თესაურუსი

ლემა: [იგი] - ლექსემა: [მითვე] - მეტყველების ნაწილი: [სახელი]



წიგნიფრაზა
კლარჯ.და რამეთუ შეცთომილისა შემწჱ მეცნიერებაჲ იგი არს, განჰძარცჳს მრავალ ჟამ ღმერთმან ჭური უკეთურებისაჲ და შთააცჳს სიმჴნისაჲ იგი, და ჭურითა მითვე უკეთურებისაჲთა მოკლეს შეცთომაჲ იგი,
კლარჯ.ეგრე ჩუეულ არს ჭეშმარიტებაჲ იგი, მახჳლი იგი შეცთომილთაჲ მოღებად და მითვე მათი მოკლვაჲ.
კლარჯ.და კუალად მამისა მიერ იწამა მითვე ჴმითა ძედ საყუარელად.
კლარჯ.არამედ ვიშუებდეთ და ვიხარებდეთ გლახაკისა ლაზარეს თანა და მითვე ლოცვითა და თაყუანისცემითა შემოსილნი სამოსლითა მით სასიძობელითა მივეგებვოდით უფალსა, მომავალსა ვნებად ნებსით თჳსით,
კლარჯ.მითვე ჴმითა უწოდა ძემან მოციქულთა და განაძლიერნა და აღადგინნა, რამეთუ ერთ არიან მსგავსებითა და ბუნებითა მამაჲ და ძჱ.
კლარჯ.მითვე სახითა შეძერწულ ვართ და არა გარეწარ-ვჰყოფთ მოძღურებასა, არამედ ვითარცა ზღუდესა ვრცელსა ვხედთ ღმრთისა კაცთმოყუარებასა, ეგრეცა თქუენ, ცოდვილნი, შემოგუალეთ.
კლარჯ.ხოლო მათცა, რამეთუ იგივე შეხუდა, არა თუ შეგუვებით ვიტყჳ, მოვიღო მითვე სახილველითა.
კლარჯ.და მითვე იტყჳს: „დღედმდე აღდგომისა ჩემისა საწამებელად“.
კლარჯ.ამისვე სულისაგან განძლიერდა სჳმეონ მართალი, მითვე სულითა უწყებულ იქმნა, არა ხედვიდა სიკუდილსა, ვიდრემდის იხილოს ცხებული უფლისაჲ, და შეიწყნარა იგი მკლავთა თჳსთა ზედა და მისთჳს განცხადებულად წამებდა.
კლარჯ.მერმე კუალად მითვე ძალითა სულისა წმიდისაჲთა „პეტრე და იოვანე აღვიდოდეს ტაძარსა მას, ჟამსა მას ლოცვისასა, ცხრა ჟამს ოდენ, რომელი-იგი ბჭეთა მათ ტაძრისათა შუენიერთა ჯდა მკელობელი დედის მოცლითგან“,
კლარჯ.მითვე სულითა წმიდითა სავსე იყო პავლე შემდგომად წოდებისა უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტჱსა და მოწამედ ჩუენდა მოვედინ ანანია ღმრთისა მოშიში, რომელ დამასკეს მკჳდრ იყო,
სინ.მრვლთამისთჳსცა ღმერთმან რაჟამს შექმნა დასაბამსა კაცი, ადრე-ადრე მუნთქუესვე მარხვისა მცნებაჲ უბრძანა მას და ვითარცა მოწლესა დედასა და შჯულიერსა მოძღუარსა მითვე იგი შეჰვედრა მას,
სინ.მრვლთდა რომლითა საჭურველითა ეშმაკი იღუწიდა ჩუენდა მომართ, მითვე საჭურველითა ქრისტემან ჩუენ გჳჴსნნა: შეიმოსნა მსგავსად ჴორცნი, რაჲთა ნაკლულსა მას უმეტჱსი მოანიჭოს მადლი.
სინ.მრვლთშეურაცხი გუამი თავს-იდვა შემოსად და მითვე საფლავსა დაიდვა, რაჲთა მკჳდრად გამოგჳრჩინნეს ჩუენ საუკუნისა ცხოვრებისა;
სინ.მრვლთდა მერმესა პარასკევსა, ჟამსა მისვე ღამისასა, მოვიდა, დადგა ჩემ წინაშე იგივე გამალიელ მითვე ხატითა და მრქუა მე: რად უდებ-ჰყავ და არა ახუედ და უთხარ იოვანე ეპისკოპოსსა, რასა-იგი მე გეტყოდე შენ?
სინ.მრვლთვარსკულავნი ღამჱ გამობრწყინდიან და დღისი დაეფარნიან, ხოლო მოციქულნი დღჱ და ღამჱ მითვე ბრწყინვალებითა სულისა წმიდისაჲთა ბრწყინვენ;
სინ.მრვლთდა კუალად მამისა მიერ იწამა მითვე ჴმითა ძედ;
ფს.მაკ.C.ეპნუმცა შევიკრავთ თავთა თჳსთა კუალად მითვე მონებითა შეურაცხითა, რამეთუ სირცხჳლ არს ჩუენდა შეურაცხისა მონებაჲ.
