კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« მიქია »
მიქია 1
მიქია 2
მიქია 3
მიქია 4
მიქია 5
მიქია 6
მიქია 7

« მიქია 6 [BIB - xx] »
6:1 ისმინენით აწ, რომელნი უფალმან თქუნა აღდეგით და განისაჯენით მთათა მიმართ და ისმინეთ ბორცუთა ჴმისა შენისაჲ
6:2 ისმინეთ ბორცუთა მსჯავრი უფლისაჲ და ღელეთა საფუძველთა ქუეყანისათა, რამეთუ საშჯელ არს უფლისაჲ ერისა მიმართ მისისა და ისრაჱლისა თანა პაექრობა ყოს.
6:3 ერო ჩემო, რაჲ გიყავ შენ, ანუ რაჲთა შეგაწუხე შენ, ანუ რაჲთა აღგაშფოთე შენ? მომიგე მე
6:4 მით, რამეთუ აღმოგიყვანე შენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა და სახლისაგან მონებისა განგათავისუფლე შენ, და განვავლინენ წინაშე პირსა შენსა მოსე და აჰრონ და მარიამი.
6:5 ერო ჩემო, მოიჴსენე, რაჲ იზრახა ძჳნად შენდა ბალაკ, მეფემან მოაბისმან და რაჲ-იგი მიუგო მას ბალაამ, ძემან ბეორისამან, საზომელთაჲთგან ვიდრე ბალგალამდე, რათა საცნაურ იქმნეს სიმართლე უფლისაჲ
6:6 რაჲსა მიერ ვეწიო უფალსა, და შევეწიო ღმერთსა ჩემსა მაღალსა? უკუეთუ მე ვეწიო მას ყოვლად დასაწუელთა მიერ ზუარაკთა მიერ წელიწდეულთა?
6:7 უკეთუ შეიწყნარებს უფალი ათასეულთა შორის ვერძთა, ანუ ბევრეულთა შორის ვაცთა მსუქანთა, უკეთუ მივსცნე პირმშონი ჩემნი უთნოობისათჳს, ნაყოფი მუცლისა ჩემისაჲ ცოდვისათჳს სულისა ჩემისა?
6:8 მიგეთხრა შენ, ჵ კაცო, რაჲ კეთილ, ანუ რასა ეძიებს შენგან უფალი, არამედ ქმნასა მსჯავრისასა და შეყუარებასა წყალობისასა და მზად-ყოფასა სლვად უფლისა თანა ღმრთისა შენისა.
6:9 ჴმაჲ უფლისაჲ ქალაქსა ზედა იწოდოს, და აცხოვნნეს მოშიშნი სახელის მისისანი, ისმინენ ტომმან და ვინ შეამკოს ქალაქი.
6:10 არა ცეცხლმანა? და სახლი უსჯულოთასა, რომელი იუნჯებს, საუნჯეთა უსჯულოთა და გინებისა თანა უსამართლოჲსა.
6:11 და უკეთუ გამართლდეს უფლისა შორის უსჯულოჲ და ვაშკარანსა შორის საწონისა ზაკულისა
6:12 რომელთაგან სიმდიდრე მათი უთნოობითა აღავსეს, და დამკჳრებულნი მისნი იტყოდეს ცრუსა, და ენაჲ მათი ამაღლდა პირისაგან მათისა
6:13 და მე ვიწყებ დაცემად შენდა და უჩინო გყოფ შენ ცოდვათა შენთათჳს.
6:14 შენ სჭამო და არა განსძღე. და დაბნელდეს შენ შორის, და შეპყრობილ-იქმნე და შენ ვერ განერე და რაოდენიცა განერნენ, მახჳლსა მიეცნენ.
6:15 შენ სათესო და ვერ მოიმკო შენ სწნეხდე ზეთსა, და შენ ვერ იცხო ზეთი. და ჰქმნა ღჳნოჲ, და ვერ ჰსუა.
6:16 და უჩინო იქმნეს შჯული ერისა ჩემისაჲ და ყოველნი საქმენი სახლსა აქაბისნი. და ვიდოდენ ნეგათა შინა მათთა, რათა მგცე შენ უჩინო სიქმნელად და შორი^ს დამკჳდრებულნი მისნი დასასტჳნველად და ყუედრება ერისაჲ მიიღოთ.

© 2010, გია შერვაშიძე