კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« I კორინთელთა »
I კორინთელთა 1
I კორინთელთა 2
I კორინთელთა 3
I კორინთელთა 4
I კორინთელთა 5
I კორინთელთა 6
I კორინთელთა 7
I კორინთელთა 8
I კორინთელთა 9
I კორინთელთა 10
I კორინთელთა 11
I კორინთელთა 12
I კორინთელთა 13
I კორინთელთა 14
I კორინთელთა 15
I კორინთელთა 16

« I კორინთელთა 5 [BIB - xx] »
5:1 ყოვლადვე ისმის, რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ და ეგევითარი სიძვაი, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების, ვითარმცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესუა.
5:2 და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უფროჲსად იგლოვეთ, რაჲთა მოისპოს თქუენ შორის, რომელმან საქმე ესე ქმნა.
5:3 რამეთუ მე შორს ღათუ ვარ ჴორცითა, ხოლო მახლობელ სულითა; და აწ ეგრეთ შემირაცხიეს, ვითარცა მანდა მყოფსა ეგევითარისა მისთჳს, რომელმან საქმე იგი ქმნა,
5:4 სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, შეკრებასა სულისა ჩემისა და თქუენისასა, ძალითურთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა
5:5 მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ჴორცითა, რაჲთა სული ცხონდეს დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრსისტესსა.
5:6 არა კეთილ არს სიქადული ეგე თქუენი; არა უწყითა, რამეთუ მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის?
5:7 განწმიდეთ უკუე ძუელი იგი ცომი, რაჲთა იყვნეთ ახალ თბე, ვითარცა-ეგე ხართ უცომო, რამეთუ ზატიკად ჩუენდა, ჩუენთჳს დაიკლა ქრისტე.
5:8 რაჲთა ვზატიკობდეთ არა ცომითა მით ძუელითა, არცა ცომითა მით სიბოროტისა და უკეთურებისაჲთა, არამედ უცომოებითა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისაჲთა.
5:9 მოვწერე თქუენდა წიგნსა ამას შინა: ნუ თანა-აღერევით მეძავთა;
5:10 და არა თუ ყოველთა მეძავთა ამის სოფლისათა, გინა ანგაჰრთა, გინა მტაცებელთა, გინა კერპთ-მსახურთა; უკუეთუ არა, თანა-გაც სამე სოფლით გამოსლვაჲ.
5:11 ხოლო აწ მივწერე თქუენდა: ნუ თანა-აღერევით, უკუეთუ ვინმე ძმაჲ სახელდებულ იყოს მეძავ ანუ ანგაჰრ, გინა კერპთ-მსახურ, გინა მაგინებელ, გინა მომთრვალე, ანუ მტაცებელ; ესევითარისა მის თანა არცაღა ჭამად.
5:12 რამეთუ რაჲ ძეს ჩემი და გარეშეთა მათ განკითხვაჲ? ანუ არა შინაგანნი იგი თქუენ განიკითხნეთა?
5:13 ხოლო გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს; და მოსპოთ უკეთური იგი შორის თქუენსა.

© 2010, გია შერვაშიძე