15:1 |
და ჰრქუა მას: ამცენ და ეტყოდე, რათა შევიდეს მეფისა და ევედროს მას ერისა ჩუენისათჳს. |
15:2 |
მოიჴსენენ დღენი იგი სიმდაბლისა შენისანი, რომელთა შინა აღიზარდე ჴელითა ჩემითა, რამეთუ ამან, რომელი შემდგომობს მეფისა, ეტყოდა მეფესა ჩუენთჳს მოსიკუდიდ ჩუენდა. |
15:3 |
აწ ევედრე უფალსა და ეტყოდე ჩუენთჳს მეფესა, მიჴსნენ ჩუენ სიკუდილისაგან. |
15:4 |
დღესა მესამესა დასცხრა იგი ლოცვისაგან და განიძარცვა სამოსელი სიმდაბლისა და შეიმოსა სამოსელი დიდებისა. და იქმნა იგი განშვენებულ ფრიად. |
15:5 |
და ხადა სახელსა ყოველთა მცნობელთასა, ღმერთსა მაცხოვარსა, და წარიყვანა მის თანა ორნი შიმუნვარნი. |
15:6 |
ერთსა მას მისდევდა და ჴელი დაეყრდნა, |
15:7 |
და მეორე იგი აღუმცირებდა სამოსელსა მისსა, ხოლო იგი მეწამულ იყო შვენიერებითა სიკეთისა მისისათა და პირი მისი მხიარულ იყო, |
15:8 |
ხოლო გული მისი შეძრწუნებულ იყო. |
15:9 |
და განვლნა ყოველნი კარნი სამეფოსანი და დადგა წინაშე ასვირეოსის მეფისა; ხოლო იგი ჯდა საყდარსა ზედა სამეუფოსა მისსა და ყოველი სამოსელი წარჩინებული ემოსა ოქროჲთა ქსოვილი და ანთრაკი პატიოსანი. |
15:10 |
და აღიპყრა პირი მისი განჴურვებული დიდებითა და მიჰხედნა გულისწყრომითა მისითა; და შეეშინა დედოფალსა და ექცა ფერი პირისა მისისა. და დაიჴსნეს ძარღუნი, დაიფარა პირი თჳსი მჴევლისა ზურგითა. |
15:11 |
ხოლო ღმერთმან და უფალმან ყოვლისა დამბადებელმან რისხვა იგი მეფისა წყალობად გარდააქცია და ცვალა გულისწყრომა მისი მშჳდობად. და ნუგეშინის-სცემდა მას სიტყჳთა მშჳდობისათა და ეტყოდა მას: |
15:12 |
რაჲ არს, ესთერ დედოფალო? მე ვარ ძმა შენი, ნუ გეშინინ. |
15:13 |
არა მოჰკვდე, რამეთუ ზოგადთა არს ბრძანება ჩუენი და არა შენდა მიმართ, აჰა ესერა, კვერთხი ჴელთა შენთა. |
15:14 |
და აღიღო კვერთხი იგი ოქროჲსა და დასდვა ქედსა მისსა და ამბორსუყოფდა მას. |
15:15 |
და ჰრქუა: მეტყოდე მე, დედოფალო. |
15:16 |
და ჰრქუა მას ესთერ: გიხილე შენ, უფალო ჩემო, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ და შემიძრწუნდა გული ჩემი შიშითა დიდებისა გულისწყრომისა შენისათა, |
15:17 |
რამეთუ პირი შენი მადლითა სავსე არს. |
15:18 |
და ამას რაჲ იტყოდა იგი, ფერი პირისა მისისა გარდაეცვალა ყვითლად. და ესე იყო ღვაწლისაგან შიშისა მისისა და აღივსო პირი მისი ოფლითა, რაჟამს ეტყოდა იგი ამას, დაჴსნდა და მოაკლდა. |
15:19 |
და მეფე ასჳრეოს შეძრწუნებულ იყო ფრიად და ყოველნი მსახურნი მისნი. |