1:1 |
ხილვაჲ აბდიასი, რომელი იყო უწინარეს გამოსლვისა ასურასტანით. ამათ ეტყვის უფალი ღმერთი იდუმეასა: სასმენელი მესმა უფლისა მიერ. და გარემოცვა წარმართთა მიმართ განავლინა: აღდეგით და აღვდგეთ მის ზედა ბრძოლად. |
1:2 |
აჰა, შემცირებულად მიგეც შენ წარმართთა შორის. უპატივო ხარ შენ ფრიად. |
1:3 |
ამპარტავანებამან გულისა შენისამან აღგიღო შენ, დამკჳდრებულთა შორის ჴურელებსა კლდეთასა აღმამაღლებელი საყოფლისა თჳსისა, მეტყუელი გულსა შინა მისსა: ვინ დამამჴუას მე ქუეყანასა ზედა. |
1:4 |
უკუეთუ აღიმაღლო, ვითარცა არწივმან, და უკეთუ შორის ვარსკულავთა დაიდგა ბუდე შენი, მიერ გარდამოგაგდო შენ, - იტყჳს უფალი, |
1:5 |
უკეთუმცა მპარავნი შევიდეს შენდა, ანუ ავაზაკნი ღამე, სადამცა განიგდე, არამცა იპარნე საკმანი თავთა თჳსთათჳს, და უკეთუმცა მსთულებელნი შევიდეს შენდა, არამცა დაუტევესა მოსაკუფხლავი? |
1:6 |
ეითარ გამოკულეულ იქმნა ესავ და დაშთეს დაფარულნი მისნი. |
1:7 |
ვიდრე საზღუართამდე შენთა განგავლინეს შენ, ყოვვლნი მამაკაცნი აღთქმისა შენისანი წინააღგიდგეს შენ, ძლიერ იქმნეს შენდამი მამაკაცნი მშჳდობისა შენისანი. დაგიდვეს შესაბრკოლებელი ქუეშე შენსა. არა არს გულისხმის-ყოფაჲ მათ თანა. |
1:8 |
მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - წარვსწყმიდნე ბრძენნი ქუეყანით იდუმეაჲთ და გულისჴმის-ყოფაჲ მთისაგან ისავისსა. |
1:9 |
და წიწნეულ იქმნენ მბრძოლნი შენნი თემანითგამონი, რათა აღიღოს კაცი მთისაგან ესავისსა |
1:10 |
კლვისათჳს და უთნოობისა ძმისა შენისა იაკობისსა და დაგფაროს შენ სირცხჳლმან და აღგჴოცო უკუნისამდე. |
1:11 |
ვინა დღითგან წინააღუდეგ წინააღმდგომად დღესა შინა ტყუე-ყოფადისასა, სხუანათესავნი ძალსა მისსა და უცხონი შევიდეს ბჭეთა მისთა და იერუსალჱმსა ზედა განიგდეს წილი. და თქუენ ხართ, ვითარცა ერთი მათგანი. |
1:12 |
და ნუ მიხედავ დღესა უცხოსა, დღესა შინა ძისა შენისასა და ნუ მოსცხრები ძეთა ზედა იუდასთა, დღესა შინა წარწყმედისა მათისასა და ნუ დიდსიტყუაობ დღესა შინა ჭირისასა, |
1:13 |
ნუცა შეხუალ ბჭეთა ერისათა დღესა შინა ტკივილთა მათთასა. და ნუ ზედდაჰხედავ შენცა შესაკრებელსა მათსა დღესა შინა მოსრულებისა მათისასა. და ნუცა თანდაშჯდები ძალსა ზედა მათსა დღესა შინა წარწყმედისა მათისასა. |
1:14 |
ნუცა დასდგები განსავალთა ზედა მათთა მოწყუედად განრინებულთა მათგანთა. ნუ წყუდეულ-ჰყოფ მლტოლვარეთა მათგან დღესა შინა ჭირისასა |
1:15 |
მით, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ ყოველთა ზედა ნათესავთა. ვითარსახედ უყავ, ეგრეთ იყოს შენდა მოსაგებელი შენი მოგეგოს შენ თავსა ზედა შენსა |
1:16 |
მით, რამეთუ ვითარსახედ ჰსუემდ მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, სუმიდენ ყოველნი ნათესავნი, ღჳნოსა სუმიდენ და შთასთქმიდენ და იყვნენ, ვითარცა არაყოფილნი. |
1:17 |
ხოლო შორის მთასა სიონსა იყოს მაცხოვარებაჲ, და იყოს წმიდაჲ, და დაიმკჳდრნეს სახლმან იაკობისამან დამამკჳდრებელნი მათნი. |
1:18 |
და იყოს სახლი იაკობისა ცეცხლი და სახლი იოსებისი-ალ, ხოლო ესავისი - ლელწამ. და აღატყდენ მათ ზედა და შეიჭამნენ იგინი. და არა იყოს მეცეცხლე სახლსა ესავისსა, რამეთუ უფალმან თქუა: |
1:19 |
და დაიმკჳდრონ ნაგეისშინათა მთაჲ ესავისი, და სეფილასშინათა უცხოტომნი იგი. და დაიმკჳდრონ მთაჲ იგი ეფრემისი, და ველი სამარაჲსაჲ, და ბენიამენი და გალაადიტი. |
1:20 |
და გარდასახლებისა დასაბამი ესე არს ძეთა ისრაჱლისათა: ქუეყანაჲ ქანანელთაჲ ვიდრე სარეფთონდმდე და გარდასახლებაჲ იერუსალიმისაჲ ვიდრე ეფრათადმდე. და დაიმკჳდრნენ ქალიქნი ნაგესისნი. |
1:21 |
და აღვიდოდიან განრინებულნი მთისაგან სიონისა, შურისძიებად მთასა ესავისსა და იყოს უფლისა მეუფებაჲ. |