კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« I კორინთელთა »
I კორინთელთა 1
I კორინთელთა 2
I კორინთელთა 3
I კორინთელთა 4
I კორინთელთა 5
I კორინთელთა 6
I კორინთელთა 7
I კორინთელთა 8
I კორინთელთა 9
I კორინთელთა 10
I კორინთელთა 11
I კორინთელთა 12
I კორინთელთა 13
I კორინთელთა 14
I კორინთელთა 15
I კორინთელთა 16

« I კორინთელთა 9 [BIB - xx] »
9:1 არა ვარა მოციქულ? არა ვარა აზნაურ? ანუ არა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე თუალითა ვიხილეა? ანუ არა ნამუშაკევნი ჩემნი თქუენ ხართა უფლისა მიერ?
9:2 სხუათა ღათუ არა ვარ მოციქულ, არამედ თქუენდა ხოლო ვარ, რამეთუ ბეჭედნი ჩემისა მოციქულებისანი თქუენ ხართ უფლისა მიერ.
9:3 ჩემი სიტყჳს-გებაჲ ჩემთა მათ განმკითხველთა ესე არს.
9:4 არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებჲ ჭამად და სუმად?
9:5 არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფეაბჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად, ვითარცა სხუათა მათ მოციქულთა და ძმათა უფლისათა და კეფას?
9:6 ანუ მე ხოლო და ბარნაბას არა გუაქუს ფლობაჲ საქმედ?
9:7 ვინ-მე სადა საგრობნ თჳსითა საგზლითა? ვინ დაასხის ვენაჴი და ნაყოფისა მისისაგან არა ჭამის? ანუ ვინ მწყსინ სამწყსოსა და სძისა მისგან სამწყსოთაჲსა არა ჭამის?
9:8 ანუ კაცობრივ-მე ნუ ვიტყჳ ამას? ანუ არა შჯულიცა ამასვე იტყჳსა?
9:9 რამეთუ შჯულსა მოსესსა წერილ არს: არა შეუკრა პირი ჴარსა მლეწველსა. ნუუკუე ჴართაჲ რაჲმე ეურვებოდა ღმერთსა?
9:10 არამედ ჩუენთჳს სამე იტყჳს, რამეთუ ჩუენთჳს დაიწერა. რამეთუ სასოებით თანა-აც ჴნვაჲ მჴნველსა მას, და რომელი-იგი ლეწავნ სასოებითა მითვე, - შეკრებაჲ სასოებით.
9:11 უკუეთუ ჩუენ სულიერი დავსთესეთ თქუენ შორის, დიდ-მე რაჲ არსა, თქუენგან თუ ჴორციელი მოვიმკოთ ჩუენ?
9:12 უკუეთუ სხუანი ჴელმწიფებჲსაგან თქუენისა მიღებენ, არა-მე უფროჲსღა ჩუენდა? არამედ არა ვინებეთ ჴელმწიფებაჲ ესე, რამეთუ ყოველსავე დავითმენთ, რაჲთა არა დაბრკოლებაჲ რაჲმე ვსცეთ სახარებასა მას ქრისტესსა.
9:13 არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ბაგინსა ჰმსახურებენ, ბაგინისაგან ჭამიან? და რომელნი საკურთხეველსა წინაშე დგანედ, საკურთხეველისაგან ნაწილი განიღიან?
9:14 ეგრეთცა უფალმან ბრძანა, რომელნი-იგი სახარებასა მიუთხრობენ, სახარებისაგან ცხორებაჲ.
9:15 ხოლო მე არარაჲ ვიჴუმიე ამათგანი. და არა ამისთჳს მივწერე ესე, რაჲთა ესრეთ იყოს ჩემდა მომართ. რამეთუ უმჯობეს არს ჩემდა სიკუდილი უფროჲს, ვიდრეღა სიქადული ჩემი, და-თუ ვინ-მე-აცუდოს იგი.
9:16 რამეთუ ვახარებ თუ, არა არს ჩემდა სიქადულ, რამეთუ უნებელი ზედა-მაც მე, და ვაჲ არს ჩემდა, არა თუ ვახარებდე.
9:17 რამეთუ ნეფსით თუ ვიქმ ამას, სასყიდელი მაქუს, ხოლო უკუეთუ უნებლიეთ, სამნოჲ რწმუნებულ არს ჩემდა.
9:18 რაჲ-მე უკუე არს სასყიდელი ჩემი? რაჲთა, ვახარებდე რაჲ, უსასყიდლოდ ვახარებდე სახარებასა მას ქრისტესსა, რაჲთა არარაჲ ვიმსახურო ჴელმწიფებითა ჩემითა სახარებასა მას შინა ჩემსა.
9:19 რამეთუ თავისუფალ ვიყავ ყოველთაგან და ყოველთა თავი ჩემი დავამონე, რაჲთა უმრავლესნი შევიძინნე.
9:20 ვიქმენ ჰურიათა თანა, ვითარცა ჰურიაჲ, რაჲთა ჰურიანი შევიძინნე; შჯულსა ქუეშე მყოფთა თანა, ვითარცა შჯულსა ქუეშე მყოფი, რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი შევიძინნე;
9:21 უშჯულოთა თანა, ვითარცა უშჯულოჲ, - არა უშჯულოი ვიყავ ღმრთისა, არამედ შჯულიერი ქრისტესი, - რაჲთა უშჯულონი შევიძინნე;
9:22 ვიქმენ უძლურთა მათ თანა, ვითარცა უძლური, რაჲთა უძლურნი იგი შევიძინნე; ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაჲთა ყოველნი ვაცხოვნნე.
9:23 ხოლო ამას ვიქმ სახარებისა მისთჳს, რაჲთა თანა-ზიარ მისსა ვიქმნე.
9:24 არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ასპარეზსა მას შინა რბიედ, ყოველნივე რბიედ, ხოლო ერთმან მიიღის ნიჭი? ესრეთ რბიოდეთ, რაჲთა ეწინეთ.
9:25 ხოლო ყოველივე იგი მოღუაწე ყოველსავე მოითმენნ: იგინი უკუე სამე, რაჲთა განხრწნადი გჳრგჳნი მოიღონ, ხოლო ჩუენ - უხრწნელი.
9:26 მე უკუე აწ ესრეთ ვრბი, ვითარცა არა უჩინოდ; ესრეთ ვიჭირვი, ვითარცა არა ჰაერსა ვსცემ.
9:27 არამედ აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო.

© 2010, გია შერვაშიძე