კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ნაუმი »
ნაუმი 1
ნაუმი 2
ნაუმი 3

« ნაუმი 2 [BIB - xx] »
2:1 რამეთუ აღვიდა მბერავი პირისა შენისაჲ განმარინებელი ჭირისაგან. მოიმსტურე გზაჲ, მოიმტკიცე წელი, განმჴნდი ძალითა ფრიად
2:2 მით, რამეთუ გარემიაქცია უფალმან გინებაჲ იაკობისი, ვითარ-იგი გინებაჲ ისრაჱლისი მით, რამეთუ განმბერტყელთა განბერტყნეს იგინი და მონაგებნი მათნი განხრწნნეს.
2:3 ჭურნი ძლიერებისა მისისანი კაცთაგან. მამაცნი ძლიერნი მომღერალნი ცეცხლითა, სადევენი ეტლებისა მათისანი დღესა შინა განმზადებულებისა მისისასა და მჴედარნი.
2:4 აღბორგნენ, გზათა ზედა შემოკრბენ ეტლნი და აღიხუნენ შეიგანთა შორის, ხილვაჲ მათი ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ და ვითარცა ელვანი წარმრბენელნი.
2:5 და მოჴსენებულ იქმნენ დიდებულნი მათნი და მოუძლურდენ სლვასა შინა მათსა და ისწრაფიან ზღუდეთა ზედა და განჰმზადებენ წინსაცავთა მათთა.
2:6 ბჭენი ქალაქთანი განეხუნეს და სამეფონი დაეცნეს.
2:7 და მონაგები გამოცხადნა და იგიაჲ აღვიდოდა. და მჴევალნი მისნი უძღოდეს, ვითარცა ტრედნი მჴმობარენი გულთა შინა მათთა.
2:8 და ნინევი, ვითარცა საბანელი წყლისაჲ, წყალნი მისნი და იგინი ვითარცა მლტოლვარენი არ დადგეს. და არა იყო ზედამხედველი.
2:9 და იტაცებდეს ვეცხლსა და იტაცებდეს ოქროსა და არა იყო ბოლოჲ მისი. დამძიმდეს უფროს ყოველთასა ჭურჭელნი გულისსათქმელნი მისნი.
2:10 განბერტყაჲ და წდოლაჲ და ჟრუნვაჲ, და გულისა შემუსრვაჲ, და დაჴსნაჲ მუჴლთა, და ლმობანი ყოველსა ზედა წელსა და პირები ყოველთაჲ, ვითარცა ნაწუავი ქოთნისაჲ.
2:11 სადა არს სამკჳდრებელი ლომთა და საძოარი მყოფი ლეკუთად, სადა ვიდოდა ლომი შესლვად, მუნ ლეკჳ ლომისაჲ და არა იყო მაშინებელი.
2:12 ლომმან იტაცნა კმასაყოფელნი ლეკუთა მისთანი და დაუშთვნა ლეკუთა თჳსთა და აღავსო ნადირითა ბუდე თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი ნატაცებითა.
2:13 აჰა, ესერა, მე შენ ზედა - იტყჳს უფალი, ყოვლისმპყრობელი - და შევწუა კუამლითა სიმრავლე შენი. და ლომნი შენნი დაჭამნეს მახჳლმან. და მოვასრულო ქუეყანისაგან ნადირი შენი და არღა ისმნენ მერმე საქმენი შენნი.

© 2010, გია შერვაშიძე