| სინ.მრვლთ | საკითხავნი ფერის-ცვალებისანი, თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ. დღისა მისთვის, რომელსა იცვალა ხატი მაცხოვარემან მან წმიდასა მთასა თაბორსა |
| მცხ.იოან | დრტჳნვიდეს მისთვის ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა: მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდმოვჴედ, |
| მცხ.საქმ | ლმობილნი და მკსინვარენი სწავლისა მისთვის ერისა და მითხრობისა იესუჲს მიერ აღდგომისათჳს მკუდრეთით, |
| რუსთ. | შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა, მისთვის სძრვიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწისფერთა, მისი სმენა გააყმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა; მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა. |
| რუსთ. | მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა‚ მაგრა ცოტასა; გამოეგებნეს ლაშქარნი‚ ისხმიდეს მისთვის ოტასა‚ პირსა იხოკდეს‚ გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა‚ ეხვეოდიან‚ ჰკოცნიან ხრმალსა და სალტე-კოტასა. |
| რუსთ. | მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა, ცეცხლმოდებულსა: «მოვიდეს, რა ქმნას ავთანდილ? მისსა დამვედრე დებულსა». მიბრძანა: «მო-ღა-მნახვიდეს მე, მისთვის გაცუდებულსა, ამათ არ დავჰყრი არეთა, არ გავსტეხ მას ქადებულსა. |
| რუსთ. | აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა: მივა და მიტირს გულმდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა, წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა, უჭვრეტდის, თვალი ვერ მოჰხსნის, თუ მოჰხსნის, მიჰხდის ცნობასა. |
| რუსთ. | ყმასა უთხრა: „ვინცა კაცმან იძმოს ანუ და-ცა-იდოს‚ ხამსო‚ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს; ღმერთმან ერთი რათ აცხოვნოს‚ თუ მეორე არ წაწყმიდოს! შენ ისმენდი‚ მე გიამბობ‚ რაცა გინდა წამეკიდოს“. |
| რუსთ. | მონა შემოდგა‚ მივეცი საქმესა გაკვირვებულსა; ასმათის წიგნი მომართვა მე‚ მეტად შეჭირვებულსა‚ ეწერა: «გიხმობს შენი მზე შენ‚ მისთვის მოსურვებულსა‚ მოდი‚ სჯობს მანდა ტირილსა‚ საქმესა ბედით-ვებულსა». |
| რუსთ. | მიკვირს‚ კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა: ვინცა უყვარს‚ რად აყივნებს მისთვის მკვდარსა‚ მისთვის წყლულსა?! თუ არ უყვარს‚ რად არა სძულს? რად აყივნებს‚ რაცა სძულსა?! ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა‚ გულსა. |
| რუსთ. | ხამს‚ თავისსა ხვაშიადსა არვის თანა ამჟღავნებდეს‚ არ ბედითად „ჰაჲჰაჲ“ზმიდეს‚ მოყვარესა აყივნებდეს‚ არსით აჩნდეს მიჯნურობა‚ არასადა იფერებდეს‚ მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს‚ მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს. |
| რუსთ. | მას ცოცხალი ნუ ელევის‚ რაცა პირველ შეუყვარდეს‚ ნუცა ლხინსა აუზვავდეს‚ ნუცა ჭირსა შეუზარდეს‚ მისთვის დასთმოს ყველაკაი‚ მისთვის ველთა გამოვარდეს‚ ნურა გავა‚ სოფელიცა მისი კერძი გარდაქარდეს. |
| რუსთ. | მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე‚ მისთვის ხელმან‚ გამოჭრილმან ლხინი ჩემი ვაალქატე. ორისაგან ერთი მიყავ: ტყვემქმენ ანუ მააზატე‚ ან მაცოცხლე‚ ანუ მომკალ‚ ჭირი ჭირსა მომიმატე!“ |
| რუსთ. | ქალი დაუჯდა კუშტგვარად‚ ქუშობს‚ ჯერთ არ დამტკბარია; ავთანდილ ქვე ზის ტირილად‚ აღარას მოუბარია; ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია. კვლა იქით ქალი ატირდა‚ მისთვის გულნალმობარია. |
| რუსთ. | ხამს‚ მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს‚ ერთი უჩნდეს სამიჯნურო‚ ერთსა ვისმე აშიკობდეს‚ ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს‚ მას აქებდეს‚ მას ამკობდეს‚ – მისგან კიდე ნურა უნდა‚ – მისთვის ენამუსიკობდეს. |
| რუსთ. | მე‚ რუსთველი‚ ხელობითა ვიქ საქმესა ამადარი: ვის მორჩილობს ჯარი სპათა‚ მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი; დაუძლურდი‚ მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი‚ ანუ მომცეს განკურნება‚ ანუ მიწა მე სამარი. |
| რუსთ. | მო‚ დავსხდეთ‚ ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობილი; მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი! დავჯე‚ რუსთველმან გავლექსე‚ მისთვის გულლახვარსობილი‚ აქამდის ამბვად ნათქვამი‚ აწ მარგალიტი წყობილი. |
| რუსთ. | მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები, მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები; მას უამბვენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ რაგვარ ვბნდები, მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები. |
| რუსთ. | რასაცა ლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია, გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია! მე მისთვის ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერნამკრთალია! ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია! |
| რუსთ. | თქვენ შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა, თქვენი შემყრელი, მსახური, შენგან ღირსქმნილი ხმობისა, მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა, გლახ, დაგიგდია, არ ნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა!“ |
| რუსთ. | თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არცა მაშინ მშურდა. ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვინ მოგმდურდა! თუ ავთანდილ არ მიყვარდა, ასრე მისთვის რად მომსურდა? დია ღმერთო, წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა“. |
