| რაბლე2 | რაიცა ომიანობისა წესია, ისა ვქანთ: Qui potest capere cariat. |
| რუსთ. | ტარიელ უთხრა: „მე შენი გული აწ მემხურვალების; მიკვირს‚ თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების! მაგრა წესია‚ მიჯნური მიჯნურსა შეებრალების‚ შენ საყვარელსა გაგყარო‚ ესე რათ გენაცვალების! |
| რუსთ. | რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, – წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა, – მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა, მაშინვე შეჯდა, არ უნდა მისლვა სხვასაღა მხმობელსა. |
| რუსთ. | მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია; მონამან უთხრა: «ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია: მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია, ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია. |
| რუსთ. | ტარიელ ეტყვის: „ჰე, დაო, მით ცრემლი აქა მდინია, საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია, ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია. ვაჲ შენი ბრალი, დავ, თვარა სიკვდილი ჩემი ლხინია! |
| რუსთ. | ამა ქალაქსა წესია, დღესა მას ნავროზობასა არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა; ყველანი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა, დიდსა შეიქმან მეფენი პურობა-დარბაზობასა. |
| რუსთ. | მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკვნესია. შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია, თანა ჰყვა მონა სამოცი, ვით ხელმწიფეთა წესია, მოვიდეს; მეტად გავჰკვირდი, ვთქვი: «რამე საქმე ზესია». |
| რუსთ. | ვთქვი: «უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა: მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა; ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა. რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა?» |
| რუსთ. | მე დავშვერ‚ ვითა წესია საურავგარდახდილისა; შინა წამოვე‚ მაშვრალსა ქმნა მომნდომოდა ძილისა; მონა მოვიდა‚ მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა: «ადრე მოდიო‚ გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა». |
| რაბლე | მეორე დღესა გარგანტუამ, მოძღვარმა იმისმა პონოკრატემ თავიანთ ქულფათიანად, და აგრეთვე ყმაწვილმა პაჟმა ევდემონმა თითო-თითო წასვლისა წრუტო კი არა, თხლაშო გადაჰკრეს, ვითარ წესია, და დამგზავრდნენ. |
| რაბლე | თამაშისა შემდგომად წესია: სუყველა ცეცხლაპირას უნდა გაშრეს, პერანგი გამოიცვალოს და გულისა საამოვნოდ დაჯდეს ჭამად, ნამეტურ დიდი ლხინი მოგებულთ უწყიან. სუფრა აბა ის არი და! |
| რაბლე | არ ივლი ცალად, ბოროტისგან გვემული კვალად, ზოგ-ზოგთა დარად ღვარძლიანი, ბილწი მწირველი, აქ საჭირველი არცრა გჭირდეს, არც საკვირველი და სახილველით გაიხარებ, ვითარ წესია, ოღონდ უწყოდე, ვინ კაცია და ვინ ლეშია. |