ფს.მაკ.C.ეპრამეთუ ვერ ჴელეწიფების, ვითარმცა გულარძნილებაჲ რაჲმე გაქუნდა გულთა შინა თქუენთა საყდართა მათ წინაშე ჟამსა მას სარჩელისასა, რამეთუ ყოველი პირი დაიყოს და წარმოუდგენ კაცად-კაცადსა საქმენი თჳსნი მითვე სახითა, რომლითაცა მიუტევებდა.
ფს.მაკ.D.სწარამეთუ დაღაცათუ უმცირეს არიან ზოგნი ვარსკულავნი, არამედ მითვე ნათლითა ბრწყინვენ, რომლითაცა დიდნი იგი, ოდენ, რაჲთა იშვას კაცი სულისა მიერ წმიდისა და განწმდეს მის თანა დამკჳდრებულისა ცოდვისაგან.
ფს.მაკ.D.სწადა კუალად წერილ არს, ვითარმედ: „ყოველნივე მითვე სულითა განვნათლდით“.
ფს.მაკ.D.სწადა აღდგომასა მას მერმესა მითვე ზეცისა დიდებისა ხატითა ჴორცნი სულსა თანა იდიდებიან და აღიტაცებიან ცად სულისა მიერ წმიდისა, ვითარცა წერილ არს, „შემთხუევად უფლისა ჰაერთა შინა“ და „თანახატ-ყოფად ჴორცთა დიდებისა მისსა თანა“ ღირს იქმნებიან
შკ.თგნე.და კუალად გემოჲს-ხილვაჲცა მითვე განიზოგების მახლობელად,
შტ.თქ.იპოლხოლო ზომითვე მიიღო სული იგი, მითვე სულითა მიიღო ელია სული იგი, ეგრეცა იოვანეს იგივე სული აქუნდა.
შტ.კრ. თქ.იპ.ხოლო რომელ-იგი თქუა: „სპეტაკ კბილნი მისნი, ვითარცა სძჱ“, მოციქულთათჳს იტყჳს, რომელნი მითვე სიტყჳთა განწმედილ ვითარცა სძჱ გამოჩნდეს,
შტ.კრ.იპგ.და იაკობისი, იგიცა, რომელ ათორმეტთა ძეთა მიმართ მოჴსენებულ და მითვე სახითა გამოცხადებულ,
შტ.კრ.იპგ.და მითვე ნათესავნი დასცნეს კიდით-კიდედმდე.
შტ.ნეტ.იპასუთ მაგას სასუმლითა მითვე რომლითა გასუა თქუენ.
შტ.ნეტ.იპრომელ-იგი ყოვლითავე არს დაძუელებულ დასაბამითი სახელი მისი, რამეთუ სახელი ესე მითვე რიცხჳთა დაჴსულ არს და სხუაჲცა მრავალი სახელი შეგუვებულად მისა იპოვების.
შტ.სიტ.იპრამეთუ რომლითა შეიტყუვნეს კაცნი უნდოჲთა მით კერპთმსახურებითა, მითვე ჩუეულებისა ძელითა მოაქცინა კაცნი ღმრთისმსახურებად
შტ.სიტ.იპდა რომლითა საქმითა დაეფლნიან სამარებსა, მითვე საქმითა ტჳრთოსანნი მოვიდენ.
შტ.ფსალმერმე ვპოვე სომხურითა ენითა წერ[ილი] სრულიად მითვე ბერძულითა განგებითა და მითვე რიცხჳთა.
მცხ.ბარმითვე გუარითა მტილსაცა შინა ძეძჳ, რომელსა ზედა ყოველი მფრინველი დაჯდების; ეგრეთვე და მკუდარსა დაგდებულსა ბნელსა შინა ემსგავსებიან ღმერთნი მათნი, ძელისანი და ოქროანნი და ვეცხლოანნი.
მცხ.გამდა ჰქმნე ქუე ქუემოსა ზედა ქუეშეთსაცუმელისასა ქუეით, ვითარცა აღყუავებულთა ბროწეულთა ბროწეულებანი ჳაკინთისაგან და პორფირისა და მეწამულისა ძახილისა და ბისონისა გრეხილისა ქუე ქუემოსა ზედა ქუეშეთსაცუმელსა, ხოლო მითვე სახითა ბროწეულნი ოქროჲსანი და ეჟუანნი საშუალ მათსა გარემოჲს გარე ბროწეულთა თანა ოქროჲსასა.
მცხ.ეზრ2და მერმე დასდევ წამება მათ თანა, რათამცა მოიქცეს სჯულსა შენსა, ხოლო იგინი უგულისხმონი იქმნნეს და განლაღნეს და არა ისმინეს სჯულისა შენისა, არამედ ბრძანებათა შენთა და მცნებათა შენთა შესცოდეს, რომელ-იგი შენ ჰყავ და ამცენ და უბრძანენ სიტყუანი და მცნებანი შენნი მათ, რამეთუ, რომელმან ყუნეს სიტყუანი ბრძანებათა შენთანი კაცმან, ცხონდეს მითვე, ხოლო მათ ზურგი მათი შეგაქციეს და იქმნნეს ქედ-ფიცხელ და არა ისმინნეს სიტყუანი შენნი
მცხ.იაკრამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა. და მითვე ვსწყევთ კაცთა, რომელნი მსგავსად ღმრთისა შექმნულ არიან.
