3:1 |
ქალაქი სისხლთაჲ, ყოველი ტყუილითა, უსამართლობითა სავსე. არა ძიებულ იქმნეს ნადირი. |
3:2 |
ჴმაჲ გუემათაჲ და ჴმაჲ ძრვისა ურმისთუალთაჲსა, და ცხენისა მდევრისა, და ეტლისა აღმომდუღარისაჲ, ცხენოსნისა აღმომავალისა. |
3:3 |
და ბრკიალისა მახჳლისაჲ, და აელვებულთა საჭურველთაჲ, და სიმრავლე წყლულთაჲ, და სიმძიმე დაცემულებისაჲ. და არა იყო ბოლოჲ ნათესავთა მისთაჲ და მოუძლურდენ სხეულთა შორის მათთა. |
3:4 |
სიმრავლისაგან უკეთურებისა მეძავი ქმნულკეთილი და მოხარული მძღუანელი წამლვათაჲ, განმფრდელი ნათესავისაჲ სიძვისა მიერ თჳსისა და ტომთაჲ წამლვათა მიერ მისთა. |
3:5 |
აჰა, ესერა, მე შენ ზედა - იტყჳს უფალი ყოვლისმპყრთბელი, - და გამოვაცხადნე უკანანი შენნი პირსა ზედა შენსა და უჩუენო ნათესავთა სირცხჳლი შენი და მეფობათა - უპატიოებაჲ შენი. |
3:6 |
და ზედ დავაგდო შენ ზედა საძაგელებაჲ. და დაგდვა მე შენ მაგალითად. |
3:7 |
და იყოს, ყოველი მხილველი შენი, შთავიდეს შენგან და თქუას: საწყალობელი ნინევი, რად სულთითქუამს იგი, ვინაჲ ვიძიო ნუგეშინის-ცემაჲ მისი? |
3:8 |
მოჰრთე ლარი ნაწილი აამმონისი, განჰმზადე კერძი ამმონისი. დამამკჳდრებელმან მდინარეთა წყალი გარემო მისსა, რომლისა დასაბამ ზღუაჲ და წყალი ზღუდეთა მისთაჲ. |
3:9 |
და ეთიოპიაჲ ძალ მისსა და ეგჳპტე. არა არს დასასრული ლტოლვისა შენისაჲ და ლიბიელნი იქმნეს შემწე მისა. |
3:10 |
და იგი გარდასახლებად წარვიდეს ტყუე. და ჩჩჳლნი მისნი დაეხეთქნენ დასაწყისსა გზათა მისთასა და ყოველთა ზედა დიდებულთა მისთა განიგდონ წილი და ყოველნი დიდ-დიდნი მისნი შეიკრნენ ჴელბორკილითა. |
3:11 |
და შენ დაითრო და იყო უგულებელსქმნილ. და შენ ეძიებ თავისა შენისა შეწევნასა მტერთაგან. |
3:12 |
ყოველნი სიმაგრენი შენნი შენდა ლეღუსა, ებგურთა მქონებელნი, უკუეთუ შეიძრნენ, შთაცჳვენ პირსა მჭამელისასა. |
3:13 |
აჰა, ესერა, ერი შენი ვითარცა დედები შენ შორის. მტერთა შენთა განხმულნი განეხუნენ ბჭენი ქუეყანისა შენისანი. და დაჭამნეს ცეცხლმან მოქლონნი შენნი. |
3:14 |
წყალი მოცვისა მიიზიდე თავისა შენისა. განამტკიცენ სიმაგრენი შენნი, შთაიღურჭუმო თიჴადმი და აღჰზელდე ბზითა, განაძლიერე საალიზედ. |
3:15 |
მუნ შეგჭამოს შენ ცეცხლმან, მოგასრულოს შენ მახჳლისა მიერ და შეგჭამოს შენ, ვითარცა მკალმან და დაგიმძიმდეს შენ, ვითარცა ბოცომკალი. |
3:16 |
განამრავლე სავაჭრონი შენნი უფროს ვარსკულავთა ცისათა, მკალმან მიიმართა და აღფრინდა. |
3:17 |
აღსუბუქნა, ვითარცა პეპელი, შემყოფი შენი, ვითარცა მკალი აღსრული ღობესა ზედა დღესა შინა ყინელისასა. მზე აღმოჰჴდა და განიტევა და არა იცნობა ადგილი მისი. ვაჲ მათდა. |
3:18 |
მიერულა მწყემსთა შენთა. მეფემან ასსურასტანისამან დააძინენ ძლიერნი შენნი, განიყარა ერი შენი მთათა ზედა და არა იყო მემლოდე. |
3:19 |
არა არს კურნება შემუსრვილებასა შენსა. წუთხიან იქმნა წყლულებაჲ შენი, ყოველთა მსმენელთა ჰამბავისა შენისათა დაიტყუელნენ ჴელნი შენ ზედა მით, რამეთუ ვისცა ზედა არა მივიდა ძჳრი შენი მარადის. |