მისა ერთი მწიგნობართაგანი, ესმოდა რაჲ მათი, ვითარ-იგი გამოეძიებდეს მის თანა, იცოდა, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა მას მანცა, ვითარმედ: რომელი არს ყოველთა პირველი მცნებაჲ?
მცხ.მარკდა ცოლი თუ განვიდეს ქმრისაგან და შეერთოს სხუასა, მანცა იმრუშა.
მცხ.მეფ1ვითარცა იხილა მემშჳლდკაპარჭემან მან მისმან, რამეთუ მოკუდა საულ, იჴადა მანცა ჴმალი თჳსი და დაეცვა და მოკუდა იგიცა მის თანა.
მცხ.მეფ1და მოვიდა იგი ბორცუსა მას თანა და მოეგებოდეს მას დასნი იგი წინაწარმეტყუელთანი. და მოეფინა მის ზედა სული იგი ღმრთისა და იწყო მანცა წინაწარმეტყუელებად მათ შორის.
მცხ.მეფ4და ქმნა სიმართლე წინაშე უფლისა, ხოლო არა ვითარ დავით, მამამან მისმან, არამედ, რა ქმნა მამამან მისმან იოას, ქმნა მანცა.
მცხ.მსაჯდა ხარჭმან მისმან, რომელი იყო საკიმას, უშვა მას მანცა ძე და უწოდა სახელი მისი აბიმელექ.
მცხ.ნეშტ2და სულმან უფლისამან განაძლიერა აზარია, ძე იოდაესი, მღდელი და აღდგა ერსა წინაშე და თქუა: ამას იტყჳს უფალი, რასათჳს თანაწარვლით მცნებათა უფლისათა, აჰა, არა წარგემართოს, რამეთუ დაუტევეთ უფალი და მანცა დაგიტევნეს თქუენ.
მცხ.ნეშტ2და განვიდა შემთხუევად მეფისა ასასა და ყოვლისა იუდისასა და ბენიამენისა და თქუა: ისმინეთ ჩემი ასა და ყოველმან იუდამან და ბენიამინ, უფალი თქუენთანა ამისთჳს, რამეთუ იყვენით თქუენ მის თანა. და უკუეთუ ეძიებდეთ მას, გეპოოს იგი თქუენ და, უკუეთუ დაუტეოთ იგი, დაგიტევნეს მანცა თქუენ
მცხ.სჯლარამედ შენ ამცენ ისოს და ნუგეშინის-ეც მას, რამეთუ ესე წიაღუძღუეს ერსა მას და მანცა დაუმკჳდროს მათ ქუეყანაჲ იგი, რომელ-ეგე შენ იხილე. დავსხედით ჩუენ ღელესა ერთსა მახლობელად სახლსა მას ფოგორისსა.
მცხ.სჯლდა ცოლ-ეყოს სხუასა ქმარსა და მოიძულოს იგი უკანაჲსკნელმანცა ქმარმან, დაუწერენ მანცა წიგნი განსატევებელი და მიეცინ იგი ჴელთა მისთა და განავლინენ იგი სახლით თჳსით, უკეთუ მოკუდეს უკანაჲსკნელ იგი ქმარი, რომელმან შეირთო დედაკაცი იგი,
მცხ.ტიმ2უკუეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ; უკუეთუ უარ-ვყოთ, მანცა უარ-მყვნეს ჩუენ.
მცხ.ტობდა ვითარცა მოვიდეს იგინი ეკბატანად და მიიწივნეს ჰრაგუელისსა, პოვეს იგი მჯდომარე კართა წინაშე ეზოსათა, და მოიკითხეს იგი და მანცა მოიკითხნა იგინი და ჰრქუა მათ: ძმანო, მშჳდობით შემოხუედით სახლსა ძმისა თქუენისასა! და ვითარცა შევიდა სახიდ.
მცხ.ტობდა შეიტკბეს და ამბორს-უყვეს მანცა და ცოლმან მისმანცა და სიხარულითა ტიროდენ ერთბამად.
ცხო.ანტესე იხილა ანტონი და ჰბაძვიდა სლვასა და პირველად იწყო მანცა დადგრომად გარეშე დაბისა ადგილთა და მიერ თუ ვისიმე მონაზონისაჲ ესმის, გამოვიდის და ეძიებნ მას, ვითარცა ბრძენი ფუტკარი, და არა მიიქცის თჳსსა ადგილსა, ვიდრემდის-იგი არა იხილის და რეცათუ საგზლად სათნოებისა გზისა მისგან მოიღის.
ცხო.ანტდა ვითარ ესმა მათგან, უჩუენა მანცა მყის წიგნსა აღწერილი, და ყოველთავე უკჳრდა და გულისხმა-ყვეს, რამეთუ მას ჟამსა განკურნა იგი უფალმან სალმობისა მისგან, რომელსა დღესა ლოცვა-ყო ანტონი.
ცხო.ეფთდა მოვიდეს წმიდისა ევთჳმისა და ვითარ უთხრეს მას ჭეშმარიტებაჲ სარწმუნოებისაჲ მის, მანცა შეიწყნარა იგი.
ცხო.იოვ.ურმაშინ მოიკითხა ამბა იოვანე ამირა მომლი და მოიღო მანცა ამირა მომლისაგან დიდითა პატივითა მოკითხვაჲ კეთილად.
ცხო.სტედა მიხედნა სტეფანე ნიკონს და იხილა კუალად მანცა დედაკაცი, მჯდომარჱ მარცხენით ნიკონისა.
რუსთ.საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს! მისკენ მივალ მხიარული, მერმე მანცა ჩემ კერძ იროს, მივეგებვი, მომეგებოს, ამიტირდეს, ამატიროს. ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!
რუსთ.რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი, მან ბრძანა: „მაგას არა ვიქ, ამას არ უნდა მისანი. ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი, ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი!
რუსთ.მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული, ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩვენგან ცნეული; მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული, ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!“