კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ქება ქებათა »
ქება ქებათა 1
ქება ქებათა 2
ქება ქებათა 3
ქება ქებათა 4
ქება ქებათა 5
ქება ქებათა 6
ქება ქებათა 7
ქება ქებათა 8

« ქება ქებათა 6 [BIB - xx] »
6:1 მიმგებელმა თქუა: ძმისწული ჩემი შთავიდა მტილსა თჳსსა წედთა მათ საკუმეველისა, მწყსად შორის მტილთა დაკრებად შროშნისა.
6:2 მე ძმისწულისა ჩემისა და ძმისწული ჩემი ჩემდა, რომელი ჰმწყსის შორის შროშანთა.
6:3 სიძე ეტყჳს სძლისა მიმართ: კეთილ ხარ, მახლობელო ჩემო, ვითარცა სათნოებაჲ, შუენიერ ხარ, ვითარცა იერუსალიმი, საკჳრველ, ვითარცა დაწესებულნი.
6:4 მიდრკენ თუალნი შენნი წინაშე ჩემსა, რამეთუ ამათ ფრთოვან- მყვეს მე. თმაჲ შენი, ვითარცა სამწყსოჲ თხათაჲ, რომელნი გამოჩნდეს გალადით;
6:5 კბილნი შენნი, ვითარცა არვე მორისულთა, რომელნი აღმოვიდეს საბანელით, ყოველნი ორთმსხმელ და ბერწი არა არს მათ შორის;
6:6 ვითარცა საბელი ძოწეული, ბაგენი შენნი, და სიტყუაჲ შენი შუენიერ, ვითარცა ნაქურცენი ბროწეულისაჲ, სიკეთენი შენნი გარეშე დუმილისა მაგის შენისა.
6:7 სამეოცნი არიან დედოფალნი და ოთხმეოც ხარჭნი, და ქალწულნი, რომელთა არა არს რიცხჳ.
6:8 ერთ არს ტრედი ჩემი, სძალი ჩემი, ერთ არს დედისა თჳსისა. რჩეულ არს მშობლისა თჳსისა. იხილეს იგი ასულთა და ჰნატრეს მას. დედოფალთა და ხარჭთა აქეს აქეს იგი.
6:9 ასულთა და დედოფალთა იხილეს სძალი და ჰნატრეს მას: ვინ არს ესე, რომელი ბრწყინავს, ვითარცა ცისკარი, შუენიერ, ვითარცა მთოვარე, რჩეულ, ვითარცა მზე, საკჳრველ, ვითარცა განწესებულნი?
6:10 სიძე ეტყჳს სძალსა: მტილსა ნიგუზოვანთასა შთავედ ნაშობი ღუარისაჲ ხილვად, უკუეთუ აღყუავნა ვენაჴი, აღყვავნეს ბროწეულნი.
6:11 სძალი ეტყჳს სიძესა: მუნ მოგცნე ძუძუნი ჩემნი შენ. ვერ ცნა სულმან ჩემმან, დამდვა მე ეტლად ამინადაბისა.
6:12 ასულნი და დედოფალნი ეტყჳან სძალსა: მოაქციე, მოაქციე, სულამიტელო! მოაქციე, მოაქციე და გიხილოთ შენ!

© 2010, გია შერვაშიძე