1:1 |
მიღებაჲ სანინევოჲ; წიგნი ხილვისა ნაუმ ელკესელისაჲ. |
1:2 |
ღმერთი მოშურნე და შურისმგებელი, უფალი გულისწყრომისა თანა, შურისმეძიებელი უფალი წინააღმდგომთა მისთა და აღმღებელი თჳთ მტერთა თჳსთა. |
1:3 |
უფალი სულგრძელ და დიდ ძალი მისი. და უბრალოჲ არ უბრალო ყოს უფალმან. აღსასრულისა შორის და ძრვისა შორის გზაჲ მისი და ღრუბლებ მტუერი ფერჴთა მისთაჲ. |
1:4 |
მქადაგებელი ზღჳსაჲ და განმაჴმობელი მისი და ყოველთა მდინარეთა მომაოჴრებელი. შემცირდა ბასანელი და კარმელი და ყუავილოვნება ლიბანისანი მოაკლდეს. |
1:5 |
მთანი შეიძრნეს მისგან და ბორცუნი შეირყინეს და კდემულ იქმნა ქუეყანაჲ პირისაგან მისისა თანად ყოველნი და ყოველნი დამკჳდრებულნი მის შორის. |
1:6 |
პირისაგან რისხვისა მისისა ვინ დაუთმოს და ვინ წინააღუდგეს წინააღმდეგად გულისწყრომასა მისსა? და გულისწყრომაჲ მისი დაადნობს დასაწყისთა. და კლდენი დაიფუშნეს მისგან. |
1:7 |
ტკბილ არს უფალი მოთმინეთა მისთათჳს დღესა ჭირისასა და მცნობელ მოკრძალვათა მკრძალავთა მისთა და საფლავსა შორის. |
1:8 |
და რღუნასა სლვისასა მოსრულებაჲ ყოს მან. ზედაღდგომილთა და მტერთა მისთა სდევდეს ბნელი. |
1:9 |
რაჲსა ჰსიტყუავთ უფლისა ზედა? მან ყოს მოსრულება. არშურ-იგო ორგზის ერთბამად ჭირსა შინა, |
1:10 |
რამეთუ ვიდრე საფუძველთამდე მისთა განკორდნენ და ვითარ ბრწამლი მოხუეული შეიჭამოს და ვითარცა ლელწამი სავსე სიჴმელითა. |
1:11 |
შენგან გამოვიდეს გულისსიტყვა ძჳნად უფლისა ბოროტი განმზრახი წინააღმდგომთაჲ. |
1:12 |
ამათ იტყჳს უფალი განმთავრებული წყალთა ზედა მრავალთა და ესრეთ განიკერძნენ და სასმენელმან შენმან არ შეისმინოს მერმე. |
1:13 |
და აწ შევმუსრო კუერთხი მისი შენგან და საკრველნი შენნი განვბძარნე. |
1:14 |
და ამცნოს შენთჳს უფალმან - არ დაითესოს სახელისაგან შენისა მერმე; სახლისაგან ღმრთისა შენისა მოვსპნე წახნაგებულნი და გამოდნობილნი დავსხნე საფლავად შენდა. |
1:15 |
რამეთუ მალეობენ, ეგერა, ფერჴნი მთათა ზედა მახარებელისა და მიმთხრობელისათა მშჳდობისა. დღესასწაულობდ, იუდა, დღესასწაულთა შენთა, უკუნსცენ აღთქმანი შენნი უფალსა მით, რამეთუ არღა შესძინონ მერმე განვლაჲ დასაძუელებელად მოესრულოს, მოიკლას. |