| რუსთ. | მეფე გაჰკვირდა‚ გა-ცა-წყრა‚ გული უც მისთვის მწყრომარე‚ გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე‚ უბრძანა: „ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე‚ მიდით და აქა მომგვარეთ‚ ვინ არის იქი მჯდომარე!“ |
| რუსთ. | ჰე, მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა, ბრჭესა ღმრთულსა, მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა; ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა! მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა? |
| რუსთ. | მეფე ყელსა მოეხვია‚ გარდაკოცნა ვითა შვილი; სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი‚ არ გაზრდილი! ყმა ადგა და წამოვიდა‚ მას დღე მათი ჩანს გაყრილი; როსტან მისთვის აატირა გონიერი გული‚ ლბილი. |
| რუსთ. | რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად; მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერნამკრთალი სად, გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად“. |
| რუსთ. | მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია. ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელს მიწათა გარია, ზღვათაკენ სარკმლით გასტყორცა, ზღვისა ქვიშათა დარია, მისთვის არცაღა სამარე, არცა სათხარად ბარია. |
| რუსთ. | ვითა მთვარე დაუდგომლად იარების, არ დადგების; მასვე ცხენსა შენეულსა ზის, აროდეს გარდახდების; არას ნახავს პირმეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების. ვაჲ მე, მისსა მგონებელსა, ვაჲ მას, ვინცა მისთვის კვდების! |
| რუსთ. | ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა, უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა; მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა, მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა. |
| რუსთ. | ღმერთმან ქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული, მე დავახვედრო ესე მზე და მისთვის დამზადებული; მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვცნათ გაცხადებული, მუნამდის მთვარე შუქკრთომით ჯდეს, მზისა მოშორვებული». |
| რუსთ. | მოიტირეს, ყმამან უთხრა: „ნუღარ გასწყვედ, გაასრულე!“ ფატმან იტყვის: „მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე, გარდუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე, ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე. |
| რუსთ. | ესე სიტყვა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი; ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი; ერთმანერთი დაავიწყდა, მისთვის გახდეს ვითა ხელნი, ღვარმან, ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი. |
| რუსთ. | კაცნი იხმნა მასვე წამსა‚ ესე საქმე დავიურვეთ‚ უბრძანა‚ თუ: «ნავებითა წადით‚ ზღვა-ზღვა მოიცურვეთ‚ მოგვინახეთ‚ საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ; თავთა ჭირი უათასეთ‚ რადმც უშვიდეთ‚ რადმცა ურვეთ?» |
| რუსთ. | დაჯდა‚ მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს‚ მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს‚ სულთქმა ბევრი აათასეს‚ აღარა თუ აერთხელეს. გაყრა ბრძანეს‚ გაიყარნეს‚ ჯალაბობა გაათხელეს. |
| რუსთ. | დადრკა‚ სკამნი შემოსტყორცნა‚ ჰკრნა კედელსა‚ შეალეწნა; დააცთუნნა‚ მაგრა მისთვის აალმასნა‚ არ აძეწნა: „ვით მიამბე წასლვა მისი‚ ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!“ ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა. |
| რუსთ. | ყმამან უთხრა: „აღარწასლვა არ ეგების ჩემგან აროს. იადონი მაშინ მოკვდეს‚ ოდეს ვარდმან იდამჭნაროს. ხამს‚ უძებნოს ცვარი წყლისა‚ მისთვის თავი ყოვლგან აროს‚ ვერ უპოვოს‚ რა ქმნას‚ ანუ გული რითა დაიწყნაროს! |
| რუსთ. | ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია; მას რომე ცრემლი სდენია, ზღვათაცა შენართევია; მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლა მიმირთმევია, ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ ტირილი არ დალევია. |
| რუსთ. | შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან‚ სამასი თავი სტავრა-ატლასი უხვმან‚ ნიადაგ მიუმცთარომან‚ სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად არ მათმან საუარომან. კაცი გაგზავნა ვაზირისასა‚ ესე ყველაი მისთვის არო მან. |
| რუსთ. | ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხომელსა, აბდულ-მესია – შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ – სარგის თმოგველსა, მას ენადაუშრომელსა, ტარიელ – მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლშეუშრომელსა. |
| რუსთ. | ყმამან უთხრა: „შენი წყრომა მეცა განა დამიმძიმდა‚ მაგრა ქრთამი რადღა გმართებს? – გაიცინნა‚ გა-ცა-ღიმდა‚ – შენ ადიმი გაგიმეშდა‚ არ თუ მეში გიადიმდა. რა აქიმი დასნეულდეს‚ მისთვის ვინმცა გააქიმდა!“ |
| რუსთ. | ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა მატს და არცა სდიდობს; მეშინიან‚ თუცა შიშსა მოციქული არ დარიდობს. აწ ავთანდილ გეთხოვების‚ მოაჯეობს‚ არ წამკიდობს‚ უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს“. |
| რუსთ. | რომე აქათ არ წახვიდე‚ შენ თუ ამას შემეპირო‚ მეცა ფიცით შეგაჯერებ‚ არასათვის არ გაგწირო‚ კვლა მოვიდე შენად ნახვად‚ შენთვის მოვკვდე‚ შენთვის ვირო‚ ღმერთსა უნდეს‚ ვისთვის ჰკვდები‚ მისთვის აგრე არ გატირო“. |
| რაბლე | რონდო სასკორავი, ვითა სტვირი, ბუნების ხმას ავაყოლე, არემარე ავაყროლე, სულ არ მებას ნეტავ ცხვირი, იმას ველი, მისთვის ვსტირი, ვისას თვალი გავაყოლე გავასა! |