კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ქება ქებათა »
ქება ქებათა 1
ქება ქებათა 2
ქება ქებათა 3
ქება ქებათა 4
ქება ქებათა 5
ქება ქებათა 6
ქება ქებათა 7
ქება ქებათა 8

« ქება ქებათა 8 [BIB - xx] »
8:1 ვინ მოგცნეს შენ, ძმისწულო ჩემო, წოვნად ძუძუნი დედისა ჩემისანი? გარე გპოვე, ამბორს- გიყავ შენ, და არა შეურაცხ-გყავ.
8:2 მოგეხჳე შენ და შეგიყვანე სახლსა დედისა ჩემისასა და საუნჯეთა მუცლადმღებელისა ჩემისათა. და გასუა შენ ღჳნისაგან სულნელთასა, სინედლისაგან ბროწეულთა ჩემთასა.
8:3 მარცხენე მისი თავსა ზედა ჩემსა და მარჯუენე მისი გარემომეხჳა მე.
8:4 გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა მიმართ და ძლიერებათა მიმართ აგარაკისათა, უკუეთუ აღსდგეთ და აღადგინოთ სიყუარული, ვიდრემდისცა ენებოს.
8:5 ასულნი და დედოფალნი ეტყჳან: ვინ არს ისი აღმომავალი უდაბნოთ? დავამტკიცოთ იგი სიყვარულსა მისსა ზედა; ვაშლსა ქუეშე განგაღჳძე შენ. მუნ ელმოდა შენთჳს დედასა შენსა, მუნ ელმოდა მშობელსა შენსა. დამდვეს მე, ვითარცა საბეჭდავი გულსა ზედა შენსა, ვითარცა საბეჭდავი, მკლავსა ზედა შენსა,
8:6 რამეთუ მტკიცე არს, ვითარცა სიკუდილი, სიყვარული. ფიცხელ არს, ვითარცა ჯოჯოხეთი, შური; გარემოჲს მისსა კლდე, გარემოჲს მისსა კლდე ცეცხლისაჲ, ცეცხლისა ალთა მისთაჲ.
8:7 წყალსა მრავალსა ვერ ძალ-უც დაშრეტა სიყვარულისა. მდინარენი ვერ წარღუნიან მას, უკუეთუ მისცეს კაცმან ყოველი ცხორებაჲ თჳსი სიყვარულსა, შეურაცხ-ყონ იგი შეურაცხებით
8:8 ქალწულნი იტყჳან: ჯ დაჲ ჩუენი მცირე არს და ძუძუნი არა ასხენ, რაჲმე უყოთ დასა ჩუენსა დღესა, რომელსა ითქუას მისსა მიმართ?
8:9 უკუეთუ ზღუდე არს, აღვაშენნეთ მას ზედა აღსამატებელნი ვეცხლისანი და, უკუეთუ კარი არს, დავამსჭუალოთ მას ზედა ფიცარი ნაძჳსაჯ.
8:10 სძალმა იკადრა და ეტყჳს: მე - ზღუდე და ძუძუნი ჩემნი - გოდოლნი. მე ვარ წინაშე თუალთა მისთა, ვითარცა მპოვნელი მშჳდობისა.
8:11 ვენაჴი იყო სოლომონისი ვევლამონოს.
8:12 ვენაჴი ჩემი ჩემდა წინაშე ჩემსა, მამაკაცი არს ჟამსა მისსა ათასის ვეცხლის, ათასნი - სალმონს და ორასნი - მცველთა ნაყოფისა მისისათა,
8:13 რომელი მჯდომარე არს მტილთა შინა, მოყუასნი მოელოდეს: ჴმაჲ შენი მასმინე!
8:14 ივლტოდე, დისწულო ჩემო, და ემსგავსე ქურციკსა, ანუ ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა ღელოვანთასა.

© 2010, გია შერვაშიძე