5:1 |
აწ შეიზღუდოს ასული ეფრემისი ზღუდისა მიერ; შეწყუდევაჲ განაწესა თქუენ ზედა, კუერთხითა სცემდენ ღაწუთა ზედა ტომთა ისრაჱლისათა. |
5:2 |
და შენ, ბეთლემ, სახლი ეფრათასი, მცირე ხარ ყოფად ათასეულთა შორის იუდასთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს ჩემდად ყოფადი, მთავრად ისრაჱლსა ზედა და გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუნოჲსათა |
5:3 |
ამისთჳს მისცეს მათ, ვიდრე ჟამადმდე შობისა შუეს. და ნეშტნი ძმათა მისთანი მოიქცენ ძეთა მომართ ისრაჱლისათა |
5:4 |
და დადგეს და იხილოს და მწყსიდეს სამწყსოსა მისსა ძლიერებით უფალი და დიდებისა მიერ სახელისა უფლისა ღმრთისა მათისა იყუნენ მით, რამეთუ განდიდნენ აწ ვიდრე კიდეთამდე, ქუეყანისათა |
5:5 |
და იყოს ესე მშჳდობაჲ, ოდეს ასურასტანელი მოვიდეს ქუეყანასა ზედა თქუენსა და აღდგენ მის ზედა შჳდნი მწყემსნი და რვანი წყლულებანი კაცთანი |
5:6 |
და მწყსიდენ ასსურსა მახჳლისა მიერ და ქუეყანასა ნავროდისსა საზღუარსა შინა მისა, და გიჴსნას შენ ასსურისაგან, ოდეს მოჴდეს ქუეყანასა ზედა თქუენსა და ოდეს ზედაღჴდეს საზღუართა ზედა თქუენთა. |
5:7 |
და ყოს დაშთომილი იაკობისი საშუალ ერთა მრავალთა, ვითარცა ცუარი დავრდომილი უფლისა მიერ და ვითარცა წუეთი კლერტსა ზედა, რათა არ შეკრბეს არცა ერთი, არცა შემტკიცნეს შორის ძეთა კაცთასა. |
5:8 |
და იყოს დაშთომილი იაკობისი წარმართთა შორის საშუალ ერთა მრავალთა, ვითარცა ლომი საცხოვართა შორის მაღნარსა შინა და ვათრცა ლეკჳ სამწყსოსა შორის ცხოვართასა, ვითარსახედ ოდეს განვლოს და განმმთესველმან მიიტაცოს, და არა იყოს განმარინებელი. |
5:9 |
ამაღლდეს ჴელი შენი მაჭირვებელთა ზედა შენთა და ყოველნი მტერნი შენნი მოისრნენ. |
5:10 |
და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - და მოვსრნნე ჰუნენი შენნი შორის შენსა და წარვწყმიდნე ეტლნი შენნი |
5:11 |
და მოვსპნე ქალაქნი ქუეყანისა შენისანი და აღვიხუნე ყოველნი სიმაგრენი შენნი. და აღვიხუნე ყოველნი გრძნებანი შენნი ჴელთაგან შენთა და აღმომჴმობელნი არა იყუნენ შენდა |
5:12 |
და მოვსპნე ქანდაკებულნი შენნი და ძეგლნი შენნი შორის შენსა. და არღა მერმე ართაყუანის-სცე ქმნულებსა ჴელთა შენთასა. |
5:13 |
და აღმოვსჭრნე სერტყებნი საშუალისაგან შენისა და ვაუჩინოვნე ქალაქნი შენნი |
5:14 |
და ვყო რისხვისა მიერ და გულისწყრომისა მის შურის-ძიებაჲ ნათესავთა შორის მათ წილ, რომელ არა მერჩდეს მე. |