7:1 |
ასულნი და დედოფალნი ეტყჳან სიძესა: რასა ჰხედავთ, სულამიტელნო? შორის მომავალი, ვითარცა მწყობრი ბანაკთა. |
7:2 |
რაჲსა განშუენდეს კუალნი შენნი საჴამლობითა, ასულო ამინადიბისო? ნაწევრებულებაჲ წვივთა შენთაჲ, მსგავსი მელევანდისაჲ, ნაქმარ ჴელოვნისა. |
7:3 |
უპე შენი - ტაკუკ წახნაგებულ, არამოკლებულ ზავებულისაგან; მუცელი შენი - ხუავი იფქლისაჲ, მოკრძალული შროშნითა; |
7:4 |
ორნი ძუძუნი შენნი, ვითარცა ორნი მარჩბივნი თიკანნი ქურციკისანი; |
7:5 |
კისერი შენი, ვითარცა გოდოლი პილოსძუალისაჲ; თუალნი შენნი, ვითარცა ტბანი ესებონისანი, ცხჳრნი შენნი, ვითარცა გოდოლი ლიბანისაჲ პირისპირ დამასკისა; |
7:6 |
თავი შენი შენ ზედა, ვითარცა კარმელი და ნათხზენი თავისა შენისა, ვითარცა პორფირი, მეფე შეკრული თანაწარმვლელთა შორის. |
7:7 |
სიდიდე შენი ემსგავსა ფინიკსა და ძუძუნი შენნი ტევანთა. |
7:8 |
რაბამ განშუენდი და რაბამ დასტკბა სიყუარული შუებათა შენთა?! |
7:9 |
და ვთქუ: აღვიდე ფინიკსა და ვიპყრა სიმაღლე მისი. და იყვნენ ძუძუნი შენნი, ვითარცა ტევანნი ვენაჴისანი, და ორთქლი ცხჳრთა შენთა, ვითარცა ვაშლი, |
7:10 |
სასა შენი, ვითარცა ღჳნო კეთილი. მომვლელი ძმისწულისა მიერ ჩემისა სიწრფოებად, კმასაყოფელად ბაგეთა ჩემთა და კბილთა. |
7:11 |
მე ძმისწულისა ჩემისა და ჩემდა მომართ მოქცევაჲ მისი. |
7:12 |
მოვედ, საყუარელო ჩემო, განვიდეთ აგარაკად, ვიქცეოდეთ დაბათა შინა; |
7:13 |
ვიმსთოთ ვენაჴთა შინა, ვიხილოთ, უკუეთუ აღყვავნა ვენაჴი, უკუეთუ აღყუავნა ბუტკოვნებაჲ, უკუეთუ აღყუავნეს ბროწეულნი. მუნ მოგცნე ძუძუნი ჩემნი შენ. |
7:14 |
მანდრაგორთა შენთა გამოსცეს სულნელებაჲ და კართა ზედა ჩუენთა შენნი მწუერვალნი ხეთანი, ახალნი ძუელთა თანა, რომელი მომცა დედამან ჩემმან, ძმისწულო ჩემო, დაგიმარხო შენ. |