კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« აბდია »
აბდია 1

« აბდია 1 [BIB - xx] »
1:1 ხილვაჲ აბდიასი, რომელი იყო უწინარეს გამოსლვისა ასურასტანით. ამათ ეტყვის უფალი ღმერთი იდუმეასა: სასმენელი მესმა უფლისა მიერ. და გარემოცვა წარმართთა მიმართ განავლინა: აღდეგით და აღვდგეთ მის ზედა ბრძოლად.
1:2 აჰა, შემცირებულად მიგეც შენ წარმართთა შორის. უპატივო ხარ შენ ფრიად.
1:3 ამპარტავანებამან გულისა შენისამან აღგიღო შენ, დამკჳდრებულთა შორის ჴურელებსა კლდეთასა აღმამაღლებელი საყოფლისა თჳსისა, მეტყუელი გულსა შინა მისსა: ვინ დამამჴუას მე ქუეყანასა ზედა.
1:4 უკუეთუ აღიმაღლო, ვითარცა არწივმან, და უკეთუ შორის ვარსკულავთა დაიდგა ბუდე შენი, მიერ გარდამოგაგდო შენ, - იტყჳს უფალი,
1:5 უკეთუმცა მპარავნი შევიდეს შენდა, ანუ ავაზაკნი ღამე, სადამცა განიგდე, არამცა იპარნე საკმანი თავთა თჳსთათჳს, და უკეთუმცა მსთულებელნი შევიდეს შენდა, არამცა დაუტევესა მოსაკუფხლავი?
1:6 ეითარ გამოკულეულ იქმნა ესავ და დაშთეს დაფარულნი მისნი.
1:7 ვიდრე საზღუართამდე შენთა განგავლინეს შენ, ყოვვლნი მამაკაცნი აღთქმისა შენისანი წინააღგიდგეს შენ, ძლიერ იქმნეს შენდამი მამაკაცნი მშჳდობისა შენისანი. დაგიდვეს შესაბრკოლებელი ქუეშე შენსა. არა არს გულისხმის-ყოფაჲ მათ თანა.
1:8 მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - წარვსწყმიდნე ბრძენნი ქუეყანით იდუმეაჲთ და გულისჴმის-ყოფაჲ მთისაგან ისავისსა.
1:9 და წიწნეულ იქმნენ მბრძოლნი შენნი თემანითგამონი, რათა აღიღოს კაცი მთისაგან ესავისსა
1:10 კლვისათჳს და უთნოობისა ძმისა შენისა იაკობისსა და დაგფაროს შენ სირცხჳლმან და აღგჴოცო უკუნისამდე.
1:11 ვინა დღითგან წინააღუდეგ წინააღმდგომად დღესა შინა ტყუე-ყოფადისასა, სხუანათესავნი ძალსა მისსა და უცხონი შევიდეს ბჭეთა მისთა და იერუსალჱმსა ზედა განიგდეს წილი. და თქუენ ხართ, ვითარცა ერთი მათგანი.
1:12 და ნუ მიხედავ დღესა უცხოსა, დღესა შინა ძისა შენისასა და ნუ მოსცხრები ძეთა ზედა იუდასთა, დღესა შინა წარწყმედისა მათისასა და ნუ დიდსიტყუაობ დღესა შინა ჭირისასა,
1:13 ნუცა შეხუალ ბჭეთა ერისათა დღესა შინა ტკივილთა მათთასა. და ნუ ზედდაჰხედავ შენცა შესაკრებელსა მათსა დღესა შინა მოსრულებისა მათისასა. და ნუცა თანდაშჯდები ძალსა ზედა მათსა დღესა შინა წარწყმედისა მათისასა.
1:14 ნუცა დასდგები განსავალთა ზედა მათთა მოწყუედად განრინებულთა მათგანთა. ნუ წყუდეულ-ჰყოფ მლტოლვარეთა მათგან დღესა შინა ჭირისასა
1:15 მით, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ ყოველთა ზედა ნათესავთა. ვითარსახედ უყავ, ეგრეთ იყოს შენდა მოსაგებელი შენი მოგეგოს შენ თავსა ზედა შენსა
1:16 მით, რამეთუ ვითარსახედ ჰსუემდ მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, სუმიდენ ყოველნი ნათესავნი, ღჳნოსა სუმიდენ და შთასთქმიდენ და იყვნენ, ვითარცა არაყოფილნი.
1:17 ხოლო შორის მთასა სიონსა იყოს მაცხოვარებაჲ, და იყოს წმიდაჲ, და დაიმკჳდრნეს სახლმან იაკობისამან დამამკჳდრებელნი მათნი.
1:18 და იყოს სახლი იაკობისა ცეცხლი და სახლი იოსებისი-ალ, ხოლო ესავისი - ლელწამ. და აღატყდენ მათ ზედა და შეიჭამნენ იგინი. და არა იყოს მეცეცხლე სახლსა ესავისსა, რამეთუ უფალმან თქუა:
1:19 და დაიმკჳდრონ ნაგეისშინათა მთაჲ ესავისი, და სეფილასშინათა უცხოტომნი იგი. და დაიმკჳდრონ მთაჲ იგი ეფრემისი, და ველი სამარაჲსაჲ, და ბენიამენი და გალაადიტი.
1:20 და გარდასახლებისა დასაბამი ესე არს ძეთა ისრაჱლისათა: ქუეყანაჲ ქანანელთაჲ ვიდრე სარეფთონდმდე და გარდასახლებაჲ იერუსალიმისაჲ ვიდრე ეფრათადმდე. და დაიმკჳდრნენ ქალიქნი ნაგესისნი.
1:21 და აღვიდოდიან განრინებულნი მთისაგან სიონისა, შურისძიებად მთასა ესავისსა და იყოს უფლისა მეუფებაჲ.

© 2010, გია შერვაშიძე