თესაურუსი

ლემა: [მეფე] - ლექსემა: [მეფეს] - მეტყველების ნაწილი: [სახელი]



წიგნიფრაზა
მცხ.დანხოლო უკეთუ მიჩუენოთ მე, ვითარმედ ბილ შესჭამს ამათ, მოკუდეს დანიელ, რამეთუ გმო ბილის მიმართ. და ჰრქუა დანიელმან მეფეს: იყავნ სიტყჳსაებრ შენისა!
მცხ.ესთჰრქუა მას ზოსარა, ცოლმან მისმან, და მეგობართა მისთა: უკუეთუ ნათესავისაგან ჰურიათასა არს, მოგიტევა შენ მეფემან მოწყვეტად ყოველნი ჰურიანი. და მოგცეს შენ ღმერთთა შურის-გებად მათა. მოკვეთად-ეც ხე ერგასის წყრთა, და დაიდევინ, განთიად არქუ მეფესა და დამოჰკიდე მას მარდოქე. და მაშინ შევედ მეფეს თანა პურად და მის თანა იხარებდ. და სათნო-უჩნდა სიტყუაჲ ესე ამანს, და ყო ეგრე, და მზა-ყვეს ძელი იგი და დადვეს სახლსა ამანისასა.
მცხ.მეფ3და სიავნი იგი განმატფობელნი სამნი და ტასტები იგი და ყოველივე იგი ჭურჭელი, რომელნი უქმნა ქირამ მეფეს სოლომონს ტაძარსა მას უფლისასა და სუეტები ორმეოცდარვა ტაძარსა მას უფლისასა და ტაძარსა მას მეფისასა და ყოველი იგი საქმე, რომელ ქმნა მეფემან ქირამ, სპილენძისაგან ხოლო, და არა იყო სწორი სპილენძისა მის, რომლისაგან ქმნა ყოველი იგი საქმე მრავალი და დიდი, და არა იყო სწორ ბრწყინვალებისა მის სპილენძისა.
მცხ.ნეშტ2და მიადგეს ოზია მეფეს და ჰრქუეს მას: არა არს, ოზია მეფე, შენი კმევად საკუმევლისა წინაშე უფლისა, არამედ მღდელთა ძეთა აჰრონისთა, რომელნი განწმედილ არიან, კუმევად, გამოვედ სიწმიდისაგან, რამეთუ განსდეგ უფლისაგან და არა იყოს ესე შენდა დიდებაჲ უფლისა მიერ ღმრთისა
რუსთ.ფრიდონ წაჰყვა, განაღამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა, ცნა მეფემან, ტარიელ-ა, მარტო მოვა, მოხრის ტანსა, გარდახდა და თაყვანისსცა მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა, სდებს პატივსა ინდოთ მეფეს, მართ მამისა შესაგვანსა.