მცხ.იგავსასწორი დიდი და მცირე და საწყაული ორი საძაგელ არს წინაშე უფლისა (და რომელთა ყონ იგი, მითვე უბრკუმეს და შებრკოლდეს კაცი).
მცხ.იეზდა შესლვასა შინა წინამძღუარისასა გზით ელამისა ბჭისაჲთ შევიდეს და მითვე გზით ბჭისაჲთ გამოვიდეს.
მცხ.იეზოთხთავე მიმართ განზომა კერძოთა მითვე ლელწმითა და განაწესა იგი და ზღუდე მისი მრგულივ ხუთასნი წყრთანი აღმოსავალით კერძო; და ხუთასთა წყრთათა სივრცე განსაწვალებელად საშუალ წმიდათა და საშუალ წინმოზღუდვილობისა, განწესებისაებრ სახლისაჲსა.
მცხ.კორ1არამედ ჩუენთჳს სამე იტყჳს, რამეთუ ჩუენთჳს დაიწერა. რამეთუ სასოებით თანა-აც ჴნვაჲ მჴნველსა მას, და რომელი-იგი ლეწავნ სასოებითა მითვე, - შეკრებაჲ სასოებით.
მცხ.კორ1რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ, ხოლო სხუასა სიტყუაჲ მეცნიერებისაჲ მითვე სულითა,
მცხ.კორ1ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა.
მცხ.კორ2ვჰლოცევდ ტიტეს და თანამივაყვანე ძმაჲ: ნუ მო-მე-რაჲ-გხუეჭა ტიტე? ანუ არა მითვე სულითა ვიდოდეთა? ანუ არა მათვე კუალთა შეუდეგითა?
მცხ.ლუკამიეცით, და მოგეცეს თქუენ. საწყაული კეთილი და შეხრილი და დატენილი და ზედაგარდათხეული მოგცენ წიაღთა თქუენთა; მითვე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, კუალად მოგეწყოს თქუენ.
მცხ.მეფ1და კუალად მიავლინა საულ მოციქულნი დავითისა და ჰრქუა: მითვე ცხედრითურთ მომართუთ მე იგი აქა, რათა მოვკლა იგი!
მცხ.პეტრ2ხოლო აწ ცანი და ქუეყანაჲ მითვე სიტყჳთა დაუნჯებულ არიან, ცეცხლისა დამარხულნი დღედ საშჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთაჲსა.
მცხ.რომვინაჲთგან ერთ არს ღმერთი, რომელმან განამართლის წინადაცუეთილი სარწმუნოებითა და წინადაუცუეთელი მითვე სარწმუნოებითა.
ცხო.ანტხოლო მსაჯულთა სარგებლად აზრახებნ და ეტყჳნ: უფროჲს ყოველთა სამართლად ჰშჯიდით და გეშინოდენ ღმრთისა და უწყოდეთ, რამეთუ რომლითაცა საშჯელითა შჯიდეთ, მითვე განიკითხნეთ.
ცხო.იოვ.ურჰრქუა მას წმიდამან იოვანე, მოწაფემან ქრისტჱსმან, მითვე ჴმითა, რომლითა შეჰრისხნა ქრისტე, უფალი ჩუენი, ლეგეონსა მას, სიმრავლესა მრავალსა, რომელნი იყვნეს კაცისა მის შინა ქალაქისა თანა, რომელთა უბრძანა შესლვად ღორთა.
რუსთ.ერთმანერთისა‚ მას აქათ‚ რაცა ორთავე ვიცითა‚ აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა; ამას შესჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა. გეცრუო‚ ღმერთმან მიწა მქმნას‚ ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!
რუსთ.ავთანდილს უკვირს‚ „ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!“ გათენდა‚ ქალი გამოდგა‚ მოსილი მითვე ფერითა‚ შავსა აუდვა ლაგამი‚ სწმედდა რიდისა წვერითა‚ შეკაზმა‚ მოაქვს აბჯარი წყნარად‚ არ რამე ჩხერითა.
რუსთ.სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა, გწადდეს – გულითა ბრძენითა, გწადდეს – ცნობითა შმაგითა, მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა, ოდენ გამაგრდი, არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.
რუსთ.დილასა ადრე სრას მიხმეს‚ დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა; ავდეგ‚ ვცნა მათი ამბავი‚ წასლვა ვქმენ მითვე წამითა; ვნახე‚ ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა; რა მივე‚ მითხრეს დაჯდომა‚ წინაშე დავჯე სკამითა.
რუსთ.იყო არნათლად ნათელი‚ ფარდაგსა შემომდგომელი; ებურა მოშლით პიროქრო‚ მე მივეც რიდე რომელი; მითვე მწვანითა‚ უებრო‚ მიწოლით ტახტსა მჯდომელი‚ ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი‚ ელვათა მკრთომელი.