კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« იონა »
იონა 1
იონა 2
იონა 3
იონა 4

« იონა 2 [BIB - xx] »
2:1 და უბრძანა უფალმან ვეშაპსა დიდსა შთანთქმად იონა და იყო იონა მუცელსა შინა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე.
2:2 და ილოცა იონა უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა მუცლით გამო ვეშაპისთჳს.
2:3 და თქუა: ღაღად-ვყავ ჭირსა შინა ჩემსა უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა და შეისმინა ჩემი მუცლისაგან ჯოჯოხეთისა ღაღადებისა ჩემისა, გესმა ჴმისა ჩემისა.
2:4 განმაგდე მე სიღრმედ მიმართ გულისა ზღჳსა და მდინარეთა მომიცვეს მე, ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი ჩემ ზედა გარდაჴდეს.
2:5 და მე ვთქუ: განვიგდე თუალთა შენთაგან, სადმე შე-ღა-ვსძინო მიხედვად ტაძრისა მიმართ წმიდისა შენისა.
2:6 გარემომესხა მე წყალი, ვიდრე სულად ჩემდამდე, უფსკრულმან მომიცვა მე უკანაჲსკნელმან, დაჴდა თავი ჩემი
2:7 ნაპრალებსა მთათასა, შთავჴედ ქუეყანად, რომლისა მოქლონნი მისნი კლიტე საუკუნეებ. და აღმოვედინ ხრწნისაგან ცხორება ჩემი.
2:8 შენდამი უფალო, ღმერთო ჩემო, მოკლებასა შინა ჩემგან სულისა ჩემისასა. უფალი მოვიჴსენე და შევედინ შენდამი ლოცვა ჩემი, ტაძრით მიმართ, წმიდისა შენისა.
2:9 მცველთა ამაოსა და ცრუსათა წყალობა მათი დაუტევეს,
2:10 ხოლო მე ჴმისა თანა ქებისა და აღსარებისასა გამსხუერპლო შენ. რავდენი ვილოცე კუალად გაგო შენ მაცხოვარებად ჩემდა უფალსა.
2:11 და ებრძანა უფლისა მიერ ვეშაპსა და განაგდო იონა ჴმელსა ზედა.

© 2010, გია შერვაშიძე